მომხმარებლის განხილვა:Otogi/არქივი 18
წლის რჩეული სტატია
ოთო გილოცავ! შენი სტატია შავი ზღვა წლის საუკეთესო სტატია გახდა. 2016 წელსაც ველოდებით შენგან ახალ რჩეულ სტატიებს --დათო1010 07:01, 1 იანვარი 2016 (UTC)
- გამარჯობა! უპირველეს ყოვლისა, ახალს წელს გილოცავთ! მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ხმა დაუჭირა ამ სტატიის გარჩეულობას თავიდანვე და ახლა ნომინაციაში წლის საუკეთესო სტატია. რაც შეეხება ახალ რჩეულ სტატიებს, რა თქმა უნდა შევეცდები კიდევ შევქმნა კარგი სანიმუშო სტატიები ქართულ ვიკიპედიაში. გმადლობთ!. - OTOGI Messages 07:02, 3 იანვარი 2016 (UTC)
ვანდალიზმი
ოთო, კაფკას ისტორია ნახე. არ არის საკმარისი, რამდენიც იმანიპულირა ამ გოგომ ჩვენით? აღარ არის ეს სასაცილო. გთხოვ, რამე გააკეთო, რატომ არის ეს ყველაფერი დაუსრულებელი? --Henry McClean განხილვაწვლილი 16:51, 5 იანვარი 2016 (UTC)
- გარდა ყველაფრისა - მაგის წინა რედაქტირება (IP-დან) მიხეილმა დაამოწმა, ხოლო ამის შემდეგ პრეტენზიები რაც დაწერა, საერთოდ ვერ გავიგე, რას ეხებოდა. :) --Henry McClean განხილვაწვლილი 18:07, 5 იანვარი 2016 (UTC)
- გამარჯობა, ჰენრი. გილოცავ, ახალ წელს, მრავალს დაესწარი. წარმატებული წელი ყოფილიყოს :). მადლობა, რომ მომწერე. საერთოდ, უკვე ეკუთვნოდა ბლოკი, მაგრამ კიდევ ვაძლევ შანსს, რომ გონზე მოვიდეს. მე, აგრეთვე ვფიქრობ, რომ ის მასალები რაც მან დაამატა პროექტს შესაძლოა ვიკიპედიის ოფიციალური პოლიტიკის დარღვევაც იყოს, ვგულისხმობ: ვიკიპედია:ეს ორიგინალური კვლევის ადგილი არ არის. ეჭვს მიჩენს ქართველი ეგზისტენციალისტები და სხვა მასალები, რაც მან დაამატა. კონკრეტული წყაროები არ აქვს, ხოლო თუ გავითვალისწინებთ მის საქმიანობას, შესაძლოა, რომ ადგილი ჰქონდეს ზემოთ აღნიშნული პოლიტიკის ამ ნაწილის დარღვევას, არ გამოვრიცხავ, ვნახოთ, ვნახოთ... - OTOGI Messages 18:10, 5 იანვარი 2016 (UTC)
- ეგრე იყოს. საერთოდ აღარ ვაპირებ მის განხილვაში რამის წერას. ჰო, სულ დამავიწყდა, რომ ოფიციალურად ფორუმზე არ დაგვიწერია საერთო მილოცვები, ამიტომ დაგვიანებით გილოცავ შენც და ყოველივე საუკეთესოს გისურვებ. :) --Henry McClean განხილვაწვლილი 18:15, 5 იანვარი 2016 (UTC)
- გარდა ყველაფრისა - მაგის წინა რედაქტირება (IP-დან) მიხეილმა დაამოწმა, ხოლო ამის შემდეგ პრეტენზიები რაც დაწერა, საერთოდ ვერ გავიგე, რას ეხებოდა. :) --Henry McClean განხილვაწვლილი 18:07, 5 იანვარი 2016 (UTC)
- გაიხარე ჰენრი :). ჰო, გადამავიწყდა, მეც, რომ მომელოცა ფორუმში, არაუშავს 7-ში გავხსნათ თემა. საქმეც ეგაა, რომ აზრი არ აქვს რაიმეს მიწერას. დავიღალე მისი ორჭოფული საუბრებით, რა უბედურებაა. ეს არის სუფთა ტაკიმასხარაობა :). - OTOGI Messages 18:23, 5 იანვარი 2016 (UTC)
პასუხი დაწერა. კიდევ ჰგონია, რომ მისი რედაქტირება არ მოწმდებოდა. აბა ეს რა არის? დაუდასტურებია მიხეილს და რა პრეტენზიები აქვს? ხოლო მას შემდეგ, რაც ეგ დაწერა, დაამატა უკვე გზავნილები სხვების მისამართით, რაც, თავისთავად, წაიშლებოდა. --Henry McClean განხილვაწვლილი 08:14, 6 იანვარი 2016 (UTC)
- ეს არის პროვოკაციული წერილები მისი მხრიდან, არ ღირს პასუხის გაცემა. ვანდალიზმის განმეორების შემთხვევაში მას ძალიან დიდი ხნით აეკრძალება მუშაობა ქართულ ვიკიპედიაში. სულ ეს არის. - OTOGI Messages 11:11, 6 იანვარი 2016 (UTC)
კითხვა
ოთო, სალამი. რა მაინტერესებს - Joe Hisaishi-ზე როგორ გაკეთდეს. ბევრ სტატიაში მიწერია, მაგრამ რამდენად ზუსტია? ანუ Joe ინგლისურშია ასე გადმოტანილი და რუსებს უფრო ზუსტად აქვთ - Дзё? ჩვენთან რა ვქნათ? იმიტომ გეკითხები, რომ იაპონიის თემებთან პირდაპირი კავშირი გაქვს :) რას მირჩევ? --Henry McClean განხილვაწვლილი 11:13, 7 იანვარი 2016 (UTC)
- გაგიმარჯოს ჰენრი!. თუ ვისაუბრებთ რუსული ენიდან აღებულ გვარ-სახელებსა და დასახელებებზე მაშინ Joe Hisaishi გადმოვა როგორც ძე ჰისაისი. ანუ რა ხდება; ინგლისურიდან იაპონურთან მიმართებაში sh გადმოდის როგორც ს. კუნძული სიკოკუ და არა შიკოკუ, ან ჰონსიუ და არა ჰონშიუ, ჰიროსიმა, ტაკუბოკუ ისიკავა და სხვა მრავალი. ტოშიბამ მოიკიდა ფეხი ჩვენთან როგორც ტოშიბამ და არა ტოსიბამ. დამეთანხმები ტოსიბას არავინ იძახის, თუმცა დამკვიდრებული წესით ტოსიბა უნდა იყოს. და ბოლოს, რუსული Дз იქნება ძ. რა თქმა უნდა აქ საუბარი არ არის რაღაც იაპონურ ტრანსკრიფციებსა თუ გადმოცემის წესებზე, საუბარია რუსულიდან გადმოტანის წესზე, რასაც იყენებენ ქსე, უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი და სხვა აკადემიური გამოცემები. ასეა დამკვიდრებული და მანამ სანამ არ შემოვა რაიმე ახალი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მიერ მომზადებული უნივერსალური ენციკლოპედია თუ ლექსიკონი წესით და რიგით უნდა დავემორჩილოთ ძველ თუმცა აპრობირებულ წესს. შესაბამისად, რუსულიდან თუ გადმოვიტანთ გამოდის ძე ჰისაისი. მაგრამ დააკვირდი რას წერს რუსული ვიკიპედია, რომ ჯო ჰისაისი არისო ამერიკელი კომპოზიტორის კუინსი ჯოუნზის ფონეტიკურად იმიტირებული ფსევდონიმიო. ორი სხვადასხვა საკითხია. ინგლისური ვიკიპედია ეყრდნობა უფრო გავრცელებულ სახელს ანუ მის ფსევდონიმს, ხოლო რუსული იაპონურიდან სესხულობს. დააკვირდი, რომ თითქმის ყველა ვიკიპედია ფსევდონიმის სასარგებლოდ მეტყველებს. ასეთ შემთხვევაში ჯო (Jones) ჰისაისიც შეიძლება დაიწეროს, მაგრამ ნამდვილი გვარ-სახელი ძე ჰისაისია (რუსულიდან თუ ვიხელმძვანელებთ). ჯობია დაიწეროს გავრცელებული სახელი ჯო, თუ კაცმა ასე დაირქვა სხვა რა გზაა. ჯო ჰისაისი. სულ ეს არის :). - OTOGI Messages 12:43, 8 იანვარი 2016 (UTC)
