მომხმარებლის განხილვა:Otogi/არქივი 1

ბოლო კომენტარი: 13 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Giorgi13 თემაში არქივი
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.
პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

გამარჯობა, კარგ მასალებს ამატებ, მაგრამ არაენციკლოპედიურად ამას გადახედე წარმატებები --მიხეილ () 16:45, 24 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

გამარჯობათ გთხოვთ გაითვალისწინოთ ზემოთ მოოცემული მითითება. გმადლობთ. — ჯაბა ლაბაძე () 17:31, 24 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი
გაფრთხილება გაეცანით ვიკიპედიის წესებს! შეადარეთ თქვენი სტატიეი უკვე არსებულს და შეეცადეთ მოახდინოთ სტილისტური გამართვა ვიკიპედიის ყაიდაზე თქვენი სტატიებისა
დათო პასუხი 14:28, 25 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

სტატიას ნოვოჩერკასკი ჩაუსვით საერთაშორისო ბმულები. — ჯაბა ლაბაძე () 15:04, 26 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი


ძალიან დიდი მადლობა სტატიაში შესწორებების შეტანისათვის. ასეთი საქმიანობა ყოველთვის საჭიროა ვიკიპედიაში. კარგი იქნება, თუ თქვენს ცვლილებებს წყაროებითაც გაამყარებთ. — დათო პასუხი 15:37, 31 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

ერთი შენიშვნა: განხილვის გვერდებზე ნუ გავიწყდებათ ხელმოწერის გაკეთება. საჭიროა მხოლოდ კომენტარის ბოლოს ამგვარი კოდის ჩასმა – ~~~~ – — დათო პასუხი 15:40, 31 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

გამარჯობათ. წინა შენიშვნა გაითვალისწინე და ხელი მოაწერე განხილვის გვერდებზე. არ იცი როგორ? მაშინ იკითხეთ. — ჯაბა ლაბაძე () 04:29, 1 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი


გამარჯობა. ამ გვერდზე ნუღა მოგვწერთ, მოგვწერეთ პირად განხილვის გვერდებზე ნებისმიერ აქტიურ მომხმარებელს (მაგალითად, მე მე აქ უნდა მომწეროთ). რაც შეეხება წყაროებს, ისინი ვიკიპედიის სტატიის ერთ–ერთი ძირითადი მოთხოვნაა. ბევრ სტატიას არა აქვს წყარო, მაგრამ ეს მხოლოდ ამ კონკრეტული სტატიის დაბალ ენციკლოპედიურ ხარისხზე მეტყველებს. თეთრი ზღვა რომ ზღვაა, ეს გასაგებია, მაგრამ წყარო მაინც საჭიროა, არა ინფორმაციის სისწორის გადასამოწმებლად (ზოგჯერ ამისათვისაც), არამედ იმისთვის, რომ მომხმარებელს ჰქონდეს დამატებითი მასალის მოძებნის საშუალება. წყაროს მითითება ვიკიპედიის წესია უბრალოდ. რაც შეეხება ღმერთს, ვერ შეგეკამათებით, ამ თემაზე კამათი უბრალოდ არ შეიძლება :). მეც მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ და ვიზიარებ თქვენს აზრს, მაგრამ, ამ საკითხზე ასე შეხედვა ვიკიპედიაში მაინც არ შეიძლება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არაა მართლმადიდებლური ენციკლოპედია. აქ მუშაობენ ადამიანები თითქმის ყველა რელიგიიდან (კათოლიკები, მონოფიზიტები, ებრაელები, ბუდისტები), ასევე შესაძლოა არაერთი ათეისტიც. რომც არ მუსაობდნენ, კითხულობენ მაინც. ვიკიპედია კი მათაც ისევე ემსახურება, როგორც ჩვენ :). შესაბამისად სტატია იმდენად ობიექტურად უნდა იყოს დაწერილი, რომ ათეისტსაც მოეწონოს და ღრმა მორწმუნესაც. იმედია გამიგეთ, რას ვამბობ. შეგიძლიათ შეასწოროთ სტატია ღმერთი, თუმცა მხოლოდ ენციკლოპედიურად. გმადლობთ. — დათო პასუხი 14:24, 1 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი

კარგია, მომწონს თქვენი სტატიები, რა თქმა უნდა :). თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯერ სულ ახლახან შემოგვიერთდით, შეიძლება ითქვას, რომ ვიკიპედიას ძალიან კარგად აუღეთ ალღო :). ერთადერთი შენიშვნა: ამ გვერდზე ნუღა მოგვწერთ, ეს გვერდი განკუთვნილია ზოგადად ვიკიპედიისათვის მომართვისათვის. თქვენ კი უკვე ვიკიპედიელი ხართ და შეგიძლიათ პირდაპირ მოგვმართოთ, პირადად. მე ვარ დათო, ვიკიპედიაში ცნობილი, როგორც დოიჩლანდი და თუკი მე მომწერთ პირადად, ამ გვერდზე უნდა დამიტოვოთ შეტყობინება – მომხმარებლის განხილვა:Dawid Deutschland. ასევე, სასურველია განხილვა გაგრძელდეს იქ, სადაც დაიწყება. მაგალითად, რადგან მე პირადად მოგმართეთ თქვენს განხილვის გვერდზე, თქვენ ან აქვე უნდა მიპასუხოთ, ან ჩემს პირად განხილვის გვერდზე (ეს გემოვნების საკითხია :)) — დათო პასუხი 18:00, 1 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი

დიდი მადლობა. ვაფასებთ ასეთ სტატიებს :). აუცილებლად მიუთითეთ ხოლმე სტატიის ბოლოში ლიტერატურა, რომლითაც ხელმძღვანელობთ, ეს რჩევაა უბრალოდ, იმიტომ რომ ბოლო დროს ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ვიკიპედიაში მასალის გადამოწმებადობას და წყაროებს, როგორი ნათელი და აშკარაც არ უნდა იყოს ეს თემა... სტატიები წყაროებისა და ლიტერატურის გარეშე იშლება, როგორც წესი. რაც შეეხება საკუთარ კვლევას, ვიკიპედია პირდაპირ კრძალავს მათ გამოქვეყნებას. საკუთარი გამოკვლევა თუკი გამოცემულიც გაქვთ, მხოლოდ ამ შემთხვევაშია დასაშვები ამისი გაკეთება (საკუთარი ლიტერატურაც უნდა მიეთითოს ამ შემთხვევაში). თქვენს გამოკვლევას აქვეყნებთ, როგორც მესამე პირი, ობიექტურად... მომავალში კარგი იქნება თუკი წყაროების მისათითებლად სქოლიოს გაკეთებასაც ისწავლით, ამისათვის, ჩემი რჩევა იქნება, გადახედოთ უკვე არსებულ სტატიებში რა პრინციპითაა ეს (სქოლიო) გაკეთებული. მაგალითად სტატია დოლისყანა. ამ ყველაფერს თანდათან ისწავლით და გაგიადვილდებათ უფრო ვიკიპედიაში მუშაობაც. გმადლობთ კიდევ ერთხელ და თუკი რამე კითხვა დაგებადებათ, უპრობლემოდ მომმართეთ. პატივისცემით, — დათო პასუხი 18:33, 1 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი

სათაფლიის კარსტული მღვიმეები

გამარჯობა. ერთი პატარა შენიშვნა მაქვს. ამ სტატიის განხილვის გვერდზე ძველი კომენტარის წაშლა არაა მიზანშეწონილი. აი ამას ვგულისხმობ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში თქვენ პირველად განხილვაში დაწერეთ რომ საჭიროებს რედაქტირებას, მერე დაარედაქტირეთ სტატია, წაშალეთ ძველი მესიჯი და ახალი გადააწერეთ. სხვა შემთხვევაში ჯობს ახალი მესიჯი დაწეროთ და ძველი დარჩეს რათა გაუგებარი არ აღმოჩნდეს განხილვის მთელი მსვლელობა. გმადლობ და წარმატებები

პ.ს. ხელმოწერას მგონი ცუდად აკეთებ და იმედია გამოასწორებ. — ჯაბა ლაბაძე () 15:12, 8 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი

მადლობა სწორად გაგებისათვის. — ჯაბა ლაბაძე () 16:45, 8 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი

დურუჯი

კიდევ ერთი რამ. სტატიაში ყვარლის მუნიციპალიტეტი მასიურად ჩასვი ბმულები. მათ შორის სიტყვა დურუჯიც მოქციე ბმულის ქვეშ და აი აქ გაიპარა შეცდომა როცა დურუჯს გაუკეთე ფრჩხილები იგულისხმე რომ იგი გადაგიყვანდა სტატიაზე, რომელიც ეხებოდა მდინარეს. მაგრამ აბა მიჰყევი ბმულს. გადაგიყვანას მრავალმნიშვნელობის გვერდზე. ეს ნიშნავს რომ სახელი დურუჯი კიდევ სხვა რამესაც ეწოდება. ამიტომ გასარკვევად ვწერთ დურუჯი (მდინარე). ანუ ყვარლის მუნიციპალიტეტში უნდა დაწერო ასეთი რამ [[დურუჯი (მდინარე|დურუჯის]] და სათაურზე დაწკაპების შემდეგ გადახვალ სტატიაზე მდინარის შესახებ. — ჯაბა ლაბაძე () 16:51, 8 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი

ყვარლის მუნიციპალიტეტი

გთხოვ სტატიაში ყვარლის მუნიციპალიტეტი გამოიყენო სიტყვა მუნიციპალიტეტი და არა რაიონი. — ჯაბა ლაბაძე () 19:20, 8 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი

მე მგონი ნორმალურია, მაგრამ წყაროებიც უნდა მიუთითო, ისე შენს ნამუშევარს აზრი ეკარგება, თუ ინფორმაცია გადამოწმებადი არაა საეჭვოა მომხმარებლისთვის და უნდობლობას იწვევს. — ჯაბა ლაბაძე () 19:34, 8 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი

მშვენიერია. არის ადამიანების კატეგორია რომელიც გეომორფოლოგიასაც წაიკითხავს და სხვა მაგაზე უარესსაც. აქ ჩემს ნდობაზე არაა საქმე, აქ ვიკიპედიის მაღალ ხარისხზეა საუბარი და მის პოპულარიზაციაზე, მე რომ ამ მითითებებს გაძლევთ ეს ჩემი კაპრიზები არაა. ეს ვიკიპედიის წესებია. ერთ დროს მეც მასე მაძლევდნენ შენიშვნებს.— ჯაბა ლაბაძე () 19:58, 8 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი

თხოვნა

გამარჯობა Otogi. ერთი თხოვნა მექნება, როდესაც სტატიებს ავსებთ ძირითადი დაყოფა გააკეთოთ სექციებად და ქვესექციებად. ნახე სიღნაღის მუნიციპალიტეტი ახლა მე დავყავი ქვესექციებად და იმედია თქვენც ასევე გააკეთებთ :).— ნიკა () 12:56, 13 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი

Otogi გამარჯბა, ერთი თხოვნა მაქვს სტატიებში ერთიდაიგივე სიტყვას გვერდიგვერდ ნუ გაუკეთებ შიდა ბმულებს. დიდ სტატიაში დასაშვებია ასეთი რამ მაგრამ აი აქ კი ნამდვილად ზედმეტია პირველ და მეროე ხაზზე სიტყვა მდინარეზე და სიტყვა ალაზანზე ბმულების გაკეთება. — ჯაბა ლაბაძე () 15:13, 15 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი

კიდევ ერთი შენიშვნა მაქვს (იმედია არ გეწყინება): რიცხვები არ ისმევა [[ ]] ასეთ ფრჩხილებში, გარდა იმ შემთხვევისა თუ იგი წელს არ აღნიშნავს. აი ამაზე მოგახსენებ, როცა მიუთითებ ნალექების რაოდენობას ზედმეტია იქ ბმულის გაკეთება. — ჯაბა ლაბაძე () 15:35, 15 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი

ლანდშაფტები

გამარჯობა ოთო, მე მგონი ისე ჯობს როგორც თელავშია. შენ რას იტყვი? — ჯაბა ლაბაძე () 19:15, 18 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი

ფაილის ატვირთვა

სურათის ატვირთვა ამ გვერდიდან ხდება. მიუთითეთ წყარო და ლიცენზია. — D.DEU. პასუხი 15:59, 22 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი

სურათების ატვირთვა

ოთო გამარჯობა. სურათების ლიცენზიების შესახებ უნდა იხელმძღვანელო ამ გვერდზე არსებული ლიცენზიებით ან ამ გვერდით. ისე სურათის ატვირთვის შესახებ შეგიძლია მიმართო გიორგის. — ჯაბა ლაბაძე () 04:49, 25 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი

შოდა წყლები

მე მგონი კარგი იდეაა. ალბათ საინტერესო იქნება მუნიციპალიტეტის ჰიდროგრაფიული ქსელის ძირითადი არტერიის სურათი დაიდოს. — ჯაბა ლაბაძე () 14:54, 26 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი

პირველი ვიკიორდენი

პირველი ვიკიორდენი
გეოგრაფიის და საერთოდ, დედამიწის მეცნიერებების თემებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის გენიჭება პირველი დამსახურებული ვიკიორდენი. წარმატებები. :) – BruTe () 15:13, 3 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი
პირიქრით, მადლობა შენ. :) – BruTe () 08:24, 4 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

რჩეული სტატია

გამარჯობა ოთო! შენს პირად გვერდზე შექმენი ქვეთავი "ჩემი რჩეული სტატიები", სადაც ისეთი სტატიები ჩამოთვალე, რომელთა შექმნაშიც შენ მართლა დიდი ღვაწლი მიგიძღვის, მაგრამ არცერთი მათგანი არაა რჩეული სტატია ვიკიპედიის გაგებით. რჩეული სტატია სხვა რამეა და ეს სტატუსი ენიჭება მხოლოდ იმ სტატიებს, რომლებიც მომხმარებელთა ხმათა უმრავლესობით, როდისმე მთავარ გვერდზე გამოჩნდნენ.--მიხეილ () 12:53, 7 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

