მომხმარებლის განხილვა:Otogi/არქივი 39

ბოლო კომენტარი: 3 თვის წინ დატოვა მომხმარებელმა Surprizi თემაში მიხეილ ერისთავი
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

ქვაბების მთა

გამარჯობათ! რამდენიმე შეკითხვა მაქვს თქვენთან კახეთის მხარის დედოფლისწყაროს (საგარეჯოს) მუნიციპალიტეტში არსებულ დაბალი ანტიკლინური სერის — ქვაბების მთის შესახებ:

  • 1) თქვენ გიწერიათ, რომ ეს სერი მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, კოორდინატები კი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს უჩვენებს (ალბათ ეს მექანიკური შეცდომაა).
  • 2) როგორც მე ვიცი ამ სერზე (სერის შესახებ ჩემთვის არაფერია ცნობილი, მაგრამ ეს არაა პრობლემა) მდებარეობს ორი მთა. 1) დიდი ქვაბების მთა (სიმაღლე 848 მ) და 2) პატარა ქვაბების მთა (სიმაღლე 581 მ). თქვენი კოორდინატები კი ზის დიდი ქვაბების მთაზე, მაგრამ უმაღლესი წერტილი ნაჩვენებია პატარა ქვაბების მთების (581 მ).
  • 3) პატარა ქვაბების მთა მდებარეობს დიდი ქვაბების მთიდან დასავლეთით, 9 კმ მანძილზე, რომლის კოორდინატებია: 41°24′45.2″N 45°53′32.7″E, ხოლო დიდი მთების კოორდინატები მცირედით დასაკორექტირებელია.
  • 4) ყველაზე მთავარი (ჩემი აზრით): ეს სერი შეიძლება მართლაც მდებარეობდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (ჩემთვის ეს სულაც არ არის საკვირველი) და მაშინ კოორდინატები იქნება შესასწორებელი და დიდი ქვაბებისა და პატარა ქვაბების მთები აქ არაფერს შუაშია.
  • 5) სამწუხაროდ ეს აზრები თავში მომივიდა მას შემდეგ, რაც მე ეს სტატია დავაკორეკტირე (ალბათ სიბერის ბრალია) და თუ საჭირო იქნება მას შეძლების მიხედვით დაუყოვნებლივ წავშლი.

P.S. ეხლა მივაგენი ქვაბების მთების ზუსტ მდებარეობას. იგი მდებარეობს სიღნაღის მუნიციპალიტეტში (ზოგ რუკაზე მოხსენიებულია, როგორც ქვაბებისი) და იგი მდებარეობს პატარა ქვაბების მთებიდან აღმოსავლეთით 12 კმ-ში, რომლის სიმაღლეა 581 მ და კოორდინატებია 41°27′28.5″N 45°42′43.4″E.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 11:52, 16 მარტი 2024 (UTC)პასუხი

@GiorgiXIII: თბილი მისალმებანი! ნათქვამია არ ცოდნა — არცოდვაა-ო. ახლა საქმეს რაც შეეხება; თქვენ ერთმანეთში ურევთ სიჩხიმის სერის დასავლეთ შტოქედსა (მთა ქვაბები, 589 მ) და საკუთრივ სიჩხიმის სერის პატარა ქვაბების მთას (662 მ). კოორდინატები უნდა გადიოდეს 589 მ სიმაღლის წერტილზე და ეს იქნება ქვაბების მთის სერის ზუსტი მდებარეობა. ძალიან გთხოვთ, ასე ზეპირად ნუ შეიტანთ ინფორმაციას სტატიებში, აუცილებლად დარჩება შეცდომები. დახურული ინფორმაციის გამო, ქვაბებზე, წისქვილზე თუ სხვა ერთეულებზე ხმამაღლა ლაპარაკი ახლაც არ არის მიზანშეწონილი. რაც წერია საკმარისია. თუ რაიმეს ვერ გაიგებთ გამაგებინეთ. წყაროს გარეშე ასე ნუ შეგაქვთ ინფორმაცია. არ შეიძლება. - OTOGI Messages 20:33, 27 მარტი 2024 (UTC)პასუხი

საბადურის ქედი

გამარჯობათ! ბოდიშით კიდევ ერთი შეწუხებისათვის. საბადურის ქედის გვერდზე მეტად მცირე ინფორმაცია არსებობს. იქ მინიშნებულია მხოლოდ ორი მთა: საბადურის და ზაქარიასთავი. არ წერია სად იწყება და სად მთავრდება ეს ქედი, ხოლო იალნოს ქედის გვერდზე უფრო მეტი ინფორმაციაა. ჩემი აზრით ეს ორი განედური ქედი მდებარეობს ერთმანეთის პარალელურად და მათ შუა ჩამოედინება მდინარე თეზამი. ჩემი აზრით საბადურის ქედი უნდა იწყებოდეს (დასავლეთის მხარეს ვგულისხმობ) მთა ზაქარიასთავიდან და აღმოსავლეთით მას მოსდევს მთა საბადური, შემდეგ შტაბისმთა, შემდეგ ქუჩნა (ზოგიერთ რუკაზე კუჭაგორა) და უნდა დამთავრდეს მდინარე თეზამის სათავესთან. იალნოს ქედის შესახებ ჩემთვი ყველაფერი გასაგების ერთი რამის გარდა. საქმე ეხება მთა იკვლივს. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვა, როგორ შედის ეს მთა იალნოს ქედის შემადგენლობაში ვერანაირად ვერ გავიგე (ჩემი აზრით არც საბადურის ქედის შემადგენლობაში არ უნდა შევიდეს). ჩვენ გვაქვს გვერდი მიტოვებული სოფლის ბოტკოს შესახებ, სადაც გვიწერია, რომ იგი მდებარეობს საბადურის ქედის ფერდზე. ჩემთვის გაუგებარია რა უნდა ნასოფლარ ბოტკოსთან საბადურის ქედს, როცა იგი მდებარეობს იკვლივის მთიდან 4 კმ-ით აღმოსავლეთით, კახეთის მხარის საგარეჯოს მუნიციპალიტეტში? და მეორე. თუ იკვლივის მთა ეკუთვნის იალნოს ქედს, მაშინ ნასოფლარი ბოტკოც ხომ იალნოს ქედს უნდა ეკუთვნოდეს და არა საბადურის ქედს.დიდი მადლობა და დიდი ბოდიში.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 12:15, 24 მარტი 2024 (UTC)პასუხი

