მომხმარებლის განხილვა:Otogi/არქივი 16

ბოლო კომენტარი: 8 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Otogi თემაში თხოვნა
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

შეკითხვა

ჩემი სოფელია და ნახევარ დროს მანდ ვატარებ რად უნდა წყარო და მდინარე თუ არ მოგწონს არც დაამატოწინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 31.146.213.230 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

@31.146.213.230: გამარჯობა! იხ. ვიკიპედია:გადამოწმებადობა, ვიკიპედია:წყაროს მითითება, ვიკიპედია:ლიტერატურის მითითება. გმადლობთ!. - OTOGI Messages 17:00, 1 აპრილი 2015 (UTC)პასუხი

შეკითხვა

გამარჯობათ,მივიღე თქვენი შეტყობინება,თუმცა ჯერ კიდევ რაღაცეებში ვერ გავერკვიე,როგორ დავამატო კატეგორიები და როგორ შევქმნა საკუთარი გვერდი? აი მაგალითად როგორც თქვენ გაქვთ ან ამ იუზერს

p.s უკაცრავად თუ არასწორ სექციაში გწერთ მესიჯს...წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Decimus Trajan (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

დიდი მადლობა,ახლა ყველაფერი ნათელია :)წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Decimus Trajan (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ერთი კითხვა მაქვს,როგორ გადავუხადო მადლობა სტატიის შექმნისთვის? რამოდენიმეჯერ მომივიდა შეტყობინება რომ სტატიისთვის მადლობა გადამიხადეს :)

Translating the interface in your language, we need your help

Hello Otogi, thanks for working on this wiki in your language. We updated the list of priority translations and I write you to let you know. The language used by this wiki (or by you in your preferences) needs about 100 translations or less in the priority list. You're almost done!
თარგმანების ყველა ვიკიში დასამატებლად ან შესაცვლელად, გთხოვთ გამოიყენოთ მედიავიკების ლოკალიზაციის პროექტი translatewiki.net.

Please register on translatewiki.net if you didn't yet and then help complete priority translations (make sure to select your language in the language selector). With a couple hours' work or less, you can make sure that nearly all visitors see the wiki interface fully translated. Nemo 14:07, 26 აპრილი 2015 (UTC)პასუხი

გილოცავთ

ქართული ვიკიპედიის ღირსებას ვულოცავ დაბადების დღეს! ოთო, გისურვებ ყველაფერს მხოლოდ საუკეთესოს, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სულ წინსვლას და წარმატებებს! გისურვებ, მალე გამხდარიყოს ჩვენი ვიკი ისეთი, როგორიც შენ გინდა და რისთვისაც დაუღალავად შრომობ. აქვე, პირველ რიგში, როგორც რიგითმა მოქალაქემ და შემდეგ ვიკიპედიელმა, მინდა მადლობა გადაგიხადო იმ უზარმაზარი წვლილისთვის, რაც ყველაზე დიდი ქართულენოვანი ენციკლოპედიის წინაშე გაგაჩნია! გილოცავ! — Mikheil მიწერა 22:03, 4 მაისი 2015 (UTC)პასუხი

უღრმესი მადლობა მიშა! გაიხარე ! დიდი მადლობა ამ თბილი სიტყვებისთვის !. დარწმუნებული ვარ, რომ უფრო დიდ წარმატებას მივაღწევთ !. - OTOGI Messages 15:02, 5 მაისი 2015 (UTC)პასუხი
ოთო გილოცავ დაბადების დღეს! გისურვებ ყველაფერს საუკეთესოს და პირველ რიგში იმას რაც შენ თავად გინდა საკუთარი თავისთვის! რაც შეეხება ვიკის შენ მისთვის შეუცვლელი ხარ და იმედია კვლავაც ასეთი შემართებით გააგრძელებ მუშაობას ვიღიმი--დათო1010 18:23, 5 მაისი 2015 (UTC)პასუხი
გილოცავთ! გისურვებთ მრავალ პირად და ვიკი წარმატებას!--ႨႪႨႠ განხილვაწვლილი 18:27, 5 მაისი 2015 (UTC)პასუხი

