საძელისღელე
უღელტეხილი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
საძელისღელე, როშკა-ჯუთა — უღელტეხილი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის მთავარ ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3056 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებით. მდინარე ხევსურეთის არაგვის ხეობას აკავშირებს მდინარე სნოსწყლის ხეობასთან. შემოსილია სუბალპური მდელოებით.
საძელისღელე | |
---|---|
კოორდინატები: 42°34′55″ ჩ. გ. 44°50′31″ ა. გ. / 42.5822194° ჩ. გ. 44.8422194° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | დუშეთის მუნიციპალიტეტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3056 მ |
ქედი | თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | იურული თიხაფიქალი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 217.