დახმარების განხილვა:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში
გაუ ცანგალას. მშვენიერი რამ წამოგიწყია. ძალიან კარგი თემაა! ხშირად დამჭირვებია და ჩიჩქნა მიწევდა უცხოენოვან ვიკიში სწორი გამოთქმებისათვის. ვვარაუდობ რომ უცხო სიტყვათა ორთო.ლექსიკონს ხმარობ. მაინტერესებს რამდენიმე საკითხი:
გერმ. ow (Bülow, Treptow, Ramelow) მე ვწერ როგორც გამოთქმის, ანუ მარტო "ო"-ს. როგორც ვიცი ადრე ჩვენები "ოვ"-ს წერდნენ და ახლა როგორაა საქმე?
ასევე ჰოლანდიური "G" როცა იგი "ხ"-დ გამოითქმის "ხ" უნდა დავწეროთ თუ "გ"? ანუ "ხულიტი" თუ "გულიტი"?
ბრაზ. ბოლოში "o" - "ო" თუ "უ"? რონალდო თუ რონალდუ?
ისე ამ საკითხში დიდი აჯაფსანდალია ქართულ ენაში :) გიორგი მარუაშვილი 18:36, 9 მარტი 2007 (UTC)
- გამარჯობა გიორგი. ეს იდეა მომხმარებელი:Island-ის არის. აქვე მინდა ინფორმაცია მოგაწოდო, რომ შეიქმნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო ენის სამმართველო (ადრე იყო ქართული ენის პალატა - ხელმძღვანელი ლევან ღვინჯილია), სადაც არის ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისია 15 წევრის შემადგენლობით. ერთ-ერთ წევრთან მაქვს კონტაქტი, რომელმაც გადმომიგზავნა, რაც ვიკიპედიაში შევიტანე. ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით ყველაფერი ემთხვევა უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონს. შენს კითხვებს შევეკითხები და პასუხის მიღებისთანავე აქვე გიპასუხებ. ეს სამმართველო მიმდინარე წლის 13-14 აპრილს ატარებს სამეცნიერო კონფერენციას თემაზე:"ქართული სალიტერატურო ენის საკითხები" (ისტორია და თანამედროვე მდგომარეობა). კიდევ ჩავამატებ ფრანგულ და თურქულ ენებს. მომავალში კი სანამ ვიკიპედიიაში ვითანამშრომლებ ვეცდები ყოველი სიახლეები შევიტანო. ამჟამად შემუშავებულია "საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელთა ორთოგრაფიული ლექსიკონი" - ჯერ-ჯერობით დაბეჭდილი არ არის. გისურვებ წარმატებებს შენს საქმიანობაში და მოხარული ვარ, რომ ტყუილად არ მიშრომია. Zangala 21:04, 9 მარტი 2007 (UTC)
- სჲუპეღბ! იმედია მალე დაამთავრებენ სამუშაოს და ვიკიშიც არა გვექნება აზრთა სხვადასხვაობა :)გიორგი მარუაშვილი 22:09, 9 მარტი 2007 (UTC)
ძალიან რთულია ბრმად დაუჯერო თუნდაც მეცნიერებს. რატომ ვირთულებთ საქმეს და რატომ ვკითხულობთ c კ -დ და არა ქ-დ. ინგლისურში ვამბობ ამ შემთხვევაში.— ~დიქსტოსა განხილვაწვლილი 17:37, 8 ივლისი 2011 (UTC)
გამონაკლისები
რედაქტირება- ამ სიას აკლია თუ გამონაკლისი შემთხვევები როდის და რატომ დაიშვება (რომელიც ყველა წესში არსებობს და მიღებულია). მაგ. ამ სიაში (ინგლ.) მოყვანილი წესის მიხედვით Jackson უნდა იყოს ჯეკსონი, მაგრამ ადმინებმა ჯეკსონ პოლოკი სამჯერ გადაიტანეს ჯექსონზე. ინგლისურ სახელთა მართლწერის ლექსიკონში ეს სახელი ჯეკსონი-თ არის მოხსენიებული, თუმცა გაურკვეველია იგივე წესი მოქმედებს თუ არა გვარშიც და სახელშიც (ამ შემთხვევაში ჯეკსონი - ჯეკი - სახელია). ამ გვერდზე ჩამოწერილ წესებთან ყველაფრის მისადაგება მე გაუმართლებლად მიმაჩნია. - ალ-ო (გ) 13:11, 25 აპრილი 2007 (UTC)
- გამარჯობა ალსანდრო, ვიკიპედიაში სპეციალისტები გვაკლია. მე პირადად ვცდილობ ვიკიპედიასა და ენის სამმართველოს კონტაქტზე. ვნახოთ რა გამოვა. ამჟამად როგორც არასპეციალისტი ისე გპასუხობ - ჩემი უბრალო განმარტებით. ჯექსონია ნამდვილად და არა ჯეკსონი. ამ შემთხვევაში მარტო "ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში" არ გამოდგება, რადგან ამასთანავე უნდა ვიცოდეთ ქართულ ბგერებს რა უყვარს და არა. მაგ. კს არ უყვარს და ქართულში უნდა იხმარებოდეს ქს. იმდენი წვრილმანებია, რომ ამას მხოლოდ სპეციალისტი თუ გვიპასუხებენ ჩამოყალიბებულად. Jack London - აქ უკვე ჯეკ ლონდონი.
პ. ს. აქვე მინდა დავამატო ისიც, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს ამათუ იმ სახელი გვარის წარმომავლობა. ამას წინათ ფინური სახელი Jenni Maria Dahlman-Räikkönen, რომელიც j იწყება ი-თი შეიცვალა (ალბათ გახსოვს).--Zangala 14:14, 25 აპრილი 2007 (UTC)
- მე ექსპერტი არ ვარ, მაგრამ მე მგონი გამონაკლისებში ის სიტყვებიც შედის რომლებიც ენაში უკვე დიდი ხანია შემოსული და დამკვიდრებულია. მაგალითად მილანი ალბათ უნდა იყოს მილანი და არა მილანო, კიოლნი კიოლნი დ არა კელნი და ა.შ. ტამოკ (გ) 15:02, 25 აპრილი 2007 (UTC)
- მე არ ვარ სპეციალისტი, მაგრამ სპეციალისტები წერენ, რომ გერმანული ö ან oe - ე (და არა იო ან ო): Köln - კელნი (და არა კიოლნი ან კოლნი). რას ნიშნავს დამკვიდრებული დღეს რაც სურს, რომ დაამკვიდრონ არა სპეციალისტებმა, თუ რაც უკვე დამკვიდრებული არის და წესია სპეციალისტების მიერ. --Zangala 15:08, 25 აპრილი 2007 (UTC)
- სპეციალისტები ასევე წერენ რომ ამ წესებს აქვს გამონაკლისები, რაც ამ სიაში მოყვანილი არაა და ამიტომ ის ყოვლისმომცველ სახელმძღვანელო დოკუმენტად ვერ ჩაითვლება. შესაბამისად, როცა რაიმე სიტყვა ან ტერმინი სადაოა, უნდა შენარჩუნდეს status quo იმაზე, რაც არის და არა იმაზე, რასაც ამ წესებზე დაყრდნობით დედუქციით მივიღებთ. მოც. შემთხვევაში "კიოლნი" უნდა დარჩეს ამგვარი ფორმით სანამ მყარი დამასაბუთებელი საბუთი არ მოიძებნება იმის, რომ ეს შეცდომაა. ამგვარ სტატიას დასაწყისში უნდა გაუკეთდეს მითითება, რომ ზოგიერთი მოსაზრებით ეს სახელი შეიძლება დაიწეროს როგორც "კელნი" ან რაღაც ამის მაგვარი და მოეშვით გამაღიზიანებელ გადატანებს. მუშაობის სურვილს უკარგავთ ისედაც სურვილდაკარგულ რედაქტორებს. - ალ-ო (გ) 16:23, 25 აპრილი 2007 (UTC)
- კიდევ ერთხელ ვიმეორებ გამაღიზიანებელი აქ არაფერი არ არის (მე ასე ვთვლი). კელნის შესახებ მაგალითები, რომელიც "ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში" არის მოყვანილი სპეციალისტების მიერ და არა ჩემს მიერ დაწერილი. რაც შეეხება გამონაკლისებს არსებობს იმდენი, რომ ყველაფერს არ ვერც დატევ. მაგ. რომ იწერება ქს და არა კს, ქტ და არა კტ გამონაკლისია გალაკტიონი და ა. შ. (ასეთი მაგალითები კი უკვე ამ სიას არ ეკუთვნის ეს უკვე ქართული სალიტერატურო ენის წესებია). თუ რამე მაგალითები გვაქვს სპეციალისტების მიერ მოყვანილი (ამ შემთხვევაში კელნი) რატომ არ უნდა დავეყრდნოთ მას? ახლა იტყვით მოძველებულია (საბჭოურია - მე მაგალითად ესეც არ მესმის რას ნიშნავს საბჭოურია) ახალი ვინ დაამკვიდრა? ხოლო "კულისებში" ვიღაცა რაღაცას ამკვიდრებს ამას წესი არ დაერქმევა. კელნის მთავარი გვერდი http://www.stadt-koeln.de/ - გერმანელები წერენ oe ö მაგივრად - ქართულში საიდან ჩნდება იო მაინც ვერ ვგებულობ დღემდე. ეს მაინც ამიხსენით. Zangala 18:51, 25 აპრილი 2007 (UTC)
- გამაღიზიანებელი ის არის, რომ წერ ერთსადაიმავე ნონსენსს გაუთავებლად. გთხოვ, თავი შეიკავე პასუხისგან, აქ კომენტარი დავწერე სხვა, უფრო კომპეტენტური ხალხისგან პასუხის იმედით. შენი აზრი დიდი ხანია ვიცით და არ გვაკმაყოფილებს. - ალ-ო (გ) 19:41, 25 აპრილი 2007 (UTC)
- ცანგალა. ქალაქ მიუნხენის ევბ-გვერდია www.muenchen de, იქნებ ამასაც ვერ გებულობ თუ რატომაა ქართულში "იუ"? უმლაუტის თემაზე ყავახანიდან მოკიდებული მიოლდერსის ჩათვლით ათასჯერ აგიხსენი ეს საკითხი. შენ კი თავი მომაძულე შენი "ლექსიკონით"... კულისებს რას ეძახი? კულისებია როცა ბიოლის ფონდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გვარი "Böll" ბიოოლადაა თარგმნილი? კულისებია როცა მთელი ქართული სპორტ-მედია ხმარობს ფორმებს "ბორუსია მიონხენგლადბახი" და "კლაუს ტოპმიოლერი"? კულისებია ავიკომპანია აირზენა როცაკლიენტებს სთავაზობს ფრენას ქალაქ "კიოლნში"? რატომ გგონია რომ მარტო შენ იცი თუ რა არის მართებული და სხვები გონებაშეზღუდულები ვართ?
