შენი დედაც, გოეთე
შენი დედაც, გოეთე (გერმ. Fack ju Göhte) — რეჟისორ ბორა დაგტეკინის გერმანული კინოკომედია, რომელიც გერმანიაში 2013 წლის ყველაზე პოპულარული ფილმი გახდა.[1] მთავარი როლები ითამაშეს ელიას მ'ბარეკმა და კაროლინა ჰერფურტმა. ფილმის პრემიერა 2013 წლის 29 ოქტომბერს, მიუნხენში შედგა, ხოლო მისი ხშირად ჩვენება 7 ნოემბერს დაიწყო. ინგლისურად მოლაპარაკე ქვეყნებში ფილმი გამოვიდა როგორც „Suck me Shakespeer“.
„Fack ju Göhte“ | |
---|---|
ჟანრი | კომედია |
რეჟისორი | ბორა დაგტეკინი |
სცენარის ავტორი | ბორა დაგტეკინი |
როლებში |
ელიას მბარეკი კაროლინა ჰერფურტი |
კომპოზიტორი |
Beckmann Djorkaeff Beatzarre |
სტუდია |
Rat Pack Filmproduktion Constantin Film |
გამოსვლის თარიღი | 2013 წლის 29 ოქტომბერი |
ხანგრძლივობა | 119 წუთი |
ქვეყანა | გერმანია |
ენა | გერმანული ენა |
ბიუჯეტი | 5 მლნ. ევრო |
შემოსავალი | 67 მლნ. დოლარი |
ფილმის სახელი
რედაქტირებაფილმის სახელი სპეციალურად არის გატეხილ გერმანულზე დაწერილი. ამით ავტორებმა სცადეს სკოლის იმ მოსწავლეების გრამატიკის არცოდნის დონის ჩვენება. ამ ფრაზას ფილმში მოსწავლეები და მასწავლებლები გრაფიტის სახით მატარებელზე დახატავენ. ფილმის ინგლისურ სახელწოდებაშიც არის დაშვებული შეცდომა შექსპირის გვარში (არის Shakespeer, უნდა იყოს Shakespeare).
სიუჟეტი
რედაქტირებაბანკის გაძარცვის გამო ციხეში მოხვედრილი ზეკი მიულერი ცამეტი თვის შემდეგ გარეთ გამოდის. გამოსვლისას ის ხვდება თავის მეგობარს, სტრიპტიზიორ ჩარლის, რომელსაც მოპარული ფული მშენებლობაში ჩაუმალავს. აღმოჩნდა, რომ ფული დამარხული იყო გოეთეს გიმნაზიის სპორტული დარბაზის ქვეშ. ფულის დასაბრუნებლად ზეკიმ გადაწყვიტა სკოლაში დაეწყო მუშაობა. დირექტორ ფრაუ გესტერთან გასაუბრების შემდეგ ზეკი იღებს სამუშაოს როგორც დროებითი მასწავლებელი.
ახალ სამუშაო ადგილზე ზეკი მიულერი ხვდება სხვა პედაგოგს, ელიზაბეტ შნაბელშტატს, რომელიც ერთ ბინაში ცხოვრობს თავის კოლეგასთან და უმცროს და, ლაურასთან ერთად. ელიზაბეტი ზეკის სახლში ეპატიჟება, მაგრამ, მიულერი მის ჭიქაში ძილის წამალს ყრის და ცდილობს ელიზაბეტის პედაგოგიური განათლების მოწმობის სკანირებას დოკუმენტების გაყალბების მიზნით.
მეორე დღეს პრობლემატურ კლასს, მეათე ბ-ს უცვლიან პედაგოგს, რადგან ძველმა ემოციური კრიზისის და დეპრესიის გამო სუიციდის ჩადენა სცადა. ახალ პედაგოგად ელიზაბეტს ნიშნავენ. პირველი გაკვეთილზე მოსწავლეები სასტიკად დასცინიან მასწავლებელს. ამავდროულად ზეკი თავისი ფულის მოსაძებნად სკოლის სპორტულ დარბაზში გვირაბის თხრას იწყებს.
მალევე, პრინტერის კეშის წყალობით, ელიზაბეტი იგებს მიულერის ცდაზე და სიჩუმის სანაცვლოდ ზეკის მეათე ბ-ს აყვანას სთხოვს. მიუხედავად იმისა, რომ ზეკის პირველმა გაკვეთილმა ცუდად ჩაიარა, მეორე გაკვეთილზე მან შეძლო კლასში წესრიგის დამყარება.
მიუხედავად ამისა, ზეკის არ აქვს საცხოვრებელი ადგილი, რის გამოც ის ელიზაბეტთან ახალ ხელშეკრულებას დებს, რომლის თანახმადაც ის ელიზაბეტის ბინაში იცხოვრებს, ხოლო სანაცვლოდ მეათე ბ-ს სერიოზულად მიხედავს. რადგანაც მოზარდებში გავრცელებული არის მიფი ქურდული ცხოვრების სიკარგეზე, ზეკის ისინი ექსკურსიაზე, თავის მეგობარ მარგინალებთან მიჰყავს. იქ მოზარდები ნარკოტიკებით მოვაჭრეს, ნეონაცისტს და სხვებს ხვდებიან. გარდა ამისა, ზეკი ხელს კიდებს პიესა რომეო და ჯულიეტას თანამედროვე ორგანიზაციაზე, რომელშიც რომეოს როლს კლასის მთავარი ხულიგანი - დანიელი თამაშობს. თავისი ავტორიტეტის ასამღლებლად ზეკის კლასი მატარებელზე გრაფიტის დასახატად მიჰყავს. მათთან ერთად ელიზაბეტიც მიდის.