სამხრეთის ოკეანე

მე მხოლოდ ახლა გადავხედე ამ სტატიის განხილვას ბოლომდე და მიხარია, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა :). მე მართალია მხოლოდ ერთი პატარა კომენტარი მეკუთვნის მაგ განხილვაში, მაგრამ ვუშვებ მინიმალურ შესაძლებლობას, რომ მეც შეიძლება გაწყენინე რამე ამ ფრაზით; ამიტომ თავს მოვალედ ვთვლი, მოგწერო ეს წერილი :). საერთოდ, ვიკიპედიაში ასეთი წესი გვაქვს: როდესაც რაიმე მნიშვნელოვანი იცვლება და ამის შესახებ ფართო საზოგადოებამ არ იცის, სტატიაში ცვლილებას შევიტანთ მხოლოდ მაშინ, როდესაც დავრწმუნდებით ამ ცვლილების ჭეშმარიტებაში. სამხრეთის ოკეანე აღარააო ოფიციალური რომ ამბობთ, მე შევეცადე ეს გადამემოწმებინა (არა იმიტომ, რომ თქვენი არ მჯერა) და აღმოვაჩინე, რომ სხვა ვიკიპედიები ასე არ წერენ. ჰაერზე ლაპარაკში კი ვიგულისხმე ის, რომ თქვენ თქვენი ნათქვამის გასამყარებლად არ მოგიყვანიათ არცერთი წყარო (შეიძლება ეს იყო საწყენი მართლაც :( ). სხვა დროს, ერთად უნდა განვიხილოთ, ვეცადოთ დავადგინოდ სინამდევილე და მხოლოდ ამის შემდეგ შევიტანოთ ცვლილება სტატიაში. კიდევ ერთხელ, მიხარია, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა და ვაგრძელებთ მეგობრობას :) — დავით პასუხი 05:24, 10 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

თხოვნა

გამარჯობა. სტატას კარლ რულიე დავამატე კატეგორიები და აგრეთვე დ.(დაბადება) — (დიდი დეფიზი) გ. (გარდაცვალება) დაუმატე. გთხოვ მომავალში ბიოგრაფიულ სტატიებში ყველგან ასევე გააკეთო. --ცანგალა () 11:34, 12 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

დამავიწყდა მეთქვა, უნდა ცაისვას აგრეთვე {{DEFAULTSORT:}} სადაც იწერება ჯერ გვარი მძიმე და სახელი, რომ საძიებელში გვარის ანბანზე იყოს. ე. ი.

{{DEFAULTSORT: რულიე, კარლ}}--ცანგალა () 15:53, 12 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

მე როგორც ვიცი რიცხვი და თვე ერთად უნდა იყოს ჩასმული [[ ]] ასეთ ფრჩხილებში. --Petre17 განხილვაწვლილი 19:13, 14 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

დაუსრულებელი სტატიები

გამარჯობა. კარგი იქნება თუკი დაუსრულებელ სტატიებში მსახიობთა შესახებ ჩასვამ თარგს {{ბიო}}. თუკი ფილმზე წერ, გამოიყენე {{კინო}}. ეს ეხება ყველა სტატიას, რომელიც ჯერ არ იქნება დასრულებულია - ანუ არ ეწერება სრული ბიოგრაფია (მსახიობი) ან ყველა ფაქტი, როლები, სიუჟეტი, ინფორმაცია შემოსავალზე (ფილმი). ეს თარგები ისმევა როგორც წესი, კატეგორიებამდე. — The Pink Floyd განხილვაწვლილი 10:59, 15 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

ლიცენზიები

ატვირთულ ფაილებს უნდა ჰქონდეს ლიცენზია! როდესაც ფაილს ტვირთავთ, დააკვირდით იქვე ანოტაციებს, თუ რას როგორი ლიცენზია უნდა ახლდეს! სურათები ლიცენზიის გარეშე იშლება. — The Pink Floyd განხილვაწვლილი 16:13, 16 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

სურათებს ადმინისტრაცია შლის და არა ჩვენისთანა ’მოკვდავები’ :) — The Pink Floyd განხილვაწვლილი 16:27, 16 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

საფრთხე დაემუქრება თუ არ ჩასვამ შესაბამის სალიცენზიო თარგს, წყაროების მითითებით. მე ადმინისტრატორი არ ვარ, უბრალოდ, როგორც ყოფილი დამწყები, ვეხმარები შეძლებისდაგვარად სხვებს, — The Pink Floyd განხილვაწვლილი 16:45, 16 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

ლაპტევები

გამარჯობა ოთო! ერთი თხოვნა მაქვს, თან შენს ინტერესებს ემთვევა მგონი, იქნებ რუს მკვლევრებზე - დიმიტრი და ხარიტონ ლაპტევებზე გქონდეს ინფორმაცია და შექმნა ეს სტატიები, ამ სტატიას მოუხდება :) --მიხეილ () 10:10, 17 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

დიდი მადლობა ოთო. ლაპტევების ზღვასაც თუ განავრცობ, მაგას რა სჯობს :)--მიხეილ () 13:29, 17 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

ოთო დიდი მადლობა თხოვნის ასე ოპერატიულად შესრულებისათვის, შესანიშნავი სტატიებია. წარმატებები :)--მიხეილ () 10:47, 20 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

თხოვნა

ბიოგრაფიებში გამოჩენილი, უდიდესი და ა. შ. ჩაწერა არ არის საჭირო. ისინი ხომ არ ყოფილიყვნენ გამოჩენილები ენციკლოპედიაში არ მოხვდებოდნენ. --ცანგალა () 09:42, 26 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

დაბრუნება

გამარჯობა ოთო, დაგვიბრუნდი? --მიხეილ () 17:56, 2 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

გილოცავ ოთო, მიხარია:) ოთო, აბა ეს ნახე, მე ვაპირებ ამ პორტალზე მუშაობას და იქნებ ფიზიკური გეოგრაფიის ნაწილში შემომეშველო, თუ რა თქმა უნდა შენი სურვილი იქნება :) --მიხეილ () 18:16, 2 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი
მე უფრო საზოგადოებრივი და რეგიონული გეოგრაფიის, როგორც ვხედავ, ფიზიკური გეოგრაფია შენი მიმართულებაა და კარგი იქნება თუ ამ თემატიკაზე შენ იმუშავებ :) --მიხეილ () 18:27, 2 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი
ძალიან კარგი ოთო, დიდი მადლობა. ნამდვილად დასახვეწი გვაქვს გეოგრაფიული თემატიკა. პორტალში რომ შეხვალ, ფიზიკური გეოგრაფიის გასწვრივ, "ჩვენება"-ს დაკლიკე და იქ არის წითელი ლინკები, რომლებზე დაწერაც შეგიძლია, თუ რაიმე დარგი ან თემატიკა აკლია, დაამატე. --მიხეილ () 18:40, 2 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი
ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ და ერთად შევქმნათ უდიდესი ქართული ენციკლოპედია :) მე ადმინი არ ვარ, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს აქ, სტატიების წერა და რედაქტირება ჩვეულებრივ მომხმარებელსაც ისევე შეუძლია, როგორც ადმინს :) მადლობა ოთო.--მიხეილ () 18:50, 2 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

