ცალგმილის ქედი

ქედი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში

ცალგმილის ქედი, ცალმაგის ქედი[1]ქედი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში. ცალგმილის ქედი გაწოლილია სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. წარმოადგენს მდინარეების ნაკრისა და დოლრაჭალის წყალგამყოფს. უმაღლესი წერტილია მწვერვალი ცალგმილი (3993 მ). სხვა მწვერვალებიდან მნიშვნელოვანია ლედეშდვი (3826 მ), ლეირაყი (3755 მ) და ლახვრა (3720 მ). უღელტეხილებიდან მნიშვნელოვანია ბახის უღელტეხილი (3137 მ). ცალგმილის ქედი აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით, კრისტალური ფიქლებით, იურული ფიქლებითა და ქვიშაქვებით. დამახასიათებელია ალპური, სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტები.[2]

ცალგმილის ქედი
კოორდინატები: 43°07′52″ ჩ. გ. 42°27′30″ ა. გ. / 43.13111° ჩ. გ. 42.45833° ა. გ. / 43.13111; 42.45833
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
უმაღლესი წერტილი ცალგმილი
სიმაღლე 3993 
ამგებელი ქანები გრანიტოიდი, ფიქალი და ქვიშაქვა
ცალგმილის ქედი — საქართველო
ცალგმილის ქედი
ცალგმილის ქედი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ცალგმილის ქედი
  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 203.
  2. მარგველანი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 185.