მტირალა
მთა საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში
მტირალა, დიდი მტირალა, ცისკარა — მთა საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს ქობულეთ-ჩაქვის ქედზე, მდინარეების ჩაქვისწლისა და ყოროლისწყლის წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 1381 მ. აგებულია შუაეოცენური ანდეზიტური განფენებით, ტუფებითა და ტუფ-ბრექჩიებით. მტირალას კალთები შემოსილია წიფლნარ-მუქწიწვიანებით. მთის დასავლეთი კალთა გამოყენებულია საზაფხულო დასასვენებელ ადგილად.
მტირალა | |
---|---|
მთა მტირალას ხედი დასავლეთიდან | |
კოორდინატები: 41°37′34″ ჩ. გ. 41°49′19″ ა. გ. / 41.62611° ჩ. გ. 41.82194° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 1381 მ |
ქედი | ქობულეთ-ჩაქვის ქედი |
ამგებელი ქანები | ანდეზიტური განფენები, ტუფი და ტუფ-ბრექჩია |
სურათები ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 185.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 20 მაისი, 2021.