ეოლური ნალექები
ეოლური ნალექები — ქარით გადატანილი მინერალური ნაწილაკების დაგროვებით წარმოქმნილი ქანები. ეოლური ნალექების წყაროა ფხვიერი ქანები და ქანების გამოფიტვის პროდუქტები. დამახასიათებელია კარგი დახარისხება, წვრილმარცვლოვნება და ერთგავაროვნება დიდ ფართობზე. ეოლური ნალექები ქმნიან რელიეფის ეოლურ ფორმებს (დიუნი, ბარხანები), რომლებიც უმთავრესად წამოიქმნებიან მშრალი და ცხელი ჰავის პირობებში (მაგ., საჰარის, ტაკლა-მაკანის, გობის, ყიზილყუმის, ყარაყუმის უდაბნოებში), თუმცა გვხვდება სხვა ბუნებრივ ზონებშიც.
ეოლური წარმოშობისაა ლიოსების უმრავლესობა და ეოლური ქვიშები. საყოველთაოდ არის ვარცლებული მტვერისებრი ეოლური ნალექები. ჩვეულებრივ, ეოლური ნალექები ფორმირდება ზღვიური, დელტური, ალუვიური, პროლუვიური, ტბიური და ფლუვიოგლაციალური გენეზისის ქვიშრობული დანალექების შედეგად.
საწყის ქვიშებთან შედარებით, ეოლური ნალექები როგორც წესი, უკეთ არის დახარისხებული, ღარიბია ადვილადწასარეცხი მინერალებით, თუმცა მდიდარია ახლადწარმოქმნილი და მყარი მინერალების მარცვლებით. აქვს მოყვითალო და მოყავისფრო ფერი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Сидоренко А. В., Литология и генетическая классификация эоловых отложений, წგნ.: Материалы по генезису и литологии четвертичных отложений (к VI конгрессу ИНКВА), Минск, 1961;
- Лисицын А. П., Осадкообразование в океанах, М., 1974;
- Фадеев П. И., Методические рекомендации по изучению и использованию гранулометрии песчаных пород в инженерно-геологических целях, М., 1974;