პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

მიხეილ მიწერა 17:57, 19 მაისი 2012 (UTC)პასუხი

მონტენეგრო

რედაქტირება

გამარჯობა! იხ. ვიკიპედია:წყაროს მითითება. ასეთ დროს სქოლიო უნდა გაკეთდეს ხოლმე. - OTOGI Messages 15:09, 5 აპრილი 2016 (UTC)პასუხი

სამხრეთი საქართველო

რედაქტირება

სამხრეთი საქართველო საითაა?? Gobrona განხილვაწვლილი 22:36, 17 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი


ხუმრობთ?
საქართველოს სამხრეთ ნაწილში. დასავლეთ საქართველოსგან გამოყოფილია მესხეთის (იგივე აჭარა-იმერეთის) ქედით, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოსგან ჯავახეთისა და სამსარის ქედებით. საქართველოს თანამედროვე საზღვრებში მოიცავს სამცხისა და ჯავახეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებს. ცნობილია ასევე საქართველოს სამხრეთი მთიანეთის სახელწოდებით, რომელიც, თავის მხრივ, მცირე კავკასიონის ნაწილია. ისტორიული სამხრეთ საქართველოს დანარჩენი ნაწილი თურქეთის (ძირითადად) და სომხეთის (მცირედ) რესპუბლიკების საზღვრებშია მოქცეული. ეს საქართველოს გეოგრაფიაში ანბანის დონეა. Abkhazian1 განხილვაწვლილი 00:09, 18 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი

ეგ ყველამ კარგად იცის საქართველოს სამხრეთ ნაწილი რომ გააჩნია, მაგრამ ჩემი მეტად მწირი ცოდნით გეოგრაფიაში, როდესაც საქმე მიდგება რომელიმე კონკრეტულ ქალაქსა თუ სოფელზე, მისი ადგილმდებარეობა აღინიშნება ასე: სოფელი ან ქალაქი დასავლეთ საქართველოში, ან ... აღმოსავლეთ საქართველოში და არა .... სამხრეთ ან ჩრდილოეთ საქართველოში. Gobrona განხილვაწვლილი 10:02, 18 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი

ეს რა უცნაურობაა. ანუ სამხრეთ საქართველო აღმოსავლეთ საქართველოშია? :) თუ სოფელი სამხრეთ საქართველოშია, იწერება ასეც. თუ ვინმე სადმე სამხრეთ საქართველოში მდებარე სოფელს აღმოსავლეთში, დასავლეთში ან ჩრდილოეთში ათავსებს, ეს, ხვდებით, იმედია, რომ ცალსახა შეცდომაა და სადაც შეცდომაა, გამოსასწორებელია.
კეთილი. დავუშვათ ასეთი ანომალია და სამხრეთი მოვთავსოთ აღმოსავლეთში. ვინც სამხრეთ საქართველოს აღმოსავლეთში ათავსებს, რის საფუძველზე იქცევა ასე? რამე დოკუმენტითაა ასე განსაზღვრული და მას ეყრდნობა თუ სურვილის და მოპრიანების? ხომ შეიძლება იგივე მოპრიანებით, ვინმე ადგეს და ეს სამხრეთ საქართველო დასავლეთ საქართველოში მოათავსოს? თქვენი ლოგიკით, ხომ იქნება მართალი?
რაც შეეხება ჩრდილოეთს, დასავლეთის, აღმოსავლეთისა და სამხრეთისგან განსხვავებით, ჩრდილოეთი ქვეყნის თანამედროვე სახელმწიფო საზღვრებში, გეოგრაფიულ მოცემულობათაგან გამომდინარე, გამოკვეთილად არაა წარმოდგენილი. თუმცა, საკუთრივ ჩრდილოეთს არა და იშვიათად, მაგრამ მაინც გამოყოფენ ჩრდილო-დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ უბნებს. ჩრდილოეთ საქართველო იქნებოდა, მაგალითისთვის, ისტორიული დვალეთი რომ იყოს ჩვენს საღვრებში მოქცეული.
საბოლოოდ, დაწერეთ თქვენი გემოვნებით. მაინცდამაინც დიდად არ მეწყინება. :)) Abkhazian1 განხილვაწვლილი

Abkhazian1, აქ მაინცდამაინც არავინ არ იდარდებს თქვენ გეწყინებათ თუ არა! აქ უბრალოდ ყოველი მომხმარებლის აზრი მნიშვნელოვანია. აქ საკუთარი გემოვნებით არავინ არაფერს არ წერს, რადგანაც ენციკლოპედიაა, სრულად დაფუძნებული წყაროზე. თუ ფიქრობთ, რომ რაიმე სახის ცდომილებას მიაგენით, შეგიძლიათ დაწეროთ კონკრეტული სტატიის განხილვის გვერდზე ან თუნდაც ფორუმზე და ჩემზე გაცილებით მცოდნე და ინფორმირებული მომხმარებლები გაგცემენ პასუხს ან განიხილავენ კონკრეტულ საკითხს. აქ ერთი და ორი პიროვნება არ წყვეტს იმას თუ რა უნდა ეწეროს ამა თუ იმ სტატიაში. და ბოლოს, თქვენს ირონიას ნუ მომახვევთ თავს, ჩემი ფრიად მოკრძალებული თხოვნა იქნება. Gobrona განხილვაწვლილი 20:28, 18 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი

სადაც სამხრეთი თურმე აღმოსავლეთში დევს, იქ ირონიის თავსმოხვევის რაობა, ვეცდები, არ გამიკვირდეს. თან გაფიქრებაც კი მეშინია, რა სრულიად წამლეკავ წყაროზე შიეძლება დააფუძნოთ თქვენი აქამდე კაცობრიობისთვის გაუგონარი ამბავი. ვშიშობ, უწყინარ წყაროზე მეტი იქნება. ზღვა, ან სულაც ოკეანე. ვერ გავრისკავ ასეთ სიღრმეებში გაყოლას. თავს იმით ვინუგეშებ, ვიკიპედიის გარდა, რეალურ განზომილებაში სამხრეთს რომ სადმე ვერ გადაიტანთ. ირონიაც შემოგხსენით თავზე. კეთილად ბრძანდებოდეთ, ბატონო ჩემო. Abkhazian1 განხილვაწვლილი

გაუქმება

რედაქტირება

სანამ რამეს გააუქმებთ და თქვენებურად დაწერთ, მანამდე ურიგო არ იქნება სტატიის განხილვის გვერდზე დაწეროთ თქვენი აზრი. Gobrona განხილვაწვლილი 11:02, 19 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი

გობრონა, სი მარგალური ქოიჩქუნო? Abkhazian1 განხილვაწვლილი