ფერმაში ვიზიტის დროს დანიელის გაუფრთხილებლობის გამო ელიზაბეტის სხეულში სხვდება პრეპარატი, რომელიც თხებისთის არის განკუთვნილი. ამის გამო ელიზაბეტი არაადეკვატურად იქცევა. ამავე დროს შნაბელშტატების სალხში უნდა მივიდეს არასრულწლოვანთა საქმეების ინსპექტორი. ელიზაბეტის უმცროსი დის, ლაურას გადასარჩენად ზეკი თავს ელიზაბეტის შეყვარებულად ასაღებს და კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს ინსპექტორზე, რის გამოც ლაურა ელიზაბეტთან რჩება. გარდა ამისა, ზეკი ეხმარება ლაურას, რომელსაც დანიელი მოსწონს და ჯულიეტას როლის შემსრულებელს ენერგეტიკულ სასმელში ღებინების ტაბლეტებს უყრის და მას ლაურათი ცვლის. საბოლოოდ, გოეთეს გიმნაზია კონკურსში მეორე ადგილზე გადის და ფულად პრიზსაც იღებს.
ფულის აღმოჩენა ზეკიმ დიდი გვირაბის გათხრის ხარჯზე მოახერხა, რომელიც საბოლოოდ ელიზაბეტმა აღმოაჩინა. მიულერს შნაბელშტატისთვის კრიმინალური წარსულის შესახებ მოყოლა მოუწია.
ლაურა და ჩარლი ყველაფრის გამოსცორებას ცდილობენ და ელიზაბეტისთვის ზეკის წერილი მიაქვთ, რომელიც ამავდროულად ინკასატორთა მანქანის გაძარცვისთვის ემზადება. ელიზაბეტმა შეძლო მიულერთან დაკავშირება და მას თავისი გრძნობებიც გაუმხილა. მიულერმა ხელი აიღო მანქანის გაძარცვაზე და სკოლაში დაბრუნდა.
მეათე ბ-ს ტესტების რეზულტატების შემდეგ დირექტორი ზეკის დარჩენას სთავაზობს, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელს პედაგოგიური განათლება არ გააჩნია.
როლებში
რედაქტირებამსახიობი | როლი |
---|---|
ელიას მბარეკი | ზეკი მიულერი |
კაროლინა ჰერფურტი | ლიზა შნაბელშტატი |
კატია რიმანი | დირექტორი |
იანა პალასკე | ჩარლი |
ალვარა ჰეფელსი | კარო მაიერი |
იელა ჰააზე | შანტალ აკერმანი |
მაქს ვონ დერ გრობენი | დანიელ ბეკერი |
ანა ლენა კლენკე | ლაურა შნაბელშტატი |
გიზემ ემრე | ზეინეპი |
არამ არამი | ბურაკი |
უში გლასი | ინგრიდ ლაიმბახ-კნორი |
ფარიდ ბენგი | პაკო |
მარგარიტა ბროიხი | ფრაუ ზიბერტსი |
შექმნა
რედაქტირებამთავარი როლი ფილმში შეასრულა პოპულარულმა გერმანელმა მსახიობმა ელიას მბარეკმა, რომელიც რეჟისორთან სხვა ფილმებშიც მუშაობდა. მეორე მთავარი როლი ერგო კაროლინა ჰერფურტს. კლასის ლიდერების, დანიელის და შანტალის როლი შეასრულეს მაქს ვონ დერ გრობენმა და იელა ჰააზემ.
გადასაღებ მოედნად აარჩიეს უნტერჰაჰინგის ლიზა მეინტერის სახელობის გიმნაზია. გადაღებები ასევე მიმდინარეობდა მიუნხენსა და კურფიურსტენდამის და ნიოკელნის ბერლინურ რაიონებში. გადაღებები 2013 წლის 28 აპრილს დაიწყო და 41 დღე გაგრძელდა.
ჯილდოები და ნომინაციები
რედაქტირება- 2014 — ბემბის პრემია კატეგორია ყველაზე სახალხო ფილმში
- 2014 — გერმანიის კომედიური პრემია ყველაზე წარმატებული კინოკომედიისთვის
- 2014 — იუპიტერის პრემია კატეგორია საუკეთესო გერმანულ ფილმში და ყველაზე წარმატებულ გერმანულ ფილმში
- 2014 — ბავარიული კინოპრემია მაყურებელთა სიმპატიისთვის
- 2014 — Box Office Germany Award-ის პლატინური პრემია
- 2014 — ოქროს ეკრანი ვარვსკვლავით
- 2014 — Deutscher Filmpreis-ის პრემია ყველაზე დასწრებად ფილმს
- 2014 — Deutscher Filmpreis-ის ნომინაცია კატეგორიებში საუკეთესო სცენარი; მეორე პლანის საუკეთესო ქალური როლი
- 2014 —New Face Award-ის სპეციალური პრემია პროდიუსერებისთვის
გაგრძელება
რედაქტირებაფილმის მეორე ნაწილი 2015 წლის 10 სექტემბერს გამოვიდა, ხოლო ოქტომბერში გერმანიაში ყველაზე პოპულარული გახდა.