- არ მინდოდა ვიკიში სემოსვლა შენს გამო და შენი გაუთავებელი შესწორებების გამო, მაგრამ მივხვდი რომ უაზრობაა შენს გამო უარი ვთქვა იმ საქმეზე რაც სიამოვნებას მანიჭებს. გიორგი მარუაშვილი 05:44, 26 აპრილი 2007 (UTC)
- აირზენა, სპორტულ ჟურნალისტებზე არაფერს არ ვიტყვი - ვის როგორც უნდა ისე წერს (ნორმებზე ზედმეტია მათთან საუბარი), ხოლო ბელის ფონდის მთავარ გვერდზე http://georgien.boell-net.de/ru/nav/index_ge.html ორ სიტყვას დავწერ ვიღაცას არა მხოლოდ ბიოლი ესმის არამედ ჰაინრიჰ და არა ჰაინრიხ. ვიკიპედია:სანიმუშო სტატიები (ქვეთავი ენა). Zangala 19:03, 26 აპრილი 2007 (UTC)
რადგან ამ მიმართულებითაც იყო კამათები, ვფიქრობ, ურიგო არ იქნებოდა, ამ სახელმძღვანელოს ბოლოში ამ ტექსტის დამატება:
წყარო.— G.G. 16:51, 17 აგვისტო 2014 (UTC)
- აქვე: პლიმით-ი (ინგლისურში, th) პლიმუთ-ად შეცვალოს რომელიმე ადმინმა. იმავე წყაროს მიხედვით. — G.G. 16:55, 17 აგვისტო 2014 (UTC)
შეცდომები
რედაქტირებასალამი!:-) ამ გვერდს (დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში) გადავხედე და შემდეგ რაღაც შევამჩნიე:
- 1. შვედურში å-ს მაგივრად е წერია;
- 2. პორტუგალიურში აკლია ასო ç, არაა მინიშნებული, რომელ სიტყვებშია. Ç - ს: Garção - გარსან-ი, Alcobaça - ალკობასა, Paços de Ferreira - პასუს დე ფერეირა, Monção - მონსან-ი, Valença - ვალენსა, Valpaços - ვალპასუს-ი.
- 3. პორტუგალიურში c (t-ს წინ) გამოითქმის: Octavio - ოქტავიუ, Victoria - ვიქტორია. ხოლო ბრაზილიურ პორტუგალიურში არა: c ( t-ს წინ) არ გამოითქმის: Octavio - ოტავიუ, Victoria - ვიტორია (საერთოდ ბრაზილიური ორთოგრაფიის მიხედვით c t-ს წინ არ იწერება). და საერთოდ "c" b, d, p-ს წინ რომ იდგას, ძალიან სავარაუდოა. პორტუგალიური ენისთვის ამ ბგერათა კომბინაცია უცნობია, შეუძლებელია. არსად არ დგას c b, d ან p-ს წინ. მაგალითად სიტყვა "ანექდოტი" პორტუგალიურში იწერებე anedota და არა anecdota, (http://www.portaldalinguaportuguesa.org/?action=main) და თუ მე ვცდები ჩამომითვალე მაგ წიგნიდან მაშინ მაგალითები. ან თუ გამონაკლისია, მაშინ ჩემმა ოახაკამ და მეხიკომ რა დააშავა:-), რომ არ ჩაწერეთ:-),
- 4. m - მ: Menton - მენტონ-ი, Humberto - უმბერტო. ამ მაგალითში უმბერტოს მაგივრად უმბერტუ უნდა იყოს. უმახვილო "ო" პორტუგალიურში იკითხება როგორც "უ". დანარჩენ მაგალითებში სწორია.
- 5. ესპანურ x-ს რაც შეეხება აგრეთვე ოახაკას და მეხიკოს გარდა,სხვა სიტყვებიც ვიპოვე მაგალითად ესპანურში ტეხასი (ამერიკის შტატი) იწერება Texas და იკითხება "ტეხას" და ქართულშიც "ტეხასს" ვწერთ, დამეთანხმები. არის აგრეთვე სახელები რომლებიც იწერება Ximénez, Mexía და იკითხება ხიმენეს, მეხია, ხო და მაგ ენათმეცნიერების წიგნს თუ ვენდობით, მაშინ "სიმენეს" "მესია" უნდა დავწეროთ? და კიდევ ესპანურ ოლქს სამხრეთში მალაგას პროვინციაში ჰქვია La Axarquía და იკითხება "ლა ახარკია" (http://www.axarquia.es/informacion/pagina.asp?pag=enlace_N2_P154_O9&idioma=ale), ამასაც მაგ წესის მიხედვით "ასარკიას" დავწერთ!?:-) არის კიდევ ბევრი ქალაქი და საკუთარი სახელები სადაც x წერია და "ხ" იკითხება. ქალაქი ხალაპა მექსიკაში Xalapa. და ამის გარდა არის ქალაქები მექსიკოში სადაც x როგორც "ქს" იკითხება.
- ცოტა გამიჭირდება ახსნა, მაგრამ ვცდი. აქ მოცემულია მაგ. x განსაკუთრებული შემთხვევები როდესაც ხ-დ არ იკითება, ხოლო ზოგადად ძირითადად იკითხება რათქმაუნდა ხ-დ და მაგას არ წერენ, როგორ ბევრი სხვა ასო არ არის ჩამოთვლილი. აქ წერია მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევები--GagaVaa განხილვაწვლილი 19:41, 17 ივლისი 2014 (UTC)
აქ არ არსებული ენები
რედაქტირებაფინური ენისთვის ვეძებდი ეხლა და ვერ ვიპოვე... იქნებ ვინმემ დაამატოთ... ან მითხრათ, ფინურის შემთხვევაში, რომელი ენის სახელმძღვანელოა უფრო ახლოს?— გიორგი განხილვაწვლილი 07:57, 16 სექტემბერი 2010 (UTC)
- მე რუსულით ვხელმძღვანელობ - [1]--GagaVaa განხილვაწვლილი 19:35, 17 ივლისი 2014 (UTC)
- რუსულით ხელმძღვანელობა არ არის მართლებული.--ცანგალა (გ) 09:36, 30 აგვისტო 2014 (UTC)
- ნამდვილად არაა მართებული, უბრალოდ არანაირი განსხვავება არაა:)--GagaVaa 13:16, 30 აგვისტო 2014 (UTC)
- განსხვავება ბევრია. მარტო გერმანულის შემთხვევაში რომ დავიწყო, შორს წავალ. Deu. 14:14, 30 აგვისტო 2014 (UTC)
- ფინურზე ვამბობ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რათქმაუნდა, ისე ზოგადად მე მქონდა უცხო ენების კათედრაზე საკმაოდ კომპედენტურ პირთან შეკითხვა და პასუხი შემდეგნაირი იყო: სხვაობა უცხო ენებიდან ქართულში და რუსულში შემოტანის დროს პრაქტიკულად არ არის იმ ასოების შემთხვევაში რომლებიც ქართულში და რუსულში ერთმანეთთან სრულ თანხვედრაშიაო. დოი და ცანგალა უნგრულ ენაში შეცდომასთან დაკავშირებით ხომ არ გაქვთ თქვენი მოსაზრებები?--GagaVaa 14:39, 30 აგვისტო 2014 (UTC)
- განსხვავება ბევრია. მარტო გერმანულის შემთხვევაში რომ დავიწყო, შორს წავალ. Deu. 14:14, 30 აგვისტო 2014 (UTC)
- ნამდვილად არაა მართებული, უბრალოდ არანაირი განსხვავება არაა:)--GagaVaa 13:16, 30 აგვისტო 2014 (UTC)
- რუსულით ხელმძღვანელობა არ არის მართლებული.--ცანგალა (გ) 09:36, 30 აგვისტო 2014 (UTC)
შეცდომა უნგრულში
რედაქტირებაქვემოთ ჩამოთვლილი განმარტებები მექანიკური შეცდომის გამო ზის ფრანგულის ნაცვლად უნგრულში. გთხოვთ ესეც გადაიტანოთ და ყურადღება მიაქციოს რა ამ გვერდს ვინმემ, თუ ვერ ახერხებენ ადმინები მაშინ შეზღუდვა მოიხსნას
c (e, i, y-ს წინ) - ს: Francis - ფრანსის-ი, Marcel - მარსელ-ი.
