ცაგერკერი
ცაგერკერი, ცაგარკერი — უღელტეხილი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სოხუმის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის მთავარ ქედზე. სიმაღლე 2270 მეტრი. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. ცაგერკერის მიდამოები შემოსილია სუბალპური მდელოს ბალახეულით. უღელტეხილი ერთმანეთთან აკავშირებს მდინარეების ბზიფისა და დიდი ლაბის ხეობებს.
ცაგერკერი | |
---|---|
კოორდინატები: 43°25′12″ ჩ. გ. 41°00′49″ ა. გ. / 43.42000° ჩ. გ. 41.01361° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | სოხუმის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2270 მ |
ქედი | აფხაზეთის კავკასიონი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 184.