ლახვრის მყინვარი

მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლახვრა (მრავალმნიშვნელოვანი).

ლახვრის მყინვარი, ლაკრის მყინვარიხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ განშტოების — ცალგმილის ქედზე, მდინარე ენგურის აუზში. მყინვარის სიგრძე 3 კმ-ს შეადგენს, ხოლო ფართობი — 3 კმ²-ს. 1 კმ² დაფარულია მორენული მასალით. მყინვარის ენა ეშვება 2450 მ-ზე, ფირნის ხაზი გადის 3100 მ სიმაღლეზე. მისასვლელი გზა დოლრის ხეობიდან.

ლახვრის მყინვარი
კოორდინატები: 43°08′48″ ჩ. გ. 42°28′18″ ა. გ. / 43.1469389° ჩ. გ. 42.4719389° ა. გ. / 43.1469389; 42.4719389
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
ქედი ცალგმილის ქედი
ფართობი 3,0 კმ²
სიგრძე 3,0 კმ
ტიპი ხეობური
ლახვრის მყინვარი — საქართველო
ლახვრის მყინვარი
ლახვრის მყინვარი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ლახვრის მყინვარი

ლიტერატურა

რედაქტირება