ch - შ: Charles - შარლ-ი, Richard - რიშარ-ი.
ch - კ: Christiane - კრისტიან-ი (და არა: ქრისტიან-ი).
d - დ (ფრანგული სახელების ბოლოში ჩვეულებრივ არ გამოითქმის): Fernand - ფერნან-ი, Gounod - გუნო, Rolland - როლან-ი, Gérard - ჟერარ-ი; მაგრამ: David - დავიდ-ი, Alfred - ალფრედ-ი, Sand - სანდ-ი.
e - ე (სიტყვის ბოლოში, ზოგჯერ კი სიტყვის შუაშიც არ გამოითქმის, თუ არა აქვს რაიმე დიაკრიტული ნიშანი): Emile - ემილ-ი, Rabelais - რაბლე; მაგრამ: Littré - ლიტრე. --GagaVaa 13:29, 26 აგვისტო 2014 (UTC)
- ამ წყაროს მიხედვით გაგას მიერ ჩამოთვლილი ყველა შემთხვევა უნგრულ ენაშია, ანუ სწორადაა. — G.G. 13:44, 26 აგვისტო 2014 (UTC)
- GG ეგ წყარო რომ წავიკითხე და მაქედან რომ მაქვს დაკოპირებული ვერ ხედავ? მექანიკური შეცდომაა მაგ წყაროში უბრალოდ კოპირებისას, წაიკითხე ტექსტი, რომელიც ჩავსვი - ფრანგულ სახელებშიო - გასაგებად წერია. თუ საკმარისი არ იქნება გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი იხილე, საიდანაც არის მაგ წყაროში გადატანილი ტექსტი. მივმართავ ადმინისტრატორებს იგივე ტექსტით, გთხოვთ მიხედეთ სასწრაფოდ ამ გვერდს თუ არადა შეზღუდვა მოხსენით--GagaVaa 15:43, 26 აგვისტო 2014 (UTC)
- ასეთ სერიოზულ წყაროზე როცა ამბობთ მექანიკური შეცდომააო, ცოტა უფრო შესაფერისი არგუმენტაცია დაგჭირდებათ, ვიდრე გეოგრაფიული ლექსიკონია, რომელიც საერთოდ რა შუაშია, ვერ ვხვდები. ფრენსისი, რიშარი, კრისტიანი, ჟერარი, დავიდი, რაბლე... საკუთარი სახელებია სულ. ფრანგულ სახელებშიო (ეგეც მხოლოდ d-ს უწერია) - გასაგებად წერია, კი ბატონო, მაგრამ უნგრულ ენაშიო, ესეც გასაგები უნდა იყოს, მგონი. — G.G. 17:34, 26 აგვისტო 2014 (UTC)
- მდაა... რა არგუმენტებზე მელაპარაკება წამყვანი ვიკიპედიელი ცოტა გამკვირვებია. ისე მექანიკური იმიტომ ქვია შეცდომას რომ ის ავტორიტეტთან და ცოდნასთან არაფერ შუაშია, მექანიკურად ანუ შემთხვევით მოხდა ტექსტის უადგილო ჩასმა, დაკვირვებული თვალი იმასაც შეამჩნევდა, რომ ეგ ოთხი ასო რომელიც მე ჩამოვთვალე მუქი შრიფტით არის აღნიშნული დანარჩენი ასოებისგან განსხვავებით და ფრანგული ასოების მსგავსად. გეოგრაფიული ლექსიკონზე მართლა ბოდიში, უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი იყოს თუ რაიმე მნიშვნელობა აქვს, გეოგრაფიულშიც არის მსგავსი დახმარების გვერდი უბრალოდ. და საერთოდ შენს მიერ ჩამოთვლილი სახელების მერე თუ კიდევ რაიმე შეკითხვა გრჩება, მაშინ გირჩევდი ცნობილი უნგრელი მწერლების ფრანსუა რაბლეს და ჟორჟ სანდის წიგნები გადაიკითხე და უნგრული კინოს ვარსკვლავების პიერ რიშარის და ჟერარ დეპარდიეს ფილმებით გაიხალისე განწყობა, მაპატიე მაგრამ სხვა რა უნდა ვთქვა არ ვიცი:(--GagaVaa 20:49, 26 აგვისტო 2014 (UTC)
- ცოტა კორექტულად, თუ შეიძლება, ცინიზმის, აგრესიისა და უზრდელობის გარეშე. უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონიდან არის სწორედ ეს გვერდი და წყარო მოგყავთ თავისივე წყაროდ? მე, ისევე როგორც თქვენ, ჭეშმარიტების გარკვევა მინდა მხოლოდ და ამის გამო ერთმანეთი არ უნდა დავჭამოთ. სამწუხაროდ, მე ბეჭდური სახით არ გამაჩნია ეს ლექსიკონი. თუ როგორც თქვენ ამბობთ, მექანიკურად მოხდა არასწორად კოპირება წიგნიდან საიტზე, ვისაც ხელთ გაქვთ ეს ლექსიკონი (როგორც ვიცი, ჯაბასა და/ან ცანგალას უნდა ჰქონდეთ, @Jaba1977:, @Zangala:), გთხოვთ, გადაამოწმოთ. მანამდე კი კიდევ ერთი სანდო წყარო, სადაც უნგრულ ენას მიეკუთვნება აღნიშნული ასოები და ასოთშეთანხმებანი საქპატენტი. — G.G. 06:12, 27 აგვისტო 2014 (UTC)
- მომხმარებელი:Gaga.vaa: თქვენი მხრიდან ადგილი აქვს ეტიკეტის დარღვევას, რაც როგორც წესი, ადმინისტრაციული სანქციებით მთავრდება! თავაზიანი მოპყრობის წესი ყველა მომხმარებელზე უნდა ვრცელდებოდეს. ვიკიპედიის „ფურცლები“ მხოლოდ ვიკიპედიის ინტერესებში უნდა იყოს გამოყენებული. პირადზე გადასვლა არ არის მიზანშეწონილი. გთხოვთ დამშვიდდეთ და განხილვა გავაგრძელოთ კონსტრუქციულ ფარგლებში; წინააღმდეგ შემთხვევაში დავხურავ ამ განხილვას. გმადლობთ. - ოთოჯი განხილვა 07:09, 27 აგვისტო 2014 (UTC)
- გულწრფელად ბოდიშს ვიხდი მართლა გადავაჭარბე, მაგრამ ერთი ხელით სხვის ნააზრევზე ხაზის გადასმამ გამაღიზიანა, თან ისეთი გამოცდილი და ძირძველი ვიკიპედიელისგან , როგორიცაა ITshnik. Otogi იქნებ მოახდინო ამ გვერდის ჩასწორება. სიმართლე გითხრა ეგ წიგნი სახლში მაქვს, მაგრამ საჭიროდ არც ჩავთვალე გადამემოწმებინა, ყველაფერი იმდენად ცხადია, თუ აუცილებელია ამ საღამოს ვნახავ და ფოტოსაც ავტვირთავ. და ერთი შეკითხვა გამიჩნდა, ამის შანსი არ არსებობს, მაგრამ მაინც დავუშვათ, რომ წიგნშიც შეცდომაა, ამ შემთხვევაში ასე უნდა დავტოვოთ?:), @Deu:-ს მოვუხმობ დასახმარებლად--GagaVaa 07:23, 27 აგვისტო 2014 (UTC)
- ბოდიში მიღებულია, მაგრამ სანამ საბოლოოდ არ დავრწმუნდებით ჭეშმარიტებაში, მანამდე ყოველგვარი ჩასწორებისგან თავის შეკავებას ვურჩევ ნებისმიერს. რაც შეეხება „ერთი ხელით სხვის ნააზრევზე ხაზის გადასმას“ (ხაზგასმა ჩემია), მომიტევეთ, თუ ასე აღიქვით, მაგრამ ჩემი მიზანი ორიგინალური კვლევისგან ვიკიპედიის დაცვა იყო მხოლოდ, მით უმეტეს მართლწერის საკითხებში, რასაც თქვენი განცხადება ძალიან ჰგავდა, მე კი სანდო წყარო მქონდა, მოგვიანებით მეორეც ვიპოვე. თუ დავუშვებთ, რომ წიგნშიც შეცდომაა, ამ შემთხვევაში ასეც უნდა დავტოვოთ. წყაროს გარეშე ვიკიპედიაში ასეთი რამეების შეცვლა არ ხდება. კვლავ განვმეორდები:ვიკიპედია:ეს ორიგინალური კვლევის ადგილი არ არის. მე პირიქით, მოვუწოდებ ადმინისტრატორებს, არ დაწიონ დაცვის დონე, რადგან მომხმარებელი ბევრია, ადმინისტრატორი — ცოტა, შესაბამისად ვისაც როგორ მოესურვება ისე რომ ასწოროს ეს გვერდი, ასეც არ ივარგებს. — G.G. 08:25, 27 აგვისტო 2014 (UTC)
