ალექსანდრე ნევზოროვი
ალექსანდრე ნევზოროვი (რუს. Невзоров, Александр Глебович; დ. 3 აგვისტო 1958, ლენინგრადი, სსრკ) — საბჭოთა და რუსი ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, პუბლიცისტი. დოკუმენტური ფილმების რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი. რუსეთის სახელმწიფო დუმის ოთხი მოწვევის დეპუტატი (1993-2007)[1][2].
ალექსანდრე ნევზოროვი | |
---|---|
ალექსანდრე ნევზოროვი 2014 წელს | |
დაბადების თარიღი |
3 აგვისტო 1958 ლენინგრადი, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ (1958 — 1991) რუსეთი (1991 — დღემდე) |
საქმიანობა |
ჟურნალისტი ტელეწამყვანი რეჟისორი სცენარისტი პროდიუსერი |
დაიბადა 1958 წლის 3 აგვისტოს ლენინგრადში. ზრდიდნენ დედა და ბებია. პაპა დედის მხრიდან იყო სსრკ-ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს გენერალი, გიორგი ვლადიმერის ძე ნევზოროვი, დედა — გალინა გიორგი ასული ნევზოროვა (1936-2001). მამის ვინაობა უცნობია.
არ გაუვლია სამხედრო სამსახური (კერძოდ, ნევზოროვმა თავის თავს მიაყენა ჭრილობები ცივი იარაღით, ასევე სცადა თავის მოწამვლა, ჰქონდა მიდრეკილება ნარკოტიკებისკენ). სამედიცინო კომისიის დასკვნით, აღენიშნებოდა შიზოფრენია და ფსიქოფატია.[3].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ «Звезды» телевидения დაარქივებული 2014-10-06 საიტზე Wayback Machine. // Энциклопедический справочник "Под одной звездой с «Созвездием»
- ↑ Издательский Дом «Новый Взгляд» " ПУТЬ ОТ «СЕКУНД» К «ДНЯМ» ЛЕЖАЛ ЧЕРЕЗ «ДИКОЕ ПОЛЕ»
- ↑ Легендарный телерепортер Александр НЕВЗОРОВ: «Видение того, с какой радостью Россия пожирает своих детей, — причем не потому, что голодна, а просто потому, что они оказались р.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-23. ციტირების თარიღი: 2016-06-16.