მიგარია
მთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში
მიგარია — მთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მარტვილისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს მიგარიის მასივის (მდინარეების ტეხურისა და ხობის წყალგამყოფი) სამხრეთ ქარაფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2024 მ. აგებულია ცარცული ასაკის მასიური კირქვებით. შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით.
მიგარია | |
---|---|
კოორდინატები: 42°38′09″ ჩ. გ. 42°20′29″ ა. გ. / 42.63583° ჩ. გ. 42.34139° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მარტვილის მუნიციპალიტეტი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2024 მ |
მთის მასივი | მიგარიის მასივი |
ამგებელი ქანები | კირქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 677.