ლეილი
მთა საქართველოსა და სომხეთის საზღვარზე, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის მხარეებში, ასევე ში
ლეილი — მწვერვალი საქართველოსა და სომხეთის საზღვარზე. საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება სამცხე-ჯავახეთის მხარის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტისა და ქვემო ქართლის მხარის დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზე, ხოლო სომხეთის ტერიტორიაზე შირაკის პროვინციისა და ლორეს პროვინციის ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ჯავახეთის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3157 მ. აგებულია პლიოცენ-მეორეული ვულკანური, ანდეზიტური და ბაზალტური ლავებით. ახასიათებს ალპური მდელოს ლანდშაფტი.
ლეილი | |
---|---|
ლეილი | |
კოორდინატები: 41°09′56″ ჩ. გ. 43°57′15″ ა. გ. / 41.16556° ჩ. გ. 43.95417° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო სომხეთი |
ტერიტორიული ერთეული | სამცხე-ჯავახეთის მხარე, ქვემო ქართლის მხარე შირაკის პროვინცია, ლორეს პროვინცია |
სიმაღლე | 3157 მ |
ქედი | ჯავახეთის ქედი |
ამგებელი ქანები | ვულკანური, ანდეზიტური და ბაზალტური ლავა |
სურათები ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 162.