მაგანის უღელტეხილი
უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ყარაჩაი-ჩ
მაგანის უღელტეხილი[1][2] — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის (ყარაჩაი-ჩერქეზეთი) საზღვარზე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სოხუმის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდინარეების გრიბზისა (ბზიფის მარჯვენა შენაკადი) და მაგანის (დიდი ლაბის მარცხენა შენაკადი) სათავეებთან. სიმაღლე ზღვის დონიდან 2265 მ. უღელტეხილის მიდამოები აგებულია პალეოზოური კრისტალური ქანებით, შემოსილია სუბალპური მდელოებით. გადადის საჭაპანო გზა, რომელიც აკავშირებს ბზიფის ხეობას ჩრდილოეთ კავკასიის (ყარაჩაი-ჩერქეზეთის) სოფლებთან.
მაგანის უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 43°25′13″ ჩ. გ. 41°00′50″ ა. გ. / 43.42028° ჩ. გ. 41.01389° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა ყარაჩაი-ჩერქეზეთი |
სიმაღლე | 2265 მ |
ქედი | აფხაზეთის კავკასიონი |
ლიტერატურა
რედაქტირება- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 322.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 65.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 107.