კირილ ფლორენსკი
კირილ ფლორენსკი (რუს. Кирилл Павлович Флоренский; დ. 27 დეკემბერი 1915, სერგიევ-პოსადი — გ. 9 აპრილი 1982, მოსკოვი) — რუსი გეოლოგი დ ასტრონომი. შედარებითი პლანეტოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. რუსი მეცნიერისა და პოეტის პავლე ფლორენსკის შვილი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1932 წელს ჩააბარა მოსკოვის გეოლოგიურ-საძიებო ინსტიტუტში, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ბიოგეოქიმიურ ლაბორატორიაში, რომლის ხელმძღვანელი იყო ცნობილი გეოქიმიკოსი ვლადიმერ ვერნადსკი. მუშაობდა გეოქიმიის აირების საკითხებზე. 1942 წელს ნებაყოფლობით ფრონტში ჩაირიცხა, სადაც დარჩა 1945 წლამდე. 1958 წელს დაიცვა დისერტაცია გეოქიმიის ბუნებრივი აირების შესახებ. 1950-იან წლებში დაინტერესდა ტუნგუსკის მეტეორიტის საკითხებით. 1958 წელს მოაწყო ექსპედიცია, სადაც მიმდინარეობდა ტუნგუსკის მეტეორიტის ვარდნის ადგილმდებარეობის გარკვევა. კვლევის შედეგად 1959 წელს წამოწია ჰიპოთეზა. 1961 წელს კირილ ფლორენსკი დაინიშნა ტუნგუსკის მეტეორიტის კომპლექსური ექსპედიციის ხელმძღვანელად. კირილ ფლორენსკის სახელობისაა მთვარის ერთ-ერთი კრატერი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კირილ ფლორენსკი
- In Memorium[მკვდარი ბმული] from the Earth, Moon, and Planets journal.