დალიდაღი
დალიდაღი — მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტისა და ქვემო ქართლის მხარის დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ჯავახეთის ქედის ცენტრალურ ნაწილში, სიმაღლე ზღვის დონიდან 2914 მ. აგებულია პლიოცენური ანდეზიტ-დაციტური ლავებით. წვერი გუმბათისებრია, კალთები — დანაწევრებული და სამი მხრივ (გარდა სამხრეთისა) საკმაოდ ციცაბო. შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით.
დალიდაღი | |
---|---|
კოორდინატები: 41°12′42″ ჩ. გ. 43°56′58″ ა. გ. / 41.211889° ჩ. გ. 43.949611° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, დმანისის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2914 მ |
ქედი | ჯავახეთის ქედი |
ამგებელი ქანები | პლიოცენური ანდეზიტ-დაციტური ლავა |
ლიტერატურა
რედაქტირება- უკლება დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 300.