გეომორფოლოგია

უკაცრავად. ჩვენ მივიჩნევთ რომ გეომორფოლოგია არის უფრო ფიზიკური გეოგრაფიის დარგი,რამეთუ მთელი გეომორფოლოგიური გარსი მოქცეულია გეოგრაფიულ სფეროში (და არა მხოლოდ) - ო. ელიკაშვილი ეს ტექსტი სტატიაში გეომორფოლოგია როგორ მოხვდა? ვისი ციტატაა? ო. ელიკაშვილი ვინაა? — ჯაბა ლაბაძე () 19:19, 2 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

ოსეთის კავკასიონი

ოთო გამარჯობა გთხოვ აქ შეიხედო განხილვა:ოსეთის კავკასიონი. — ჯაბა ლაბაძე () 14:15, 7 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

სურათების ატვირთვის შესახებ

გამარჯობა. ატვირთვისას შეავსეთ თარგი {{ინფორმაცია}}, სადაც უნდა მიუთითოთ, პირველ რიგში, სურათის წყარო, აღწერა და სხვა დეტალები. მხოლოდ {{free use}} არ არის დამაკმაყოფილებელი. საუკეთესო სურვილებით, —G.G. 16:22, 9 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

აღწერაში უთითებთ რას წარმოადგენს ფაილი, ანუ ვისი/რისი სურათია და დამატებით ინფორმაციას: სად არის გადაღებული და მისთ, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რათქმაუნდა. წყაროში იმ ვებ-გვერდის სრულ მისამართს, საიდანაც აიღეთ სურათი, ან, თუ თქვენი გადაღებულია, წერთ „პირადი არქივი“ (ან რაიმე მსგავსი). თარიღის ველში, როგორც წესი, ატვირთვის, ანუ დღევანდელ თარიღს წერთ, ავტორის ველში წერთ ფაილის შემქმნელს, ავტორს (რომელიც ხშირ შემთხვევაში უცნობია, ასეთ შემთხვევებში წერთ „უცნობია“), ხოლო უფლების ველში წერთ ლიცენზიას, ან ტოვებთ ცარიელს (ამ შემთხვევაში ავტომატურად გაჩნდება ტექსტი „იხ. ქვემოთ“) და ატვირთვის ფორმიდან უთითებთ ლიცენზიას.
პ.ს. ფრთხილად იყავით ლიცენზიის შერჩევსას, შესაძლოა, მოგთხოვონ იმის დამტკიცება, რატომაა ესა თუ ის ფაილი თავისუფალი ლიცენზიით (ძირითადად, თუმცა არსებობს თავისუფალი ლიცენზიების მრავალი სახე, რომლებიც ჩამოთვლილია ატვირთვის ფორმაში, შესაძლოა სხვაგვარი თავისუფალი ლიცენზია უფრო შეეფერებოდეს). მე პირადად ეჭვი მეპარება თქვენს მიერ ბოლოს დამატებულ სურათების ლიცენზიებში. წარმატებები.—G.G. 16:45, 9 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

ოთო აღნიშნული პრობლემა სხვებსაც ჰქონდათ. არ ვიცი რისი ბრალია. სამწუხაროდ ვერ დაგეხმარები. — ჯაბა ლაბაძე () 13:11, 11 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

ჰორიზონტის მხარეები

ოთო გამარჯობა. ერთი თხოვნა მაქვს და დარწმუნებული ვარ ამას შენზე უკეთ ვერავინ გააკეთებს ქართულ ვიკიპედიაში. თუ სურვილი გექნება იქნებ ეს სტატიები დაწერო აღმოსავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთი, ხოლო დასავლეთს იქნებ რაიმე მიამატო. მადლობა. — ჯაბა ლაბაძე () 16:04, 17 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

დიდი მადლობა. — ჯაბა ლაბაძე () 16:04, 18 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

უტექსტო სტატიები

ოთო გამარჯობა, ერთი თხოვნა მაქვს და წინასწარვე გეტყვი თუ ეს შენს სურვილს დაემთხვევა მხოლოდ მაშინ შეგიძლია ყურად იღო. სულ ახლახანს დაწერე სტატია ჰეკატეოს მილეტელი, რომელსაც დაბადების თარიღად მიუწერე ძვ. წ. 550. თუ ამ ბმულს დააწკაპებ, ნახავ რო სტატია წლის შესახებ უტექსტოა. თუ სურვილი გექნება ახლაც და სხვა დროსაც იქნებ ჩაამატო შესაბამის სექციაში (დაიბადნენ) ინფორმაცია ამ ფორმით:

* [[ჰეკატეოს მილეტელი]] – ძველი ბერძენი [[ისტორია|ისტორიკოსი]] და [[გეოგრაფია|გეოგრაფი]].

და სტატიის თავში არსებული თარგი {{უტექსტო}} ამოიღო. ასე შენს ისედაც სასარგებლო საქმეს ორჯერ სასარგებლოს გახდი ქართული ვიკიპედიისათვის. მადლობა. — ჯაბა ლაბაძე () 12:39, 20 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

ოთო, გავაკეთე თარგი {{ჰორიზონტის მხარეები}} გამოიყენე სხვა სტატებშიც. — ჯაბა ლაბაძე () 15:42, 21 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

გეოგრაფიის ვიკიორდენი

გეოგრაფის ორდენი
ეს ორდენი ჩემგან, უამრავი სტატიის შექმნისთვის ზოგადად გეოგრაფიის თემაში. – GIO---->>13 () 17:25, 27 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

თხოვნა

გთხოვ თარგი:ინფოდაფა მთა გამოიყენო სტატიებში. წარმატებები.--ცანგალა () 20:06, 4 მარტი 2011 (UTC)პასუხი

ok.--Otogi განხილვაწვლილი 20:13, 4 მარტი 2011 (UTC)პასუხი

გთხოვ შეიყვარო თარგები

თარგი:ინფოდაფა მინერალი - ეს თარგიც უნდა შეიყვარო ვიღიმი --ცანგალა () 17:38, 6 მარტი 2011 (UTC)პასუხი

კიდევ ერთი თხოვნა

ნახე საყუდისთავი მე ჩავწერე ავტორი. გთხოვ შენც მომავალში მიუნიშნო. --ცანგალა () 18:46, 6 მარტი 2011 (UTC)პასუხი

ok.--Otogi განხილვაწვლილი 18:47, 6 მარტი 2011 (UTC)პასუხი

ვერ გავიგე

განხილვა:კირიაკ ზავრიევი - ვერ გავიგე რა გაკეთდა?--ცანგალა () 19:31, 8 მარტი 2011 (UTC)პასუხი

ბოდიში ჩარევისთვის, მაგრამ სტატიის ისტორიას თუ გადახედავ ცანგალა, მიხვდები რაც გაკეთდა. კიდევ ერთხელ ბოდიში, მგონი არ უნდა ჩავრეოდი. :) იმედია ოთო მომიტევებს. :) – GIO→13 () 19:34, 8 მარტი 2011 (UTC)პასუხი