ოთო გამარჯობა, მაინტერესებს რა დაიმსახურა ამ სტატიამ რომ წაშალე? --ჯაბა 1977 22:24, 9 იანვარი 2016 (UTC)
- ოთო მაშინვე გავარკვიეთ რა მოხდა, მაგრამ ვეღარ დავწერე აქამდე ვერ შემოვედი ვიკიში. გმადლობ. --ჯაბა 1977 11:13, 11 იანვარი 2016 (UTC)
- გამარჯობა, ჯაბა! არსებობს სტატია ალექს ჰეპბერნი, მხოლოდ და მხოლოდ გადამისამართება წაიშალა :). - OTOGI Messages 11:34, 11 იანვარი 2016 (UTC)
კი კი მივხვდი. მადლობაა. --ჯაბა 1977 11:37, 11 იანვარი 2016 (UTC)
Sitenotice
ოთო, თუ შეიძლება ამოშალე, თორემ კენჭისყრა ცალკე მიდის, განხილვა ცალკე. კენჭისყრაში ისე იღებენ მონაწილეობას, განხილვა არ უნახავთ და თანაც განხილვა ჯერ არ დასრულებულა. ამაზე მგონი ვთანხმდებით რამდენიმე მომხმარებელი. Deu. 12:30, 11 იანვარი 2016 (UTC)
- Sitenotice-ში კენჭისყრის გატანა ნამდვილად ნაადრევია. აგრეთვე, მე ვფიქრობ, რომ ყველა გამოცდილმა ვიკიპედიელმა უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ განხილვაში. და, რომ დავურიგოთ მათ წერილები არ იქნება ურიგო. - OTOGI Messages 12:40, 11 იანვარი 2016 (UTC)
რჩეული სტატიებისთვის სტატუსის მოხსნა
გამარჯობა. იქნებ აქ შემოიხედოთ და მოხსნათ რჩეულის სტატუსი იმ სტატიებზე, რომლებზეც კენჭისყრაში ყველა თანხმდება.--Saliner ✉ 09:27, 18 იანვარი 2016 (UTC)
- გამარჯობა! მოეხსნა რჩეულის სტატუსი შესაბამის სტატიებს. - OTOGI Messages 11:57, 18 იანვარი 2016 (UTC)
კენჭისყრა
ოთოჯი, კენჭისყრა კვლავ განაახლა ბიუროკრატმა. ასევე, გთხოვ, არ დაიზარო ამ ქვეთავის წაკითხვა. აბსოლუტურად ვიზიარებ შენს მოსაზრებას, რომ კენჭისყრა არალეგიტიმურია და მასში მონაწილეობა გაუმართლებელი. თუმცა, როგორც ჩანს, ბიუროკრატები არ აპირებენ კენჭისყრის მიღმა დაფიქსირებული აზრების გათვალისწინებას. ამიტომ გთავაზობ, იმ სახით მიიღო მონაწილეობა, რა სახითაც მე და თორნიკემ. კენჭისყრა არალეგიტიმურად რჩება და დარჩება ალბათ ყველაზე სამარცხვინო კენჭისყრად ვიკიპედიისათვის. ამ დათმობაზე წავედი მხოლოდ იმიტომ, რომ რაც შეიძლება მალე შეწყდეს ეს სისულელე. გთხოვ, თუ ჩემი შემოთავაზება მაინც მიუღებელია შენთვის (გასაგები მიზეზების გამო), აზრი კიდევ ერთხელ დააფიქსირო, როგორც ადმინმა. მადლობა, Deu. 06:50, 20 იანვარი 2016 (UTC)
- გამარჯობა დათო! მე არ შემიძლია საზოგადოების ინტერესებზე მაღლა დავდგე. ეს კენჭისყრა არის ერთ-ერთი ნაწილი იმისა, რომ მოხდეს განხეთქილება მომხარებელთა შორის, მაგრამ ამას მე არ დავუშვებ... როდესაც ქართული ვიკიპედია უფრო მეტად დიდი გახდება და შეემატება მას მეტი დამოუკიდებლად მოაზროვნე ადამიანი მით უფრო დემოკრატიული გახდება იგი. აქამდე, კი ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისაკენ. - OTOGI Messages 19:58, 20 იანვარი 2016 (UTC)
თხოვნა
ცუდი არ იქნება თუ შენს პოზიციას დააფიქსირებ ვიკიპედია:კენჭისყრა/სტატიების შექმნის ახალი კრიტერიუმები--ცანგალა (გ) 15:47, 20 იანვარი 2016 (UTC)
- გამარჯობა ცანგალა! მე არ შემიძლია საზოგადოების ინტერესებზე მაღლა დავდგე. ეს კენჭისყრა არის ერთ-ერთი ნაწილი იმისა, რომ მოხდეს განხეთქილება მომხარებელთა შორის, მაგრამ ამას მე არ დავუშვებ... როდესაც ქართული ვიკიპედია უფრო მეტად დიდი გახდება და შეემატება მას მეტი დამოუკიდებლად მოაზროვნე ადამიანი მით უფრო დემოკრატიული გახდება იგი. აქამდე, კი ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისაკენ. - OTOGI Messages 19:58, 20 იანვარი 2016 (UTC)
შეკითხვა
????— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა სრგგმ (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
გიოს განხილვის გვერდი
გამარჯობა ოთო. იქნებ „მომწერეთ“ და „აქ გიპასუხებთ“ თარგებიც ამოიღო. – BruTe (გ) 21:38, 20 იანვარი 2016 (UTC)
- გამარჯობა სანდრო! ამოვიღე თარგები. ალბათ ღირს მის გვერდზე რაიმე განცხადების ან თარგის განთავსება, მომხმარებლებს, რომ ჰქონდეთ ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ. - OTOGI Messages 21:43, 20 იანვარი 2016 (UTC)
- ზუსტად მაგის მოწერას ვაპირებდი ახლა. რაღაც ამის მსგავსი... – BruTe (გ) 21:45, 20 იანვარი 2016 (UTC)
- კეთილი... სანდრო შეგიძლია დაამზადო რაიმე კარგი თარგის მაგვარი ? და განვათავსოთ გიოს პირად და განხილვის გვერდებზე, თორემ მე ვეღარ ვაზროვნებ უკვე. - OTOGI Messages 21:48, 20 იანვარი 2016 (UTC)
- ოკ. ხვალ დილით გავაკეთებ. – BruTe (გ) 21:49, 20 იანვარი 2016 (UTC)
- კარგი და გამაგებინე. - OTOGI Messages 21:51, 20 იანვარი 2016 (UTC)
- ოკ. ხვალ დილით გავაკეთებ. – BruTe (გ) 21:49, 20 იანვარი 2016 (UTC)
- კეთილი... სანდრო შეგიძლია დაამზადო რაიმე კარგი თარგის მაგვარი ? და განვათავსოთ გიოს პირად და განხილვის გვერდებზე, თორემ მე ვეღარ ვაზროვნებ უკვე. - OTOGI Messages 21:48, 20 იანვარი 2016 (UTC)
- ზუსტად მაგის მოწერას ვაპირებდი ახლა. რაღაც ამის მსგავსი... – BruTe (გ) 21:45, 20 იანვარი 2016 (UTC)
- ოთო, ეს ნახე. თუ რამე ისე არაა, შეცვალე. – BruTe (გ) 19:13, 21 იანვარი 2016 (UTC)
- მადლობა სანდრო!. დაფა განვათავსე მის პირად გვერდზე. - OTOGI Messages 14:58, 23 იანვარი 2016 (UTC)
შეხვედრა
ვიკიპედია:ფორუმი/ვიკიშეხვედრები, მომენატრე-ცანგალა (გ) 17:29, 24 იანვარი 2016 (UTC)
ფორმა
განხილვა:ფორმა --ცანგალა (გ) 18:53, 27 იანვარი 2016 (UTC)
- პასუხი დავწერე. - OTOGI Messages 16:57, 7 თებერვალი 2016 (UTC)
მკვდარი ზღვა
კარგი იქნებოდა თუ დაწერილი უფრო მეტი იქნებოდა უპირველეს შემთხვევაში მე ეს სტატია არ მაკმაყოფილეებსá— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 185.23.48.169 (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
