მომხმარებლის განხილვა:Otogi/არქივი 12

ბოლო კომენტარი: 10 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Otogi თემაში სტევნსის გლინტი
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

ორგანიზაციის სახელის მქონე ანგარიში

სალამი, ოთო. როგორ ხარ? ეს მომხმარებელი დასაბლოკია ამ წესის მიხედვით.— G.G. 09:51, 2 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

გიოს გაუმარჯოს, მე კარგად, თავად ? დაიბლოკა. მადლობა შეტყობინებისთვის :). - ოთოჯი განხილვა 10:59, 2 ივლისი 2014 (UTC)პასუხი
მეც კარგად ვარ, მადლობა ვიღიმიG.G. 11:08, 2 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

სალამი

სალამი. ჩვენ მუსლიმები ვართ და არა მუსლიმანები (თუმცა ჩვენი წინაპრები თავს მუსლიმანებს ეძახდნენ და ახლაც ეძახიან, მაგრამ ეს თურქული ენის გავლენა იყო და არის).
თარგი:მუსლიმი მაქვს მხედველობაში.

კიდევ მაინტერესებს ისე რანაირად უნდა ვქნა რომ იუზერბოქსები მარჯვნივ დამწკრივდნენ გვერდზე?წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Abu Anwar (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

@Abu Anwar: გამარჯობათ! მე თქვენი საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს. ვიკიპედიაში მუშაობა კანის ფერის, ეროვნების, სქესის, ასაკის, სარწმუნოებისდა განურჩევლად ყველას შეუძლია !. თარგს რაც შეეხება, რადგან ვიკიპედიაში ძირითადი სტატია ჯერ არის მუსლიმანი და არა მუსლიმი ამიტომაც თარგში ასეა უნდა აისახოს. თუმცა თუ ჩავსვავთ მუსლიმი, მაინც მუსლიმანი-ზე გადავა. იუზერბოქსებს რაც შეეხება, მაგალითისთვის იხილეთ ერთ-ერთი ვიკიპედიელის მომხმარებლის გვერდი: მომხმარებელი:Henry McClean. თქვენც ასე შეგიძლიათ დაალაგოთ. - ოთოჯი განხილვა 18:54, 6 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

გმადლობთ – Abu Anwar განხილვაწვლილი 19:36, 6 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

გიორგი ხუციშვილი

გამარჯობა თქვენ წამიშალეთ თემა იმ მიზეზით რომ მე ვითომდა საავტორო უფლებებს ვარღვევდი არადა ზემოდხსენებული ნამუშევარიც ჩემი საკუთრებაა გთხოვთ დააბრუნოთ ჩემი თემა თუ გსურთ შემიძლია ჩემი სიმართლის დამტკიცება დოკუმენტების სახით წინასწარ დიდი მადლობაწინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 176.73.204.56 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

@176.73.204.56: გამარჯობათ!. კარგით, დავაბრუნებ გვერდს, თუ ასეა. - ოთოჯი განხილვა 10:04, 7 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

საიტზე კი წერია ბოლოში, საიტზე გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივ ან სრულად გამოყენების შემთხვევაში "iccn.ge"-ს მითითება აუცილებელიაო (ე.ი. ამ ტექსტის ლიცენზიის ტიპია {{Attribution}}. ეს პირობა არც დარღვეულა, ინტერნეტრესურსების სექციაშია), მე სხვა რამე მაინტერესებს წმინდა ცნობისმოყვარეობის გამო: რომელ დოკუმენტებზეა საუბარი? — G.G. 11:38, 7 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

დიდი შეცდომა

ოთო დიდი შეცდომა დავუშვი, სტატია დავწერე აჰმედ II-ზე მაგრამ ჩავსვი აჰმედ III-ის ადგილას. მერე გადავიტანე მაგრამ მაინც ისევ არის და შეგიძლია გამოასწორო?(--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 14:46, 7 ივლისი 2014 (UTC))პასუხი