@GiorgiXIII: მოგესალმებით! საბადურის ქედი მთავრდება მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე, მდინარე თეზამის სათავეებთან არა, არამედ მისგან უფრო შორს აღმოსავლეთისაკენ. მთა იკვლივი საბადურის ქედის აღმოსავლეთ ნაწილშია, და საკუთრივ ქედი სწორედ რომ ბოტკოსთან მთავრდება. ქედი იწყება დაახლოებით ზაქარიასთავთან. ოროგრაფიულად ცალსახად ასეა. შეცდომებს რაც შეეხება, სამწუხაროდ, ახალ ქართულ სახელმძღვანელოებსა თუ ენციკლოპედიებში სავსეა შეცდომები. ამ ნაწილში მეტი არაფერია სათქმელი. პირიქით, რისი მადლობა... - OTOGI Messages 20:17, 27 მარტი 2024 (UTC)პასუხი

ღამე მშვიდობისათ! დიდი მადლობა პასუხისათვის. ესე იგი როგორც მე გავიგე ნასოფლარი ბოტკო და რაც მე ამ მომენტში განსაკუთრებით მაინტერესებს – მთა იკვლივი მდებარეობენ საბადურის ქედის მიდამოებში, მაშინ რატომ გვიწერია იკვლივის მთის ტექსტში, რომ იგი მდებარეობს იალნოს ქედის მიდამოებში. გამოდის, რომ მექანიკურ შეცდომასთან გვქონია საქმე.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 20:38, 27 მარტი 2024 (UTC)პასუხი
არა თუ მიდამოებში, არამედ საბადურის ქედზე... იკვლივი და ბოტკოც. - OTOGI Messages 20:43, 27 მარტი 2024 (UTC)პასუხი
როგორც მე გავიგე იკვლივის მთის გვერდი შესასწორებელია და იქ მისი მდებარეობა უნდა ჩაიწეროს, რომ იგი მდებარეობს საბადურის ქედზე და არა იალნოს ქედზე. თუ ეს ასეა მაშინ ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან – მე შევასწორო თუ თქვენ?GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 21:12, 27 მარტი 2024 (UTC)პასუხი
თქვენ, შეასწორეთ... - OTOGI Messages 21:27, 27 მარტი 2024 (UTC)პასუხი
შესწორდა იკვლივის მთა და საბადურის ქედს კატეგორიაში დაემატა კახეთის მხარის ქედები.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 16:46, 28 მარტი 2024 (UTC)პასუხი
@GiorgiXIII: მშვენიერია, ძალიან სასარგებლო საქმეს აკეთებთ. - OTOGI Messages 19:38, 28 მარტი 2024 (UTC)პასუხი
დიდი მადლობა, მაგრამ სასარგებლო საქმეს სხვებიც აკეთებენ და მათ შორის ბევრი ჩემზე უფრო მეტს. მათ შორის თქვენც. ეს პირფერობა არ არის, რეალობაა. მაგრამ მე ეს გინდ დაიჯერეთ გინდ არა სრულიად არ მშურს, პირიქით მიხარია. გავიხსენოთ სამშაბათის ფეხბურთის მატჩი, ყველა ცდილობდა უკეთესი გაეკეთებინა და შედეგი რაც მივიღეთ ყველამ ვიცით. მე თქვენც და მთელ საქართველოს ვულოცავ ამ დიდი ხნის ნანატრ გამარჯვებას! ასეა ჩვენთან ვიკიპედიაშიც. ყველამ შესაძლებლობის მიხედვით უნდა ვაკეთოთ საქმე ყოველგვარი ერთმანეთთან უსარგებლო ჩხუბის გარეშე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ვიკიპედია უფრო მეტად განვითარდება.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 19:57, 28 მარტი 2024 (UTC)პასუხი

ქართულ ვიკიპედიაში რა ხანია სიმშვიდეა... მეც გილოცავთ და აბა წარმატებები. - OTOGI Messages 20:15, 28 მარტი 2024 (UTC)პასუხი

კოლბოხი

გამარჯობა. ადრე გვქონდა საუბარი кочкарный-ს ქართულ თარგმანზე. მაშინ დაწერე იაკოლბოხიანი (ტუნდრაშიც ეს წერია). საბჭოთა ენციკლოპედიაში შემხვდა „კოლბოხოვანი“ ამავე მნიშვნელობით. ეს სიტყვა მრავლად იძებნება ინტერნეტშიც. იაკოლბოხიანი ვერსად ვნახე და მაინტერესებს რა ხდება, რომელია უფრო სწორი. გიო ოქრო 14:45, 6 აპრილი 2024 (UTC)პასუხი

