მომხმარებლის განხილვა:Otogi/არქივი 17

ბოლო კომენტარი: 8 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Otogi თემაში წაშლა
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

საუნივერსიტეტი აიპი მისამართი

სალამი, Otogi, ეს (მომხმარებელი:92.241.95.129) არის საუნივერსიტეტი აიპი, ანუ ერთი აიპით სტუდენტთა დიდი ნაწილი სარგებლობს, მისი დაბლოკვა ყველას შეუზღუდავს ვიკიპედიის რედაქტირების შესაძლებლობას, ამიტომ იქნებ გავითვალისწინოთ და საჭიროების შემთხვევაში, მაქსიმუმ რამდენიმე დღიანი ბლოკირებით შემოვიფარგლოთ.--92.241.95.129 04:47, 7 ივლისი 2015 (UTC)პასუხი

გამარჯობა! ამჟამად ეს IP არ არის ბლოკირებული. საერთოდ, თუ ასე ხართ დაინტერესებული ვიკიპედიით, გირჩევთ, რომ შექმნათ ანგარიში. ვანდალიზმის შემთხვევაში IP-მისამართი თუ ანგარიში იბლოკება შესაბამისი ვადით. - OTOGI Messages 08:34, 7 ივლისი 2015 (UTC)პასუხი

ლიცენზია

რა ლიცენზია უნდა ჰქონდეს სურათს?წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Jabavashadze12 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ლიცენზია

ჩემს გადაღებულ სურათსაც სჭირდება ლიცენზია?--Jabavashadze12 განხილვაწვლილი 15:40, 15 ივლისი 2015 (UTC)პასუხი

რა თქმა უნდა. - OTOGI Messages 17:31, 15 ივლისი 2015 (UTC)პასუხი

კითხვა

ვთქვათ, მინდა ერთ-ერთ სტატიაში ხელმოწერის დამატება (მაგ. სტატია ანიტა რაჭველიშვილში) როგორ უნდა მოვიქცე?(სურათი გამაჩნია)--Jabavashadze12 განხილვაწვლილი 16:10, 17 ივლისი 2015 (UTC)პასუხი

@Jabavashadze12: გთხოვთ წინადადების ფორმულირება მოახდინოთ. - OTOGI Messages 18:30, 19 ივლისი 2015 (UTC)პასუხი

სტატიის შემოწმება

გთხოვთ შეამოწმოთ სატიები: ანიტა რაჭველიშვილი და რეკვიემი (ვერდი).წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Jabavashadze12 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

@Jabavashadze12: დამოწმდა. - OTOGI Messages 18:30, 19 ივლისი 2015 (UTC)პასუხი

უკაცრავად

„ვაშაძე, ალექსანდრეს“ გადამისამრთება მინდოდა „ალექსანდრე ვაშაძეში“ და რაღაც სისულელეები ჩავიდინე; თუ შეიძლება ამიხსნათ როგორ შეიძლება სტატიის გადამისამართება თუ დამჭირდა ახლომომავალში.--Jabavashadze12 განხილვაწვლილი 12:44, 22 ივლისი 2015 (UTC)პასუხი

@Jabavashadze12: იხილეთ: ვიკიპედია:გადამისამართება. - OTOGI Messages 19:44, 22 ივლისი 2015 (UTC)პასუხი

ვიკიშეხვედრა

გამარჯობა, ოთო. შეგახსენებ, რომ 8 აგვისტოს შედგება ვიკიშეხვედრა. ვიკრიბებით 13:00 საათზე, მეტრო თავისუფლების მოედნის შესასვლელთან.--დათო1010 15:20, 5 აგვისტო 2015 (UTC)პასუხი

გამარჯობა! მადლობა შეტყობინებისთვის, სამწუხაროდ არ მეცალა. - OTOGI Messages 18:08, 12 სექტემბერი 2015 (UTC)პასუხი

გთხოვთ

შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ გთხოვთ შეამოწმოტბ ანიტა რაჭველიშვილი და სხვა შესამოწმებელი სტატიები. კარგად დაისვენეთ.... --Jabavashadze12 განხილვაწვლილი 06:27, 27 აგვისტო 2015 (UTC)პასუხი

გამარჯობა! დამოწმდა. მადლობა, კარგად დავისვენე. - OTOGI Messages 18:07, 12 სექტემბერი 2015 (UTC)პასუხი

თოფაძის დაბადების წელი შეასწორეთ

თოფაძის დაბადების წელი შეასწორეთ 1971 რომ გიწერიათ ტვინიკოსებო წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 81.152.205.58 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

დარწმუნებული ვარ, OTOGI არ მიწყენს თუ მის მაგივრად გიპასუხებთ.

