ქართა
მთა საქართველოში, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მხარეების ადმინისტრაციულ საზღვარზე
ქართა — მთა საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურისა და სამცხე-ჯავახეთის მხარის ბორჯომის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ განშტოების — ღორისნამკალზე (ნეძვისწყლისა და ძამის წყალგამყოფი). სიმაღლე ზღვის დონიდან 2315 მ. აგებულია პალეოგენური ასაკის ანდეზიტურგანფენებიანი ტლანქშრეებრივი ტუფ-ბრექჩიებით. ქვემო და შუა კალთები შემოსილია შერეული ტყით (ჭარბობს წიფელი), ზემო — სუბალპური მდელოებით.
ქართა | |
---|---|
კოორდინატები: 41°52′56″ ჩ. გ. 43°36′00″ ა. გ. / 41.882278° ჩ. გ. 43.600139° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ხაშურის მუნიციპალიტეტი ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2315 მ |
ქედი | თრიალეთის ქედი |
ამგებელი ქანები | ტუფ-ბრექჩია |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 458.