ჯვარიანტონი
ჯვარიანტონი — უღელტეხილი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს იალნოს ქედზე. სიმაღლე დაახლოებით 1550 მ. აგებულია ნეოგენური ასაკის თიხებით, ქვიშაქვებითა და კონგლომერატებით. მიდამოები შემოსილია ქვემოთ რცხილნარ-წიფლნარით, ზემოთ — მეორეული სუბალპური ბალახეულით. საჭაპანე გზით აკავშირებს მდინარეების მარტყოფისწყლისა და გორანის ხეობებს.
ჯვარიანტონი | |
---|---|
კოორდინატები: 41°51′13″ ჩ. გ. 45°00′26″ ა. გ. / 41.853722° ჩ. გ. 45.007278° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 1550 მ |
ქედი | იალნოს ქედი |
ლიტერატურა
რედაქტირება- უკლება დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 559.