გამარჯობა! არანაირი პრობლემა არ არის. ლიტერატურაში რომელიც უფრო ხშირად გვხვდება ის ჩაიწეროს. - OTOGI Messages 14:51, 6 აპრილი 2024 (UTC)პასუხი
კარგი, მაშინ შევცვლი. და ესეც ნახე განხილვა:ბიუტი. მადლობა. გიო ოქრო 15:03, 6 აპრილი 2024 (UTC)პასუხი
კეთილი, განხილვას რაც შეეხება, იმავე ლიტერატურაში არის თუ არა სტატია შთენილზე ? თუ არა ნახე მოწმე. მე არ მაქვს წვდომა და დრო ამ წუთას არანაირ ლიტერატურაზე. ერთი და იგივეობის პრინციპზე საუბარი რთულია კონტექსტიდან გამომდინარე ამ ორი ტერმინის ანალოგიასთან შედარებით. - OTOGI Messages 15:22, 6 აპრილი 2024 (UTC)პასუხი
„შთენილი“ არ არის. „მოწმე“ არ ვიცი, მე-7 ტომი აქ არ მაქვს, მოგვიანებით ვნახავ. ეს ქე-ს სტატიაა და ორივე ტერმინია მოცემული შესავალში. იქნებ დაგვეხმაროს იდენტიფიცირებაში? გიო ოქრო 15:50, 6 აპრილი 2024 (UTC)პასუხი
შთენილი არის მოწმის ანუ ამ შემთხვევაშიც შთენილის ერთ-ერთი სახე, მაგრამ ძირითადი სათაური შთენილი უნდა იყოს. - OTOGI Messages 18:33, 7 აპრილი 2024 (UTC)პასუხი
ოკ, იქნებ ჩაასწორო მერე როცა მოიცლი. გიო ოქრო 18:44, 7 აპრილი 2024 (UTC)პასუხი
კარგი, და შემატყობინეს, რომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საიტზეა ქსე ელექტრონული ვერსიები. - OTOGI Messages 18:46, 7 აპრილი 2024 (UTC)პასუხი

აჭაფარა

ღამე მშვიდობისათ! აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აჭაფარის ორი მყინვარია: 1) აჭაფარა მდებარეობს იქ სადაც სტატიაში კოორდინატებია ნაჩვენები, მარამ იქ მდინარე ყლიჩის აუზის ნაცვლად მდინარე საკენის აუზია. 2) აჭაფარა მდებარეობს მდინარე ყლიჩის აუზში, რომლის კოორდინატებია 43° 11' 38"N, 41° 48' 37"E, თანაც სიმაღლეც უფრო ემთხვევა ტექსტში მოყვანილ სიმაღლეს (3210 მ). მე მგონი შესაცვლელია კოორდინატები. უფრო საინტერესო თქვენი აზრია.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 23:22, 18 აპრილი 2024 (UTC)პასუხი

@GiorgiXIII: მოგესალმებით! ასეთ სიტუაციაში მხოლოდ კონკრეტული წყაროებით უნდა ვისარგებლოთ. ჩვენ ხელთ არსებული წყაროს თანახმად, გვაქვს ერთი აჭაფარა. - OTOGI Messages 22:41, 13 მაისი 2024 (UTC)პასუხი

დიდი ბოდიში, მე ვერ ავხსენი გასაგებად და შევეცდები თავიდან ავხსნა. ამ საქმის თავი და ბოლო მხოლოდ კოორდინატებია. აჭაფარაში კოორდინატებს თუ დავუწკაპუნებთ ავღმოვჩნდებით ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში და არა გულრიფშისაში, როგორც ეს სტატიაში წერია, ხოლო თუ კოორდინატებს შევცვლით მაშინ ვიქნებით გულრიფშის მუნიციპალიტეტში და რაც კიდევ უფრო მთავარია დაემთხვევა სტატიაში დაწერილი დანარჩენი არსი. ანუ მისი მდებარეობა მართლაც იქნება მდინარე ყლიჩის აუზი და თითქმის დაემთხვევა სიმაღლეც. ჩემი აზრით აქ საქმე მხოლოდ კოორდინატების შეცვლაზეა. აჭაფარას უნდა დავუწეროთ კოორდინატები 43° 11' 38"N, 41° 48' 37"E, ხოლო როდესაც აჭაფარაზე სტატია შეიქმნება მას უნდა დავუწეროთ დღეისათვის აჭაფარაში ნაჩვენები კოორდინატები. აი მაშინ კი ყველაფერი გასწორდება. ეს ჩემი აზრია და მე მგონი მართალი ვარ, ოღონდ არაფერს არ ვამტკიცებ, უბრალოდ აზრს გამოვთქვამ.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 16:24, 14 მაისი 2024 (UTC)პასუხი
@GiorgiXIII: ჩასწორდა გეოგრაფიული კოორდინატები. - OTOGI Messages 19:07, 15 მაისი 2024 (UTC)პასუხი
დიდი მადლობა, რომ ყველაფერი ასე კარგად გამიგეთ.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 19:18, 15 მაისი 2024 (UTC)პასუხი

პირჩიტა

გამარჯობათ! მყინვარ პირჩიტას ზოგიერთ რუკაზე აწერია მყინვარი ჩრდილოეთი ამუგო. შეიძლება, რომ მყინვარი პიჩიტას ტექსტი ასე დავიწყოთ: „პირჩიტა, ჩრდილოეთი ამუგო — კარულ-ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში...“?GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 13:57, 27 აპრილი 2024 (UTC)პასუხი

@GiorgiXIII: მოგესალმებით! უფრო მეტად წონადი წყარო იქნება საჭირო. - OTOGI Messages 22:38, 13 მაისი 2024 (UTC)პასუხი