  1. თქვენც შეგიძლიათ შეასწოროთ, ვიკიპედია თავისუფალი ენციკლოპედიაა!!!
  2. თქვენს ფრაზაში აშკარად იგრძნობა პროვოკაციის სუნი. გთხოვთ არ გინდათ პროვოკაციები, მაინც არ წამოვეგბით! ~ბ.ბ.~ განხილვაწვლილი 12:30, 9 სექტემბერი 2015 (UTC)პასუხი
გამარჯობა! ჩასწორდა დაბადების თარიღი!. - OTOGI Messages 18:11, 12 სექტემბერი 2015 (UTC)პასუხი

გაქართულება

გამარჯობა ოთოგი, კატეგორიების ჰოთკეთით დამატებისას და წაშლისას ინგლისურადაა კვლავ და იქნებ ესეც გააქართულოთ ქართული ვიკის ადმინებმა? მაგალითად კატეგორიის დამატებისას ეწერება added Category:საქართველოს ისტორია using HotCat და წაშლისას removed Category:საქართველოს ისტორია using HotCat. ვფიქრობ ესეც საჭიროებს გაქართულებას. ჯაყელი 21:21, 27 სექტემბერი 2015 (UTC)პასუხი

გამარჯობა! ახლა გადატვირთული დღეები მაქვს. ვნახოთ, წესით უნდა შეიცვალოს ამ დღეებში. ვნახოთ. - OTOGI Messages 13:00, 28 სექტემბერი 2015 (UTC)პასუხი
მოკლედ, შევეცდები გავარკვიო. - OTOGI Messages 13:07, 28 სექტემბერი 2015 (UTC)პასუხი

@Jaqeli: ამასობაში გავარკვიე. საერთოდ, ვიკიპედიის ეს ფუნქცია ანუ HotCat-ი უშუალოდ არის მიმაგრებული კომონზთან. ამჟამად, რისი გაკეთებაც მოვახერხე ის არის, რომ HotCat-ის პანელი გაქართულდა, რაც შეეხება შენ მიერ მოწერილი სიტვების გაქართულებას, შევეცდები ეგეც გავარკვიო. - OTOGI Messages 15:32, 28 სექტემბერი 2015 (UTC)პასუხი

ძალიან კარგია ოთოჯი! ისე კარგის მაგივრად ჩასმა ან დამატება ხომ არ აჯობებდა? ~ბ.ბ.~ განხილვაწვლილი 15:40, 28 სექტემბერი 2015 (UTC)პასუხი

ანუ OK-ი მაქვს გაქართულებული, შესაძლებელია, ან პრინციპში პირდაპირ OK-იც შეგვიძლია დავტოვოთ, გადაწყვიტეთ :). დღეს და ხვალ ვეღარ ვიცლი, სამწუხაროდ, თქვენ გადაწყვიტეთ. ან მე ან სხვა ადმინი შეცვლის თუ რამეა. - OTOGI Messages 15:48, 28 სექტემბერი 2015 (UTC)პასუხი

@Jaqeli: როგორც ჩანს მედიავიკის ლოკალიზებაა საჭირო. მედიავიკი:Gadget-Hotcat.js აი აქ არის საჭირო ახალი სტრუქტურის შექმნა, რომელმაც პასუხი უნდა აგოს ყველა იმ ჩანაწერზე, რომელიც რჩება HotCat-ის გამოყენების შემდეგ. როდესაც მოვიცლი საფუძვლიანად, შევეცდები გადავხედო. - OTOGI Messages 13:14, 1 ოქტომბერი 2015 (UTC)პასუხი

კარგი იქნება თუ ამასაც გავაქართულებთ. ყველა უცხოდამწერლობიან ვიკის ეს მოგვარებული აქვს უკვე. ჯაყელი 11:47, 14 ოქტომბერი 2015 (UTC)პასუხი

დახმარება

გამარჯობა ოთო! თუ დრო გაქვს შეგიძლია მოკლედ მითხრა, როგორ გადავიტანო ფოტო არაქართულ ვიკიში, (ლინკი ზოგ ფოტოს ქართული აქვს ზოგს ლათინური) თუ მომიწევს ახლიდან ავტვირთო იმ კონკრეტულ ენოვანში? მადლობა! --Qwelly განხილვაწვლილი 12:20, 29 სექტემბერი 2015 (UTC)პასუხი

