გვირგვინა (მთა)

მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გვირგვინა (მრავალმნიშვნელოვანი).

გვირგვინა — მთა საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თრიალეთის ქედის დასავლეთ ნაწილში, ამავე სახელწოდების შტოქედზე (მდინარეების გუჯარეთისწყლისა და ნეძვისწყლის წყალგამყოფი). სიმაღლე ზღვის დონიდან 2253 მ.

გვირგვინა
გვირგვინა, ხედი სოფ. პატარა მიტარბიდან
გვირგვინა, ხედი სოფ. პატარა მიტარბიდან
კოორდინატები: 41°49′22″ ჩ. გ. 43°34′05″ ა. გ. / 41.82278° ჩ. გ. 43.56806° ა. გ. / 41.82278; 43.56806
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ბორჯომის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2253 
ქედი თრიალეთის ქედი
ამგებელი ქანები ტუფ-ბრექჩია და ტუფ-ქვიშაქვა
გვირგვინა (მთა) — საქართველო
გვირგვინა (მთა)
გვირგვინა (მთა) — სამცხე-ჯავახეთის მხარე
გვირგვინა (მთა)
სურათები ვიკისაწყობში

აგებულია ძლიერ დანაოჭებული შუაეოცენური ტუფ-ბრექჩიებითა და ტუფ-ქვიშაქვებით. გვირგვინას კალთებზე წიფლნარი და მუქწიწვოვანი ტყეებია, მწვერვალზე — მეორეული სუბალპური მდელოები.

ლიტერატურა

რედაქტირება