ოთო ვუერთდები მოლოცვებს, საუკეთესო სურვილებით! --ჯაბა 1977 19:10, 5 მაისი 2015 (UTC)პასუხი

ოთო, ვიკი-კოლეგავ, გილოცავ იუბილეს, ჯანმრთელობასა და წარმატებებს გისურვებ.--George.G / 19:19, 5 მაისი 2015 (UTC)პასუხი

დიდი დიდი მადლობა! გაიხარეთ!. თქვენც საუკეთესოს გისურვებთ!. - OTOGI Messages 19:39, 5 მაისი 2015 (UTC)პასუხი
ძალზე მოგვიანებით, მაგრამ მაინც მიიღე ჩემგან გულითადი მოლოცვა. კვლავ მაისია. --ცანგალა () 15:35, 12 მაისი 2015 (UTC)პასუხი
სჯობს გვიან ვიდრე არასდროს :). გაიხარე ცანგალა!. - OTOGI Messages 16:24, 12 მაისი 2015 (UTC)პასუხი
დიდი ხნის დაგვიანებით მეც გილოცავ, მრავალს დაესწარი. :) – BruTe () 06:08, 13 მაისი 2015 (UTC)პასუხი
დაგვიანებით ვუერთდები მეც :) გილოცავ, ოთო, წარმატებებს გისურვებ!--SHOTHA [UT] 06:25, 13 მაისი 2015 (UTC)პასუხი

მადლობა. - OTOGI Messages 17:11, 13 მაისი 2015 (UTC)პასუხი

თარგი:წყალსატევის ტემპერატურა

ოთო ეს თარგი სადმე გამოიყენება?--დათო1010 09:16, 8 მაისი 2015 (UTC)პასუხი

გამარჯობა დათო!. კი გამოიყენება. იხ. შავი ზღვა#ზღვის კლიმატი «წყლის საშუალო ტემპერატურა ჰორიზონტის მიხედვით °C» → წყლის ტემპერატურის თარგი, რომ არის მაგისთვის დავწერე სპეციალურად. - OTOGI Messages 17:35, 8 მაისი 2015 (UTC)პასუხი

შეკითხვა

გამარჯობა. ჩემს მიერ კატეგორიების დამატება რატომ უარჰყავით?--Achiko-84 განხილვაწვლილი 15:19, 12 მაისი 2015 (UTC)პასუხი

გამარჯობა

მოკლედ, თემა დავარედაქტირე და ავტვირთე "ლგბტ კორექტული ტერმინები ჟურნალისტებისათვის" რომელიც წაშალე. მოკლედ, ეს ყველაფერი შეთანხმებულია ავტორთან ანუ იდენტობასთან და გთხოვ აღადგინო ან მომცე საშუალება ავტვირთო და განვათავსო ინფო.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Bardzimashvili (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

@Bardzimashvili: გამარჯობა! საინტერესოა ასეთი მწვავე რეაქცია, რატომ გაქვთ ? მე ჩემ მოვალეობას ვასრულებ და არ ვარ ვალდებული ვიცოდე თქვენ ვის უთანხმდებით რა საკითხზე და როდის!. კეთილი, აღვადგენ გვერდს. - OTOGI Messages 19:56, 21 მაისი 2015 (UTC)პასუხი

P.S. ხელი მოაწერეთ ხოლმე გზავნილებს!. - OTOGI Messages 19:57, 21 მაისი 2015 (UTC)პასუხი

რესურსები

გამარჯობა) ჩემი რესურსები რომლებიც სტატიებშია ჩაწერილი, ისინი არ არიან ხელმიუწვდომელნი) ძალიან გთხოვთ გადაამოწმოთ როდესაც შეეცდებით, ჩემ რედაქტირებებზე შენიშვნა დაწეროთ. გთხოვთ ჩემ მიერ მითითებული რესურსები აღადგინოთ, რომელიც ორიგინალ სტატიებზეა, მადლობთ! P.s კონკრეტული რესურსი თუ არის მიუწვდომელი ჩემ მიერ დაწერილთაგანი, შეიძლება იყოს რამდენიმე ხნით(საათით) დახურული მიზეზით კიბერ შეტევებისგან დასაცავად და ბოტებისგან!წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Kakha Dalier (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