- გულწრფელად ბოდიშს ვიხდი მართლა გადავაჭარბე, მაგრამ ერთი ხელით სხვის ნააზრევზე ხაზის გადასმამ გამაღიზიანა, თან ისეთი გამოცდილი და ძირძველი ვიკიპედიელისგან , როგორიცაა ITshnik. Otogi იქნებ მოახდინო ამ გვერდის ჩასწორება. სიმართლე გითხრა ეგ წიგნი სახლში მაქვს, მაგრამ საჭიროდ არც ჩავთვალე გადამემოწმებინა, ყველაფერი იმდენად ცხადია, თუ აუცილებელია ამ საღამოს ვნახავ და ფოტოსაც ავტვირთავ. და ერთი შეკითხვა გამიჩნდა, ამის შანსი არ არსებობს, მაგრამ მაინც დავუშვათ, რომ წიგნშიც შეცდომაა, ამ შემთხვევაში ასე უნდა დავტოვოთ?:), @Deu:-ს მოვუხმობ დასახმარებლად--GagaVaa 07:23, 27 აგვისტო 2014 (UTC)
- მომხმარებელი:Gaga.vaa: თქვენი მხრიდან ადგილი აქვს ეტიკეტის დარღვევას, რაც როგორც წესი, ადმინისტრაციული სანქციებით მთავრდება! თავაზიანი მოპყრობის წესი ყველა მომხმარებელზე უნდა ვრცელდებოდეს. ვიკიპედიის „ფურცლები“ მხოლოდ ვიკიპედიის ინტერესებში უნდა იყოს გამოყენებული. პირადზე გადასვლა არ არის მიზანშეწონილი. გთხოვთ დამშვიდდეთ და განხილვა გავაგრძელოთ კონსტრუქციულ ფარგლებში; წინააღმდეგ შემთხვევაში დავხურავ ამ განხილვას. გმადლობთ. - ოთოჯი განხილვა 07:09, 27 აგვისტო 2014 (UTC)
- ცოტა კორექტულად, თუ შეიძლება, ცინიზმის, აგრესიისა და უზრდელობის გარეშე. უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონიდან არის სწორედ ეს გვერდი და წყარო მოგყავთ თავისივე წყაროდ? მე, ისევე როგორც თქვენ, ჭეშმარიტების გარკვევა მინდა მხოლოდ და ამის გამო ერთმანეთი არ უნდა დავჭამოთ. სამწუხაროდ, მე ბეჭდური სახით არ გამაჩნია ეს ლექსიკონი. თუ როგორც თქვენ ამბობთ, მექანიკურად მოხდა არასწორად კოპირება წიგნიდან საიტზე, ვისაც ხელთ გაქვთ ეს ლექსიკონი (როგორც ვიცი, ჯაბასა და/ან ცანგალას უნდა ჰქონდეთ, @Jaba1977:, @Zangala:), გთხოვთ, გადაამოწმოთ. მანამდე კი კიდევ ერთი სანდო წყარო, სადაც უნგრულ ენას მიეკუთვნება აღნიშნული ასოები და ასოთშეთანხმებანი საქპატენტი. — G.G. 06:12, 27 აგვისტო 2014 (UTC)
- მდაა... რა არგუმენტებზე მელაპარაკება წამყვანი ვიკიპედიელი ცოტა გამკვირვებია. ისე მექანიკური იმიტომ ქვია შეცდომას რომ ის ავტორიტეტთან და ცოდნასთან არაფერ შუაშია, მექანიკურად ანუ შემთხვევით მოხდა ტექსტის უადგილო ჩასმა, დაკვირვებული თვალი იმასაც შეამჩნევდა, რომ ეგ ოთხი ასო რომელიც მე ჩამოვთვალე მუქი შრიფტით არის აღნიშნული დანარჩენი ასოებისგან განსხვავებით და ფრანგული ასოების მსგავსად. გეოგრაფიული ლექსიკონზე მართლა ბოდიში, უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი იყოს თუ რაიმე მნიშვნელობა აქვს, გეოგრაფიულშიც არის მსგავსი დახმარების გვერდი უბრალოდ. და საერთოდ შენს მიერ ჩამოთვლილი სახელების მერე თუ კიდევ რაიმე შეკითხვა გრჩება, მაშინ გირჩევდი ცნობილი უნგრელი მწერლების ფრანსუა რაბლეს და ჟორჟ სანდის წიგნები გადაიკითხე და უნგრული კინოს ვარსკვლავების პიერ რიშარის და ჟერარ დეპარდიეს ფილმებით გაიხალისე განწყობა, მაპატიე მაგრამ სხვა რა უნდა ვთქვა არ ვიცი:(--GagaVaa 20:49, 26 აგვისტო 2014 (UTC)
- ასეთ სერიოზულ წყაროზე როცა ამბობთ მექანიკური შეცდომააო, ცოტა უფრო შესაფერისი არგუმენტაცია დაგჭირდებათ, ვიდრე გეოგრაფიული ლექსიკონია, რომელიც საერთოდ რა შუაშია, ვერ ვხვდები. ფრენსისი, რიშარი, კრისტიანი, ჟერარი, დავიდი, რაბლე... საკუთარი სახელებია სულ. ფრანგულ სახელებშიო (ეგეც მხოლოდ d-ს უწერია) - გასაგებად წერია, კი ბატონო, მაგრამ უნგრულ ენაშიო, ესეც გასაგები უნდა იყოს, მგონი. — G.G. 17:34, 26 აგვისტო 2014 (UTC)
- GG ეგ წყარო რომ წავიკითხე და მაქედან რომ მაქვს დაკოპირებული ვერ ხედავ? მექანიკური შეცდომაა მაგ წყაროში უბრალოდ კოპირებისას, წაიკითხე ტექსტი, რომელიც ჩავსვი - ფრანგულ სახელებშიო - გასაგებად წერია. თუ საკმარისი არ იქნება გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი იხილე, საიდანაც არის მაგ წყაროში გადატანილი ტექსტი. მივმართავ ადმინისტრატორებს იგივე ტექსტით, გთხოვთ მიხედეთ სასწრაფოდ ამ გვერდს თუ არადა შეზღუდვა მოხსენით--GagaVaa 15:43, 26 აგვისტო 2014 (UTC)
ართალია ძალიან დემაგოგიური (შეურაცხმყოფელი სიტყვა არ არის) ტექსტია, მაგრამ მისაღებია ყველაფერი. უბრალოდ უცნაურად მეჩვენება, რომ შენ დაიწყე ამ გვერდზე შეცდომებზე საუბარი და პლიმითზე არც ისე დიდი ხნის წინ ლაპარაკობდი, თუ წყაროში მექანიკური შეცდომაა, ის არ უნდა ჩავასწოროდ და ბრმად უნდა გადავიტანოთ პლიმუთი პლიმითზე? რა წყაროშიც არ უნდა ეწეროს ეს ყველაფერი შეცდომით, რათქმაუნდა ეს იქნება რომელიღაც წყაროში მექანიკური შეცდომის ბრალი საიდანაც გავრცელდა არასწორად. იმედს ვიტოვებ ეს პირველწყარო არაა თორე, მემგონი მართლა არ აპირებთ შესწორებას შეცდომა უნდა გასწორდეს ამას არანაირი წყარო არ ჭირდება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იქ მაგალითების სახით ჩამოთვლილი სახელები და გვარები შეამოწმოს სათითაოდ ისინი ნამდვილად არაა უნგრული სახელები ამას წყარო რად უნდა გამკვირვებია მართლა, მაგრამ თუ საჭიროა ახლავე დავდებ:
- en:Francis (given name) - აქ გასაგებად წერია, რომ უნგრულად ეს სახელი იწერება არა Francis, არამედ Ferenc
- en:Marcel (given name)
- en:Charles - აქაც წერია უნგრულად Károly, Karcsi
- en:Richard - აქაც წერია უნგრულად Richárd და არა Richard
- en:Christian (given name) - აქაც წერია უნგრულად Krisztián, Keresztény, დამატებით - en:Christian Karembeu
- en:Fernand
- en:Gounod - ამ გვარისთვის ცალკე გვერდი არ არის და აქ გადამისამართდება - en:Charles Gounod
- en:Roland Garros (aviator) - ეს ჩავსვი რადგან en:Roland-ზე არაფერია ნათქვამი
- en:Gérard - აქედან შეგიძლიათ გადახვიდეთ Gerard-ზე, სადაც წერია, უნგრული შესატყვისი ამ სახელის Gellért.