@გიორგი ფეიქრიშვილი: კარგად ამიხსენი გიო, ანუ აჰმედ III წასაშლელია, როგორც მივხვდი ?. - ოთოჯი განხილვა 15:05, 7 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

დიახ(--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 15:32, 7 ივლისი 2014 (UTC))პასუხი

გაკეთდა. - ოთოჯი განხილვა 15:35, 7 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

გადამისამართება

გამარჯობა ოთო, როგორ ხარ? შენთან ერთი თხოვნა მაქვს: ორი გადამისამართბა ფულანე-ხათუნი და გულფემ ხათუნი შეგიძლია შეცვალო გულფემ ხათუნით და ფულანე ხათუნით? ანუ ტირეები რომ ამოშალო. --გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 15:48, 9 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

გამარჯობა გიო!. გმადლობ, კარგად ვარ, თავად ?. ნახე აბა. - ოთოჯი განხილვა 15:53, 9 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

ინფოდაფა ეკონომისტი

ოთო, სალამი, ამ თარგის გამართვისთის მადლობა და რაიმე შესწორება თუ ესაჭიროება იქნებ დამეხმარო, რადგან საკმაოდ ბევრ სტატიაში მომიწევს ამ თარგის გამოყენება.--George-09 19:39, 9 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

გამარჯობა გიო :). არაფრის!. 1-2 ჩასწორება სჭირდება ველებს, მეტი არაფერი, ცოტახანში დავხედავ. - ოთოჯი განხილვა 19:42, 9 ივლისი 2014 (UTC)პასუხი
ოთო, როგორც ინფოდაფა მეცნიერშია, მარჯვენა გრაფები, მაგ: გავლენა იქონია/იქონიეს,დაბადება, გარდაცვალების უკან ცოტა მუქი ფერის ფონი, ისევე რომ გავაკეთოთ აქაც, ვერ შეძლებ?
ანუ ველის ფერის შეცვლა გინდა ? არამგონია ესთეტიკური გამოვიდეს, რადგან „ინფოდაფაში მეცნიერი“ მანდ სხვა სტრუქტურა აქვს თარგს და თანაც ზოლებშია მოთავსებული ველები. - ოთოჯი განხილვა 09:31, 10 ივლისი 2014 (UTC)პასუხი
ცოტა რომ შეიცვალოს კარგი იქნება, ან ზოლები გავუკეთოთ, რომ გამოყოფილი იყოს ორი მხარე, ასე რაღაც ცუდია, ჩემი აზრით.--George-09 10:34, 10 ივლისი 2014 (UTC)პასუხი
O.K. ნება შენია გიო :). როგორც ინგლისურ ვიკიპედიაშია ისეთი სტრუქტურა ჰქონდა შენ მიერ გაკეთებულ თარგს. მე სამწუხაროდ ახლა არ მცალია თარგის გადამუშავებისთვის :). - ოთოჯი განხილვა 10:44, 10 ივლისი 2014 (UTC)პასუხი
კარგი, ოთო, გასაგებია, მადლობა რომ შეასწორე თარგი.--George-09 11:08, 10 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

გამარჯობათ

კინოფესტივალი "ოქროს არწივი" უკვე განთავსებულია? ? ? შეგიძლიათ ეგ ბმული რომ გაამუქოთ? მაგალითად ძებნაში რომ ვწერ არ ამოდის ავტომატურად.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Ilia juventus (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

@Ilia juventus: გამარჯობათ! კი, განთავსებულია. სტატია, რომ დაიგუგლოს და საძიებოში ავტომატურად მოიძებნოს რამდენიმე დღეა საჭირო. - ოთოჯი განხილვა 20:42, 9 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

GMADLOBT

უღრმესი მადლობაა ))წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Ilia juventus (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

არაფრის. - ოთოჯი განხილვა 08:38, 10 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

თურჰან ჰატიჯე სულთანი

გამარჯობა ოთო, როგორ ხარ? დღეს ვამთავრებ სტატიის - თურჰან ჰატიჯე სულთანის დამთავრებას და ერთი რამ გაითვალისწინე: წერი დროს შემეშალა და 5 ცვლილება შეუსვლელად დავწერე დაპირდაპირ დაამოწმე(თუ წინააღმდეგი არ იქნებით). წინასწარ დიდი მადლობა. გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 06:38, 10 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