@Kakha Dalier: აღნიშნული რესურსი არ არის ავტორიტეტული წყარო. იქვე არის მითითებული, რომ თქვენ მიერ არის გამოქვეყნებული შესაბამისი მასალა და არ არის გამორიცხული თქვენი ნააზრევი იყოს. პოპულარიზაციის გაწევას უფრო წააგავს ეს ვიდრე ვიკიპედიის სასარგებლოდ გადადგმულ ნაბიჯს. - OTOGI Messages 15:52, 26 მაისი 2015 (UTC)პასუხი

რადგან ასეა თვლი, შესაბამისად მე გთხოვ, მაჩვენე შენ მიერ დადეწერილი პოსტი სადაც იქნება მითითებული ენციკლოპედია ბრიტანიკა, რადგან ჩემთვის ავტორიტეტი არის იგი, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიფიქრებ რომ შენი ანალიზით არის დაწერილი, და თუ არ გაქვს ასეთი სტატიები ჩემგან ითხოვ იმას რასაც შენვე არ ასრულებ? და თუ მაინც ავტორიტეტულ წყაროებზეა მითითება, უკვე დიდი ხანია რაც ყველა რაც კი ენციკლოპედიები გამდოის შეცდომების რამდენიმე ტომი გამოდის რამდენიმე ხნის მერე რომ გაპარულია ძალიან ბევრი შეცდომა, რადგან წყაროების ავტორიტეტულობას ითხოვ მზად ვარ მიგითითო, თუ თვალს გადაავლებ მაშინვე დარწმუნდები რომ ეს არ არის ნააზრევი არამედ არის სპეციალისტის დაწერილი, გთხოვ გულდასმით გაეცნო და შემდეგ გააკრიტიკო წყაროები. თუ თვლი რომ შეიძლება ვინმემ დაწეროს ახლიდან პლოტინეს ტრაქტატი მარადისობისა და დროისათვის?? ან რომელ სტატიაზე არის საუბარი რომ არის ნააზრევი?. მადლობთ! მაინტერესებს burusiwordpress_ი როდიდან გახდა ავტორიტეტული წყარო? ბლოგპოსტი არის ავტორიტეტული წყარო? ან კიდევ უკვე მკვდარი ლინკები რომელიც წლებია არის მითითებული და ხელი არავის უხლია მათთვის? ისინია ავტორიტეტული წყაროები?წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Kakha Dalier (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

@Kakha Dalier: იცი რას გეტყვით, თავაზიანად მოიქეცით, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიმართ გავატარებ ადმინისტრაციულ ღონოსძიებას! ვიკიპედიაში პოსტები არ იდება, ჩვენ აქ ენციკლოპედიურ სტატიებზე ვმუშაობთ. რაის პოსტი ?! ქართულ ვიკიპედიაში ათასობით სტატია მაქვს დაწერილი და დიახაც მე ენციკლოპედია ბრიტანიკაზე და ამერიკანაზე თქვენზე მეტად ვარ შეყვარებული და ჩემი სამაგიდო ენციკლოპედიებია! აქ ჩემი ყველა დაწერილი სტატია, რომ ჩამოვთვალო 1 დღე არ მეყოფა!. ჯერ დაფიქრდით ვის როგორ უნდა ელაპარაკოთ და მერე დაწერეთ შენიშვნები. მაგალითის სახით იხილეთ ჩემი სტატიები: დინარის მთიანეთი, აღმოსავლეთი ალპები, ეცტალის ალპები, ბერნჰარდ ვარენიუსი, ტიან-შანი, ალფრედ რასელ უოლესი და კიდევ სხვა ათასობით სტატია. - OTOGI Messages 16:16, 26 მაისი 2015 (UTC)პასუხი

