მიხეილ ერისთავი (გეოლოგი)
მიხეილ სიმონის ძე ერისთავი (დ. 15 თებერვალი, 1910, ჩოხატაური, — გ. 7 სექტემბერი, 1962, სოფ. შროშა, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, დაკრძალულია თბილისში) — ქართველი გეოლოგი. გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი (1962).
გურიის ერისთავთა (შარვაშიძე-ერისთავები) შთამომავალი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი (1936). 1940 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტში. 1942-1944 წლებში საბჭოთა არმიის რიგებში მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. 1960 წლიდან იყო გეოლოგიის ინსტიტუტის მეზოზოური ნალექების სტრატიგრაფიისა და პალეონტოლოგიური განყოფილების გამგე. იკვლევდა საქართველოს, შემდეგ კი მთელი კავკასიის, ყირიმისა და კარპატების ქვედაცარცული ნალექების სტრატიგრაფიასა და პალეონტოლოგიას, აგრეთვე ტექტონიკურ საკითხებს.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Грузинская глыба и смежные области в нижнемеловое время, «გეოლოგიური ინსტიტუტის შრომები». გეოლოგიური სერია, 1952, ტ. 6(11).
- Нижнемеловая фауна Грузии, Тб., 1955.
- Сопоставление нижнемеловых отложений Грузии и Крыма, М., 1957.
- Нижний мел Кавказа и Крыма, Тб., 1960.
- Подразделение нижнего мела Альпийской зоны, Тб., 1962.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯავრიშვილი ვ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 61.