ახლა დავაკვირდი და შემს რედაქირებებზე მიწერს, რომ შეუმოწმებელი რედაქტირებებია და სანდოს "ტიტული" მომეხსნა? :( გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 07:37, 10 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

@გიორგი ფეიქრიშვილი: გაუმარჯოს გიო. ჩახედე სტატიის ისტორიას, დასამოწმებელი ვერსია IP დატოვა და არა შენ. არაფერი სტატუსი არ მოგეხსნა, დამშვიდდი. :). - ოთოჯი განხილვა 08:30, 10 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

უჰ, გული არ გამისკდა :D კარგი მადლობა ოთო. --გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 09:36, 10 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

borjomi (min.cyali)

გამარჯობა Otogi! სტატიაში გამოყენებული მასალა არ შეესაბამება სიმართლეს და მკითხველის შეცდომაში შეყვანის თაავიდან ასაცილებლად ვშლი ცრუ ინფორმაციას და ვაკორექტირებ რეალური ფაქტების მიხედვით და როგორც ვნახე ადმინი ხარ და მემგონი მკითხველის ინტერსს უნდა ითვალისწინებდე ეს არის და ესწინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Ninuca1212 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

Welcome!

კეთილი იყოს შენი დაბრუნება ვიკიპედიაში ! ! ! --გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 06:28, 1 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

მადლობა გიო :)). - ოთოჯი განხილვა 08:29, 1 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

კითხვა

ოთო რაღაცა მაინტერესებს და თუ შეგიძლია მიპასუხო:ამ საიტიდან შემიძლია სტატიის დაწერა?--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 14:08, 1 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

nplg-ის ხშირად ვიყენებთ. რისი დაწერა გინდა ?. - ოთოჯი განხილვა 14:10, 1 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი
მარკგრაფის. აი ამის--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 14:12, 1 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი
რა თქმა უნდა :). - ოთოჯი განხილვა 14:13, 1 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი
თუმცა აქვე, სასურველი არ არის თუკი ასე დააკოპირებ ხოლმე შინაარსს. შეგიძლია შეაზავო ტექსტები, დაამატო რამე, ასე უფრო აჯობებს. ასე ნუ ჩაყრი ტექსტებს. - ოთოჯი განხილვა 14:32, 1 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი
საერთოდ არ მიყვარს სხვა საიტების გამოყენება და ხშირ შემთხვევაში თარგმანს ან ენციკლოპედიას ვანიჭებ უპირატესობას, მაგრამ თუ ისევ დამჭირდა სატისი გამოყენება შენს რჩევას აუცილებლად გავითვალისწინებ.--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 14:35, 1 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი
O.K. - ოთოჯი განხილვა 14:38, 1 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

თხოვნა

ოთო ძალიან კი მეუხერხულება, მაგრამ რაღაც მინდა გთხოვო. შეგიძლია ეს ორი სტატია დაწერო? en:Badajoz და en:Passau. წინასწარ მადლობა და ბოდიში შეწუხებისთვის. --გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 16:39, 1 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

წავიკითხავ ამ დღეებში. :)). - ოთოჯი განხილვა 16:48, 1 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი
გაიხარე ! მადლობა.--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 16:52, 1 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

ოთო ძალიან გთხოვ აი ამ ორ სტატიასაც გადახედე და თუ შეგიძლია დაწერე: Brixen და Kingdom of Lombardy–Venetia. წინასწარ უდიდესი მადლობა.--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 11:20, 5 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