P.S. გზავნილებს ხელი მოაწერეთ !. - OTOGI Messages 16:21, 26 მაისი 2015 (UTC)პასუხი

შეკითხვა

რადგან ასე მოითხოვ წყაროს დასაბუთებას, მაშ კარგი, გთხოვ მიპასუხო კითხვაზე შენთვის არის ავტორიტეტი ოქსფორდის ენციკლოპედია?? ამიტომ გადახედე ბმულს და მიხვედები! პირველი, ჩემი საიტი არ არის, მეორე არავიკიპედიური არცერთი საქმიანობა არ მაქვს გაკეთებული! --Kakha Dalier განხილვაწვლილი 17:05, 27 მაისი 2015 (UTC)პასუხი

@Kakha Dalier: იცი რას გეტყვით, პირველ რიგში რომელი ოქსფორდის ენციკლოპედია იგულისხმება ? ის რამდენიმეა! ხომ არ აჯობებს, რომ ამ საიტების ნაცვლად პირდაპირ ლიტერატურა წიგნის სახით მიუთითოთ ? ამას გარდა, ვიკიპედიაში დაუწერელი წესია, ლიტერატურის გამოცემის ადგილი, ავტორი, წელი და გვერდი. თქვენ პოსტებში მსგავსი ვერაფერი ვნახე, და კიდევ, ჩემი გვერდის რამდენჯერმე რედაქტირება საჭირო არ არის, ამისათვის არსებობს წინასწარ გადახედვის ღილაკი!. მაგრამ ერთი საკითხია, რაზე მედავებით ?. - OTOGI Messages 17:13, 27 მაისი 2015 (UTC)პასუხი

ოქსფორდის ფსიქოლოგიის ენციკლოპედიაზე ვსაუბრობ, ვიცი რომ რამდენიმეა) რაც შეეხება წიგნის მითითებას, ქართულად სადმე იცით სადაც არის ოქსფორდის ენციკლოპედია(რა თქმა ფსიქოლოგიისას ვგულისხმობ) არის ინტერნეტში? ამიტომ არის ბმული, გამოცემის წელი ადგილი(ალბათ ოქსფორდის ენციკლოპედია არა ბერლინში არამედ ინგლისშია შედგენილი) განახლებულია სტატია სადაც ყველა ის ინფორმაცია არის მითითებული რაც მის სანდოობას ამტკიცებს! მე არ გედავებით, თქვენ თქვით რომ ვეწევი პოპულარიზაციას საიტის და ის რომ ჩემი საიტია, ორივე სიცრუეა და ჩემ სიმართლეს ვადასტურებ ყველა წესის დაცვით, გთხოვთ ეს გაითვალისწინოთ!. მადლობთ--Kakha Dalier განხილვაწვლილი 17:29, 27 მაისი 2015 (UTC)პასუხი

ბრონისლავ მალინოვსკი

სტატია მალინოვსკიზე რაც გამოქვეყნებულია (ჩემ მიერ) იგი არცერთ საიტზე არ არის, არის მხოლოდ მისი ნაშრომები მაგიაზე და რელიგიაზე, თუ თქვენ ფლობთ ბმულს სადაც არის იგივე ტექსტი გამოქვეყნებული მზად ვარ სხვა წყაროებით ვიხელმძღვანელო, ტექსტური მასალა აღებულია ავტორიტეტული წყაროდან (მითითებული წყაროდან) და არა ნააზრევიდან, მგონი ასეც უნდა იყოს საკუთარი ნააზრევის კიარა წყაროზე დაფუძნებული ტექსტი უნდა იყოს. მადლობთ! --Kakha Dalier განხილვაწვლილი 18:07, 29 მაისი 2015 (UTC)პასუხი

