ნასტიწუპი
ნასტიწუპი — ვულკანური მთა საქართველოში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მაღრან-დვალეთის კავკასიონის მთავარის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ჯეჯორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ზემოთში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2028 მ. აგებულია დაციტური და ლიპარიტ-დაციტური ლავებით. გუმბათის ფორმისაა. შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით.
ნასტიწუპი | |
---|---|
კოორდინატები: 42°31′49″ ჩ. გ. 43°46′39″ ა. გ. / 42.53028° ჩ. გ. 43.77750° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ონის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2028 მ |
ქედი | მაღრან-დვალეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | დაციტური და ლიპარიტ-დაციტური ლავა |
ლიტერატურა
რედაქტირება- უკლება დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 326.