ჯიმარის მყინვარი

ღამე მშვიდობისათ! აქ მე ვერ გავერკვიე. ტესტში წერია, რომ იგი მდებარეობს საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. იქვე ასევე წერია, რომ იგი მდებარეობს ხოხის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. გამოდის, რომ იგი მდებარეობს არა საქართველოს, არამედ რუსეთის ტერიტორიაზე, რადგან ხოხის ქედი საქართველო-რუსეთის საზღვარზეა და მისი ჩრდილოეთი მხარე რუსეთს ეკუთვნის, ხოლო სამხრეთი საქართველოს. თანაც ვერც ერთ რუკაზე მე ჯიმარის მყინვარი ვერ ვნახე. ტექსტში ასევე წერია, რომ მყინვარიდან გამოედინება მდინარე გიზელდონის მარჯვენა შენაკადი — გენალდონი, რომლებიც სათავიდან დაწყებული შესართავამდე მთლიანად რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან (ჩრდილოეთი ოსეთი). რუკაზე კოორდინატებს რომ დავუწკაპუნებ წერტილი მდებარეობს რუსეთის ტერიტორიაზე, საზღვრიდან 300-400 მეტრის დაშორებით. გთხოვთ გამარკვიოთ რაშია საქმე?GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 18:07, 27 აპრილი 2024 (UTC)პასუხი

@GiorgiXIII: მოგესალმებით! ინფორმაცია საჭიროებს განახლებას, ვინაიდან ამ რაიონში ბევრი რამე შეიცვალა მყინვარების მდგომარეობის თვალსაზრისით. - OTOGI Messages 23:00, 13 მაისი 2024 (UTC)პასუხი

დოლრა

გამარჯობათ! ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან. როდესაც მოიცლით იქნებ მყინვარის თარგში ვიკისაწყობი ჩასვათ. მე კი ვიწვალე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. „დოლრა“-ს ინფოდაფაში კი ჩავსვი, მაგრამ არ იხსნება. წინასწარ დიდი მადლობა და დიდი ბოდიში.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 17:25, 29 აპრილი 2024 (UTC)პასუხი

@GiorgiXIII: მოგესალმებით! კი, აუცილებლად. - OTOGI Messages 23:01, 13 მაისი 2024 (UTC)პასუხი

დიდი მადლობა!GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 15:39, 14 მაისი 2024 (UTC)პასუხი

ლახვრის მყინვარი

გამარჯობათ! მყინვარ ლახვრას ზოგიერთ რუკაზე აწერია მყინვარი ლაკრა. შეიძლება, რომ მყინვარი ლახვრის ტექსტი ასე დავიწყოთ: „ლახვრის მყინვარი, ლაკრის მყინვარი — ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში...“?GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 18:17, 29 აპრილი 2024 (UTC)პასუხი

@GiorgiXIII: მოგესალმებით! კი, შესაძლებელია!. - OTOGI Messages 22:26, 13 მაისი 2024 (UTC)პასუხი

შეიძლება, რომ ჩავწერო?GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 15:38, 14 მაისი 2024 (UTC)პასუხი
@GiorgiXIII: რა თქმა უნდა!. - OTOGI Messages 18:52, 15 მაისი 2024 (UTC)პასუხი
დიდი მადლობა.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 19:10, 15 მაისი 2024 (UTC)პასუხი

ორი უღელტეხილი აფხაზეთში

უღელტეხილებს ცაგერკერს და მაგანას აქვთ ერთი და იგივე კოორდინატები. თანაც ამ ერთი და იგივე კოორდინატს ზოგ რუკაზე აწერია ცაგერკერი, ხოლო ზოგზე მაგანა. მე ვერ გავიგე ესენი ერთი უღელტეხილია სხვადასხვა სახელწოდებით თუ რუკებზე და კოორდინატებშია შეცდომა. იქნება თქვენ გამარკვიოთ? წინასწარ დიდი მადლობა.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 19:40, 10 მაისი 2024 (UTC)პასუხი

@GiorgiXIII: მოგესალმებით! კი ბატონო, მაგანისა და ცაგერკერის გადასასვლელები ერთი და იგივეა. - OTOGI Messages 22:24, 13 მაისი 2024 (UTC)პასუხი

გამარჯობათ! ძალიან მესიამოვნა რომ გამოჩდით, მართლა გამეხარდა. პირველ რიგში დიდ მადლობას გიხდით, თუმცა ჯერ პირველ წერილს ვკითხულობ (თუმცა ამას მნიშვნელობა არა აქვს). თქვენი პასუხით უფრო გაურკვევლობაში ჩავვარდი. თუ კი ეს ორი გადასასვლელი ერთი და იგივეა, მაშინ რად გვინდა ცალ-ცალკე ორი სტატია, მათი გაერთიანება არ სჯობდა და დაგვერქმია ორი სახელი. უფრო ზუსტად ერთი სახელი და მეორე მისი მომდევნო. მაგალითად ასე - ცაგერკერი, მაგანა. ან პირიქით - მაგანა, ცაგერკერი? (ჩემი აზრით ამას თქვენ უფრო კარგად გადაწყვიტავთ).GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 15:32, 14 მაისი 2024 (UTC)პასუხი

@GiorgiXIII: კი, ნამდვილად, უნდა გაერთიანდეს. - OTOGI Messages 18:50, 15 მაისი 2024 (UTC)პასუხი