ტეგები

HTML და სხვა ვებ დიზაინის ენები არ გამოიყენება სტატიებში? კი უკვე მივხვდი კატეგორიებს, და დამხმარე ინსტრუმენტების გამოყენებას, დემოკრიტეც გასაგებია.--Kakha Dalier განხილვაწვლილი 15:27, 5 ივნისი 2015 (UTC)პასუხი

თარგი:ქსე

ოთოჯის გაუ, ასე მახსოვს, რომ თარგი:ქსე-ში ინიციალები იწერებოდა კურსივით, რადგან სხვა ლიტერატურის ავტორებს ვწერდით კურსივს. თარგში რამე შეიცვალა თუ მახსოვს არასწორად? იქნებ კურსივი გაკეთდეს.--ცანგალა () 21:08, 12 ივნისი 2015 (UTC)პასუხი

გაუ, ცანგალა! კურსივი გადააკეთა მომხმარებელი:Gaga.vaa. ეს განხორციელებული ცვლილება შეგიძლია იხილო აქ. მე არ მახსოვს რა პრინციპით შეიქმნა ეს თარგი, თუმცა ცვლილება შეგიძლია ერთი დაკლიკებით უკან დააბრუნო. - OTOGI Messages 07:46, 13 ივნისი 2015 (UTC)პასუხი
აბა ნახე გავაუქმე? კურსივი მაინც არ ჩანს.--ცანგალა () 08:12, 13 ივნისი 2015 (UTC)პასუხი
ვნახე. იხილე ზილჩა ავტორი კურსივითაა გამოყოფილი. იმედია ამას გულისხმობდი. - OTOGI Messages 08:14, 13 ივნისი 2015 (UTC)პასუხი
ხო, თარგშიც ჩანს. --ცანგალა () 08:42, 13 ივნისი 2015 (UTC)პასუხი
გამარჯობა მეგობრებო, ქსე-ს თარგი ამოვარდნილი იყო ვიზუალური სტანდარტიდან სწორედ ამიტომ ამოვაგდე დახრილი ავტორი, (შეგეგოძლოთ გენახათ თარგის განხილვის გვერდი), თუ მიგაჩნიათ, რომ ავტორი უნდა იყოს კურსივით, მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ ჯერ სხვა ზოგადი წიგნების თარგში უნდა მოხდეს ცვლილება და შემდეგ ქსე-ს და სხვა კონკრეტული წიგნების თარგებში ძირითადის შესაბამისად. მე წამოვიწყე ამ საკითხზე განხილვა, რომელშიც სამწუხაროდ ამ ხნის მანძილზე მარტო ჯაბამ დააფიქსირა აზრი, გთხოვთ თქვენც ჩაერთოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება, იხილეთ თარგის განხილვა:Cite book, მანამდე კი სამწუხაროდ @Zangala: უნდა გავაუქმო შენი რედაქტირება:(--GagaVaa 13:46, 14 ივნისი 2015 (UTC)პასუხი
შეგვიძლია ჯერ შესაბამისი თარგის განხილვაში მივიღოთ მონაწილეობა და შედეგად, მოვახდინოთ თარგის რედაქტირება. მე არ მქონდა სამწუხაროდ ნანახი განხილვები. დაფავიქსიროთ აზრი. - OTOGI Messages 16:06, 14 ივნისი 2015 (UTC)პასუხი
თარგის განხილვა:Cite book გავაკეთე ჩანაწერი. ხოლო მომხმარებელმა მომხმარებელი:Gaga.vaa თვითნებურად თარგებს ნუ ცვლის. --ცანგალა () 06:26, 16 ივნისი 2015 (UTC)პასუხი

შეკითხვა

Otogi, ასეთი შეკითხვა მაქვს: რატომ ქმნი გადამისამართებას გვარი, სახელი→სახელი, გვარი. უწინ იძულებული ვიყავით შეგვექმნა სტატია გვარი, სახელი, რომ ანბანურად ჩამჯდარიყო. ამჟამად არსებობს DEFAULTSORT: უწინ ეს თარგი არ გვქონდა.--ცანგალა () 19:07, 16 ივნისი 2015 (UTC)პასუხი