@Qwelly: გამარჯობა! თუკი ფოტოსურათი ლოკალურ სერვერზეა ატვირთული, მაშინ მისი გამოყენება/გადატანა ვიკიპედიის სხვაენოვან განყოფილებაში შეუძლებელი იქნება. თუკი ესა თუ ის ფაილი იქნება ატვირთული უშულოდ კომონზზე, მაშინ იმ ფაილის გამოყენება შეგეძლებათ ვიკიპედიის ნებისმიერ განყოფილებაში. - OTOGI Messages 13:31, 30 სექტემბერი 2015 (UTC)პასუხი
@Otogi: გასაგებია, მადლობა დახმარებისთვის! --Qwelly განხილვაწვლილი 15:32, 30 სექტემბერი 2015 (UTC)პასუხი
არაფრის :). - OTOGI Messages 17:02, 30 სექტემბერი 2015 (UTC)პასუხი

ანა წინასწარმეტყველი (I)

ოთო, ძალიან გთხოვ აღადგინო ეს გვერდი. ბავშვს ვასწავლიდი და მერე პატარა პრობლემა შეექმნა და ვეღარ გავაგრძელეთ. --ჯაბა 1977 15:08, 16 ნოემბერი 2015 (UTC)პასუხი

ვინაიდან 4 დღე არ შემოსულხარ მიშას მივმართე და აღმიდგინა, როგორც ჩანს სტატია წესების დაცვით იყო შესრულებული, ავტორს ერთი კვირით დაკავებულიც ჰქონია, წესით ამ დროს ვაფრთხილებთ ავტორს, მანამდე ვიღებთ {{subst:L}}-ს და მერე თუ არაფერი შეიცვალა კი ბატონი შეგეძლო წაგეშალა. იმედია მსგავსი რამ აღარ განმეორდება. --ჯაბა 1977 15:45, 16 ნოემბერი 2015 (UTC)პასუხი
გამარჯობა ჯაბა! მახსოვს, რომ სტატიის შექმნიდან 1 კვირა იყო გასული, სწორედ ამ მიზეზით წაიშალა სტატია. დღესაც ვხედავ, რომ სტატია ისევ ამ მდგომარეობაშია. თუკი სტატია 4 ნოემბერს შეიქმნა და წაიშალა იგი 12 ნოემბერს, რა იყო აქ არასწორი ? რომელ წესზეა საუბარი როდესაც თვით თარგში გარკვევით წერია თარგი მხოლოდ ერთი კვირა შეიძლება დარჩეს სტატიაში... და დამატებით კიდევ რომელ გაფრთხილებაზეა საუბარი ? და რომელ წესზე ?, გაუგებარია პირდაპირ. მომხმარებლებს, განსაკუთრებით დამწყებთ უნდა ესმოდეთ ამ თარგის დანიშნულება. საერთოდ, თარგი {{მუშავდება}} ქართულ ვიკიპედიაში არის დიდწილად პრობლემური, რადგან ამ თარგის გამოყენებით ხშირად არა 1 კვირით იკრძალება სტატიის რედაქტირება, არამედ უფრო დიდი ხნითაც. პატივს ვცემ შენს მონდომებას, მაგრამ მე საიდან უნდა ვიცოდე ვინ არის აქ შენი მოსწავლე ? ამ მომხმარებელს არ ვიცნობ, სხვა შემთხვევაში შენ მოგწერდი ამის შესახებ. P.S. მე, საერთოდ, ვარ მომხრე, რომ დროში შეზღუდულმა მომხმარებლებმა, გამოიყენონ არა ძირითადი სივრცე, არამედ სპეციალური ქვეგვერდები და ყველანაირი პრობლემა მოიხსნება. ჯაბა, გთხოვ გაგებით მოეკიდო ჩემ წერილს. - OTOGI Messages 13:28, 18 ნოემბერი 2015 (UTC)პასუხი

ოთო ვიკიპედია არაა დამსჯელი ორგანიზაცია და არ არის აუცილებელი ვიღაცას წავუშალოთ სტატია. სხვა დროს ასე გაგვიკეთებია და ახლაც ასე უნდა გავაკეთოთ: როდესაც ვხედავთ, რომ ავტორი არაა ვანდალი, გავაფრთხილოთ და მერე თუ არ შეიცვალა რამე წაიშალოს. მომხმარებელს, რომ მისწერო ამას სულ არ სჭირდება ცნობა. საერთოდ არაა გადამწყვეტი აქ იცოდე ვინ ვისი მოსწავლეა. სხვა ნებისმიერის შემთხვევაშიც იგივეს მოგწერდი. --ჯაბა 1977 13:55, 18 ნოემბერი 2015 (UTC)პასუხი