საძელისღელე

გამარჯობათ! აქ მე მგონი სიმაღლეში ან მექანიკური შეცდომაა ან წყაროა არაზუსტი. ტოპოგრაფიულ რუკაზეც შევამოწმე და იქ სიმაღლე დაახლოებით 3000 მეტრია. სხვა რუკებზე აწერია 3056 მეტრი.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 17:29, 15 მაისი 2024 (UTC)პასუხი

@GiorgiXIII: კი, შესასწორებელია. უბრალოდ საქართველოს ზოგიერთი მთის, უღელტეხილის თუ სხვა გეოგრაფიული ობიექტის სიმაღლეები ძველი კვლევების ბაზაზეა ჩაწერილი. ანუ მე იმის თქმა მსურს, რომ ეს არ არის კლასიკური გაგებით შეცდომა, ძალიან ბევრი რამ ვიცი იმის შესახებ, თუ რა ურთულეს პირობებში უწევდათ მუშაობა ძველი თაობის გეოგრაფებს გეოგრაფიული ობიექტების შესასწავლად. თქვენ კი მადლობა ინფორმაციისათვის. ახლა კი ნამდვილად, განვაახლოთ ინფორმაცია. - OTOGI Messages 19:28, 15 მაისი 2024 (UTC)პასუხი
დიდი მადლობა.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 16:06, 17 მაისი 2024 (UTC)პასუხი

ჯვარიანტონი

საღამო მშვიდობისათ! თქვენ 2020 წლის იანვარში ინფოდაფაში ჩაწერილი გაქვთ ამ უღელტეხილის კოორდინატები. ძალიან გთხოვთ თუ გაიხსენებთ მითხარით წყარო ან რაიმე საფუძველი ამ კოორდინატების ჩაწერისა (4 წელზე ცოტა მეტი დრო გავიდა და მესმის გახსენება რთულია). არ გეგონოთ, რომ თქვენ გამოწმებთ. არა და ძალიან არა. საქმე ის არის, რომ ტექსტში წერია, რომ ის მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტში და მცხეთა-მთიანეთის მხარეში??? დამეთანხმებით, რომ ეს შეუსაბამოა. ჩემი აზრით შესაძლებელია არსებობდეს 3 ვარიანტი. 1) უღელტეხილი მთლიანად მდებარეობდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტში და შესაბამისად ქვემო ქართლის მხარეში. 2) მდებარეობდეს გარდაბნისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე და შესაბამისად მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის მხარეების ადმინისტრაციულ საზღვარზე. 3) უღელტეხილი მთლიანად მდებარეობდეს მცხეთის მუნიციპალიტეტში და შესაბამისად მცხეთა-მთიანეთის მხარეში. მე სხვადასხვა რუკებზე ვეძებე ამ დასახელების უღელტეხილი აღნიშნულ კოორდინატზე და მის სიახლოვეს, მაგრამ ვერ აღმოვაჩინე. ტოპოგრაფიულ რუკაზე ზუსტად ამ კოორდინატის წერტილზე უღელტეხილი არ ჩანს, მაგრამ მასთან ახლოს კოორდინატისგან დაახლოებით 1 კმ-ის მანძილზე სამხრეთით არსებობს უღელტეხილი, რომლის სიმაღლე არა 1550 მეტრი, არამედ 1750 მეტრია. ამავე რუკაზე ჩანს გზა (ოღონდ ვერ გავარკვიე ასფალტირებული თუ გრუნტიანი), რომელიც ლამის მდინარე გორანის სათავიდან დაწყებული მთა ნაკოხარის ჩათვლით (და ამ მთიდან კიდევ 1,5 კმ დასავლეთით) გადის იალნოს ქედის წვერზე და ეს 1750 მეტრიანი სიმაღლის უღელტეხილიც ამ გზაზე და ქედის წვერზე იმყოფება. ქედის წვერი კი გარდაბნისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვარია. თუ დავუშვათ ამ ახალ კოორდინატს (N 41.84989 E 45.03163) რეალობად მივიღებთ, მაშინ ტექსტში დაწერილი სხვა მონაცემები ერთმანეთს შეესაბამება, გარდა სიმაღლისა, ხოლო თუ თქვენ გაიხსენებთ კოორდინატის წყაროს, მაშინ ჩემი აზრით სიტუაცია შეიძლება 100 %-ით არა, მაგრამ ბევრად გასაგები იქნება. ეს არის ჩემი თხოვნის მიზეზი და არა თქვენი შემოწმება, მოკლედ საქმე მხოლოდ კოორდინატებში და სიმაღლეშია.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 16:59, 17 მაისი 2024 (UTC)პასუხი