ზავრიევი ჩემი თემაა არაა (ეს ყველასათვის ნათელია) მაგრამ თხოვნა იყო და რას ვიზამთ. და ”გალაჩკა” იმიტო მივეცი რომ ასე თუ ისე დასრულდა სტატია. იმედია ამ გალაჩკამ ხელი არ შეგიშალათ )ვიკრიჭები). და საერთო ვფიქრობ რომ უკვე დროა რო გამოჩენილი ადამიენების შესახებ სტატიები გავასწოროთ (შეძლებისდაგვარად) და დავხვეწოთ; ისე ამას ჯობდა შავნაბადასთვის მიგვეხედა; სტატია გასასწორებელია როგორც ჩანს;

P.S. გიო შენ კიდევ მისატევებელი არაფერი არა გაქვს (ხო იცი)ვიღიმი. პატივისცემით--Otogi განხილვაწვლილი 09:31, 9 მარტი 2011 (UTC)პასუხი

Giorgi13, საბოდიშო არაფერი არ აქვს. ჩარევა ყოველთვის საჭიროა. უბრალოდ მე ვერ გაიგე რამდენად საჭირო იყო თარგი:გაკეთდას ჩაწერა. ამიტომ მაინტერესებდა რა გაკეთდა. ისტორიას გადავხედე - კატეგორიები დაემატა, ინფოდაფაში შესწორება გაკეთდა. უბრალოდ ვერ გავიგე ამის გამო იქნა თარგი:გაკეთდა გამოყენებული? უბრალოდ მე მაინტერესებს მომავალში მეც უნდა გამოვიყენო ეს თარგი? ”გალაჩკას” ხელი ნამდვილად არ შეუშლია.
ვიკიციტატა
„და საერთო ვფიქრობ რომ უკვე დროა რო გამოჩენილი ადამიენების შესახებ სტატიები გავასწოროთ (შეძლებისდაგვარად) და დავხვეწოთ;“
- გეთანხმები. ძალიან ბევრ ბიოგრაფიულ სტატიებს ინფოდაფები არ აქვს. ოღონდ ”გალაჩკას” ნუ ჩავწერთ განხილვის გვერდებზე. --ცანგალა () 12:00, 10 მარტი 2011 (UTC)პასუხი

შეკითხვა

ამ ცანგალამ წაგიღო გული, მაგრამ ასეთი შეკითხვა მაქვს. თარგების შექმნაში როგორ ხარ? იქნებ შექმნა თარგი უღელტეხილთან დაკავშირებით? თუ არ არის საჭირო?--ცანგალა () 12:21, 11 მარტი 2011 (UTC)პასუხი

უf, პირიქით თუ რამეა უნდა მითხრა ხოლმე, ბავშვი კი არავარ მეწყინოს რამე. კი პრობლემა არაა გავაკეთებ თარგს, მარა ჯერ რო არ შემხვედრია საქ. უღელტეხილებში თარგები? თუ არის თარგი მომაწოდე გთხოვ.--Otogi განხილვაწვლილი 12:25, 11 მარტი 2011 (UTC)პასუხი

ინგლ. იცი? თარგი:ინფოდაფა უღელტეხილი - შემოვიტანე ინგლ. იქნებ ერთად შევქმნათ. --ცანგალა () 15:37, 11 მარტი 2011 (UTC)პასუხი
რომ არ არის ქართ. ვიკიში თარგი გავამდიდროთ სტატია თარგით. მგონი კარგი იქნება.--ცანგალა () 15:38, 11 მარტი 2011 (UTC)პასუხი
აბა ახლა მიხედე. თარგი არსებობს. ორმა გიორგიმ დაგვეხმარა. --ცანგალა () 20:12, 11 მარტი 2011 (UTC)პასუხი

სურათის შესახებ

ცხრაწყარო (უღელტეხილი) - სურათი ჩავსვი ინფოდაფაში. ნახე.--ცანგალა () 15:05, 12 მარტი 2011 (UTC)პასუხი

კენჭისყრა

გამარჯობა:) მიმდინარეობს კენჭისყრა მომხმარებლის სახელის ცვლილებასთან დაკავშირებით გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა--დავით XXI 09:20, 13 მარტი 2011 (UTC)პასუხი

პორტალი გეოგრაფია

გამარჯობა ოთო. :) პასუხი შენ წერილზე, იხილე აქ. :) GIO→13 () 16:49, 19 მარტი 2011 (UTC)პასუხი

ძალიან გთხოვ თარგების პრინციპი და საერთოდ თარგების შექმნა და მასთან დაკავშირებულ საკითხებთან მუშაობა ისწავლე, რადგან ვიკიპედია თითქმის თარგებით არის შექმნილი.--ცანგალა () 17:11, 19 მარტი 2011 (UTC)პასუხი
გამარჯობა ოთო. პირველ რიგში დიდი მადლობა პორტალ გეოგრაფიას რომ მოკიდე ხელი :) შენთან ერთი პატარა რჩევა მაქვს, ასოებს შორის, სიტყვებში, ადგილებს ნუ ტოვებ. შეგიძლია კურსივი ტექსტი გამოიყენო ამის ნაცვლად :)--მიხეილ () 22:22, 19 მარტი 2011 (UTC)პასუხი


უბრალოდ მინდა გითხრა, რომ ვაფასებ შენს შრომას :) გამომადგა შენს მიერ დაწერილი ბევრი სტატია გეოგრაფიაზე. მადლობა :) --გოტა (მომწერე) 15:29, 21 მარტი 2011 (UTC)პასუხი

კატეგორიების შესახებ

გამარჯობა. კატეგორიები ასე არ იქმნება: კატეგორია:ნიადაგთმცოდნეობა, კატეგორია:ვულკანოლოგია. ამჟამად ეს კატეგორიები, ასე ვთქვათ, 'საკუთარ თავში სხედან'. საჭიროა მიეთითოს ზედა კატეგორია, რომელშიც შედის ეს კატეგორია და ინტერვიკები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).—G.G. 16:05, 23 მარტი 2011 (UTC)პასუხი

დანაოჭება

გაუ, სტატიაში შემოვიტანე საერთაშორისო ბმულები. იქნებ შეცვალო სურათბი და დაამატო ინგლ. მიხედვით. იქ უფრო მეტი და საინტერესო ფაილებია.--ცანგალა () 17:27, 26 მარტი 2011 (UTC)პასუხი

ნეშომპალა

გთხოვ ნახო (არ დაიზარო) ქსე, ტ. 7, გვ. 399. ძირითადი სტატია ჰუმუსზე იყოს? ხელმოწერა გაასწორე. ვინმეს ჰკითხე ვისაც ტექნ. საკითხები ესმის.--ცანგალა () 13:14, 27 მარტი 2011 (UTC)პასუხი

ხელმოწერის შესახებ

ვიკიპედიელის განხილვა:Diaoha - ამ მომხმარებელს შეეკითხე. გიორგი.--ცანგალა () 13:33, 27 მარტი 2011 (UTC)პასუხი

Diaoha იღებს მოკლე ვიკიშვებულებას და ვიკიპედიაში მალე დაბრუნდება.

