ავეშეჯიბარზონდი
უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში და ჩრდ
ავეშეჯიბარზონდი, ავშაჯიბარზონდი — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის (ჩრდილოეთი ოსეთი) საზღვარზე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარ ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3200 მ. აკავშირებს მდინარეების ღარულისა და არდონის ხეობებს. უღელტეხილზე თოვლიან-ყინულიანი საცალფეხო გზაა.
ავეშეჯიბარზონდი | |
---|---|
კოორდინატები: 42°37′07″ ჩ. გ. 43°44′37″ ა. გ. / 42.618861° ჩ. გ. 43.743778° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ჩრდილოეთი ოსეთი |
სიმაღლე | 3200 მ |
ქედი | კავკასიონი |
გამავალი გზა | საცალფეხო |
აკავშირებს | მდინარეების ღარულისა და არდონის ხეობებს |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 120.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 62.