ქვაბების მთა

დაბალი სერი საქართველოში, კახეთის მხარეში

ქვაბების მთა — დაბალი ანტიკლინური სერი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარის სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში. მდებარეობს ივრის ზეგნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. სიმაღლე ზღვის დონიდან 581 მ. აგებულია ნეოგენური ქანებით. შესწავლილია აქაური უხვი ნამარხი შუააქჩაგილური ფაუნა, რომელიც აფრიკის ფაუნას ენათესავება. სერის ფლატეებზე გამოქვაბულებია. შუა საუკუნეებში მას თავდაცვისთვის იყენებდნენ.

ქვაბების მთა
კოორდინატები: 41°27′28″ ჩ. გ. 45°42′43″ ა. გ. / 41.457917° ჩ. გ. 45.712056° ა. გ. / 41.457917; 45.712056
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული სიღნაღის მუნიციპალიტეტი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 581 
ქვაბების მთა — საქართველო
ქვაბების მთა
ქვაბების მთა — კახეთის მხარე
ქვაბების მთა

ლიტერატურა რედაქტირება