- გამარჯობა! ხელმოწერა ნუ გავიწყდებათ!. - OTOGI Messages 16:56, 7 თებერვალი 2016 (UTC)
ვიდეო თამაშების მიმოხილვები
გამარჯობა ოთო! ამგვარი თარგის შექმნა მინდა ქართულად en:Template:Video game reviews, თუმცა მე პირადად ვერ ვქმნი ასეთი რთული ხასიათის თარგებს და ხომ არ იცი ვის შუძლია რომ დამეხმაროს?--Gobrona 08:51, 5 მარტი 2016 (UTC)
- @Gobrona: გამარჯობა! ამ ტიპის თარგი გაინტერესებდათ თარგი:Video game reviews/doc ?. - OTOGI Messages 13:46, 5 მარტი 2016 (UTC)
ეს თარგი იყო თუ ახლა შეიქმნა?--Gobrona 14:06, 5 მარტი 2016 (UTC)
@Gobrona: ახლა შეიქმნა, თუმცა შეამოწმეთ მუშაობს თუ არა. - OTOGI Messages 14:08, 5 მარტი 2016 (UTC)
იცი არ არის ოთო, მუშაობით მუშაობს, ინგლისური ვარინტიც მუშაობს, რამოდენიმე სტატიაში ვიხმარე კიდევაც,მაგრამ სრულიად გაქართულებული ვარიანტი უნდა იყოს, მაგალითად ქვევით, ბოლოში ინგლისურად წერია Awards და Entity და კიდევ Awards, და მაგის გაქართულება არ შეიძლება?--Gobrona 14:16, 5 მარტი 2016 (UTC)
@Gobrona: ზუსტად შეგიძლიათ მითხრათ აბა კონკრეტულად რას გულისხმობთ ?. მთლიანობაში თარგი დასამუშავებელია, ჩანაწერების გაქართულება უკვე თქვენი პრეროგატივაა. - OTOGI Messages 14:27, 5 მარტი 2016 (UTC)
მიმოხილვა | |
---|---|
ქულები | |
წყარო | რეიტინგი |
მაგალითი:"წლის თამაშისა" და IGN-ის ზემოთ რომ წერია ინგლისურად Award, Entity, Awards. ეს სამი!--Gobrona 14:37, 5 მარტი 2016 (UTC)
@Gobrona: ამას გულისმხობდით ?. Entity-ის რამდენიმე მნიშვნელობა აქვს, თუ გნებავთ სხვა ჩანაწერი გავაკეთოთ, მე ობიექტი ჩავწერე. - OTOGI Messages 14:50, 5 მარტი 2016 (UTC)
კი ბატონო, ამას ვგულისხმობდი, კარგია, მომწონს :) დიდი მადლობა ოთო. --Gobrona 14:56, 5 მარტი 2016 (UTC)
@Gobrona: თვით სიტყვა Entity თუ გნებავთ სხვა სიტყვით ჩავანაცვლოთ... პრობლემა არ არის. რაც შეეხება თარგის შიგთავსს მისი ინგლისურენოვანი ჩანაწერები შეგიძლიათ გააქართულოთ, მე სამწუხაროდ დრო არ მაქვს, რომ ამაზე ვიზრუნო, მთავარია გავაკეთე თარგი, რომელიც ალბათ მომავალში გამოგადგებათ. ახლა ერთი პატარა დეტალი, შევამჩნიე, რომ ხელმოწერასთან დაკავშირებით პრობლემა გაქვთ, შედით კონფიგურაცია და სულ ქვემოთ დააკლიკეთ საწყის კონფიგურაციაზე დაბრუნება — ხელმოწერას არ ტოვებს როგორც საჭიროა, პარამეტრების ჩამოყრაა საჭირო და შემდეგში ხელმოწერის კოდში ზუსტი ჩანაწერის შესრულება. - OTOGI Messages 15:01, 5 მარტი 2016 (UTC)
არა, მაგაზე არ არის პრობლემა, დარჩეს ობიექტი. დავკლიკე საწყის კონფიგურაციაზე დაბრუნებას.--Gobrona განხილვაწვლილი 15:09, 5 მარტი 2016 (UTC)
@Gobrona: კეთილი. - OTOGI Messages 15:33, 5 მარტი 2016 (UTC)
თხოვნა
ოთო, ახლა რომ ჯავახეთზე ცვლილება გაუუქმე, ეგ ბავშვი ძალიან ნაციონალისტია, მშობლიურ ვიკიპედიაშიც კი არად აგდებენ. პირადად ვიცნობ და ვიცი რაცაა, ძალიან გთხოვ მსგავსი ცვლილება თუ გააკეთა დაბლოკე. მე ფეისბუკზე გავაფრთხილე უკვე, იმედია გაითვალისწინებს. --ჯაბა 1977 09:34, 6 მარტი 2016 (UTC)
- გასაგებია ჯაბა, გავითვალისწინებ. - OTOGI Messages 10:19, 6 მარტი 2016 (UTC)
ევროვიზია 2016
ამ სტატიაში თუ შეგიძლია ისე გააკეთო, რომ რუკის ლეგენდა გამოჩნდეს, როგორც ინგლისურშია! მიშა დაკავებულია და დამეხმარე. მეჰმან იბრაგიმოვი (მიწერა) 19:01, 8 მარტი 2016 (UTC)
- ანუ რუკა ჩამოშლილი რომ იყოს ?. მგონი სხვა არედაქტირებს დაფას... - OTOGI Messages 19:50, 8 მარტი 2016 (UTC)
სტატიის სათაური
ოთო გამარჯობა! ხომ ვერ მეტყვი ეს "Downloadable content" ქართულად როგორ გადმოითარგმნება - გადმოტვირთვადი, ჩამოტვირთვადი შიგთავსი? --Gobrona განხილვაწვლილი 21:01, 12 მარტი 2016 (UTC)
@Gobrona: გამარჯობა! მოდი საკითხს იქიდან შევხედოთ, რომ ტერმინი Download ითარგმნება როგორც ჩატვირთვა, აქედან მივიღებთ „ჩატვირთვადი ან ჩამოტვირთვადი კონტენტი“. შესაძლოა ამ ტექნიკურ ტერმინს ალტერნატიული სახელწოდებაც ჰქონდეს. ბოდიში დაგვიანებული პასუხისათვის!. - OTOGI Messages 13:43, 14 მარტი 2016 (UTC).
მომხმარებელი:Gobrona
ოთო, სალამი. რამდენად გამართლებულად მიგაჩნია, ამ მომხმარებელს სანდოს სტატუსი ჰქონდეს? — Mikheil მიწერა 17:08, 19 მარტი 2016 (UTC)
- სალამი. შემთხვევით წავაწყდი და მეც ვიტყვი. აქედან და საუბრიდან გამომდინარე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მომხმარებელმა საერთოდ ვერ შენიშნა, ის სიმბოლო როგორ ჩასვა. ალბათ შემთხვევით ხელი დაეჭირა და ვერც გააცნობიერა. ასეთი რამ ნებისმიერს შეიძლება დაემართოს. საუბრიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მიუხედავდ პირდაპირი მითითებისა, ახლაც ვერ ხვდება, რომ მაგ სიმბოლოზეა საუბარი. ეს ერთი მხრივ მის დაუკვირვებლობაზე მეტყველებს, მეორე მხრივ კი იმაზე, რომ განზრახ რაიმეს გაფუჭებას მისგან არ უნდა ველოდეთ. ამ სიმბოლოს ჩასმით სტატიის „გაფუჭების“ ხარისხიც არა მგონია ისეთი დიდი იყოს, რომ სტატუსის ჩამორთმევა ღირდეს. თუმცა, მსგავსი დაუკვირვებლობების სისტემატური განმეორების შემთხვევაში, ამ შეცდომასაც გავიხსენებდი :). Deu. 06:50, 20 მარტი 2016 (UTC)