გიო, ამ ტიპის თხოვნებით მიმართვა ქართულ ვიკიპედიაში მიღებული არ არის :). აქ ყველა თავისი სურვილით მუშაობს, გარდა ამისა, თითოეულ ჩვენთაგანს საკუთარი გეგმები გააჩნია და პატივს უნდა ვცემდეთ სხვა მომხმარებლების მდგომარეობას :). რაც შეეხება თხოვნას, ვიკიპედიაში არსებობს სპეციალური გვერდები, სადაც შესაძლებელია მსგავსი ტიპის შეტყობინებების დატოვება :). იხ. ვიკიპედია:მოთხოვნილი სტატიები. თუ გამოჩნდება მსურველი შესაბამისად, დაიწერება ადრე თუ გვიან მოთხოვნილი სტატია. ხოლო პირადად ასეთი მიმართვა მიღებული არ არის ჩვენთან, რადგან ვიმეორებ, თითოეულ ჩვენთაგანს აქვს საკუთარი გეგმები და ინტერესები. - ოთოჯი განხილვა 11:34, 5 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი
ძალიან დიდი ბოდიში შეწუხებისთვის. პირობას გაძლევ ეს აღარ განმეორდება.--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 12:22, 5 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

ვიკიპროექტი

გაუმარჯოს ოთო ! შენთან ერთი კითხვა მაქვს. ვაპირებ მივიღო მონაწილეობა ვიკიპროექ:ბელგიაში ისტორიის განხრით და ხომ ვერ მომაწვდი ლინკს(უცხოური ვიკიპედიის), სადაც ბელიგიის ისტორიული პირები:მეფეები, დედოფლები, მთავრების შესახებ იქნება?. ანუ ჩამონათვალი.--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 08:58, 2 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

გაუმარჯოს გიო!. შეგიძლია გადახედო ამ სტატიას: en:History of Belgium, სადაც სასარგებლო ინფორმაციებს წააწყდები, გარდა ამისა ნავდაფებიც შეგიძლია იხილო. en:List of Belgian monarchs და en:List of Belgian consorts ესენიც გამოგადგება. - ოთოჯი განხილვა 09:56, 2 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი
დიდი მადლობა ოთო. ახლა ორ სტატიას აქტიურად ვარედაქტიურებ, იმათ მოვრჩები და მერე შევუდგები საქმეს. ხო მართლა ერთი კითხვა მაქვს:რუსული ვიკიპედიიდან რომ ვთარგმნო სტატიებო ხომ შეიძლება? გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 10:20, 2 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი
რა თქმა უნდა შეიძლება გიო :). იყავი გაბედული მუშაობისას :). - ოთოჯი განხილვა 10:21, 2 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

აი ოთო დავწერე სტატია ბელგიის დედოფლაზე, ლუიზა მარია ორლეანლზე. აქ წერია, რომ განხილვის გვერძე უნდა ჩავსვა თარგი, მაგრამ ეს თარგი, რომ ჯერ არ გაკეთებულა გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 15:07, 2 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

გაკეთდა. - ოთოჯი განხილვა 15:32, 2 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი
ოთო შეიძლება თავი მოგაბეზრო ამდენი კითხვებით, მაგრამ პირველად ვმუშაობ ვიკიპროექტზე და მინდა ხარისხიანი გამომივიდეს. მოკლედ ,როგორც შენ მირჩიე იმ ჩამონათვალებს გადავხედე და კონკრეტულად ლეოპოლდ I-ის ოჯახზე გადავწყვიტე სტატიის დაწერა. ეხლა რა ხდება:ლეოპოლდ I-ის ქალიშვილი შარლოტა ბელგიელი არის მექსიკის იმპერატრიცა და ეს პიროვნება ბელგიის ვიკიპროექტში ჩაითვლება თუ მექსიკის?--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 15:46, 2 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

გასაგებია, მაგრამ ეს ქალბატონი ბელგიის პრინცესაც იყო, ამიტომ შეგიძლია ბელგიის ვიკიპროექტის თარგი ჩასვა, თამამად. - ოთოჯი განხილვა 15:51, 2 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი
კარგი ახლავე დავწერ და მერე ჩავსვავ. მადლობა გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 15:53, 2 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი
არაფრის :))). - ოთოჯი განხილვა 15:53, 2 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

