დოლრა
დოლრა — სამხრეთ-აღმოსავლეთური ექსპოზიციის, ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე.[2] 1960 წელს მისი სიგრძე 8,78 კმ, ხოლო ფართობი 8,01 კმ² იყო. 2015 წლის მონაცემებით მისი სიგრძე 7,64 კმ, ხოლო ფართობი 5,48 კმ²-ია. მისი სიგრძეში დამოკლება ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ 1960 წელს მყინვარის რიგელზე გადმოკიდებული ენით მთავრდებოდა და ძლიერ მექანიკურ ნგრევას განიცდიდა. მიუხედავად ამისა, კავკასიონის სხვა მყინვარებთან შედარებით მყინვარ დოლრაზე უკანდახევის დიდი მაჩვენებელი არ ფიქსირდება. ასაზრდოებს მდინარე დოლრაჭალას.[3]
მყინვარი დოლრა, 1905 წ. | |
კოორდინატები: 43°10′09″ ჩ. გ. 42°31′25″ ა. გ. / 43.16917° ჩ. გ. 42.52361° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
ფართობი | 5,48 კმ² |
სიგრძე | 7,64 კმ |
ტიპი | ხეობური |
სქოლიო რედაქტირება
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 60.
- ↑ ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 477.
- ↑ ლევან ტიელიძე, საქართველოს მყინვარები. გამომცემლობა „კოლორი“, თბ., 2014