- გამარჯობა მიშა! სანდო მომხმარებლის სტატუსი მე ჩავურთე მას, რადგან იმ დროისათვის და შემდეგაც ეს მომხმარებელი მხოლოდ კონსტრუქციულად მუშაობდა. ვიხილე ყოველივე და არც მე მომეწონა მისი საკითხისადმი ამგვარი მიდგომა. ისიც აშკარაა, რომ სტატიას იერ-სახე გაუფუჭა თავისი რედაქტირებით, თუმცა რამდენადაც მე ვხედავ ეს პირველი შემთხვევაა. თუკი მომავალში დაფიქსირდა არაკონსტრუქციული რედაქტირებები მისი მხრიდან სანდო მომხმარებლის სტატუსი მას უნდა ჩამოერთვას, — ერთმნიშვნელოვნად. აი რაც შეეხება მის რეპლიკებს, აქ აშკარად აქვს ადგილი ქცევის ნორმების დარღვევას, რაც ჩანს მის ბოლო ორ წერილში, ხოლო ამის გამო მას უნდა მიეცეს გაფრთხილება, ხოლო ამგვარ სტილში გაგრძელების შემდეგ ამას მოჰყვება ბლოკირება. ასეთი ტონით საუბარი არის მიუღებელი ვიკიპედიაში. თქვენის ნებართვის, მე დაველაპარაკები მას. - OTOGI Messages 14:13, 20 მარტი 2016 (UTC)
- მივწერე მას წერილი, თავადვე განსაჯეთ. მიშა, პირველი შემთხვევაა და მგონი მცირე გუაგებრობის შედეგია ყოველივე. მე ასეთი დასკვნა გამოვიტანე.- OTOGI Messages 15:57, 20 მარტი 2016 (UTC)
- გამარჯობა მიშა! სანდო მომხმარებლის სტატუსი მე ჩავურთე მას, რადგან იმ დროისათვის და შემდეგაც ეს მომხმარებელი მხოლოდ კონსტრუქციულად მუშაობდა. ვიხილე ყოველივე და არც მე მომეწონა მისი საკითხისადმი ამგვარი მიდგომა. ისიც აშკარაა, რომ სტატიას იერ-სახე გაუფუჭა თავისი რედაქტირებით, თუმცა რამდენადაც მე ვხედავ ეს პირველი შემთხვევაა. თუკი მომავალში დაფიქსირდა არაკონსტრუქციული რედაქტირებები მისი მხრიდან სანდო მომხმარებლის სტატუსი მას უნდა ჩამოერთვას, — ერთმნიშვნელოვნად. აი რაც შეეხება მის რეპლიკებს, აქ აშკარად აქვს ადგილი ქცევის ნორმების დარღვევას, რაც ჩანს მის ბოლო ორ წერილში, ხოლო ამის გამო მას უნდა მიეცეს გაფრთხილება, ხოლო ამგვარ სტილში გაგრძელების შემდეგ ამას მოჰყვება ბლოკირება. ასეთი ტონით საუბარი არის მიუღებელი ვიკიპედიაში. თქვენის ნებართვის, მე დაველაპარაკები მას. - OTOGI Messages 14:13, 20 მარტი 2016 (UTC)
უნებლიე ცვლილება
ოთო გამარჯობა, ის ცვლილება რაც შენ გააკეთე 100 % მასე უნდა გაგეკეთებინა, მაგრამ მე ისეთი მომხმარებელი არ ვარ ეს სისულელე გამეკეთებინა ჩემი ნებით. ეტყობა ბოლო ცვლილებების გადახედვისას უნებლიედ დავაწკაპე მაუსი. კიდევ ერთი თხოვნა მექნება, ძალიან გთხოვ გაითვალისწინო, რომ რეზიუმეებში საუბარი არაა მიზანშეწონილი. სხვა დროს მომწერე და გიპასუხებ. --ჯაბა 1977 18:32, 26 მარტი 2016 (UTC)
- გამარჯობა ჯაბა! და სად ჩანს, რომ ვსაუბრობ რეზიუმეში ? რა, მოგიწოდებდი რაიმესკენ ? როდესაც გამოცდილი მომხმარებლის ცვლილებას აუქმებ, პირიქით, სავალდებულოა რეზიუმეში ჩანაწერის გაკეთება, რათა მომხმარებელმა დაინახოს რატომ გაუქმდა მისი ცვლილება, სხვაგვარად ამას შესაძლოა კვლავ (ამჟამად ჩემი) ცვლილების გაუქმება მოჰყოლოდა; მე საიდან ვიცოდი შენ, რომ შემთხვევით დაგეკლიკა. სწორედ ამიტომ დავტოვე შეტყობინება რეზიუმეში. რეზიუმეში ჩანაწერის არსი შემდგომში მდგომარეობდა: მე (Otogi-იმ) გავაუქმე წინა ცვლილება, რადგან: სტატია გაფუჭდა (დამახინჯდა) და რომ ეს ლოგო დაფაშია შესატანი, აქ დიალოგის ფორმას მე ვერ ვხედავ, მაგრამ შენ რატომ დაინახე აქ დიალოგის ფორმა მაგდენი მე აღარ ვიცი. - OTOGI Messages 18:47, 26 მარტი 2016 (UTC)
რომ არ იცოდი როგორ მოხდა სწორედ მაგიტომ უნდა გეკითხა, მომწერდი და გიპასუხებდი. --ჯაბა 1977 18:57, 26 მარტი 2016 (UTC)
- ტონი შეცვალე ძალიან გთხოვ!. რა უნდა მეკითხა, როდესაც ვხედავ, რომ სტატია გაფუჭებულია. ვალდებული ვიყავი სტატია გამესწორებინა. ეგებ 1 თვით გადიხარ ვიკიპედიიდან ან არ ვიცი 1 კვირით ან სულაც 3 დღით ? მე საიდან ვიცი ? დამეტოვა ამდენი ხანი ცვლილება მხოლოდ იმიტომ, რომ დაუკითხავად ხელი არ უნდა მეხლო ? უნდა მომეწერა, „ნებართვა უნდა ამეღო“ და შემდეგ გამეგრძელებინა მუშაობა ვიკიპედიაში ? ალოგიკურს იძახი. რომელი წესი მავალდებულებდა მეკითხა ? არანაირი. რა საქმეებს მირჩევ და მარიგებ ?, ნუთუ გეგონა, რომ რეზიუმეში გაკეთებული ჩანაწერი შენზე შეტევა იყო ? მწარედ ცდები. მე შენთან არ მაქვს არაფერი გასარკვევი და გასარჩევი და არც არავისთან აქ ვიკიპედიაში. მე მგონია, რომ შენ ეს წერილი მხოლოდ იმიტომ მომწერე, რომ გეგონა, რომ რეზიუმეში გაკეთებული ჩანაწერი შეტევა იყო, მე ასე ვფიქრობ, რადგან ამდენს მწერ უკვე, მიუხედავად იმისა, რომ რომ შენი ცვლილება არ იყო სწორი. არ არის პრობლემა გავაგრძელოთ საუბარი და საკითხის გარჩევა. ველოდები მომდევნო წერილს... - OTOGI Messages 19:18, 26 მარტი 2016 (UTC)
ტონს სად ხედავ საინტერესოა. შენ რეზიუმეში შენი დაწერილი ვერ დაინახე და აქ ტონი დაინახე? წესი ერთი არსებობს პატივი უნდა სცე შენს კოლეგას ეს წესი დაარღვიე, რაც არ გეპატიება რადგან ა ხარ გუშინ დარეგისტრირებული მომხმარებელი. მე გწერ ბევრს? აბა გადახედე შენი განხილვის ბოლო სექციას ვინ წერს ბევრს? --ჯაბა 1977 20:13, 26 მარტი 2016 (UTC)
პ.ს. ეს ბოლო წერილია მერწმუნე. აქ გასარჩევს ვერაფერს ვხედავ. მე ჩემი გითხარი. --ჯაბა 1977 20:17, 26 მარტი 2016 (UTC)
- პატივზე შენ ნუ მელაპარაკები. ძალიან გთხოვ. როგორ პატივსაც მცემ კარგად ჩანს წერილებში. შენ არ გეპატიება ის დამოკიდებულება რა დამოკიდებულებაც გაგაჩნია თუნდაც ამ შემთხვევაში ჩემდამი, განსაკუთრებით მის მერე რაც მე პირადად შენთვის გავაკეთე ვიკიპედიაში, მაგრამ ყველაფერი დავიწყებას მიეცემა ხოლმე, თუმცა ეს არც მწყინს. მე შენსგან და არავისგან არ მეკუთვნის ასეთი დამოკიდებულება, რის გამოც შენ პოზიციას არ ვიზიარებ და არც კი განვიხილავ. ეს პატივს რაც შეეხებოდა. მადლობა ასეთი კარგი დამოკიდებულებისათვის. თუ გასარჩევი არაფერია მაშინ მეც მოვრჩი საუბარს. - OTOGI Messages 20:34, 26 მარტი 2016 (UTC)
როგორ მოგწერო
როგორ მოგწერო? PM ან რამე მესინჯერის მსგავსი არ არის? ძაან გართულებულია ამ ვიკიპედიაზე
გვერდს ვაკეთებ, ჯერ არ დამიმთავრებია, ისე როგორ ვქნა რომ ინგლისური გვერდიდან ჩვენი ენა დაემატოს და პირდაპირ ამ სტატიაზე გადმოვიდეს?
სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Qvesknela (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
@Qvesknela: გამარჯობა! იხ. ვიკიპედია:ენათაშორისი ბმულები. - OTOGI Messages 10:58, 30 მარტი 2016 (UTC)
სტატია
ვერ მეტყვით რა იყო არასწორი რომ წაშალეთ სტატია? გადახედეთ კარგად ინტერნეტს,ვინ არის და რას წარმოადგენს ეს ადამიანი და ვისთვისაა საერთოდ რომ ჩვენთვის საქართველოსთვის პირველ რიგში... იქ ყველანაირი ლინკი დევს, ვისი სტატია უნდა დადოთ თუ ამას არ დადებთ, ყველგან მისი ალბომები დევს iTunes, Spotify, Google play და თქვენ ვინ ხართ რომ შლით რა ინფორმაცია ვერ ნახეთ? სირცხვილია და დასანანი რომ მასზე არ არის ინფორმაცია ქართულ ვიკიპედიაზე— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა გორილაზი (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
@გორილაზი: უკაცრავად მაგრამ პიროვნება ამ ეტაპზე არ არის ენციკლოპედიური მნიშვნელობის. myvideo-სა და ფორუმების გარდა ჩანაწერები არ არსებობს. გაითვალისწინეთ, რომ სტატია უკვე მე-3-ჯერ წაიშალა ობიექტური მიზეზების გამო. შეწყვიტეთ სიჯიუტე. ვიკიპედია არ არის ვინმეს ან რაიმეს გაპიარების ადგილი!. სირცხვილი ის არის რომ ასე გყავთ გაღმერთებული მოკვდავი ადამიანი. მადლობა. - OTOGI Messages 15:04, 1 აპრილი 2016 (UTC)
@Otogi: ინგლისურ ვიკიპედიაზე დევს ინფორმაცია და თქვენ რატომ ლაპარაკობთ ესეთი ტონით... მე მესმის თქვენიც და ჩემიც, არავინ არავის არ აღმერთებს, თქვენ ხართ ჩემი კოლეგა და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს გადაამოწმეთ ინგლისური ვიკიპედია, იმაში კი გეთანხმებით რომ ყველანი მოკვდავები ვართ :)— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა გორილაზი (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
@გორილაზი: რას მელაპარაკებით ? თქვენივე დადებული სტატია ? დახედეთ ისტორიას, უკვე სწრაფი წაშლის თარგი ჩაუსვიათ სტატიაში, რომელიც თქვენ ამოშალეთ, და საერთოდაც, ინგლისური ვიკიპედია თუ დაიქცა ჩვენც უნდა დავიქცეთ იმიტომ, რომ ინგლისური ვიკიპედია დაიქცა ?. აღიარეთ, რომ უბრალოდ ამ ადამიანის გაპიარებას ცდილობთ. იქაც წაგიშლიან სტატიას თუ არ მოიყვანთ შესაბამის წყაროებს. - OTOGI Messages 15:33, 1 აპრილი 2016 (UTC)
პასუხი
კარგი მადლობა თუ რამე ვერ გავიგე გკითხავ
1ელ რიგში მაინტერესებს როგორ ხდება, როცა ინგლისურ სტატიას ვთარგმნი და ქართულ გვერდს ვქმნი, ამ გვერდის ინგლისურ ვერსიაზე მიბმა? ანუ ka.wikipedia.org/შეშლილი_მაქსი <- რო მიებას -> en.wikipedia.org/mad_max --Qvesknela განხილვაწვლილი 05:34, 31 მარტი 2016 (UTC)
@Qvesknela: ვიკიპედიაში ერთმანეთთან დაკავშირებულია სტატიები, კატეგორიები, თარგები. იხ. ვიკიპედია:ენათაშორისი ბმულები. - OTOGI Messages 15:07, 1 აპრილი 2016 (UTC)
შარლოტი
გამარჯობა :) ყველა შარლოტა (ქალებს ვგულისხმობ) შარლოტზე გვაქვს გადატანილი. მაგ. განხილვა:შარლოტ ბრონტე, განხილვა:შარლოტ ბელგიელი--Tornike 08:56, 10 აპრილი 2016 (UTC)
- გამარჯობა! მესმის რასაც გულისხმობ, მაგრამ შარლოტა იქნება თუ შარლოტი ი რატომ ჩნდება გეოგრაფიულ დასახელებაში ?. თუ იმას ამტკიცებთ, რომ ქალთა სახელია შარლოტ მაშინ შარლოტას იქნება. - OTOGI Messages 09:02, 10 აპრილი 2016 (UTC)
- შარლოტ არის სახელი და ნათესაობითში ის არ დაემატება?--Tornike 09:04, 10 აპრილი 2016 (UTC)
- თუ შარლოტას ა-ს წავართმევთ დარჩება შარლოტ და საკვეციც არაფერია, მაშინ ალბათ სწორია შენი ვარიანტი. აი შარლოტა რომ ყოფილიყო მაშინ აუცილებლად შარლოტას იქნებოდა, რადგან ქალების სახელებთან ა არ იკვეცება, იგივე შემთხვევაა მანანასთან, მაგრამ აქ ა-ს ვაცილებთ სახელს და სულ სხვა შემთხვევა გამოდის. სწორია ?. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ შარლოტა იქნება თუ ჟანი ქართულ ენაში იმის გათვალისწინებით, რომ მთარგმნელებს აქვთ სხვადასხვა შეხედულება ქართულში სახელების გადმოტანასთან დაკავშირებით მაინც ეს საკითხი სადავო რჩება. არსებობს ტრადიცია და არსებობს ნორმებიც. - OTOGI Messages 09:18, 10 აპრილი 2016 (UTC)
- სადავო შეიძლება იყოს, მაგრამ იმ ორ განხილვაში უკვე მივიღეთ ხომ გადაწყვეტილება? ამ ეტაპზე შარლოტზე რომ გადავიტანოთ, არ ჯობს, სხვა თუ არაფერი იმიტომ, რომ ერთნაირად გვქოდნეს ყველგან? და სხვა სტატიების განხილვებში თუ გადავწყვეტთ, რომ შარლოტაა სწორი, მერე დავაბრუნოთ.--Tornike 09:52, 10 აპრილი 2016 (UTC)
- კეთილი. დავაბრუნოთ. - OTOGI Messages 10:03, 10 აპრილი 2016 (UTC)
- სადავო შეიძლება იყოს, მაგრამ იმ ორ განხილვაში უკვე მივიღეთ ხომ გადაწყვეტილება? ამ ეტაპზე შარლოტზე რომ გადავიტანოთ, არ ჯობს, სხვა თუ არაფერი იმიტომ, რომ ერთნაირად გვქოდნეს ყველგან? და სხვა სტატიების განხილვებში თუ გადავწყვეტთ, რომ შარლოტაა სწორი, მერე დავაბრუნოთ.--Tornike 09:52, 10 აპრილი 2016 (UTC)
- თუ შარლოტას ა-ს წავართმევთ დარჩება შარლოტ და საკვეციც არაფერია, მაშინ ალბათ სწორია შენი ვარიანტი. აი შარლოტა რომ ყოფილიყო მაშინ აუცილებლად შარლოტას იქნებოდა, რადგან ქალების სახელებთან ა არ იკვეცება, იგივე შემთხვევაა მანანასთან, მაგრამ აქ ა-ს ვაცილებთ სახელს და სულ სხვა შემთხვევა გამოდის. სწორია ?. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ შარლოტა იქნება თუ ჟანი ქართულ ენაში იმის გათვალისწინებით, რომ მთარგმნელებს აქვთ სხვადასხვა შეხედულება ქართულში სახელების გადმოტანასთან დაკავშირებით მაინც ეს საკითხი სადავო რჩება. არსებობს ტრადიცია და არსებობს ნორმებიც. - OTOGI Messages 09:18, 10 აპრილი 2016 (UTC)
- შარლოტ არის სახელი და ნათესაობითში ის არ დაემატება?--Tornike 09:04, 10 აპრილი 2016 (UTC)
ინფოდაფა
ოთო გამარჯობა! ამის მსგავსი en:Template:Infobox recurring event არაფერი არ გვაქვს?--Gobrona განხილვაწვლილი 18:54, 21 აპრილი 2016 (UTC)
- გამარჯობა! როგორც ჩანს არ გვაქვს აღნიშნული დაფა. სამწუხაროდ დრო არ მაქვს მის შესაქმნელად. ბოდიში დაგვიანებული პასუხისთვის!. - OTOGI Messages 17:33, 8 მაისი 2016 (UTC)
შეუმოწმებელი სტატიები
გამარჯობა. ფსიქოლოოგიის სტატიებს ვათვალიერებდი და ბევრი შეუმოწმებელი სტატია დამხვდა: აღქმა, დევიაცია, კოშმარი, პერცეფცია და ა.შ. გთხოვთ გადახედოთ სტატიებს და შეამოწმოთ. წინასწარ გიხდით მადლობას.ვალიკო ბეგიაშვილი განხილვაწვლილი
- გამარჯობა! გადავხედავ აუცილებლად სტატიებს და საჭიროების შემთხვევაში დავამოწმებ!. - OTOGI Messages 17:34, 8 მაისი 2016 (UTC)
გილოცავთ
ოთო, გილოცავ დაბადების დღეს! გისურვებ წარმატებებს და ყველა შენი მიზნის მიღწევას, მათ შორის ვიკიპედიასთან მიმართებაში! — Mikheil მიწერა 16:51, 5 მაისი 2016 (UTC)
- ოთო მეც გილოცავ და ყველაფერ კარგს გისურვებ!--დათო1010 18:08, 5 მაისი 2016 (UTC)
- ვუერთდები მილოცვას!!! ყვველაფერ საუკეთესოს გისურვებთ, პირად და ვიკი ცხოვრებაში!!! ♥ — ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 18:10, 5 მაისი 2016 (UTC)
- ვუერთდები მილოცვას საუკეთესო სურვილებით!--ILIA მომწერეთ 18:19, 5 მაისი 2016 (UTC)
- ვუერთდები მილოცვას!!! ყვველაფერ საუკეთესოს გისურვებთ, პირად და ვიკი ცხოვრებაში!!! ♥ — ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 18:10, 5 მაისი 2016 (UTC)
- გილოცავ! --ჯაბა 1977 19:38, 5 მაისი 2016 (UTC)
- ვუერთდები. გილოცავ ოთო, მრავალს დაესწარი. – BruTe (გ) 19:52, 5 მაისი 2016 (UTC)
- გილოცავ! ოდნავ გვიან. :) Deu. 10:13, 6 მაისი 2016 (UTC)
- ვუერთდები. გილოცავ ოთო, მრავალს დაესწარი. – BruTe (გ) 19:52, 5 მაისი 2016 (UTC)
- გილოცავ! --ჯაბა 1977 19:38, 5 მაისი 2016 (UTC)
მადლობა!. - OTOGI Messages 17:35, 8 მაისი 2016 (UTC)
ეთიკა სად არის?