გამარჯობა ოთო ! როგორ ხარ? დავწერე სტატია შარლოტ ავგუსტა უელსელზე, რომელიც სულ რაღაც ერტი წელი იყო ბელგიის მეფის, ლეოპოლდ I-ის ცოლი და მაინტერესებს ეს სტატია მაინც ითვლება ბელგიის ვიკიპროექტში?--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 05:06, 12 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

გამარჯობა გიო! კი, შეიძლება ჩაითვალოს. - ოთოჯი განხილვა 08:38, 12 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

მადლობა

გმადლობთ ბატონო.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Γεωργός (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

არაფრის! თხოვნა მექნება ბატონობით ნუ მელაპარაკებით :)), ვკომპლექსდები :)), ოთო დამიძახეთ. კიდევ ერთხელ, გაფასებთ ძალიან და გცემთ უდიდეს პატივს (საკუთარი მიზეზებიც გამაჩნია), თუმცა ვიკიპედია ენციკლოპედიაა და სასურველია გამართულად წერა. აბა წარმატებები!. - ოთოჯი განხილვა 10:15, 2 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

ვიკიბმული

გამარჯობა ოთო როგორ ხარ? შენთან ერთი თხოვნა მაქვს: გუშინ დავიწყე სტატია ლეოპოლდ II-ის წერა სადაც ვიკიბმულები დავამატე. მაგრამ დღეს აღარ ჩანს. როცა ვცდლობ დავამატო მიწერს, რომ უკვე დამატებულია. სხვა ვიკიპედიბში ჩანს და იქნებ გაარკვიო რა პრობლემაა.--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 14:00, 10 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

სალამი ოთო, გიორგი. ნუღარ შეწუხდები, ოთო, გავასწორე უკვე. გადამისამართების ბრალი იყო, ძველ სახელზე იყო ბმულები დარჩენილი. როგორც წესი, მაშინვე ცვლის ხოლმე...— G.G. 14:35, 10 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

მე მგონი იმიტომ არ ცვლიდა, რომ სათაური ქართულად არ ეწერა ვიკიდატაზე. პ. ს. ITshnik შენთან რედაქტირების კონფლიქტში მოვყევი, როდესაც ვასწორებდი. :) --JABA 1977 14:37, 10 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი
@ITshnik: და @Jaba1977: ძალიან დიდი მადლობა ორივეს.--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 14:46, 10 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

კაი გამარჯობა ყველას :). მიხარია, რომ მოგვარდა პრობლემა. - ოთოჯი განხილვა 17:38, 10 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

მომხმარებლის სახელი

გამარჯობა ოთო. ეს მომხმარებელი საერთოდ დასაბლოკი ხომ არაა? ჯერ სახელს შეხედე და მერე ამის წვლილი ნახე, სარეკლამო სააგენტო ჰგონია მგონი ვიკიპედია. --JABA 1977 14:36, 11 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

გამარჯობა ჯაბა! ახლა დავაკვირდი. ნამდვილად დასაბლოკია. - ოთოჯი განხილვა 14:39, 11 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი
მადლობა ჯაბა, ჩემი უყურადღებობის ბრალია. წესების შესაბამისად, ანგარიში ახლიდან უნდა შექმნას, წინააღმდეგ შემთხვევაში მის IP გავყინავ. - ოთოჯი განხილვა 14:52, 11 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

daxmareba

Oto,

gTxovT momcerot ras nishnavs araenciklopediuri texti? ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები - თქვენს მიერ არის წაშლილი, პირველად ვაკეთებ ინფორმაციის ატვირთვას და სავარაუდოდ კარგად ვერ გავერკვიე რა ტიპის ტექსტი უნდა იდოს. ხომ არ შეიძლება დაგიკავშირდეთ ან შევხვდეთ, ან ვინმესთან გადამამისამართოთ ვინც ჩვენს დახმარებას შეძლებს?

დაცული ტერიტორიების სააგენტოს სურვილი გვაქვს განვათავსოთ სრულყოფილი ინფორმაცია დაცული ტერიტორიების შესახებ.