დაზუსტდა კოორდინატები. - OTOGI Messages 13:07, 24 მაისი 2024 (UTC)პასუხი
P. S. თქვენ როგორ ფიქრობთ, თქვენ იცით გარდაბნის მუნიციპალიტეტი სად შედის და მე არა ?, ხომ უნდა მიხვდეთ, რომ მექანიკურ შეცდომას ჰქონდა ადგილი. ახლა ჩავასწორე ყველაფერი. - OTOGI Messages 13:13, 24 მაისი 2024 (UTC)პასუხი
ღამე მშვიდობისათ! მივხვდი აბა არ მივხვდი, მაგრამ მე ეგ არც მიგულისხმია და ამიტომაც მაგის თაობაზე არაფერი დამიწერია 17 მაისს დაწერილ ტექსტში. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მდებარეობა რომ იცით (და ბევრი სხვა რამეც) ამაზე საუბარი სასაცილოა და სალაპარაკოდაც არ ღირს. მექანიკური შეცდომა ყველას მოსდის და თქვენც რომ მოგივიდოდათ ათასში ერთხელ ამაში გასაკვირი არაფერია, ხოლო კოორდინატების დაზუსტებისათვის დიდი მადლობა. ერთი შეკითხვა მაქვს - ეს უღელტეხილი მარტო მცხეთის მუნიციპალიტეტში იმყოფება თუ მცხეთისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე? პირადად მე უფრო მეორე ვარიანტი მგონია.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 19:12, 25 მაისი 2024 (UTC)პასუხი
ანუ, არსებული კოორდინატებით ჯვარიანტონი მცხეთის მუნიციპალიტეტშია, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საზღვართან. -OTOGI Messages 14:57, 26 მაისი 2024 (UTC)პასუხი
საღამო მშვიდობისათ! მართალი ხართ, არსებული კოორდინატებით ჯვარიანტონი მცხეთისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზეა.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 15:40, 26 მაისი 2024 (UTC)პასუხი
@GiorgiXIII: საზღვართანაა და არა საზღვარზე. - OTOGI Messages 17:13, 26 მაისი 2024 (UTC)პასუხი
ზოგიერთ რუკებზე მცხეთის მუნიციპალიტეტშია 150-250 მ-ით საზღვრიდან მოცილებული, მხოლოდ ერთ რუკაზეა ზედ საზღვრის ხაზზე. პირადად მე მგონია, რომ მუნიციპალიტეტების საზღვრები გავლებულია ქედების წყალგამყოფზე და მათზე მდებარე მყინვარებზე, მთებზე და უღელტეხილებზე. მტკიცების ფორმით არ ვამბობ, მაგრამ მგონია, რომ ადმინისტრაციული საზღვარიც ამ უღელტეხილზე უნდა გადიოდეს. რუკებზე რომ შეცდომა იყოს 100-200 მეტრის ფარგლებში ეს ჩემთვის არავითარ გაკვირვებას არ წარმოადგენს. ეს არის ჩემი აზრი და მეტი არაფერი. არც ის მგონია სადავოდ თუ ამ უღელტეხილს მხოლოდ მცხეთის მუნიციპალიტეტს მივაკუთვნებთ.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 17:48, 26 მაისი 2024 (UTC)პასუხი

ავეშეჯიბარზონდი

რაიმე თუ გსმენიათ ამ უღელტეხილის შესახებ. ტექსტში მხოლოდ ქედი, მდინარეების სახელები და მისი სიმაღლეა აღნიშნული. არც ტერიტორიული ერთეული, არც კოორდინატები და არც სხვა რამ იქ არ წერია. ახლახანს ინფოდაფაც მე გავუკეთე (ფაქტიურად ცარიელი).GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 15:40, 26 მაისი 2024 (UTC)პასუხი

@GiorgiXIII: და, თქვენ როგორ ფიქრობთ, მსმენია ?!. - OTOGI Messages 17:14, 26 მაისი 2024 (UTC)პასუხი
მე უფრო მეტად მგონია, რომ პირველად გაიგეთ. უბრალოდ გასაცნობად მოგწერეთ, რომ შესაძლებლობის ფარგლებში თქვენი წვლილი შეგეტანათ სტატიის გაუმჯობესებაში.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 17:48, 26 მაისი 2024 (UTC)პასუხი
@GiorgiXIII: თუ ასე ფიქრობთ, სალაპარაკოც არაფერია და აღარც უნდა მოგეწერათ. - OTOGI Messages 17:50, 26 მაისი 2024 (UTC)პასუხი
გასაგებია.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 18:00, 26 მაისი 2024 (UTC)პასუხი
@GiorgiXIII: ჩემი აზრით ეგ უღელტეხილი მთა Дзуар-Зенджи-Барзанд-ის (3419.0) სამხრეთით უსახელო უღელტეხილია, ზ. დ. 3200 მეტრი სიმაღლე მგონი შეესაბამება. მანდ ისეთი სიტუაციაა, რომ მდინარე ღარულა სამხრეთ ოსეთის აო-ს ტერიტორიაზე გადასვლისას საბჭოთა ტოპორუკაზე (1:25 000) სახელს იცვლის კოზიდონზე. თუ ვნახავთ ღარულას ბოლო ხსენებას და ავუყვებით მის ჩრდილოეთ შენაკადს (მართალია სამხრეთ ოსეთის აო-ს საზღვრებში) მივადგებით მაგ უსახელო უღელტეხილ (V-XI). ჩემი აზრით ეს კოორდინატებია - 42°36'42.3"N 43°44'42.3"E. არ გამოვრიცავ რომ ღარულა კიარადა ღამრულა უნდა იყოს. ეს სხვა მდინარეა იქვე ხეობაში მდებარე.--Surprizi (განხილვა/წვლილი) 14:23, 30 მაისი 2024 (UTC)პასუხი
ვიპოვნე ეგ ავეშეჯიბარზონდის უღელტეხილი. მთავარ ქედზეა მთებ კოზი-ხოხსა და საუ-ხოხს შორის. 25000 მასშტაბიანზე აღნიშნულია, როგორც პერევალ კოზსკი (3072.6). ავეჯიშბარზონდის სახელით მოხსენიებულია ერთვერსიან რუკაზე. იხილე ბმული. Surprizi (განხილვა/წვლილი) 16:13, 30 მაისი 2024 (UTC)პასუხი
ღამე მშვიდობისათ! უღრმესი მადლობა. შესაბამისად გამოდის, რომ ეს უღელტეხილი მდებარეობს საქართველო-რუსეთის საზღვარზე, მისი სიმაღლეა 3072,6 მ, ქართულად მას ქვია ავეშეჯიბარზონდი (და არა პერევალ კოზსკი) და მისი კოორდინატებია 42°37′07.9″N 43°44′37.6″E (42.627639, 43.731339). თუ ეს ყველაფერი რაც დავწერე სიმართლეს შეესაბამება, მაშინ ინფოდაფაში კოორდინატებია ჩასასმელი და სხვა ცვლილებებია გასაკეთებელი. ამას თქვენ გააკეთებთ თუ მე გავაკეთო?GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 17:39, 30 მაისი 2024 (UTC)პასუხი
სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ კოორდინატები შეგიძლიათ თქვენ დაამატოთ. Surprizi (განხილვა/წვლილი) 18:25, 30 მაისი 2024 (UTC)პასუხი
დიდი მადლობა. ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ!GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 20:00, 30 მაისი 2024 (UTC)პასუხი
კიდევ ერთხელ დავწერ; თუ ფიქრობთ, რომ არ მსმენია ამაზე არაფერი, მაშინ აზრი არ უნდა მკითხოთ. ავეშეჯიბარზონდი და კოზის უღელტეხილი ერთი და იგივეა. გეთქვათ და უმალვე გიპასუხებდით. რა საჭიროა ამდენი ფიქრი და წერა. - OTOGI Messages 22:31, 30 მაისი 2024 (UTC)პასუხი