- en:David (name) - აქვე შეგიძლიათ იხილოთ, რომ უნგრულად ეს სახელი იწერება, როგორც Dávid; ასევე იხილეთ en:Jacques-Louis David
- en:alfred - სადაც გარკვევით წერია რომ უნგრულად ეს სახელი იწერება არა Alfred, არამედ Alfréd, ასევე იხილეთ en:Alfred de Musset
- en:George Sand - Sand გვარია და ცალკე გვერდი არ აქვს.
- en:Rabelais - ამ გვარისთვის ცალკე გვერდი არ არის და აქ გადამისამართდება - en:François Rabelais.
- en:Littré - ეს სტატია ერთეულზეა რომელიც ამ ადამიანის, en:Émile Littré, სახელს ატარებს, სტატიაში წერია ჩემი პირადი კვლევა:) არ არის
--GagaVaa 10:25, 27 აგვისტო 2014 (UTC)
- პირველწყარო რომ არ არის, მაგიტომ ვითხოვდი პლიმითის პლიმუთად შეცვლას, გაცილებით ადრე ითხოვდა ჰენრი, მაგრამ ყურადღება არავინ მიაქცია წყაროს უქონლობის გამო.
- უნგრული სახელები და გვარები აქ არაფერ შუაშია. მაგალითისთვის, იხ. ქართული გიორგი (საკუთარი სახელი). რამდენად განსხვავებულია მისი ანალოგები შემდეგ ენებზე: ინგლისურად: George; რუსულად: Юрий, Егор; გერმანულად: Gorch, Jörgen/Jörg, Jürgen/Jürg; ბერძნულად: Γεώργιος, Γιώργος და ა.შ. თუ ქართულად ჰქვია ვინმეს, მას ჩვენც ქართულად მოვიხსენიებთ: გიორგი მერჩულე, გიორგი მელიქიშვილი, გიორგი ქინქლაძე, მაგრამ თუ ვინმეს ინგლისურად ჰქვია, არც ჩვენ ვეძახით ქართულად: ჯორჯ ვაშინგტონი, ჯორჯ ბაირონი; რუსულად: იური ანდროპოვი, იური გაგარინი; გერმანულად: იერგ ჰაიდერი, იურგენ როზენთალი; ბერძნულად: გეორგიოს პაპადოპულოსი. აქ საკუთრივ ფრანგული სახელების უნგრულად წამოთქმაზეა საუბარი (თუ წყარო არ ტყუის).
- მე აქ დავამთავრე, ვუცდი დადასტურებას ბეჭდური გამოცემიდან;
- და დიახ, დემაგოგიურს როცა უწოდებთ ჩემს ნაუბარს, ჩემთვის ეს შეურაცხმყოფელია, მივიჩნევ რა საკუთარ თავს საღად მოაზროვნედ. — G.G. 12:06, 27 აგვისტო 2014 (UTC)
- ინტერნეტში მოძებნე, უნგრეთის მოსახლეობის აღწერა მოიშველიე, მილიონი ვარიანტი შემიძლია გირჩიო და ერთი უნგრელიც მაინც დამისახელე, რომელიც სახელად ან გვარად იქნება რაბლე (Rabelais), არ ვიძახი ისეთს რომელიც გამონაკლისებში შეიძლებოდა მოეხსენიებიათ, ნებისმიერი უნგრელი და მაგ კაცთან ერთად ვინც იქნება (თუ ცოცხალია რათქმაუნდა) ფართო წრეში (რაოდენობა და პიროვნებები შენ აარჩიე) აღვნიშნოთ უნგრელი რაბლეს არსებობა, ყველა ხარჯს რათქმაუნდა ჩემს თავზე ვიღებ:)--GagaVaa 12:34, 27 აგვისტო 2014 (UTC)
- [2] - იმედია საკმარისი არგუმენტია და მეტად აღარ გავართულოდ ეს მარტივი საქმე გთხოვთ--GagaVaa 20:23, 27 აგვისტო 2014 (UTC)
ასევე ფრანგულში შეცდომით ორჯერ არის მოყვანილი Perrauolt, au-ს და ault-ს მაგალითად, au-ზე არ არის საჭირო.
- c (e, i, y-ს წინ) - ს: Francis - ფრანსის-ი, Marcel - მარსელ-ი.
- ch - შ: Charles - შარლ-ი, Richard - რიშარ-ი.
- ch - კ: Christiane - კრისტიან-ი (და არა: ქრისტიან-ი).
- d - დ (ფრანგული სახელების ბოლოში ჩვეულებრივ არ გამოითქმის): Fernand - ფერნან-ი, Gounod - გუნო, Rolland - როლან-ი, Gérard - ჟერარ-ი; მაგრამ: David - დავიდ-ი, Alfred - ალფრედ-ი, Sand - სანდ-ი.
- e - ე (სიტყვის ბოლოში, ზოგჯერ კი სიტყვის შუაშიც არ გამოითქმის, თუ არა აქვს რაიმე დიაკრიტული ნიშანი): Emile - ემილ-ი, Rabelais - რაბლე; მაგრამ: Littré - ლიტრე.
- ეს ყველაფერი უნგრული ენის კუთვნილებაა, წყარო უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1989, გვ. 14. რაც შეეხება გიორგის მიერ შემოთავაზებული ტექსტის დამატებას თანახმა ვარ, ასევე თანახმა ვარ (იგივე არგუმენტებით) დარჩეს დაცვის დონე.
ჰო კიდევ ერთი პატარა შეცდომაა პოლონურში და ჩცაასწორეთ:
წერია: o — უ: Jelenia Gуra — ელენია-გურა. უნდდა ეწეროს: o — უ: Jelenia Gora — ელენია-გურა.--JABA 1977 04:35, 28 აგვისტო 2014 (UTC)
- წყარო სურათის სახით არის ჩამატებული და დასამტკიცებელი აღარაფერი არ არის, ველოდები ჩასწორებას--GagaVaa 04:48, 28 აგვისტო 2014 (UTC)
- ამდენი წყაროს მერე რაც მოვიყვანე და ბოლოს სურათით დავადასტურე, მსგავსი კომენტარი ნერვებზე თამაშის მეტს არაფერს არ გავს უკვე, არადა სულ მაგას ვიძახი, რომ ასი პროცენტით დარწმუნდით და მერე გააკეთეთ კომენტარი, რატომ ვუშლით ერთმანეთს ნერვებს? ვამატებ სურათს მაღალი გარჩევადობით.