ფაილებს მიშლი და არც მეკითხები ან არც მაყენებ საქმის კურსში? რა წესია ეს? როდის დამკიდრდა ქართულ ვიკიპედიაში? --g. balaxaZe★ 16:35, 17 მაისი 2016 (UTC)
- გამარჯობა! სასტუმრო ვეტცელის ფაილს გულიხხმობთ ალბათ ხომ ? თუ ამ ფაილს გულისხმობთ, მანამ სანამ წავშლიდი ვნახე ამ ფაილის ისტორია და მისი ლიცენზიაც, მაგრამ ეს ფაილი იყო გამოუყენებელი, რაც წაშლის მიზეზი გახდა. ზოგადად, გამოუყენებელი ფაილები ვიკიპედიაში იშლება. - OTOGI Messages 17:18, 17 მაისი 2016 (UTC)
პასუხი
დიდი მადლობა რჩევისთვის გავითვალისწინებ.— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Kenti-002 (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
კორექტირების აზრი ვერ გავიგე
იყო მოძველებული ბმული. შევეცადე განმეახლებინა. უცნაურად მეჩვენა თქვენი პრიორიტეტი. უმჯობესია მკითხველის როლით შემოვისაზრვრო. სულ კარგად მეყოლეთ. შენიშვნა მაინც მიეცით ადამიანს თუ ცდება ან რაღაც არ გამოდის.— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Khabumelibichi (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
@Khabumelibichi: გამარჯობა! გთხოვთ დამიკონკრეტეთ რას გულისხმობთ ? ვერ მივხვდი რაზე საუბრობთ... - OTOGI Messages 13:03, 27 მაისი 2016 (UTC)
გაუქმებული საიტის მაგფივრად ჩავწერე მოქმედი. რა პრობლემა იყო?— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Khabumelibichi (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
@Khabumelibichi: სიმართლე გითხრათ პრობლემას ვერ ვხედავ. მე დავტოვე ეს საიტი. თქვენ დაამატეთ იგივე საიტის სხვადასხვა კონტენტები. დამატებული ეს, ეს, ეს და ეს ბმულები ამ საიტის კონტენტებია. ამჟამად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გვერდზე არის საიტი. - OTOGI Messages 15:26, 27 მაისი 2016 (UTC)
მარტივადაა ყველაფერი - ხაბუმე.ჯი იყო ერთი სოფლის სახელწოდების საიტი და გადაინაცვლა ახალ დომეინზე.ძველი რედირექტებულია ახალზე. დიდი თხოვნა მაქვს მაქსიმალურად გაეწიოს სტიმულირება ახალ ავტორებს,რადგან ისედაც საკმაოდ რთულ სტრუქტურაში თავიდან გარკვევა გამოცდილ ადამიანსაც უჭირს. გისურვებთ წარატებას.— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Khabumelibichi (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
@Khabumelibichi: კეთილი, დაამატეთ აბა ის საიტი, რაზეც თქვენ ლაპარაკობთ. დაამატეთ კი ბატონო. - OTOGI Messages 19:19, 30 მაისი 2016 (UTC)
არაკომპეტენტური.
არაკომპეტენტურად შლის სხვადასხვა სტატიებს, გაუთვალისწინებლად. უამრავი 2 სიტყვიანი სტატიაა შექმნილი, ის კი არაღირებულ სტატიებს იღებს ენციკლოპედიიდან. ვფიქრობ, ენციკლოპედია იმ ადამიანების ადგილია, ვინც ხალისთვის საინტერესოა, ხოლო რომ ნახონ საკმარისია ისიც იცოდნენ სად სწავლობდა და როგორ. თუ ადამიანმა ღირებული იქამდე გააკეთა, ვიდრე მან დაამთავრა სხვადასხვა სასწავლებლები, არ ნიშნავს რომ მისი ადგილი აქ არ არის. არსებობენ რაღაცეები, რომელსაც ერთსა და იმავე ჭრილში ვერ გაიყვან, თქვენ კი, როგორც ადმინისტრატორი ასე იქცევით. ან მიხედეთ ყველა სტატიას, ნებისმიერი წლიდან დაწყებული, ან თავი დაანებეთ სტატიებში ღირებულების ძებნას, რადგან ღირებული თავად ადამიანია ვიზეც სტატია იწერება და არა მისი ცხოვრების გზა. მისი ცხოვრების გზა, აინტერესებთ ადამიანებს, თქვენ კი ამაში ზღუდავთ. თქვენ სტატიებს აფასებთ საკუთარი გემოვნებით. თქვენი აქ ყოფნის მიზეზი, ვფიქრობ მხოლოდ გამართლებაა. სხვა დროს იქნებ უკედაც განვიხილო ეს საკითხი. თქვენ ხართ ვალდებული, აუხსნათ მომხმარებელს სტატიის აღების მიზეზი, მაგრამ მიზეზი არ არსებობს, ამიტომ თქვენ პირადი გემოვნებით და თვალსაზრისით იღებთ სტატიებს. ჯერ-ჯერობით, პირადად გთხოვთ, დააბრუნოთ ჩემი სამივე სტატია, სამივე თქვენ მიერ არის აღებული, ზედიზედ.
მინუს შეფასება, როგორც ადმინისტრატორს.— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა WikiadmUsr (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
@WikiadmUsr: გამარჯობა! სტატია აღვადგინე, ვიკი-საზოგადოებამ განსაჯოს სტატიის ღირებულება და აუცილებლობა. - OTOGI Messages 13:47, 1 ივნისი 2016 (UTC)
გმადლობთ.