პეტრურგია

ოთოჯი, რას ფიქრობ ამ სატატიას ქართული სახელი რა უნდა ჰქონდეს?--Surprizi (განხილვა/წვლილი) 13:27, 30 მაისი 2024 (UTC)პასუხი

@Surprizi: გამარჯობა! ქვის სხმულის ნაწარმი ან ქვასამსხმელო ნაწარმი ერთ-ერთი გავრცელებული სახელწოდებაა. - OTOGI Messages 22:25, 30 მაისი 2024 (UTC)პასუხი

ხოიჯგეთის შახტი

ღამე მშვიდობისათ! გთხოვთ გამარკვიოთ ერთ რამეში. ტექსტში წერია, რომ შახტი მდებარეობს გულრიფშის მუნიციპალიტეტში, მთა აჟამგვის ჩრდილო-დასავლეთ ფერდობზე, წარმოადგენს მდინარე ხოიჯგეთის სათავეს და იმყოფება ზღვის დონიდან 670 მ სიმაღლეზე. ქართულ ვიკიპედიაში არც მთა აჟამგვაზე და არც მდინარე ხოიჯგეთზე არ გვაქვს სტატიები. ბევრი ძებნისა და წვალების შემდეგ მივაგენი აჟამგვის მთას და იქვე მდებარე მდინარე ხოიჯგეთს, მაგრამ მთა აჟანგვა და მდინარე ხოიჯგეთი იმყოფებიან არა გულრიფშის, არამედ სოხუმის მუნიციპალიტეტში (მდინარე იმყოფება სათავიდან შესართავამდე, ხოლო მთის წვერის სიმაღლეა 1283 მ. და კოორდინატები 43°07′03″ ჩ. გ. 40°56′21″ ა. გ.). მთის წვერიდან დასავლეთით, დაახლოებით 3,5 კმ-ის დაშორებით, იმყოფება მდინარე ხოიჯგეთის სათავე, ოღონდ მისი ნიშნული არა 670 მეტრი, არამედ 1270 მეტრია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს თუ შეცდომაა ე.ი. მექანიკური შეცდომაა. თუ შეცდომა არ არის გთხოვთ ამიხსნათ მე რაში ვცდები და რა ვერ გავიგე? წინასწარ დიდი მადლობა.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 20:33, 2 ივნისი 2024 (UTC)პასუხი

@GiorgiXIII: არა, მღვიმე იხსნება მთის კალთაზე და არა წვერზე, შესაბამისად, მისი შესასვლელის სიმაღლეა 670 მ. სად წერია, რომ შახტი მთის კენწეროზე იხსნება ?!. - OTOGI Messages 15:26, 11 ივნისი 2024 (UTC)პასუხი
საღამო მშვიდობისათ! არა მე არსად ჩამიწერია, რომ შახტა მთის კენწეროზე იხსნება. აი ამონაწერი ტექსტიდან „ხოიჯგეთის შახტი – კარსტული წარმონაქმნი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მთა აჟამგვის ჩრდილო-დასავლეთ ფერდობზე. წარმოადგენს მდინარე ხოიჯგეთის სათავეს“. ანუ ტექსტში წერია, რომ იგი მდებარეობს გულრიფშის მუნიციპალიტეტში, მთა აჟამგვის ფერდობზე და წარმოადგენს მდინარე ხოიჯგეთის სათავეს. ჩემთვის გასარკვევია 1) მისი მდებარეობა, ანუ მუნიციპალიტეტი, რადგან მთა აჟამგვა და მდინარე ხოიჯგეთი მთლიანად მდებარეობს სოხუმის მუნიციპალიტეტში. 2) „მდებარეობს მთა აჟამგვის ჩრდილო-დასავლეთ ფერდობზე. წარმოადგენს მდინარე ხოიჯგეთის სათავეს“ – თუ მთის ფერდოზე იმყოფება მაშინ მდინარე ხოიჯგეთის სათავეს ის ფიზიკურად ვეღარ წარმოადგენს, რადგან მდინარის სათავე გაცილებით მაღალია (დაახლ. 1270 მ). არ გეგონოთ, რომ სიტყვებში გედავებით, უბრალოდ ჩემთვის გაურკვეველია და იქნებ ტექსტი შეგვესწორებინა მეთქი. აი ეს არის ჩემი აზრი და მეტი არაფერი.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 16:00, 11 ივნისი 2024 (UTC)პასუხი
@GiorgiXIII: მდინარე ხოიჯგეთის სათავეს ერთი მხრივ, ხანმოკლე ნაკადული წარმოადგენს, ხოლო მეორე მხრივ, წყარო, რომელშიც შახტი მოიაზრება. ტყუილია ის, რომ იგი 1270 მ-ზე იწყება. მისი სათავე 1000 მ-ზე ქვედა ნიშნულზეა და გუგლის რუკებზე ასეთ დროს თქვენ ვერასდროს დაინახავთ მდინარის სათავის რეალურ სურათს. გამომდინარე აქედან, თქვენ მე ვერ მაჩვენეთ აქ შეცდომა, გარდა ადმინისტრაციული საზღვრისა, რომელშიც ამჟამად სოხუმის მუნიციპალიტეტი მოიაზრება. - OTOGI Messages 17:16, 11 ივნისი 2024 (UTC)პასუხი
კი ბატონო. ოღონდ მუნიციპალიტეტი მაინც შევასწოროთ, ის ხომ ნამდვილად სოხუმის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. და კიდევ ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან. ინფოდაფაში როდესაც მოცულობას ვწერთ იგი გამოისახება მილიონ კუბამეტრებში და ვკითხულობთ, როგორც მაგალითად 0, 0000029 მილიონი მ³. არ შეიძლება ინფოდაფაში მილიონი მ³-ის ნაცვლად ჩავწეროთ უბრალოდ მ³. მაშინ ხომ ჩასაწერადაც და აღსაქმებლადაც ადვილი იქნება მისი წაკითხვა? და მეორე თხოვნასაც შემპირდით როდესაც მოიცლიდით (მე მგონი), საქმე ეხება მყინვარის თარგში ვიკისაწყობის ჩასმას. მე ბევრი ვიწვალე, მაგრამ არაფერი გამომივიდა.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 17:37, 11 ივნისი 2024 (UTC)პასუხი
კი, გადავხედავ. - OTOGI Messages 17:45, 11 ივნისი 2024 (UTC)პასუხი