მემგონი ჯობია გარკვეული ხანი მეც დავტოვო პროექტი, თორე ასე მუშაობა რთულია.

შვებულება უწერია,. მიწერე და გიპასუხებს. შენ რამ გადაგღალა? ცანგალამ? ვიღიმი--ცანგალა () 13:45, 27 მარტი 2011 (UTC)პასუხი

არა არა როგორ გეკადრება, შენ რა შუაში ხარ. პირიქით. უბრალოდ ცოტა ავირიე ეს დღეებია. შენთან ერთად კი მიხარია მუშაობა. ვიღიმი

გაუმარჯოს, ჯერ ის გავარკვიოთ,

ამ ღილაკს თუ ხედავ?--იორგი 14:23, 27 მარტი 2011 (UTC)პასუხი

სურათზე კი ვხედავ მარა პანელი ”მკვდარია” ცარიელია

ოთო წეღან ახსენე თავისით მაგდებსო, მეც ეგ პრობლემა მქონდა კარგა ხანი, სხვა ბრაუზერი სცადე. მე მაგალითად Google Chrome მაგდებდა თავისით და Mozila Firefox-ზე გადავედი, თუმცა ახლა Google Chrome-ზეც გასწორდა თავისით. --მიხეილ () 15:04, 27 მარტი 2011 (UTC)პასუხი
ქრომის ცნობილი პრობლემაა, მაგრამ ახალ ვერსიებში მე მეგონა რომ გამოასწორეს... რეკლამად არ ჩამითვალოთ, მაგრამ მეოთხე Firefox ქრომს არაფრით არ ჩამოუვარდება - როგორც დიზაინის მხრით, ასევე სხვა რამეებით. :)--იორგი 15:47, 27 მარტი 2011 (UTC)პასუხი

მეც Google Chrome ვხმარობ, ეხლა სხვა ბრაუზერებს დავაყენებ, ვნახავ რა შეიცვლება. მადლობა გიო და მიშა

გამარჯვებულის გამოვლენა

გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა ვიკიპედიაში თებერვალსა და მარტში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულის გამოვლენაში.
საუკეთესო სტატიის გამოსავლენად კენჭისყრა გრძელდება 31 მარტის 23:59:59 საათამდე! მადლობა — დავით პასუხი 14:14, 28 მარტი 2011 (UTC)პასუხი

ელ-ნინიო

ოთო, უღრმესი მადლობა ამ სტატიის დაწერისთვის! შესანიშნავია! მე ვაპირებდი ზუსტად ამ დღეებში მის შექმნას ბოლივიის ვიკიპროექტის ფარგლებში. შენის ნებართვით, მივაკუთვნებ ამ პროექტს :) და კიდევ, ერთი პატარა შენიშვნა, გრძელ ტირეს ნუ იყენებ, ამ სტატიის სათაურში ასეთი ტირე გაქვს გამოყენებული და გადასატანია. მადლობა კიდევ ერთხელ. --მიხეილ () 09:24, 30 მარტი 2011 (UTC)პასუხი

ოთო, როგორც შენ თქვი, გეოგრაფიის პორტალში სტატიებს ქმნი, მაგრამ მაინც წითლადაა. შეგიძლია მითხრა მაგალითად რომელი სტატიებია ასე? --მიხეილ () 19:15, 30 მარტი 2011 (UTC)პასუხი

ტალღები

ცუდი არ იქნება სტატიაში რომ ჩაისვას ასეთი წინადედადება (სტატიის დასაწყისში) არ შეგაშელოთ ტალღაში და აგრეთვე ტალღაში იგივე ჩასვი ტალღებზე. ე. ი. ეს ორი სტატია ერთმანეთში რომ გადადიოდეს. ან ტალღაზე გაკეტდეს მრავალმნიშვნელოვანი. (გვ. 647) --ცანგალა () 11:44, 31 მარტი 2011 (UTC)პასუხი

რავიცი ჩაუსვი როგორც შენ სწორად მიგაჩნია ისე--Otogi განხილვაწვლილი 11:51, 31 მარტი 2011 (UTC)პასუხი

გიორგის გაუკეთებია. აწი გეცოდინება რასაც ვგულისხმობდი. არ დაგავიწყდეს ამის კეთება. ჩაინიშნე. მომავალში გამოგადგება. ვიღიმი--ცანგალა () 16:00, 31 მარტი 2011 (UTC)პასუხი

ტალღა

ხო კარგად გამოვიდა. აწი დავიხსომებ--Otogi განხილვაწვლილი 16:03, 31 მარტი 2011 (UTC)პასუხი


განხილვა:ვეთლენდი

გამარჯობა ოთო, იქნებ ამ განხილვას გადახედო? — დავით პასუხი 12:29, 3 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

მუნიციპალიტეტები

ოთო გამარჯობა, სტატიებს მუნიციპალიტეტების შესახებ აღარ შეავსებ? გთხოვ ხაშურის მუნიციპალიტეტიც შეავსე შენებურად, პროფესიონალურად. — ჯაბა ლაბა 14:11, 3 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

დიდი მადლობა ოთო. ფოტოებიც მალე იქნება. — ჯაბა ლაბა 17:31, 3 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

ოთო გამარჯობა, ხაშურის მუნიციპალიტეტის სტატიაში ჩაამატე ასეთი ტექსტი: აღმოსავლეთ კალთაზე ძირითადი მდინარეა სურამულა და მისი შენაკადები; ჭერათხევი (იგი თავის მხრივ, იერთებს ულუმბისღელეს, უწლეულას, ბრილისღელეს), ტილიანა (მარცხ.). ეს სად წერია ლიტერატურას თუ მომცემ კარგი იქნება. მანდ რომ თავად დაამატებ კი ვიცი, მაგრამ სხვაგან დამჭირდება. წინასწარ მადლობა. — ჯაბა ლაბა 17:18, 11 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

დიდი მადლობა ოთო. — ჯაბა ლაბა 15:15, 12 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

ორდენი

ქართული ვიკიპედიის 48 000-ე სტატიის დაწერისთვის თქვენ გეკუთვნით ეს ორდენი!
--იორგი 10:56, 13 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

Diaoha - ს

გიო (Diaoha) უღრმესი მადლობა. ძაან გამახარე. ეხლა უფრო დიდი ენთუზიაზმით შევუდგები ვიკიპედიაში მუშაობას და მის დახვეწას. პატივისცემით--Otogi განხილვაწვლილი 11:52, 13 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

კითხვა

ოთო, ქართულში ამის აღმნიშვნელი რამე ტერმინი გვაქვს? --მიხეილ () 21:05, 15 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

იჩინსკაია-სოპკა

ოთო დღეს ეს სტატია შემოვიტანე და ორ ტერმინში მეპარება ეჭვი რამდენად სწორად დავწერე ფუმაროლები და სოლფატარები. ესენი ქსე-ში უნდა იყოს, თან გადახედე პროფესიონალის თვალით და თან ჩაასწორე გთხოვ. — ჯაბა ლაბა 19:22, 19 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

