ღვიდისი
მთა საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში
ღვიდისი — მთა საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ჯავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გუდისის ქედზე, მდინარე ჩაბარუხისწყლის (პატარა ლიახვის მარჯვენა შენაკადი) სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2945 მ. აგებულია ქვედაცარცული კარბონატული ქანებით. ღვიდისი შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით.
ღვიდისი | |
---|---|
კოორდინატები: 42°24′24″ ჩ. გ. 44°10′10″ ა. გ. / 42.406722° ჩ. გ. 44.169472° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ჯავის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2945 მ |
ქედი | გუდისის ქედი |
ლიტერატურა
რედაქტირება- დევდარიანი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 587.