ცანგალ, თარგი {{DEFAULTSORT}} არსებითად კატეგორიებში არსებულ სტატიებს ალაგებს ანბანურად. ანუ ეს თარგი თუ არ იქნება სტატიაში მითითებულ კატეგორიაში გვარ-სახელები ანბანურად არ დალაგდება. მე რაც გავაკეთე გიორგი ხუციშვილთან მიმართებაში ეს არის გადამისამართება ანუ რედირექტი, რომელიც ძიებას აადვილებს. ვთქვათ, გვაქვს სტატია კირილ ფლორენსკი, მასში ჩამჯდარია თარგი {{DEFAULTSORT}}, მაგრამ ფლორენსკი, კირილ-იდან გადამისამართება ჯერ არ არის. ანუ ეს იმისთვის ხდება, რომ შესაძლოა ადამიანმა არ იცოდეს რა ჰქვია ფლორენსკის, და შედეგად იგი საძიებოში ჩაწერს გვარს, რადგან არ იცის სახელი ან ეზარება თუ სხვა, ხოლო როდესაც რედირექტი არსებობს გვარიდან გადაგიყვანს შესაბამის პიროვნებაზე. ეს იგივეა რაც ბოტანიკაში, ზოოლოგიაში ვთქვათ სტატიები: Malus, Vipera ammodytes და ა.შ. ანუ თარგი {{DEFAULTSORT}} კატეგორიებში არსებულ ჩანაწერებს აწესრიგებს. - OTOGI Messages 19:27, 16 ივნისი 2015 (UTC)პასუხი
გასაგებია. მაგრამ არსებობს მაგრამ... როდესაც შეიტან ფლორენსკი, კირილ გვიგდებს შეიცავს და როდესაც ამას დავაწკაპუნებთ აგდებს სტატიას კირილ ფლორენსკი. უბრალოდ გადამისამართებით ან სტატიებს ვზრდით ანდა ტყუილი შრომაა. უწინ იმიტომ ვწერდით ჯერ გვარს და შემდეგ სახელს, რომ ანბანურად ჩამჯდარიყო რადგან ვიკის დაარსების პერიოდში {{DEFAULTSORT}} არ იყო შექმნილი და ახლა თუ იქმნება მხოლოდ მაგ მიზეზით მაშინ არ ვიცი რა გიპასუხო. რადგან სტატიას მაინც გვაძლევს.--ცანგალა () 19:39, 16 ივნისი 2015 (UTC)პასუხი
რედირექტი ძიებას აადვილებს თვით საძიებოში. რედირექტი სტატიების რაოდენობას არ ზრდის. ვთქვათ, მინდა მოვძებნო ვიკიპედიაში ვინმე ფლორენსკი და არ ვიცი მისი სახელი, როგორ უნდა მოვძებნო ? სწორედ ამისთვის ხდება გადამისამართება. {{DEFAULTSORT}} მხოლოდ კატეგორიების ჩანაწერებს აწესრიგებს. რასაც შენ იძახი სტატიას გვაძლევსო გვარ-სახელითო, გვაძლევს მხოლოდ შიგ კატეგორიაში, ხოლო სახელთა სივრცეში ამგვარი ჩანაწერი არ იარსებებს. P.S. გადამისამართება ვიკიპედიის ოფიციალური პოლიტიკის ნაწილია. ცანგალ, შენ კატეგორიების შიგთავსს ურევს საძიებოსთან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ რედირექტი აადვილებს ძიებას. სტატიების ოდენობას იგი არ ზრდის. - OTOGI Messages 19:53, 16 ივნისი 2015 (UTC)პასუხი
გავიგე რატომაც აკეთებ. ოღონდ ბოლო ორი წინადადება ვერ გავიგე, მაგრამ არ არის აუცილებელი. ხოლო მარტო გვარიც რომ აკრიბო სახელის გარეშე, მაინც გაძლევს სიტყვა „შეიცავს“ სტატიას. ოკ დავასრულე.--ცანგალა () 20:35, 16 ივნისი 2015 (UTC)პასუხი

