ზილჩა
მთა საქართველოში, კახეთის მხარეში
ზილჩა — მთა საქართველოში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ივრის ზეგნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, შირაქის ვაკის სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდესთან, ზილჩის სერზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 846 მ. აგებულია პლიოცენური კონტინენტური კონგლომერატებით, თიხებით, ქვიშებით და ფხვიერი ქვიშაქვებით. მთის კალთები დამრეცია. ზედა ნაწილი შემოსილია ახალგაზრდა ფართოფოთლოვანი ტყით, ქვედა — სტეპის ჯაგეკლიანი ბუჩქებითა და ბალახეულობით.
ზილჩა | |
---|---|
კოორდინატები: 41°15′51″ ჩ. გ. 46°37′58″ ა. გ. / 41.26417° ჩ. გ. 46.63278° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 846 მ |
ქედი | ზილჩის სერი |
ამგებელი ქანები | კონგლომერატი, თიხა, ქვიშა და ფხვიერი ქვიშაქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩანგაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 520.