დიდი მადლობა ოთო. — ჯაბა ლაბა 19:54, 19 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

ნამდვილად საჭიროა და თან წარსულის გამოცდილებაზე დაყრდნობით იმედი მაქვს წარმატებით დამთავრდება. — ჯაბა ლაბა 20:00, 19 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

იმედია--Otogi განხილვაწვლილი 20:20, 19 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

სალამი. ინფოდაფებში, აქტიურობის ველში ’დან’-ს არ ვიყენებთ. ვწერთ უბრალოდ დაწყების წელი, შემდეგ ტირე - დღემდე (ან რომელიმე წელს). — BH განხილვაწვლილი 10:41, 22 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

ვიკიპედიას სჭირდები

გამარჯობა ოთო. არ ვიცი ვისგან რა გეწყინა, მაგრამ უმორჩილესად გთხოვ, დაივიწყო ყველანაირი წყენა და დაგვიბრუნდე, ვიკიპედიას სჭირდები :) --მიხეილ () 14:45, 8 მაისი 2011 (UTC)პასუხი

თანმიმდევრობა

1. გალერეა; 2. იხილეთ აგრეთვე; 3. რესურსები ინტერნეტში; 4. ლიტერატურა; 5. სქოლიო, თუ რამე დავაკელი დოიჩლანდი გეტყვის. ისე რა გეწყინა, ამჟამად წავიკითხე. ასეთ სერიოზულ პროექტებში მუშაობისას ყველაფერი უნდა გადალახო (მაგ. ცანგალა ვიღიმი ), ვიკიპედიაზე სერიოზული კი ცხოვრებაა - იქ მაშინ სად წახვალ? --ცანგალა () 16:36, 18 მაისი 2011 (UTC)პასუხი

ჭიათურის პლატო

ოთო გამარჯობა, თუ არ შეწუხდები იქნებ ამ სტატიას – ჭიათურის პლატო – ლიტერატურა ჩაუსვი, ვგონებ ქსე-დან უნდა მქონდეს შემოტანილი და ახლა ეგ ტომი სამწუხაროდ არ მაქვს. — ჯაბა ლაბა 15:31, 26 მაისი 2011 (UTC)პასუხი

გაკეთდა--Otogi განხილვაწვლილი 20:01, 26 მაისი 2011 (UTC)პასუხი

თარგის განხილვა:ინფოდაფა მდინარე

იხ. თარგის განხილვა:ინფოდაფა მდინარე რისი ჩამატებაა საჭირო. ვნახე ქვეყანა, რომ აჭარა ჰქონდა ჩაწერილი სიჩქარეში. ამიტომ აჭარაც ჩაიწეროს და საქართველოც.--ცანგალა () 14:35, 29 მაისი 2011 (UTC)პასუხი

თარგის თაობაზე

გაუ, თარგი განახლდა და შეგიძლია განახლებული თარგი გამოიყენო. წარმატებები.--ცანგალა () 19:10, 31 მაისი 2011 (UTC)პასუხი
ნახე თარგი:მდინარე გიორგიმ გაანახლა.--ცანგალა () 19:15, 31 მაისი 2011 (UTC)პასუხი

ოთო ცანგალას „გაუ“ ნიშნავს „გაუმარჯოს“ :) :) — GIO→13 () 19:24, 31 მაისი 2011 (UTC)პასუხი

ხოო, არ ვიცოდი, აწი მეცოდინებავიღიმი--Otogi განხილვაწვლილი 19:28, 31 მაისი 2011 (UTC)პასუხი

ტოურსაუ - პასუხი დავწერე ჩემს განხილვის გვერდზე. ისე თარგი დიდ მდინარეების გარდა პატარასაც უნდა მიაყოლო ნელ-ნელა. რადგანაც პატარაა უნდა დაჩაგრო? ვიღიმი. თარგი ძალზე ალამაზებს სტატიებს.ცანგალა () 07:13, 1 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

ოთო გაუმარჯოს, ეს და ეს აბა. --მიხეილ () 10:38, 4 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

გამარჯობა

გამარჯობა ოთოგი, კარგი, უწყაროო სტატიებს შენსკენ გამოვუშვებ. მე კი არ მეხალისება ვინმესთვის ამის გაგზავნა, მაგრამ ვერ ვუყურებ დაუმთავრებელ, უხარისხო სტატიებს. რომ იძახიან მიდი და შენ დაამატეო, მასე არ არის, ერთ სტატიაზე რომ მუშაობ, რამდენიმე ბმული გჭირდება, ნახულობ და რაღაცას რომ აღმოაჩენ ნაკლულს, ბარემ იქვე აღნიშნავ და ავტორს შეატყობინებ და უბრუნდები შენ მთავარ სამუშაოს. ... მოკლედ, როგორც არის, მადლობა, რომ სიტუაცია განმუხტე, მესმის მე მისი, რატომ არის გაღიზიანებული, მაგრამ საქმე საქმეა. კიდევ ერთხელ მადლობა, რომ ჩაერიე კამათში სასიკეთოდ.--Ouzo განხილვაწვლილი 19:16, 6 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

პასუხი

გამარჯობა ouzo. არაფრის რისი მადლობა. შეგიძლია ან ოთოჯი ან ოთო დამიძახო. მიხარია რომ სწორად გამიგე და გაიგე სიტუაცია. ვიცი რომ არ გეხალისება, ისიც მესმის რომ ვიკის გაუმჯობესებაზე ზრუნავ, ეგ ყოველივე კარგია და მივესალმები ამ ყოველივეს. როგორც მე ვუყურებ რამდენიმე წლის უკან ვიკიპედიაში არც თუ ისე აქტუალური იყო ლიტერატურის მითითება, ახლა კი სუტუაცია შეიცვალა. სტატიებს რათქმაუნდა ესაჭიროება ლიტერატურა, ან მინიმუ ინტერნეტრესურსები მაინც.

პირდაპირ გეტყვი არ მიყვარს როცა ვიკიპედიელები ვერ უგებენ ერთმანეთს, ეს არ არის კარგი. უნდა გავუგოთ ერთმანეთს და უფრო კარგად შევასრულებთ ერთ დიდი სამუშაოს.

მე პირადად როცა ვიკიპედიაში დავიწყე მუშაობა, ჯაბა აქტიურად მიმანიშნებდა ხოლმე ლიტერატურის მითითებას და ეს საქმე მე ეხლა "სისხლში გამიჯდა".