@Zangala: გთხოვ არ დაიზარო და ყურადღებით წაიკითხო :). ვიკიპედიის საძიებო სისტემა ისეა მოწყობილი, რომ როდესაც მასში ჩაწერ სიტყვას ან გვარს, რომელიც არ არსებობს მითითებული ჩანაწერით სისტემა ტოვებს მკრთალად და კურსივით, ანუ ახლა ფლორენსკი, რომ ჩაწერო საძიებოში სისტემა ამ დასახელებას დატოვებს მკრთალად და კურსივით, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს გვარი ვიკიპედიაში არ არსებობს, მაშინ როდესაც იგი არსებითად არსებობს ვიკიპედიაში, უბრალოდ სხვა ჩანაწერით. შენ, რომ იძახი შეიცავსო — ეგ საერთოდ ამ საკითხთან კავშირში არ არის, რადგან საძიებოში თუნდაც ფგფგფგ, რომ ჩაწერო მაინც დაგიწერს შეიცავს. ანუ შეიცავს ყველა ჩანაწერზე ჩანს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გადამისამართება ანუ რედირექტი ეს არის აუცილებელი პროცესი, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს, რათა გაადვილდეს ვიკიპედიაში არსებული სტატიების მოძიება. ამას გარდა, ყველა ვიკიპედიაში ხორციელდება ამგვარი პროცესი, რუსულ ვიკიპედიაში, ინგლისურ ვიკიპედიაში და სხვაგან. მაგალითისთვის იხილე ეს: რუსულ ვიკიპედიაში არის სტატია ru:Афанасьев, Клавдий Иванович და ახლა ნახე გადამისამართება ru:Клавдий Иванович Афанасьев — ეს გადამისამართება იმისთვის გაკეთდა, რომ გაადვილებულიყო აღნიშნული სტატიის მოძიება. ჩვენთანაც ანალოგიურად, არის სტატია გიორგი ხუციშვილი არის გადამისამართება ხუციშვილი, გიორგი. მთლიანობაში გადამისამართების უპირატესობა არის ის, რომ შესაძლოა ადამიანმა არ იცოდეს მაგალითად, ფლორენსკის რა ჰქვია და ჩაწეროს მხოლოდ გვარი, თუ ჩვენთან არ იქნება გადამისამართება მომხმარებელმა შესაძლოა ვერ მოიძიოს მისთვის სასურველი ინფორმაცია, მაშინ როდესაც სტატია არსებობს, ხოლო რედირექტი სტატიის მოძიებაში გვეხმარება. შენ იძახი არ მომწონსო ეს რედირექტებიო... ეს გაუგებარია, რატომ ? რედირექტი ვიკიპედიის მექანიზმია და ის გაწერილია ვიკიპედიის პოლიტიკასთან და სახელმძღვანელოებთან. პირადად, ჩემთვის არის გაუგებარი რატომ იძახი არ მომწონსო... კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ {{DEFAULTSORT}} საერთოდ არანაირ კავშირშია ამ რედირექტებთან. - OTOGI Messages 08:50, 17 ივნისი 2015 (UTC)პასუხი

რამხელა ტექსტია. მადლობა. ვიღიმი--ცანგალა () 15:34, 17 ივნისი 2015 (UTC)პასუხი

მომხმარებლის განხილვა:IrakliGuna

იხ. მომხმარებლის განხილვა:IrakliGuna — რუკების შესახებ იქნებ განუმარტო. რატომ არ გამოდის.-ცანგალა () 06:54, 20 ივნისი 2015 (UTC)პასუხი