პატივისცემით, ლიკაწინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 85.118.117.213 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

გამარჯობა! პირველ რიგში, ვიკიპედიაში არსებული ინფორმაცია უნდა იყოს ენციკლოპედიური ხასიათის. ვიკიპედიაში რეკლამა დაუშვებელია. ხოლო თქვენ მიერ შემოტანილი ინფორმაცია სწორედ, რომ სარეკლამო ხასიათისა იყო, ამიტომაც მოვახდინე ტექსტის გაუქმება. ბუნებრივია სტატიების განვრცობა შესაძლებელია, თუმცა ეს ყოველივე — ვიკიპედიის წესებისა და პოლიტიკის შესაბამისად უნდა განხორციელდეს. იხ. ვიკიპედია:რა არ არის ვიკიპედია, ვიკიპედია:ეს ორიგინალური კვლევის ადგილი არ არის, ვიკიპედია:გადამოწმებადობა, ვიკიპედია:სტილის სახელმძღვანელო. შეხვედრას რაც შეეხება, ვშიშობ ვერ მოვახერხებ. - ოთოჯი განხილვა 08:47, 12 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

სოფელი ჩაისუბანი

მე შემიძლია დავამტკიცო, რომ არ არის სოფელში დიდი ჯამე, რადგან მე ამ სოფლის მკვიდრი ვარ. აქ არანაირი ჯამე არ არის.რატომ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას. გარდა ამისა მულიმანური რწმენის ხალხი ამ სოფელში თითზეა ჩამოსათვლელი.სოფლის უმრავლესობა ქრისტიანული აღმსარებლობისაა. თუ გინდათ ჩაუღრმავდეთ ჩემი სოფლის ისტორიას, სოფელს "დიდ ჯამე" სანამ დაერქმეოდა, ერქვა "მესია". დღესაც არსებობს სოფელში ადგილი, რომელსაც ქვია მესონი,რაც ბერძ. ნიშ. მესიას ანუ მხსნელს.ეს იესო ქრისტეს სახელია. ინფომაციის დასადასტურებლად დამიკავშირდით მე 555971587წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Rezi93 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

სტევნსის გლინტი

ოთო გამარჯობა. იუნესკოს ძეგლებს ვწერ და ერთი ძეგლი შემხვდა. ცოტა ტერმინებში ავირიე, თუ შეძლებ, რომ დაწერო როცა მოიცლი. --JABA 1977 09:13, 13 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

გამარჯობა ჯაბა! არაფერი ისეთი, თეთრი ცარცული კლიფია. დავწერ. სტევნს-კლინტი ხომ არა ?. - ოთოჯი განხილვა 09:23, 13 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

არ ვიცი სიმართლე გითხრა ჩემეულ სათაურში დარწმუნებული არ ვარ. შენ როგორც ჩათვალო საჭიროდ იმ სათაურით შექმენი. დიდი მადლობა. --JABA 1977 09:31, 13 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

O.K. - ოთოჯი განხილვა 09:32, 13 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი
სტატია დაიწერა :). რაც შეეხება სათაურს, სიმართლე გითხრა თავიდან მომეჩვენა, რომ სტეუნს-კლინტი უნდა იყოს, თუმცა Stevns Klint, სადაც v ვ-ით გადმოდის დანიის ქალაქებთან მიმართებაში, მაგალითად, ნესტვედი (Næstved), ვარდე (Varde), ჰადერსლევი (Haderslev) და სხვა, ამიტომ ვ დავტოვე სათაურში. დახმარების გვერდზეც არაფერია ნათქვამი. კიდევ ერთხელ, სათაურში დარწმუნებული არ ვარ. ჰო კიდევ, en:Chancel ვერ ჩავანაცვლე სტატიაში შესაფერისი ტერმინი, არ მახსოვს რას ეძახიან ზუსტად ქართულად. - ოთოჯი განხილვა 11:28, 13 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

უღრმესი მადლობა ოთო. --JABA 1977 12:46, 13 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

არაფრის :). - ოთოჯი განხილვა 14:20, 13 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი
Otogi/არქივი 12-ის მომხმარებლის გვერდზე დაბრუნება.