--GagaVaa 05:02, 28 აგვისტო 2014 (UTC)
რომელ წელსაა გამოსული ეგ წიგნი, საიდანაც სურათიც დადე? --JABA 1977 05:18, 28 აგვისტო 2014 (UTC)
- არ მინდა, რომ დაიბნე ეს არ არის უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, 1989 წელს გამოშვებული, საიდანაც ვირუსივით გავრცელდა შეცდომა. ეს არის ასევე ქსე-ს მთავარი სამეცნიერო რედაქციის მიერ გამოშვებული, ასევე 1989 წელს — საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, იმ წიგნში არის ჩვეულებრივი ბეჭდვითი შეცდომა, არაფერი განსაკუთრებული და სასწაული ეგ არ არის. მოხდა შეცდომა, მაგრამ საბედნიეროდ გვაქვს ალტერნატიული წყარო და შეგვიძლია მარტივად გამოვასწოროთ.--GagaVaa 06:37, 28 აგვისტო 2014 (UTC)
- მე პირადად ამდენ ნაწერში ვეღარ მივხვდი რა ჩავასწორო. იქნებ ამ განხილვის გვერდის ბოლოში ცალკე სექცია გაკეთდეს და ჩამოიწეროს რა არის ჩასასწორებელი და რა ჩასამატებელი--დათო1010 07:20, 28 აგვისტო 2014 (UTC)
- ზუსტად მაგას ვფიქრობდი, თუ დამთანხმდებიან ჯაბა და აიტიშნიკი, ჩამოვწერ ყველაფერს კონკრეტულად, აქ სხვა მცირე შეცდომებიც არის, რომელიც უცხოურ პირთაში არის შეცდომით, მაგრამ საზღვარგარეთის ქვეყნებში სწორადაა, მაგ. ისინიც რომელიც უცხოურ პირთას შესწორების სახით აქვს მიმატებული უკანა მხარეს--GagaVaa 07:29, 28 აგვისტო 2014 (UTC)
- მე პირადად ამდენ ნაწერში ვეღარ მივხვდი რა ჩავასწორო. იქნებ ამ განხილვის გვერდის ბოლოში ცალკე სექცია გაკეთდეს და ჩამოიწეროს რა არის ჩასასწორებელი და რა ჩასამატებელი--დათო1010 07:20, 28 აგვისტო 2014 (UTC)
გაგა ის წიგნი რომელიც შენ მოგყავს წყაროდ წარმოებას გადაეცა 7.07.87 წელს, ხელმოწერილია დასაბეჭდად 24.10.88 წელს და გამოცემულია 1989 წელს, ხოლო ის წიგნი რომელიც მე მომყავს წყაროდ წარმოებას გადაეცა 10.05.88 წელს, ხელმოწერილია გამოსაცემად 22.11.89 და გამოცემულია 1989 წელს. თუ ქრონოლოგიურ თანამიმდევრობას მივყვებით, როგორც ჩანს ადრე გადაცემულ (შენს მიერ წყაროდ მოყვანილ) წიგნში შეცდომა იყო და მეორე (უფრო კომპეტენტური) წიგნის გამოცემისას გაასწორეს აღნიშნული შეცდომა. --JABA 1977 07:41, 28 აგვისტო 2014 (UTC)
- ჯაბა ცხოვრებაში ერთხელ თუ მაინც გიღიარებია შეცდომა დაფიქრებულხარ მაგაზე? შეცდომების ნაწილი, რომელიც დაბეჭვდამდე გამოიკვეთა უცხოურ პირთას აქვს მიბეჭდილი ბოლო გვერდზე, შეგიძლია ნახო. ეს შეცდომები არ ფიგურირებს ჩემს მიერ დასახელებულ საზღვარგარეთის ქვეყნებში, მოკლედ გეტყვი ჯაბა გვიან არ არის შეცდომის დროულად აღიარება ისწავლო, ეს სირცხვილი ნამდვილად არ არის, რაც არუნდა სამი თვე გაგრძელდეს ეს მსჯელობა და ათასი უაზრო არგუმენტით გააჯანჯლო, ხომ იცი რომ მართალი ვარ და ამას ვერ გაექცევი. როგორც ვიცი პედაგოგი ხარ და ფრანგული ენის მასწავლებელიც გეყოლება კოლეგა, რაბლეს უნგრულ სახელად ვერ გადააქცევ რაც არ უნდა მოხდეს, ვერც სანდს, ბოდლერს და დიდროს. საერთოდ ამაზე მსჯელობა სასაცილოდ არ გეჩვენება უბრალოდ ნიჭიერ კაცს? მე კი.--GagaVaa 08:14, 28 აგვისტო 2014 (UTC)
კიდევ ერთ რაიმეზე გაამახვილე ყურადღება და იქნებ გაგინათდეს გონება შენს წიგნის ჩამონათვალში უნგრულში არ არის ალფაბეტური თანმიმდევრობა დაცული ანუ იწყება c, ch, d, e და მერე ისევ c. რამეს გეუბნება? აი ასე:
- c (e, i, y-ს წინ) — ს: Francis — ფრანსის-ი, Marcel — მარსელ-ი.
- ch — შ: Charles — შარლ-ი, Richard — რიშარ-ი.
- ch — კ: Christiane — კრისტიან-ი (და არა: ქრისტიან-ი).
- d — დ (ფრანგული სახელების ბოლოში ჩვეულებრივ არ გამოითქმის): Fernand — ფერნან-ი, Gounod — გუნო, Roland — როლან-ი, Gerard — ჟერარ-ი; მაგრამ: David — დავიდ-ი, Alfred — ალფრედ-ი, Sand — სანდ-ი.
- e — ე (სიტყვის ბოლოში, ზოგჯერ კი სიტყვის შუაშიც არ გამოითქმის, თუ არა აქვს რაიმე დიაკრიტული ნიშანი): Emile — ემილ-ი, Gustave — გიუსტავ-ი, Diderot — დიდრო, Baudelaire — ბოდლერ-ი, Rabelais — რაბლე; მაგრამ: Litré — ლიტრე.
- c (ყველა შემთხვევაში) — ც: Cuca — ცუცა, Vönöck — ვენეცკ-ი.
- cs — ჩ: Gyurkovics — დიურკოვიჩ-ი, Békéscsaba — ბეკეშჩაბა, Lukács — ლუკაჩ-ი.
- eö — ე: Eötvös — ეტვეშ-ი.
... ან შემოტანის პრინციპები ხომ არ მოდის შემთხვევით ერთმანეთთან შეუსაბამობაში:
- c (e, i, y-ს წინ) — ს: Francis — ფრანსის-ი, Marcel — მარსელ-ი.
- c (ყველა შემთხვევაში) — ც: Cuca — ცუცა, Vönöck — ვენეცკ-ი.--GagaVaa 08:26, 28 აგვისტო 2014 (UTC)
- ძალიან ზედმეტის უფლებას აძლევ საკუთარ თავს. მორალიების კითხვას თავი დაანებე და საქმეს რეალურად შეხედე. გეოგრაფიული სახელების ლექსიკონი გადაშალე ბოლო გვერდზე და წაიკითხე რა წერია (ქსე-ს მთავარმა სამეცნიერო რედაქციამ გამოსაცემად მოამზადა: უცხოური პირთა სახელების ლექსიკონი-ო). და შენ ამტკიცებ რომ პირველი გამოცემის დროს შეცდომა არ იყო და მეორეს დროს დაუშვესო? მე პირიქით გეუბნები და შედარებით უახლესი წყაროს მიხედვით ვხელმძღვანელობ. --JABA 1977 08:27, 28 აგვისტო 2014 (UTC)
- ახლა წავშალე რაც დავწერე, ძაან გაბრაზებული ვარ და დღეს არანაირი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ, ჯაბა შენც მოგიწოდებ კიდე ერთხელ გადახედო ჩემს მოყვანილ წყაროებს და იქნებ შეგეცვალოს აზრი, მარიამობას გილოცავთ ყველას.--GagaVaa 08:43, 28 აგვისტო 2014 (UTC)
შეცდომაა გაასწორეთ!
რედაქტირებაპოლონურში არის: z — ზ: Zbignev — ზბიგნიევ-ი უნდა იყოს: z — ზ: Zbigniew — ზბიგნიევ-ი --JABA 1977 13:03, 15 სექტემბერი 2014 (UTC)
ადმინებო, ჯაბას მიერ ზომოთ დაწერილთან ერთად გაასწორეთ შემდეგი შეცდომაც:
- ინგლისურში: th — თ: ... Plymouth — პლიმით-ი, უნდა იყოს Plymouth — პლიმუთ-ი.
- რათა მომავალში მსგავს შემთხვევებზე კამათები თავიდან იქნას აცილებული, სახელმძღვანელოს ბოლოში ჩაამატეთ ეს ტექსტი:
- წყარო თქვენთვის ცნობილია.— G.G. 08:03, 22 სექტემბერი 2014 (UTC)
- გაკეთდა— Mikheil მიწერა 20:04, 23 სექტემბერი 2014 (UTC)
დამატება
რედაქტირებაეს რესურსი, იქვე არსებული pdf ფაილით დავამატოთ [3] --M. განხილვაწვლილი 11:58, 1 ივლისი 2015 (UTC)
- დაემატა. - OTOGI Messages 08:34, 5 ივლისი 2015 (UTC)
თხოვნა
რედაქტირებაგამომრჩა და დაამატეთ ჰ-სტან Hohenzollern.--ცანგალა (გ) 21:15, 4 ივლისი 2015 (UTC)
- დაემატა. - OTOGI Messages 08:22, 5 ივლისი 2015 (UTC)
მალსახმობი
რედაქტირებამალსახმობი გასასწორებელია. გიო ოქრო 14:26, 13 იანვარი 2019 (UTC)
- @Otogi: @MIKHEIL: @David1010:. გიო ოქრო 17:58, 17 იანვარი 2019 (UTC)
- რა აქვს გასასწორებელი? ჩემთან ჩვეულებრივად მუშაობს--დათო1010 15:55, 18 იანვარი 2019 (UTC)
- წყაროს რედაქტირებაში წერია: {{მალხმობა|[[დ:უბგქ]]}}. არ არის საჭირო [[]]-ები. გიო ოქრო 16:17, 18 იანვარი 2019 (UTC)
- რა აქვს გასასწორებელი? ჩემთან ჩვეულებრივად მუშაობს--დათო1010 15:55, 18 იანვარი 2019 (UTC)
- გასწორდა--დათო1010 16:35, 18 იანვარი 2019 (UTC)
პრობლემები
რედაქტირებაამ მთლიან სიას, თუ რაც გინდათ დაარქვით, აქვს რამდენიმე სერიოზული პრობლემა, რომელთაგანაც პირველი არის ის, რომ მოძველებულია და არავინ აღარ ცდილობს მის განახლებას, მეორე და ფუნდამეტური ის, რომ რიგ შემთხვევებში, დამყარებულია სიტყვის ვიზუალურ შესახედაობაზე და არა მის რეალურ პრონონსზე, ან, სავარაუდოდ, დამყარებულია ვიღაცის კერძო მოსაზრებაზე. რამდენიმე მაგალითს მოვიყვან:
გერმანული
რედაქტირებაAachen vs. Abendroth
რედაქტირებაAachen vs. Abendroth გამუქებული ბგერები გერმანულში ზუსტად ერთნაირად გამოითქმის, როგორც გრძელი /a:/, მიუხედავად ამისა, აქ მოცემულია განსხვავებული განმარტება. ქართულს გრძელი ხმოვნები არ გააჩნია, ამიტომ, თუ პირველ შემთხვევაში გრძელ ხმოვანს ორი ა-თი გადმოვცემთ, მაშინ მეორე შემთხვევაშიც ასე უნდა იყოს, თუ არა და ორივე ერთი ხმოვნით გადმოიცეს.
th vs. t
რედაქტირებაგერმანული, ინგლისურისგან განსხვავებით, ამ ბგერებს ერთმანეთისგან არ არჩევს, მიუხედავად ამისა, ეს სია გვთვაზობს განსხვავებულ მიდგომას (თ/ტ).
dt
რედაქტირებაdt გერმანულში გამოიყენება მოკლე ხმოვნების შემდეგ მარცვლის დასახურად. იგივე დანიშნულება აქვს ck-ს, tz-ს და ყველა ორმაგ თანხმოვანს. Schmidt გამოითქმის, როგორც /ʃmɪt/ და არა, როგორც /ʃmɪdt/, ამიტომ მის გამოთქმას, როგორც დტ, არანაირი ფონეტიკური საფუძველი არ აქვს.
/ø/
რედაქტირებაö თურქულში გადმოსცემს იგივე ბგერას, რასაც ö გერმანულში, eu ფრანგულში, ø ან ö დანიურში, ö უნგრულში და ა.შ. ეს ბგერა IPA-ს ტრანსკიპციაში აღინიშნება, როგორც /ø/. რუსული ამ ბგერას გადმოსცემს ё-თი (იო), საიდანაც შემოვიდა ქართულშიც. თუ გერმანული კიოლნი ან უნგრული დიორდ დანაშაულია, რატომ გადმოდის ზუსტად იგივე ბგერა თურქულიდან, როგორც იო?
/w/
რედაქტირებაWilliam Galsworthy, Guarneri, Guasila - ამ სიტყვებში გამუქებული ასოები აღნიშნავს ერთსა და იმავე ბგერას - /w/. რატომ გადმოდის ხან როგორც უ და ხან როგორც ვ? ზოგიერთ შემთხვევაში, ტრადიცია გასაგებია, მაგრამ სხვა შემთხვევაში რა მიზეზია?
Sutherland vs Rutherford
რედაქტირებაth ამ სიტყვებში ერთსა და იმავე ბგერას აღნიშნავს.
ფრანგული u
რედაქტირებაფრანგული u გადმოსცემს იმ ბგერას, რასაც გერმანული ან უნგრული ü. თუ ეს ბგერა არის იუ სიტყვაში Dumas, რატომ არის ის უ სიტყვაში Lully ან Blume?
და ა.შ.
ტრადიცია
რედაქტირებაგაუგებარია, რას უწოდებს ამ სიის ავტორი ტრადიციას, ან, რამდენად ძველად უნდა იყოს დაწყებული სიტყვის გარკვეული ფორმით გამოყენება, რომ ეს ფორმა ტრადიციად ითვლებოდეს და არსებული ე.წ. წესებს აღარ ექვემდებარებოდეს? თუ სწორია დარვინი, რატომ არაა სწორი შონბერგი ან კიოლნი? რის საფუძველზე მიიღო კომისიამ ეს გადაწყვეტილებები?
კომპეტენცია
რედაქტირებარა კომპეტენცია შეიძლება გააჩნდეს ადამიანს საიმისოდ, რომ ამდენი განსხვავებული ენიდან ამდენი განსხვავებული სიტყვის გადმოტანა შეძლოს? უფრო მარტივად რომ ვთქვა, რა ჰქვია ამ პროფესიას? ლინგვისტი? ფონეტიკოსი? ეს საინტერესოა იმით, რომ ამ სიის სანდოობას პირდაპირ უკავშირდება.
გამოსავალი
რედაქტირებაარსებობს საერთაშორისო ფონეტიკური ასოციაცია (IPA), რომელსაც შემუშავებული აქვს ფონეტიკური ანბანი, რომელიც ამ პლანეტაზე არსებული ენების უმეტესობას მიესადაგება. ვიფიქროთ, ხომ არ არსებობს, ან ხომ არ შეიძლება გაკეთდეს - სამთავრობო კომისიის შეკრების, მთების გადადგმის და ატომის გახლეჩის გარეშე - რაიმე სანდო სახით ამ ანბანზე ქართული ბგერების მისადაგება, რაც საბოლოოდ გადაჭრიდა ზემოთ მოყვანილ პრობლემებს. - A.N.R.Y. განხილვაწვლილი 19:16, 13 აპრილი 2019 (UTC)
- ეს დახმარების გვერდი ეყრდნობა ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისიის ნამუშევარს (თურქულის გარდა მგონი), რომელიც შექმნილია პროფესიონალთა მიერ. ვიკიპედია არ არის ორიგინალური კვლევის ადგილი და აქ ვერავინ ვერ შევადგენთ რაიმე სახის ნომენკლატურას სახელმძღვანელოდ. შონბერგსა და კიოლნზე გეტყვი, რომ მოუსმინე „კიოლნს“ და „შონბერგს“, სადაც არც კიოლნი ისმის და არც შონბერგი. გიო ოქრო 20:48, 13 აპრილი 2019 (UTC)
- ასევე არ ისმის არც კელნი და არც შენბერგი. რაც შეეხება პროფესიონალებს, კომპეტენციაზე დავწერე ზემოთ. - A.N.R.Y. განხილვაწვლილი 21:40, 13 აპრილი 2019 (UTC)
- აქ, ვიკიპედიის ფარგლებში რაიმე ორიგინალურ კვლევის შექმნაზე არ მაქვს საუბარი. თუ იდეა აქედან წავა, იქნებ სხვა სახით შეიძლებოდეს მსგავსი რამის გაკეთება, რომელსაც მერე გამოვიყენებთ, ხოლო ის არგუმენტი, რომ მაგ კომისიის წევრები პროფესიონალები იყვნენ (რაშიც არ ვიცი რა იგულისხმება), ამიტომ ყველაფერი, რაც დაწერეს სწორია, ძალიან აბსურდულად მეჩვენება. - A.N.R.Y. განხილვაწვლილი 21:47, 13 აპრილი 2019 (UTC)
- პირდაპირ „ე“ არ ისმის, მაგრამ არც „ო“. ეგ ბგერა ე-სთანაა მიახლოვებული, სხვა ბგერა ქართულში არ გვაქვს. კომპეტენცია კი, როგორც ჩანს აქვთ, მანდ ერთი ადამიანი არ მუშაობს, კოლეგიაა. გიო ოქრო 21:48, 13 აპრილი 2019 (UTC)
- @Anry.kiknavelidze:, რაც დაწერე ეს სიახლე არ არის (IPA—ვგულისხმობ). ბგერითი სისტემის ქართულად ტრანსილიტერაციია მიღებულია სახელმწიფო ენის დეპარტამენტში, როგორც ეს იაპონურ ენასთან მიმართებაში კეთდება (იხ. [4]). მგონი ჯერ დამტკიცებული არ არის. მომხმარებელი:Island იაპონელი ქართველოლოგი იღებს ამაში მონაწილეობას. ყველა ენაზე უნდა იყოს ასე მიღებული. ამიტომ სანამ ახალი არ იქნება ძველს უნდა დავემორჩილოთ. სიახლე, რომ არსებობდეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა განახლებული წესით იმუშავებდა — ეტყობა არ არის. (მაგ. „შ“ — „š“ , ისე „sch“, კ — „ḳ“ ისე „k“, ქ — „k“ ისე „k“ , ღ — „ỿ“ ისე „gh“, ჟ — „ž“ ისე „sh“ და ა. შ. პირველი არის მეცნიერული, ხოლო მეორე პრაქტიკული გერმანულ ენაში). ჩვენ გვჭირდება ქართულ ენაში როგორ შემოვიდა თითოეული ენა. ამიტომ დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში ვეყრდნობით. თუ რამე სიახლეს გაიგებ დაწერე და მადლობელი დაგრჩება ქართული ვიკიპედია. იხ. კელნი და შენბერგი. ბგერების გადმოცემა როგორ არის ქართულ ენაში. ვიკიპედია არ არის ის ადგილი სადაც შეცვლა შეიძლება.-ცანგალა 21:52, 13 აპრილი 2019 (UTC)
