ვიკიპედია:ენათაშორისი ბმულები

მალხმობები:
ვპ:სბ
ვპ:ებ

ინტერვიკი (ენათშორისი ბმულები) — რამდენიმე ვიკი-საიტს შორის (მაგალითად, როგორიც ვიკიპედიაა) ბმულების შექმნის სწრაფი საშუალება. ვიკიპედიაში არსებობს მოხერხებული გზა სხვადასხვა ენაზე არსებული პარალელური სტატიების ერთმანეთთან დასაკავშირებლად. ენათაშორისი ბმულების საშუალებით ქართულენოვანი სტატიიდან შეგიძლიათ ადვილად გადახვიდეთ იმავე სტატიაზე (თემაზე) ვიკიპედიის სხვა ენობრივ ვერსიაში.

ბმულები მსგავსი შინაარსის მქონე სტატიებზე უცხოენოვან ვიკიპედიებში

 
ვიკიმონაცემების გვერდის ნაწილი, რომელიც შეიცავს ინტერვიკი-ბმულებს

ვიკიპედიის სტატიების უმრავლესობაში მარცხენა (ან მარჯვენა, დამოკიდებულია ენაზე) ნაწილში არის სია ბმულებისა ანალოგიურ ან მსგავსი შინაარსის მქონე უცხოენოვან სტატიებზე. ძირითადად ასეთი ბმულები იქმნება და იცვლება სპეციალურ პროექტში — ვიკიმონაცემებში.

ვიკიმონაცემების გვერდის ბლოკი, რომელიც შეიცავს ინტერვიკი-ბმულებს, წარმოადგენს ცხრილს, რომლის ყოველი ველი შეიცავს შემდეგნაირ ინფორმაციას:

  • ენის სახელწოდება.
  • ენის კოდი — ორ-სამ-(იშვიათად მეტიც)ასოიანი ენის კოდი ISO 639-ის სტანდარტის მიხედვით.
  • სტატიის სახელწოდება — სტატიის სახელწოდება შესაბამის ენაში.

თუ თქვენ იცით, რომ სხვაენოვან განყოფილებაში არსებობს სტატია იმავე თემაზე, ქართულენოვანი სტატიის მარცხნივ უნდა დააჭიროთ წარწერას „ბმულების დამატება“, შემდეგ გამოსულ ფანჯარაში შეიყვანეთ პროექტის კოდი (მაგალითად, en) და უცხოენოვანი სტატიის სახელწოდება და დააჭირეთ „კავშირი გვერდიდან“. ოპერაციის წარმატების შემთხვევაში თქვენ შემოგთავაზებენ სტატიის გადატვირთვას, გადატვირთვის შემდეგ კი თქვენ შეგეძლებათ ნახოთ, რომელი ბმულები დაემატა სტატიას.

 
ბმული ვიკიმონაცემების რედაქტირების გვერდზე, გამოყოფილია ნაცრისფრად.

ქართული სტატიის მიბმა მის უცხოენოვან ანალოგებზე შემდეგნაირადაც შეიძლება: გადადით უცხოენოვან სტატიაში, რომელიც უკვე დაკავშირებულია ვიკიმონაცემების ელემენტთან, სტატიის მარცხნივ დააჭირეთ ფანქრიან ბმულს (ქართული „ბმულების რედაქტირების“ ანალოგი; მაგალითად, ინგლისურში — „Edit links“, რუსულში — „Править ссылки“, გერმანულში — „Links bearbeiten“ და ა.შ.), რომელიც მდებარეობს ინტერვიკი-ბმულების სიის ქვემოთ (თუ ეს ბმული არ ჩანს, უნდა შეხვიდეთ სტატიის რედაქტირებაში — ხშირ შემთხვევაში ბმული გამოჩნდება). ამგვარად თქვენ გადახვალთ ვიკიმონაცემების ელემენტის გვერდზე. ჩამოყევით ბმულებს და ბოლო ველში დააჭირეთ „დამატებას“ (add), ახალი ბლოკის პირველ ველში მიუთითეთ ენის კოდი (ქართულისთვის ka), მეორე ველში კი — ქართულენოვანი სტატიის სახელი. შემდეგ დააჭირეთ „შენახვას“ (save). ინტერვიკი-ბმული შეინახება.