ზილჩის სერი
სერი საქართველოში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში
ზილჩის სერი — სერი საქართველოში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს ივრის ზეგნის სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდეზე, მდინარე ალაზნის ხეობას გამოყოფს შირაქის ვაკისაგან. უმაღლესი ადგილია მთა ზილჩა (846 მ). აგებულია მესამეულის კონგლომერატებით, თიხებითა და ქვიშაქვებით. სერის აღმოსავლეთი კალთა დაღარულია მშრალი ხევებით და ციცაბოდ ეშვება ალაზნისკენ, სამხრეთი კი თანდათან გადადის ჯეირანთველის ტაფობში. რელიეფისათვის დამახასიათებელია ბედლენდები და ეოლური ფორმები. სერზე აქა-იქ ნათელი ტყეებია, უმეტესად ღვიანები.[2]
ზილჩის სერი | |
---|---|
კოორდინატები: 41°16′40″ ჩ. გ. 46°37′59″ ა. გ. / 41.27778° ჩ. გ. 46.63306° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
უმაღლესი წერტილი | ზილჩა |
სიმაღლე | 846 მ |
ამგებელი ქანები | კონგლომერატი, თიხა და ქვიშაქვა |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 76.
- ↑ დავით უკლება, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 370.