გმადლობთ, სტატიის აღდგენისთვის. პრობლემა აქვს აღდგენლ სტატიას, რედაქტირებისას ყველა აქამდე დაწერილი ქრება. და აქვე მინდა გთხოვოთ, "სტატიის შეუმოწმებელი ვერსია- შეამოწმოთ. გავეცანი ამ ნიშნულის არსებობის მიზეზს და ვფიქრობ, ჩემი სტატია არ შეიცავს საწინააღმდეგოს ჩამოთვლილ წესებთან დაკავშირებით. თუ შეიცავს, იქნებ კონკრეტულად დამისაბუთოდ სად, ან რა აკლია.— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა WikiadmUsr (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
@WikiadmUsr: სტატია აღდგენილია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი აღარ წაიშლება. რადგან თქვენ მე დამადანაშაულეთ მიკერძოებულობაში სტატიის წაშლის ბედ-იღბალს აწი რამდენიმე რედაქტორი გადაწყვეტს. თუკი რედაქტორები გადაწყვიტავენ, რომ სტატია წასაშლელია იგი კვლავ წაიშლება. - OTOGI Messages 18:49, 2 ივნისი 2016 (UTC)
@Otogi: თქვენ განხილვაზე ჩემს სტატიასთან დაკავშირებით, რამდენიმე წუთის წინ გავაკეთე კომენტარი. თუ კი სტატია ასაღები იყო, მაშასადამე რატომ დააბრუნეთ? თქვენ არ შეგიძლიათ ახსნათ თქვენ მიერ განხორციელებული ქმედების აუცილებლობა? რედაქტორებს პირადად ვთხოვ, ჩამოთვალონ ყველა მიზეზი, სტატიის არარსებობასთან დაკავშირებით. ასევე, პირადად გთხოვთ, @Otogi, გაეცნოთ ჩემს კომენტარს, სტატიის განხილვის გვერდზე. და თქვენთან დავაში დასახარჯი დრო, ნამდვილად არა მაქვს. ან წაშალეთ სტატია და ამიხსენით, რატომ შლით, ან დატოვეთ და მომეცით მისი რედაქტირების უფლება, რათა გავაგრძელო სხვა სტატიების დაწერა. ერთ სტატიაზე ვარ გაჩერებული რამდენი ხანია. და სირცხვილი, თავად ადმინისტრატორების გამო. თქვენ ვერცერთი ვერ ასრულებთ თქვენს მოვალეობას, ისე როგორც ეს გევალდებულებათ. რაც შეეხება დადანაშაულებას, ყველაფერი ვარაუდის დონეზე იყო და თუ ვცდები, ამაზე გააკეთეთ კომენტარი. - WikiadmUsr განხილვა 18:53, 2 ივნისი 2016 (UTC)
@WikiadmUsr: მე სტატია იმიტომ აღვადგინე, რომ თქვენთვის მეჩვენებინა, რომ ვიკიპედიაში სუბიექტურ გადაწყვეტილებებს არ ღებულობენ. რადგან თქვენ გაქვთ პრეტენზია, რომ მე ვარ არაკომპეტენტური, მაშინ ამ სტატიას წაშლის არა ერთი ადამიანი, არამედ საზოგადოება. ვიკიპედიის წესების თანახმად, ეს სტატია წასაშლელია, შესაბამისად, მე კვლავ ვარ მომხრე იმისი, რომ ეს სტატია წაიშალოს. P. S. თქვენი საუბრის ტონიც არღვევს ვიკიპედიის წესებს, ამას ვიკიპედიაში ეტიკეტის ნორმების დარღვევა ჰქვია, რომლის შედეგადაც მომხარებელთა ანგარიში იბლოკება. - OTOGI Messages 15:04, 2 ივნისი 2016 (UTC)
@Otogi: ტონი? კიდევ კარგი, იუმორის გრძნობა არ მაქვს. ახლა რომ პირისპირ ვმდგარიყავით, Otogi, ნამდვილად ავუწევდი ტონს, რადგან ჩუმად საუბრისას, ჰუმანურ-ადამიანური საუბრისას, თქვენ ჩემი ნაშრომი წაშალეთ. თქვენ ვერაფერი მაჩვენეთ, მე რომ არ გამეპროტესტებინა, თქვენი ქმედება, იქნებოდა სუბიექტური და ცხადია ამის გამო ხართ არაკომპეტენტური. საზოგადოებას არ ვენდობი, როგორც უვკე განვაცხადე, ისინი არ ფლობენ ინფორმაციას, სტატიის არსებობა-არარსებობასთან დაკავშირებით, ამაზე განხილვის გვერდზე ვრცლად ვისაუბრე. და სულ ბოლოს, დაბლოკვას რაც შეეხება, ჩემი თავიდან მოშორების მეტი, არაფერი მგონია. ესეც არა ჰუმანური საქციელია. @Otogi, იყავით სამართლიანი თქვენი პრივილეგიების მიმართ. თქვენ გაქვთ ვალდებულება. P.S. ვერ ვხვდები, თქვენი პასუხისას დროს არასწორად რატომ უთითებთ, როცა პასუხი საათის 19:08-ზე გამეცით და საათით ის 15:04-ს აჩვენებს. ერთხელ, თავად შეგისწორეთ. - WikiadmUsr განხილვა 19:15, 2 ივნისი 2016 (UTC)
@WikiadmUsr: ამდენ საუბარს აჯობებდა სტატიის ენციკლოპედიური მნიშვნელობა დაგემტკიცებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი წაიშლება. დროს სისტემა თავად ავტომატურად უჩვენებს, ხელით არავინ არ წერს და საერთოდ, ეს თემასთან რა კავშირშია ვერ ვხვდები. ორი სიტყვით, თუკი არ დამტკიცდება პიროვნების ენციკლოპედიური მნიშვნელობა სტატია რამდენიმე დღეში წაიშლება, ამაზე იფიქრეთ და არა ჩემ შეფასებაზე. გმადლობთ. - OTOGI Messages 15:58, 2 ივნისი 2016 (UTC)
@Otogi: სტატია, ისედაც ენციკლოპედიურია. თუ რაიმე აკლია, კონკრეტულად ითხოვეთ და დავამატებ. - WikiadmUsr განხილვა 19:15, 2 ივნისი 2016 (UTC)
@WikiadmUsr: სტატია არ არის ენციკლოპედიური! სტატიას უპირველეს ყოვლისა, აკლია აკადემიური წყაროები, რომელიც იდეაში უნდა განსაზღვრავდეს პერსონის მნიშვნელობას საზოგადოებაში, ხოლო ასეთი არ მოგვეპოვება. დამისახელეთ ვის მიერ არის ციტირებადი ეს მწერალი ?! რა აქვს მას ასეთი მნიშვნელოვანი გაკეთებული, რომ იგი ენციკლოპედიაში უნდა მოხდეს ?! თქვენ იძახით, რომ იგი მწერალია, დამისახელეთ ერთი ღირებული, ავტორიტეტული და პრესტიჟული პროფესინალური ტიპის ჯილდო ან პრემია ?! გავაგრძელო ?! ტყუილად მედავებით. ასეთ იზოლაციაშია სტატია, რომ მისი არსებობა არ არის გამართლებული. შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ მართლაც ვწუხვარ, რომ თქვენთვის ვიკიპედია და ვიკიპედიელები რაღაც ცუდთან ასოცირდება (რაც თქვენ თავად თქვით). ეს ყოველივე ხშირად იმის გამო ხდება ხოლმე, რომ ახალბედები არ იცნობენ სათანადოდ ვიკიპედიის წესებს. სულ ეს არის. - OTOGI Messages 17:06, 2 ივნისი 2016 (UTC)
2015 წელს "საბა", სრულიად საკმარისია, ჩემი აზრით! უკვე დავამთავრე, ამას სხვაგან, სხვა ადამიანბთან ერთად განვილიხავთ, ახალბედა? ახალბედა — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა WikiadmUsr (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
@WikiadmUsr: ახლა ჟურნალში ჩავიხედე და 2016 წლის 29 მაიისს ხართ დარეგისტრირებული და თავისთავად ახალბედა ხართ!. თქვენ ჯერ ბევრი რამ არ იცით ვიკიპედიის შესახებ, რაც სამწუხაროა. ნებისმიერი ვიკიპედიისთვის უფრო მნიშვნელოვანია, როდესაც პროექტში მეტი სტატია იქნება და ეს ჩვენი პრესტიჟია, მაგრამ თქვენ ამ საკითხს სხგვაგვარად უყურებთ. თქვენ იგნორს ადებთ ვიკიპედიის წესებს და ძალით ცდილობთ მასში ინფორმაციის განთავსებას. ეს კი ძალიან ცუდია. მერწმუნეთ ძალაშია მხოლოდ ის, რაც ვიკიპედიის შიგნით ხდება, ის რაც მის გარეთაა აქ ძალაში ვერ შევა. - OTOGI Messages 17:20, 2 ივნისი 2016 (UTC)
ოთო, დავამთავროთ. მე გეტყვით დროებით და აუცილებლად განვიხილავთ ამ საკითხს, სხვა ადამიანებთან ერთად. პირობას გაძლევთ, თქვენ აგიხსნიან თქვენი დარღვევის შესახებ.— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა WikiadmUsr (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
@WikiadmUsr: კეთილი. კი დავამთავროთ და ყოველი შემთხვევისთვის ამასაც გადახედეთ ვიკიპედია. გმადლობთ!. - OTOGI Messages 17:30, 2 ივნისი 2016 (UTC)
ინფოდაფა
გამარჯობა! შესაძლოა თუ არა ინფოდაფის ჩასმა არა ისე, როგორც აქ არის მითითებული - https://ka.wikipedia.org/wiki/თარგი:ინფოდაფა წინასწარ დიდი მადლობა.— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა N.Burrduli (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