- პირდაპირ „ე“ არ ისმის, მაგრამ არც „ო“. ეგ ბგერა ე-სთანაა მიახლოვებული, სხვა ბგერა ქართულში არ გვაქვს. კომპეტენცია კი, როგორც ჩანს აქვთ, მანდ ერთი ადამიანი არ მუშაობს, კოლეგიაა. გიო ოქრო 21:48, 13 აპრილი 2019 (UTC)
- აქ, ვიკიპედიის ფარგლებში რაიმე ორიგინალურ კვლევის შექმნაზე არ მაქვს საუბარი. თუ იდეა აქედან წავა, იქნებ სხვა სახით შეიძლებოდეს მსგავსი რამის გაკეთება, რომელსაც მერე გამოვიყენებთ, ხოლო ის არგუმენტი, რომ მაგ კომისიის წევრები პროფესიონალები იყვნენ (რაშიც არ ვიცი რა იგულისხმება), ამიტომ ყველაფერი, რაც დაწერეს სწორია, ძალიან აბსურდულად მეჩვენება. - A.N.R.Y. განხილვაწვლილი 21:47, 13 აპრილი 2019 (UTC)
- ასევე არ ისმის არც კელნი და არც შენბერგი. რაც შეეხება პროფესიონალებს, კომპეტენციაზე დავწერე ზემოთ. - A.N.R.Y. განხილვაწვლილი 21:40, 13 აპრილი 2019 (UTC)
- სადავო და შესათანხმებელი აქ ის კი არაა, ვიკიპედიაში შეიძლება თუ არა შეცვლა და ახლის გაკეთება, არამედ ის, თუ რამდენად არაადეკვატურია ეს მოცემული სია. თუ შევთანხმდებით, რომ არაა ადეკვატური, რაც ჩემი აზრით, ცხადია, მერე შეიძლება ალტერნატიული გზების ძიება. - A.N.R.Y. განხილვაწვლილი 21:57, 13 აპრილი 2019 (UTC)
- ე.ი. უნდა იყოს კიოლნი? რადგან ამას ქართველები ასე თვლიან? მეცნიერები გვეუბნებიან, რომ გერმანული Ö — ქართულში გადმოდის როგორც ე. მაშინ Röntgen — რენტგენი(იმედია რიონტგენად არ შეიცვლება, გერმანულად ნამდვილად არ ისმის როგორც ე) და Köln — კიოლნი, რადგან ასე გვესმის. სხვათაშორის გერმანულში როდესაც არ არის იმის საშუალება, რომ დაწერო Ö ისინი წერენ oe-ს. მაგ. Köln — Koeln. გეკითხები სად არის იო? იხ. en:Ö. ვერ გავიგე ერთიდაიგივე გერმანული Ö ზოგან ე და ზოგან იო გვექნება? რის საფუძველზე? ამას ვიკიპედიაში ვინ ადგენს? რასაც ენათმეცნიერები გვეუბნებიან ისე უნდა მოვიქცეთ — მე ასე მგონია, შეიძლება ვცდები? მგონი ასევე ხდება მუსიკაშიც თუ სხვანაირად არის? დო მაჟორით ვსწავლობით, ახლა იმედია C-Dur , თუ როგორ არის? სხვათაშორის ქართულ ვიკიპედიაში ამის შესახებ სტატია არ გვაქვს. დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში — ამ სიის შემფასებელი მე არ ვარ, შუქია აფრიდონიძემ უკეთ იცის. --ცანგალა 06:54, 14 აპრილი 2019 (UTC)
- ნუ ჩაიციკლეთ ამ კიოლნზე, მით უმეტეს, ვთქვი ზემოთ რომ მეც ე მგონია რომ უნდა იყოს. სხვა მაგალითებიც ბევრია აქ. მსჯელობის განზოგადების პრობლემა გვაქვს? - A.N.R.Y. განხილვაწვლილი 09:10, 14 აპრილი 2019 (UTC)
- ე.ი. უნდა იყოს კიოლნი? რადგან ამას ქართველები ასე თვლიან? მეცნიერები გვეუბნებიან, რომ გერმანული Ö — ქართულში გადმოდის როგორც ე. მაშინ Röntgen — რენტგენი(იმედია რიონტგენად არ შეიცვლება, გერმანულად ნამდვილად არ ისმის როგორც ე) და Köln — კიოლნი, რადგან ასე გვესმის. სხვათაშორის გერმანულში როდესაც არ არის იმის საშუალება, რომ დაწერო Ö ისინი წერენ oe-ს. მაგ. Köln — Koeln. გეკითხები სად არის იო? იხ. en:Ö. ვერ გავიგე ერთიდაიგივე გერმანული Ö ზოგან ე და ზოგან იო გვექნება? რის საფუძველზე? ამას ვიკიპედიაში ვინ ადგენს? რასაც ენათმეცნიერები გვეუბნებიან ისე უნდა მოვიქცეთ — მე ასე მგონია, შეიძლება ვცდები? მგონი ასევე ხდება მუსიკაშიც თუ სხვანაირად არის? დო მაჟორით ვსწავლობით, ახლა იმედია C-Dur , თუ როგორ არის? სხვათაშორის ქართულ ვიკიპედიაში ამის შესახებ სტატია არ გვაქვს. დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში — ამ სიის შემფასებელი მე არ ვარ, შუქია აფრიდონიძემ უკეთ იცის. --ცანგალა 06:54, 14 აპრილი 2019 (UTC)
ბლოკი
რედაქტირებაამ გვერდს დაცვა რომ დავუწიოთ? :D ჩინურის ჩამატება მინდა. --Melberg მიწერა 17:58, 22 თებერვალი 2020 (UTC)
- @David1010:--Melberg მიწერა 18:26, 22 თებერვალი 2020 (UTC)
- მხოლოდ დროებით. ისე ჩინურის წყარო იმედია გაქვს. :D --ცანგალა 18:32, 22 თებერვალი 2020 (UTC)
- დროებით კი არა, სულ არ სჭირდება ამ გვერდს ადმინისტრაციულიდაცვა - რა ვანდალიზმი ხორციელდება, ვითომ? კი, შენც იცი კარგად წყარო :)--Melberg მიწერა 06:35, 23 თებერვალი 2020 (UTC)
- მხოლოდ დროებით. ისე ჩინურის წყარო იმედია გაქვს. :D --ცანგალა 18:32, 22 თებერვალი 2020 (UTC)
- @Melberg: დავწიე, შეგიძლია ჩაამატო--დათო1010 09:09, 23 თებერვალი 2020 (UTC)
განახლება
რედაქტირებაენის დეპარტამენტის ვებგვერდზე დამატებულია სპარსულიც და იაპონურიც. კარგი იქნება მათი გადმოტანაც ჩინურის მსგავსად. --Wiki - ჯაბა 07:26, 20 მარტი 2020 (UTC)
- ჩვენ (მომხმარებელი:Melberg, User:Mehman97, User:David1010 და მე ) რომ ვიყავით სახელმწიფო ენის დეპარტამენტში დამტკიცებული არ იყო. როდის დაამტკიცეს? ჩინურ ენის ბმულს წყაროც კი არ აქვს.--ცანგალა 08:52, 20 მარტი 2020 (UTC)
ძალიან მარტივად შეიძლება მაგის ნახვა მითითებულ გვერდზე. --Wiki - ჯაბა 09:28, 20 მარტი 2020 (UTC)
- რომელ თარიღს გულისხმობ? ჩვენი შეხვედრა იყო 2019 წლის 11 ოქტომბერს 13 საათზე. ამ დროისთვის ჯერ კიდევ არ იყო მიღებული. ელოდებოდნენ მთავრობის სხდომას (საქართველოს მთავრობის სხდომები). სამწუხაროდ სხდომის ჩანაწერს ვერ ვპოულობ მითითებულ ბმულზე (ჩინური, სპარსული, იაპონური). -ცანგალა 15:09, 20 მარტი 2020 (UTC)
შემოკლება
რედაქტირებახომ არ ჯობია, რომ უკრაინული ცალკე გვერდზე გავიტანოთ? იგივე ეხება მომავალში დამატებულ ენებსაც, რადგან ენის დეპარტამენტის წესები საკმაოდ დიდია თითოეულ ენაზე. გიო ოქრო 16:02, 25 ოქტომბერი 2023 (UTC)