ინფოდაფას რუკა გამოაქვს ნაგულისხმევად. რუკის პარამეტრია name, რომელსაც რუკა გამოაქვს ავტომატურად. შეგიძლია იმათ მიმართო, ვინც მუშაობდა ამ ინფოდაფაზე. ალბათ შესაცვლელი იქნება თარგი, თუნდაც იმიტომ, რომ მომხმარებლებისათვის გასაგებად რთულია. - OTOGI Messages 08:27, 20 ივნისი 2015 (UTC)პასუხი
მივმართე დათოს. კიდევ კარგი, რომ აქტიურია. სხვა შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცე?--ცანგალა () 10:36, 20 ივნისი 2015 (UTC)პასუხი
როგორ უნდა მოიქცე და ინფოდაფის განხილვის გვერდზე დასვავ საკითხს და გადამუშავდება თარგი. - OTOGI Messages 13:42, 21 ივნისი 2015 (UTC)პასუხი

დრავიდული ენები

ორი სტატიის დაწერას ვაპირებ დრავიდებსა და დრავიდულ ენებზე ქსე-ს გამოყენებით. ვნახე ადრე წაგიშლია დრავიდულ ენებზე სტატია... მოკლედ არ ვიცი არსებობს თუ არა სხვა სახელით თუ მსგავსი რამ, და შევქმნა თუ არა? IrakliGuna განხილვაწვლილი 12:15, 21 ივნისი 2015 (UTC)პასუხი

@IrakliGuna: გამარჯობა! წაიშალა იმის გამო, რომ საავტორო უფლებები იყო დარღვეული. რა თქმა უნდა შეგიძლიათ შექმნათ სტატია დრავიდული ენები. - OTOGI Messages 13:40, 21 ივნისი 2015 (UTC)პასუხი

user:Otogi ერთი სათხოვარი მაქვს. ეს დავწერე და თუ გინდათ ჩაასწორეთ. რუქა გადავაქართულე და როგორც ინგლისურ ვერსიაშია მარჯვნივ რუქის ქვემოთ მითითებული ფერები ისე მინდა რომ დავაყენო. თარგი თუ არსებობს რამე მაგისთვის ან რამე ეგეთი. IrakliGuna განხილვაწვლილი 18:12, 21 ივნისი 2015 (UTC)პასუხი

@IrakliGuna: ძალიან კარგია! ფაილს რაც შეეხება ჩასმა რა თქმა უნდა შეიძლება, თუმცა ინფოდაფა ენათა ოჯახი სამწუხაროდ ჯერ არ გვაქვს შექმნილი. - OTOGI Messages 19:08, 21 ივნისი 2015 (UTC)პასუხი

თუმცა გაკეთდა. იხ. დრავიდული ენები. - OTOGI Messages 21:37, 21 ივნისი 2015 (UTC)პასუხი

სტატია

გამაჯობათ ოთოჯი! შეგიძიათ დამეხმაროთ? შევასწორე ეს სტატია, და თუ დრო გექნებათ გადახედეთ. გმადლობთ--Qwelly განხილვაწვლილი 09:08, 24 ივნისი 2015 (UTC)პასუხი

გამარჯობა! გადავხედე. დამოწმდა. - OTOGI Messages 10:03, 24 ივნისი 2015 (UTC)პასუხი

დიდი მადლობა, კიდევ მაქვს რამდენიმე რედაქტირება გაკეთებული, თუ გექნებათ დრო გთხოვთ გადახედეთ )--Qwelly განხილვაწვლილი 13:28, 24 ივნისი 2015 (UTC)პასუხი

დამოწმდა. - OTOGI Messages 07:54, 25 ივნისი 2015 (UTC)პასუხი

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!--Qwelly განხილვაწვლილი 14:15, 25 ივნისი 2015 (UTC)პასუხი

არაფრის!. - OTOGI Messages 15:31, 25 ივნისი 2015 (UTC)პასუხი

თხოვნა

იხ. დახმარების განხილვა:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში გერმანულში დაამატო.--ცანგალა () 21:17, 4 ივლისი 2015 (UTC)პასუხი

დაემატა. - OTOGI Messages 08:21, 5 ივლისი 2015 (UTC)პასუხი
Otogi/არქივი 16-ის მომხმარებლის გვერდზე დაბრუნება.