@N.Burrduli: გამარჯობა! სასურველი არ არის. რომელი სტატიისთვის დაგჭირდათ ინფოდაფა ?. - OTOGI Messages 16:10, 16 ივნისი 2016 (UTC)
@Otogi ნევზოროვზე ვაპირებდი თარგმნის გაგრძელებას და მინდოდა ჩამესვა. მაგრამ ახლა რომ შევედი უკვე ჩაუსვამს ვიღაცას.— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა N.Burrduli (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
@N.Burrduli: მე ჩავსვი. თუ სტატია შეეხება პიროვნებას ვიყენებთ ამ ინფოდაფას: {{ინფოდაფა პიროვნება}} თუმცა მის შემოკლებულ ვარიანტს, რადგან იგი საკმაოდ დიდია. ინფოდაფის ის კონსტრუქცია, რაც ახლაა წარმოდგენილი სტატიაში ალექსანდრე ნევზოროვი არის {{ინფოდაფა პიროვნება}} თუმცა მხოლოდ ამ ბიოგრაფიისათვის დამახასიათებელი საჭირო ველებით ანუ ველების შემცირებით. რაც შეეხება თარგი:ინფოდაფა-ს მისი კონსტრუქციის გამოყენება სტატიაში არ შეიძლება. მისი მეშვეობით ჩვენ ვქმნით ისეთ ინფოდაფებს, როგორიცაა მაგალითად ინფოდაფა მდინარე და ათასობით სხვა ინფოდაფა. და ბოლოს, გზავნილებს ხელი უნდა მოაწეროთ ხოლმე ამ ხატულაზე დაკლიკებით → . P.S. ჩემი განხილვის გვერდზე ჩემი დაპინგვა საჭირო არ არის. - OTOGI Messages 16:21, 16 ივნისი 2016 (UTC)
შეკითხვა
მოგესალმებით! მადლობელი ვიქნები, თუ ამ ორ სტატიაში ჩემს მიერ შეტანილ ცვილებებს გადახედავთ. Polandball მიხეილ გორბაჩოვი --N.Burrduli განხილვაწვლილი 07:28, 21 ივნისი 2016 (UTC)
@N.Burrduli: გამარჯობა! დამოწმდა. P.S. ნახეთ გორბაჩოვის სტატიაში ინფოდაფა ლიდერი ჩავსვი, მომავალში თქვენც შეგიძლიათ გამოიყენეთ იგი. - OTOGI Messages 11:28, 21 ივნისი 2016 (UTC)
შეკითხვა
ოთო, გამარჯობა! თუ შეიძლება, ამ სტატიას გადახადეთეთ. P.S არის შანსი რომ რჩეული სტატია გახდეს? --N.Burrduli განხილვაწვლილი 12:14, 30 ივნისი 2016 (UTC)
@N.Burrduli: გაგიმარჯოს! საერთოდ რა არის იცით, ქართულ ვიკიპედიაში იყო დრო როდესაც რჩეული სტატიების სტატუსს იღებდნენ ისეთი სტატიები, როგორიც დაახლოებით ეს სტატიაა. სიმართლე, რომ გითხრათ, დღეს ქართული ვიკიპედიის რედაქტორები ცდილობენ, რომ რჩეული სტატია გახდეს ისეთი სტატია, რომელიც მოცულობით საკმაოდ დიდია. სამწუხაროდ, ამ მდგომარეობაში ეს სტატია რჩეული ვერ გახდება. სხვათა შორის, ამ სტატიაზე — ბერნი სანდერსი თუ დაასრულებთ მუშაობას გარჩეულების შანსი მას უფრო მეტი ექნება, რადგან სტატია უფრო დიდია, და რაც მთავარია, მისი მოცულობის გაზრდა არის შესაძლებელი თუკი ინფორმაციის შესაბამის ნაწილებს თარგმნით და ამგვარად, გაზრდით სტატიის მოცულობას. იმისათვის, რომ სტატია რჩეული გახდეს, საჭიროა სტატია იყოს მოცულობით დიდი, ჰქონდეს აკადემიური წყაროები, მათ შორის სქოლიოები, ლიტერატურა, იყოს ვიკიფიცირებული და ა.შ. აი მაგალითად ნახეთ ჩემი ერთ-ერთი რჩეული სტატიები: გეომორფოლოგია, კარპატები, — დაინახავთ, რომ სტატიებს აქვთ აკადემიური წყაროები, არიან გაფორმებულნი, გააჩნიათ თარგები და ა.შ. P.S. თუკი თქვენ ფიქრობთ, რომ შეძლებთ სტატია იმ სტანდარტებით შეამკოთ, რომელიც საჭიროა სტატიის გარჩეულებისთვის მე პირადად, მზად ვარ მოგცეთ რჩევები და დაგეხმაროთ. - OTOGI Messages 13:32, 30 ივნისი 2016 (UTC)
მადლობა, ყველაფერი გასაგებია. სანდერსზე სტატიას, ალბათ, ერთ კვირაში დავასრულებ (თავისი სქოლიოთი და ა.შ). --N.Burrduli განხილვაწვლილი 14:00, 30 ივნისი 2016 (UTC)
- კეთილი. - OTOGI Messages 18:27, 30 ივნისი 2016 (UTC)
ფრენკ ლემპარდი: პრობლემები
ოთო, გამარჯობათ! სტატიაში სქოლიოს/ბმულების/ცხრილის დამატება მინდა და როდესაც რედაქტირებაში შეხვიდავარ ასე შვება: http://prntscr.com/bo7k2a. რისი ბრალი შეიძლება იყოს? -- გმადლობტ --N.Burrduli განხილვაწვლილი 11:53, 3 ივლისი 2016 (UTC)
@N.Burrduli: გამარჯობა! საქმე იმაშია, რომ თქვენ გამოიყენეთ ვიზუალური რედაქტორი ანუ შეხვედით რედაქტირებაში; შედით წყაროს რედაქტირებაში და ყველაფერი ნორმალურად იქნება. P.S. ნებისმიერი ინფოდაფა, რომელსაც იყენებთ სტატიაში უნდა იყოს განლაგებული სიგრძეზე, ნახეთ ცვლილება, ეს აუცილებელია. ახლა მე დავალაგე სიგრძეზე, მომავალში თქვენც ასე მოიქეცით. - OTOGI Messages 14:36, 3 ივლისი 2016 (UTC)
სტატიების შემოწმება
ოთო, გამარჯობათ! მადლობელი ვიქნები, თუ გადახედავთ: გრიფინები Fack ju Göhte --N.Burrduli განხილვაწვლილი 09:52, 7 ივლისი 2016 (UTC)
@N.Burrduli: გაგიმარჯოს! გადავხედავ! P.S. Fack ju Göhte აჯობებს სათაური ითარგმნოს. - OTOGI Messages 12:46, 9 ივლისი 2016 (UTC)
'United Nations General Assembly Resolution 68/262' meets Georgian Wikipedia
Hello Otogi, saw your contribution on the different articles in the Georgian wikipedia. I would like to ask you translate the small article into Georgian, and add it to the Georgian wikipedia. Thank you in advance for your support/contribution and best wishes!— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 178.11.206.21 (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
- Hello! This moment i don't have much time, also, to sign your name on talk pages, please click on the icon → or use four tilde → ~~~~. Thanks!. - OTOGI Messages 18:13, 10 ივლისი 2016 (UTC)
გოქჩაი
გაუ, გადამისამართება წაშალე გთხოვ.--ცანგალა (გ) 19:17, 11 ივლისი 2016 (UTC)
- გაუ. წავშალე :) - OTOGI Messages 19:19, 11 ივლისი 2016 (UTC)
სქოლიო
ოთო, გამარჯობა! მადლობელი ვიქნები, თუ ამ სტატიებს გადახედავ:
- ბერნი სანდერსი (დავამატე სქოლიო)
- გრიფინები (სქოლიო)
- გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 68/262
- კერკეტი კაკალი
პატივისცემით --N.Burrduli განხილვაწვლილი 09:55, 14 ივლისი 2016 (UTC)
@N.Burrduli: გამარჯობა! დამოწმდა. P. S. კერკეტი კაკალი გადავიტანე ახალ სათაურზე, რადგან საბჭოთა იმავე დასახელების ფილმიც არსებობს. - OTOGI Messages 10:11, 15 ივლისი 2016 (UTC)
შეკითხვა
ძვირფასო კოლეგებო, გვინდა მოგმართოთ და გადმოგცეთ სახელმწიფო ჰერალდიკის საბჭოს და უშუალოდ გერბის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ გვერდზე: „საქართველოს სახელმწიფო გერბი“ გამოქვეყნებული მასალები არ შეისაბამება იმ სახელმწიფო გერბის გამოსახულებას, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს ორგანული კანონით და შესრულებულია მამუკა გონგაძის მიერ. ჩვენ შეგვიძლია ვუზრუნველვყოთ შესაბამისი ფაილებით თქვენი მომარაგება. უშუალოდ მამუკა გონგაძის გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოთა რაოდენობა მართლაც ჭარბია (რასაც ვითვალისწინებთ), თუმცა თქვენს მიერ ამოღებულ იქნა უმთავრესი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მამუკა გონგაძე არის საქართველოს სახელმწიფო გერბის ავტორი და დატოვებულ იქნა არასწორი ინფორმაცია იმის თაობაზე , რომ 2013 წელს მიიღო ISAF-ის მედალი „ავღანეთში ღირსეული სამსახურისათვის“ — ქართული კონტინგენტისთვის.— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Irinawave (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .