გეორგიოს პაპადოპულოსი

გეორგიოს პაპადოპულოსი (ბერძ. Γεώργιος Παπαδόπουλος; დ. 5 მაისი, 1919 — გ. 27 ივნისი, 1999) — შავი პოლკოვნიკების ხუნტის ლიდერი საბერძნეთში. პოლკოვნიკების რეჟიმი ქვეყანას მართავდა 1967–1974 წლებში.

გეორგიოს პაპადოპულოსი
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 დეკემბერი, 1967 – 8 ოქტომბერი, 1973
წინამორბედიკონსტანტინოს კოლიასი
მემკვიდრესპიროს მარკეზინისი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
19 აგვისტო, 1973 – 25 ნოემბერი, 1973
წინამორბედითანამდებობა აღდგა
მემკვიდრეფედონ გიზიკისი

დაბადებული5 მაისი, 1919
ელეოქორი, აქაია
გარდაცვლილი27 ივნისი, 1999 (80 წლის)
ათენი, საბერძნეთი
პოლიტიკური პარტიაუპარტიო
მამახრისტოს პაპადოპულოსი
დედახრისულა პაპადოპულოსი
პროფესიასამხედრო

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა პელოპონესის ნახევარკუნძულზე, აქაიაში მდებარე სოფელ ელეოქორიში, მასწავლებლის ოჯახში. მამა ხრისტოს პაპადოპულოსი, დედა — ხრისულა პაპადოპულუ. ჰყავდა ორი პატარა ძმა კონსტანტინე და ხარლამპი.

1967 წლის 21 აპრილს მონაწილეობა მიიღო სამხედრო გადატრიალებაში, რომლის შედეგადაც საბერძნეთში სამხედრო დიქტატურა დამყარდა. ამავე წლის დეკემბრიდან თავდაცვის მინისტრია. 1973 წელს მონარქია გაუქმდა და აღდგა რესპუბლიკური მმართველობა. გეორგიოს პაპადოპულოსი ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. ამავე წლის 25 ნოემბერს ათენში სტუდენტური გამოსვლების შემდეგ იგი დაამხო დიმიტრიოს იოანიდისმა.

1974 წელს, ხუნტის დამხობის შემდეგ გაასამართლეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, რომელიც კონსტანტინოს კარამანლისმა სამუდამო პატიმრობით შეუცვალა. სასჯელს იხდიდა ათენის ციხე „კორიდალოში“. გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით ქრონიკული ავადმყოფობის შემდეგ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Giannis Katris, The Birth of Neo-fascism in Greece, 1971
  • Thomas Bodenheimer, Robert Gould, Rollback!: right-wing power in US foreign policy, 1989