თავისთავად არ არის სადამსჯელო ორგანიზაცია. ჩვენ არავის არ ვსჯით. ღმერთმა დაიფაროს. ვიკიპედიისთვის, და ჩემთვის მით უკეთესია რაც უფრო მეტი სტატია ჩაიწერება ვიკიპედიაში. - OTOGI Messages 14:15, 18 ნოემბერი 2015 (UTC)პასუხი

ოკ. ვიცი, რომ მასე ფიქრობ და გამიკვირდა როცა წაშალე. ვიღიმი--ჯაბა 1977 14:19, 18 ნოემბერი 2015 (UTC)პასუხი

კეთილი. მადლობა ჯაბა, რომ გზავნილი დაუტოვე მომხმარებელს. თუ დროში ვერ ეტევა, რადგან ასეთი მდგომარეობაა თარგი {{მუშავდება}} ჩაანაცვლოს თარგით {{დამუშავების პროცესშია}} და აღარ გახდება წასაშლელი სტატია. :). მე მივწერ. :). - OTOGI Messages 14:25, 18 ნოემბერი 2015 (UTC)პასუხი

რუკა

Otogi გამარჯობა,

ხომ ვერ მეტყვით, ამ [1] სტატიაში ეს [2] რუკა რა მიზეზით წაშალეთ?

გმადლობთ. Abkhazian1 განხილვაწვლილი 01:14, 18 ნოემბერი 2015 (UTC)პასუხი

გამარჯობა! ტაო-კლარჯეთი ამჟამინდელ ვერსიაში საქართველოს რუკის ფონზეა წარმოდგენილი და აღსაქმელად უფრო ადვილია საქართველოს შესაბამისად. იმ რუკას რაც თქვენ ჩასვით ადგილი თითქოს ვერ ვუპოვე სტატიაში, რადგან არც ისე დიდია სტატია, ჩემი აზრით ერთგვარი გალერეა აჯობებდა გაგვეკეთებინა. - OTOGI Messages 13:35, 18 ნოემბერი 2015 (UTC)პასუხი

ფიტარეთი

ფიტარეთი ამ სოფელში მაცხოვრებელი არ არის?--ცანგალა () 13:57, 19 ნოემბერი 2015 (UTC)პასუხი

გამარჯობა ცანგალა!. 2002 წლის აღწერის თანახმად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დაცარიელებული იყო, მათ შორის ფიტარეთი. დაველოდოთ ახალ მონაცემებს. - OTOGI Messages 12:40, 20 ნოემბერი 2015 (UTC)პასუხი

კომპიუტერი ბექას

იხ. ვიკიპედია:ფორუმი/სიახლეები#კომპიუტერი ბექას --ცანგალა () 17:00, 19 ნოემბერი 2015 (UTC)პასუხი

აქაც გამარჯობა! ვიხილე და ძალიან მოხარული ვარ. შენი ბმულის მცირე კორექტირება მოვახდინე. სამწუხაროდ არ მეცლება. მადლობა შეტყობინებისთვის. - OTOGI Messages 12:44, 20 ნოემბერი 2015 (UTC)პასუხი
ხოდა იქ ჩაწერე მე რომ მპასუხობ. ნახევარი საათით წესით უნდა შეძლო მოსვლა. მე გელოდები...--ცანგალა () 13:32, 20 ნოემბერი 2015 (UTC)პასუხი

დასაბლოკები

სალამი, ოთო. არ ვიცი, რა ხდება ზოგადად, ალბათ, არც ერთს სცალია არსებული ადმინებიდან, მივხვდი, ალბათ ყველა დაკავებულია თქო. გთხოვ, დაბლოკო ეს ხალხი - კატეგორია:დასაბლოკი მომხმარებლები. --Henry McClean განხილვაწვლილი 15:20, 4 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

გაგიმარჯოს ჰენრი!. გაკეთდა. კი, სამწუხაროდ ეს თვეებია დროში ძალზე ვარ შეზღუდული, თუმცა სულ მალე, ამ დღეებში უკვე ჩვეულ რეჟიმში ვიმუშავებ :). მადლობა გზავნილი, რომ დამიტოვე :). მიხარია აქტიური, რომ ხარ!. - OTOGI Messages 15:31, 4 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

მარტო შენ არა, ოთო, ყველა ეგრეა :) მესმის ყველანაირად.ხ ისე ეს დღეებია ისე ვართ, როგორც 2 მეტრიან კუნძულზე მოხვედრილები, ირგვლივ ზვიგენები რომ დასტრიალებენ . შემოსევებია. --Henry McClean განხილვაწვლილი 15:40, 4 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

კი ეგრეა ჰენრი. მე მახსოვს, შენ კვლევა, რომ ქონდა ჩატარებული ამ მიმართულებით. მახსოვს იძახდი, რომ ეს პერიოდი ყველაზე პრობლემურია ვანდალიზმის მხრივ, თორემ ზაფხულში სიმშვიდე იყო. არაუშავს, გავუმკლავდებით :). - OTOGI Messages 15:45, 4 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

MediaWiki:Gadget-wikilinker.js

ოთო, შენ რუსულ ვიკიში ეს ფუნქცია გინახავს/იყენებ? Викиссыльщик ჰქვია. --Henry McClean განხილვაწვლილი 19:03, 7 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

@Henry McClean: კი, ჰენრი, ჩართული მაქვს. რაიმე გაინტერესებს ?. - OTOGI Messages 12:36, 9 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

პირველად ვნახე ეგეთი რამ იქ. უნდა გავესაუბრო საჭირო ხალხს, იქნებ აქაც გავააქტიუროთ ეგეთი რამე. მართალია, არ ვარ ყველაფრის გადმოტანის მომხრე, მაგრამ ძალიან საჭირო რაღაც არის, რას ფიქრობ? აქ კი ვსვამთ ბმულებს სწრაფად, მაგრამ ეს ავტოამოცნობის მომენტი მომწონს. --Henry McClean განხილვაწვლილი 13:21, 9 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

ჰო, ეგ ხელსაწყო არის ინტელექტუალური ვიკიფიკატორი ანუ ლინკებს ავტომატურად ამატებს. საჭირო რამეა. მე შევეცდემი შევქმნა. - OTOGI Messages 13:29, 9 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

რომც შეეშალოს, რამე, უცებ გაასწორებ. უბრალოდ შევამჩნიე, რომ ხოლმე ჩნდება (იქ, პანელში), ხოლმე - არა. შენთან ეგრეა თუ პერმანენტულად ჩანს? --Henry McClean განხილვაწვლილი 13:34, 9 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

p.s. მომხმარებლის პარამეტრებშია მაგის ორიგინალის ბმული მოცემული, კოდისთვის. უცნაურია, რომ მხოლოდ 2 ვიკი იყენებს. --Henry McClean განხილვაწვლილი 13:34, 9 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი
კი, ჩანს ჩემთან. რედაქტირებისას ჩნდება ხოლმე. საინტერესო ფუნქციაა. - OTOGI Messages 13:37, 9 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი
შევეცდები, რომ შექმნა, მედიავიკი უნდა დაიწეროს. - OTOGI Messages 13:40, 9 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

@Henry McClean: ჰენრი, მართალი ყოფილხარ, მე ახლა დავაზუსტე, რომ ეს კოდი მთლად გამართულად არ მუშაობს. ამ დღეებში შევეცდებით გავარკვიოთ რატო არ მუშაობს. ისე კი გაჯეტებში დამატებულია უკვე. - OTOGI Messages 15:11, 9 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

ვნახე უკვე და ჩავირთე კიდეც, იყოს. :) ჰო, იქ რაღაცაზე ვტესტავდი და ხან ჩნდებოდი ტულბარში, ხან - არა. --Henry McClean განხილვაწვლილი 15:13, 9 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

მითხრეს, რომ ახლა მთლად გამართულად არ მუშაობსო. საერთოდ, რუსული ვიკიპედიიდან რაიმეს გადმოტანა ყოველთვის სირთულეებთანაა დაკავშირებული, იქნება ეს ინფოდაფა, ნავდაფა თუ მედიავიკი. ინგლისურიდან თითქმის უპრებლომოდ გადმოდის ყველაფერი. ახლა ვესაუბრებოდი MediaWiki:Gadget-wikilinker.js-ის ერთ-ერთ რედაქტორს და დახმარებას დამპირდა. მაინც მაგათი შექნილია ეს მედიავიკი და მათ უკეთ იციან. - OTOGI Messages 15:31, 9 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

შენი ბოლოს წინა რედაქტირების შემდეგ ერთ-ერთ სტატიაში გაჩნდა ის სიმბოლო ტულბარში :) რაზე გააუქმე რედაქტირება? :) --Henry McClean განხილვაწვლილი 15:40, 9 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

მართლა ? ბოლო რედაქტირება გავაუქმო ანუ ?. - OTOGI Messages 15:44, 9 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი
ჰო, აბა სცადე. --Henry McClean განხილვაწვლილი 15:45, 9 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი
კი გამოჩნდა, მაგრამ ხან ჩნდება ხან არა, თანაც ბმულებს არ აკეთებს. კოდებია გადასახედი, აი ამაზე ვსაუბრობდი :). - OTOGI Messages 15:50, 9 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

გამოჩნდა შენთან? ჩემთან ჯერ ვერ გამოვაჩინე, მაგრამ აი ახლა რომ გწერ, გამოჩნდა ზედა პანელში, მაგრამ დაწკაპვისას არაფერს აკეთებს. ცარილ სივრცეს რომ ვაწკაპებ, გამოაქვს Сначала нужно выделить слово или словосочетание. და როდესაც მოვნიშნავ სიტყვას და ისე ვაკეთებ, არაფერს წერს. --Henry McClean განხილვაწვლილი 15:54, 9 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

ჩემთანაც გამოჩნდა, მაგრამ ბმული არ გააკეთა. რამდენიმე დღე დაველოდოთ ამ მედიავიკის რედაქტორს. - OTOGI Messages 16:02, 9 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

@Henry McClean: აი ახლა თარგს, რომ ვარედაქტირებდი გამოჩნდა და თან ბმულიც გააკეთა :). ახლა ისევ გაქრა. ამ დღეებში ვნახოთ აბა რა გაირკვევა. - OTOGI Messages 16:22, 9 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

რაღაც საინტერესოა, როგორ გამოვიყენოთ, ხომ ვერ გამარკვევთ მეგობრებო? :) --ჯაბა 1977 18:17, 9 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

ჯაბა, ხან ირთმევა ხან არა. კოდშია პრობლემა. ამ დღეებში უნდა გავარკვიოთ. - OTOGI Messages 18:28, 9 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

ოკ. მერე მეც გამარკვიეთ. --ჯაბა 1977 21:25, 9 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

რაღაც უფრო ხშირად ჩნდება. წეღან U2-ს ვარედაქტირებდი და შესავალში შესწორებები მაგის დახმარებით შევიტანე აქა-იქ :) თან გამართულად მუშაობდა. --Henry McClean განხილვაწვლილი 08:45, 10 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

რუსულ ვიკიშიც იგივე პრობლემაა. ისე კარგი რაღაცაა :). ველოდები მეც მათგან პასუხს. - OTOGI Messages 08:50, 10 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

ბლოკი

არ ვიცი, როგორც ჩათვლი საჭიროდ, მაგრამ მომხმარებლის განხილვა:Kenti-002 ბლოკის მოთხოვნა ჩავსვი, იმიტომ, რომ არ ითვალისწინებს შენიშვნებს (ის აბდაუბდა ენაზე დაწერილი სტატია მაგის იყო). --Henry McClean განხილვაწვლილი 15:12, 10 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

დასაბლოკი იყო ეს მომხმარებელი, რადგან არ ითვალისწინებს ვიკიპედიის წესებს. მადლობა ჰენრი. - OTOGI Messages 15:20, 10 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

მოირა

ოთო, თხოვნა მექნება - მოირა (2015 წლის ფილმი) გადაიტანე უბრალოდ მოირა (ფილმი)-ზე, მერე მოირა (2015 წლის ფილმი) და მოირა წაშალე, თავისუფალია მოირა (ფილმი) და არც არსებობს სხვა წლების ფილმები ამ სახელწოდებით. --Henry McClean განხილვაწვლილი 17:04, 10 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

გაკეთდა. - OTOGI Messages 17:11, 10 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

წაშლა

ოთო, თხოვნა მაქვს, ეს წაშალე, საწყობში დევს უკეთესი - ფაილი:Adobe Flash Professional icon.png --Henry McClean განხილვაწვლილი 15:52, 19 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

წაიშალა. - OTOGI Messages 16:09, 19 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

გაიხარე!--Henry McClean განხილვაწვლილი 16:11, 19 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

ვიღიმი - OTOGI Messages 16:13, 19 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

Otogi/არქივი 17-ის მომხმარებლის გვერდზე დაბრუნება.