მთავარი მენიუს გახსნა
შირაქის ვაკე

შირაქის ვაკე, დიდი შირაქის ვაკეივრის ზეგანის უდიდესი ბრტყელი აკუმულაციური ვაკე, ალაზან-ივრის შუამდინარეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. სიგრძე 35 კილომეტრი, სიგანე 15 კილომეტრი. აბსოლუტური სიმაღლე 500-700 მეტრს შორის მერყეობს. წარმოადგენს ნეოგენური წყებების სინკლინურ ჩაზნექილობას, რომელიც ამოვსებულია მეოთხეული ნაფენებით. ეს უკანასკნელი უხვად შეიცავს არტეზიულ წყლებს. ჰავა ზომიერად კონტინენტურია. საშუალო წლიური ტემპერატურა 10°, იანვრისა -3,8°, ივლისისა - 22,8º. აბსოლუტური მაქსიმუმია 38º, ხოლო აბსოლუტური მინიმუმია -32º. წელიწადში 490 მმ ნალექი მოდის. მაქსიმალური გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისშია. გავრცელებულია შავმიწა და წაბლა ნიადაგები. შირაქის ვაკეზე ბუნებრივი მცენარეულობა სტეპურია (ბალახეული). ამჟამად მთლიანად სახნავადაა გადაქცეული (უმთავრესად მარცვლეული კულტურებისათვის). შირაქის ვაკე საქართველოს პურის ბეღელია.

ლიტერატურარედაქტირება

ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: