პირჩიტა
მყინვარი საქართველოში, კახეთის მხარეში
პირჩიტა — კარულ-ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აწუნთის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე პირიქითი ალაზნის აუზში. სიგრძე 0,8 კმ, ფართობი 0,75 კმ². მყინვარის ენა ეშვება ზღვის დონიდან 3270 მ-მდე. პირჩიტა საზრდოობს მყინვარული ნაკადებითა და ზვავებით. პირჩიტის მყინვარის ენის ბოლოზე სათავე აქვს მდინარე პირიქითი ალაზნის სათავეს — ქვახიდისწყალს.
პირჩიტა
| |
---|---|
კოორდინატები: 42°28′46″ ჩ. გ. 45°16′22″ ა. გ. / 42.47944° ჩ. გ. 45.27278° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
ქედი | აწუნთის ქედი |
ფართობი | 0,75 კმ² |
სიგრძე | 0,8 კმ |
ტიპი | კარულ-ხეობური |
ლიტერატურა
რედაქტირება- ხაზარაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 86.