საქართველოს უფსკრულები

გამარჯობათ! ქართულ ვიკიპედიაში არსებობს 4 სტატია, რომელთა სათაურებშიც გვიწერია უფსკრული: 1) ახტიარის უფსკრული, 2) ვახუშტი ბაგრატიონის უფსკრული, 3) თოვლიანი უფსკრული და 4) ცოტნე დადიანის უფსკრული. ჩემი აზრით ხომ არ გადაგვესამართებინა ისინი და მათი სათაურები ყოფილიყო: 1) ახტიარის მღვიმე, 2) ვახუშტი ბაგრატიონის მღვიმე, 3) თოვლიანი მღვიმე და 4) ცოტნე დადიანის მღვიმე. თუ ყველა ისინი დარჩნენ ისე, როგორც დღეისათვის არის. ოღონდ ერთი რამეა გასათვალისწინებელი, თუ გადავამისამართებთ და სათაურებს შევცვლით მაშინ კატეგორია:საქართველოს უფსკრულები დარჩება ცარიელი.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 13:34, 30 ივნისი 2024 (UTC)პასუხი

@GiorgiXIII: გამარჯობა! სამეცნიერო წყარო თუკი საპირისპიროს გვეუბნება არ ღირს სათაურის შეცვლა. ზოგიერთი კარსტული მღვიმე ცნობილია გამოქვაბულის, უფსკრულის და სხვათა სახით. - OTOGI Messages 11:45, 8 ივლისი 2024 (UTC)პასუხი
საღამო მშვიდობისათ! დიდი მადლობა, ყველაფერი გასაგებია.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 15:57, 8 ივლისი 2024 (UTC)პასუხი

Research about the tools on Wikimedia projects by the CEE Hub

Hi everyone,

We would like to invite you to submit your responses to the survey dedicated to the tools that are used currently across the Wikimedia projects and the tools that you want to have.

This survey was made by the working group of the CEE Hub, and your responses will be reviewed afterwards, as we want to continue supporting the communities. That support can be documentation for certain most used tools by other communities across the region per specific topics, finding solutions for new tools to be created in the future, creating most needed tools in the region (so called "regional wishlist list"), and many other options.

Deadline to fill in the survey is 20th of August, 2024.

Submit your answers here

Thank you in advance for your time that you will dedicate in filling in this survey --MediaWiki message delivery (განხილვა/წვლილი) 13:07, 26 ივლისი 2024 (UTC)პასუხი

მიხეილ ერისთავი

ოთოჯი გამარჯობა! შენ გეოლოგიასთან ახლოს ხარ როგორც ვიცი. ხომ ვერ დამეხმარები, სად შეიძლება რომ მოვიძიო გეოლოგ მიხეილ ერისთავის ფოტო?--Surprizi (განხილვა/წვლილი) 06:01, 29 აგვისტო 2024 (UTC)პასუხი

@Surprizi: გამარჯობა! გამოგიტყდები და გეტყვი, რომ ჩემი ოცნებაა ყველა ქართველი გეოგრაფისა და გეოლოგის ილუსტრირება, მაღალ ხარისხში, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც საქმე არქივებთან უნდა დავიჭიროთ. მე, აშშ-ში ვცხოვრობ და აქედან სამწუხაროდ ვერ დაგეხმარები. - OTOGI Messages 03:34, 31 აგვისტო 2024 (UTC)პასუხი
უი! Surprizi (განხილვა/წვლილი) 04:54, 31 აგვისტო 2024 (UTC)პასუხი
Otogi/არქივი 39-ის მომხმარებლის გვერდზე დაბრუნება.