ჯაბას რაც შეეხება, თქმაც ზედმეტია თუ რაოდენ ღვაწლმოსილი ვიკიპედიელია, მე პირადად დიდი სიამოვნებით ჩავუსმევ მის სტატიებს ლიტერატურას.--Otogi განხილვაწვლილი 19:32, 6 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

"ღვაწლმოსილება" არავის აძლევს უფლებას აგდებით ელაპარაკოს სხვებს. კარგი, ამას თავი დავანებოთ, მოკლედ ჯაბას უწყაროო სტატიებს შენ გამოგიგზავნი ხოლმე. კიდევ ერთხელ მადლობა.--Ouzo განხილვაწვლილი 19:36, 6 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

კარგი ნუ ცხარობ. ყველაფერი ხდება ხოლმე. ეგ არაფერი. მოგვარებადია (თითქმის) ყველაფერი. მოკლედ მოვილაპარაკეთ, ქსე-დან ამოწერილ (ჯაბას)სტატიებს მიგზავნი მე. არაფრის, და წარმატებები--Otogi განხილვაწვლილი 19:42, 6 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

შევთანხმდით.--Ouzo განხილვაწვლილი 19:44, 6 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

მადლობა

მადლობა ოთო ისლანდიის ვულკანების ჩასწორებისთვის, ისედაც უნდა მეთხოვა გადაგეხედა და დამასწარი :) --მიხეილ () 20:17, 8 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

არაფრის მიშა. მართლაც ისეთი სახელები აქვთ ამ ისლანდიურ გეოგრ. ობიექტებს რომ წარმოიდგინე მეც კი მერევა ხოლმე. მაინცდამაინც უნდა ჩავხედო რუკებს რომ სწორად დავადგინო მათი სახელები. ისე ხ. ზოგან მემგონი ჰ-თ უნდა ჩავანაცვლოთ, რას იტყვი ?--Otogi განხილვაწვლილი 20:20, 8 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

სახელებს ნუ იტყვი, რამის ენა მოვიტეხე :D მეც ვფიქრობ, რომ უნდა იყოს. --მიხეილ () 20:23, 8 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

ხო მოკლედ საშინელებაა. მარა სხვათაშორის მათი სახელების ძალიან ბევრნაირი ფორმა არსებობს. მე სპეციალურად 1950-იანი წწ. ნაშრომებს გადავხედე და სუ სხვანაირი სახელები დამხვდა. მაგრა გამიკვირდა. ნუ თვითონ ისინი ცდილობენ უფრო რბილად გამოთქვან სახელები.

პ.ს. მოკლედ რო არ აგერიოს აი მაგ.: ხომ არსებობს ჰვანადალსჰნუკური, იგი ჰ-თ უნდა დაიწყოს და არა ხ-ით. სიაში ხომ არის დავუშვათ ხვერფიადლი (Hverfjall), ასეთ შემთხვევაში ტერმინის ორი პუნქტი Hv უნდა დაიწყოს ჰვ. ასეთ შემთხვევაში იგი გამოვა ჰვერფიადლი--Otogi განხილვაწვლილი 20:31, 8 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

მადლობა ოთო და ორდენს გილოცავ. სხვაც მრავალი მომელოცოს :) --მიხეილ () 20:40, 8 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

მუხლჩაუხრელი რედაქტორის ვიკიორდენი

მუხლჩაუხრელი რედაქტორის ვიკიორდენი
აქტიურობისთვის და უამრავი სტატიის შექმნისათვის, ეს ორდენი ჩემგან. ვიღიმი წარმატებები. — ჯაბა ლაბა 20:36, 8 ივნისი 2011 (UTC))პასუხი


მადლობა

დიდი მადლობა ჯაბა. გაიხარე. მიხარია რომ რაღაც გამიკეთებია და ამას ხედავენ ადამიანები, რომლებიც ამას აფასებენ. კიდევ ერთხელ მადლობა. ჯაბა მინდა გითხრა რო თავს კარგად ვგრძნობვიკრიჭები--Otogi განხილვაწვლილი 20:41, 8 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

გაიხარე მიშა. მადლობა.--Otogi განხილვაწვლილი 20:42, 8 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

მადლობა შენ ოთო ასეთი აქტიურობისათვის. რომ არა შენ და მიშა ვიკიპედიაში გეოგრაფია მკვდრადშობილს გავდა. ახლა მეც მიხარია, რომ გაგახარე. წარმატებები. ვიღიმიჯაბა ლაბა 20:47, 8 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

კიდევ ერთხელ მადლობა ჯაბა. რაც ჩემს ძალებშია მე ყველაფერს ვიზამ. შენც წარმატებებივიღიმი--Otogi განხილვაწვლილი 20:57, 8 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

შეკითხვა

გაუმარჯოს ოთო, ეს ნახე აბა, სტატიაში მჭირდება და ქართულში რა შეესატყვისება? --მიხეილ () 20:12, 11 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

გაგიმარჯოს მიშა. Cay რიფების ერთ-ერთი სახეობაა--Otogi განხილვაწვლილი 20:20, 11 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

გაიხარე ოთო. ისე სკაიპი არ გაქვს? დამამატე m-i-x-a88 --მიხეილ () 20:21, 11 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

არაფრის. კი ვსარგებლობ (იშვიათად). პრობლემა არაა მოგძებნი და დაგამატებ. --Otogi განხილვაწვლილი 20:25, 11 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

ინფ. მდინარე

გამარჯობა, {{ინფოდაფა მდინარე}}, კარგად მუშაობს? რაიმე შესწორება ხომ არ სჭირდება? :)--იორგი; 14:11, 12 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

გამარჯობა გიო. კი კარგად მუშაობს. მაგრამ რაღაც პრობლემა აქვს კოორდინატებთან დაკავშირებით. იმეორებს. იხ. ელბა.--Otogi განხილვაწვლილი 14:15, 12 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

ოქ, მადლობა, გასაგებია. ვნახოთ, რაღაცა საინტერესო მოულოდნელი შეცდომაა ^_^.--იორგი; 14:19, 12 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

კაი გიო აბა შენ იცი. თუ კიდე რამე პრობლემა იქნება გეტყვი მერე--Otogi განხილვაწვლილი 14:22, 12 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

სტატიების შემოწმება

ოთო, შენს ძველ სტატიებს რომ არედაქტირებ, ბარემ შემოწმებასაც მიაჭირე ხოლმე ხელი :) --მიხეილ () 17:55, 12 ივნისი 2011 (UTC)პასუხი
მოსულა--Otogi განხილვაწვლილი 17:56, 12 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

იოანე საბანისძე

გამარჯობა. იოანე საბანისძის სახელთად ნაკავშირებით, გთხოვთ, ნახოთ სტატიის განხილვის გვერდი. — Nodar Kherkheulidze () 06:22, 14 ივნისი 2011 (UTC)

სქოლიო

იოანე საბანისძეში ჩემ მიერ ჩამატებულ ლიტერატურას „გვერდის“ ადგილმდებარეობა შეუცვალეთ. მე როგორც ვიცი, და როგორც ყველა წიგნში წერია (სქოლიოს სახით), გვერდის ნომერი მოსდევს დასახელებულ ლიტერატურას ბოლოში: მაგ., ჯავახიშვილი, ისტორია, თბ., 1928, გვ.1 — Nodar Kherkheulidze () 11:37, 14 ივნისი 2011 (UTC)

ოკ. აღადგინე--Otogi განხილვაწვლილი 11:38, 14 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

სურამულა

რამდენად მართებულია ამ სტატიის წასჰლა წყალდიდობა სურამში?

წყალდიდობა

მისმინე მეგობარო. აგიხსნი რაშია საქმე. როგროც წესი ენციკლოპედიაში იწერება ისეთი სტატია, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს, არა მარტო დღეს და ხვალ, არამედ ზოგადად საერთოდ. ასეთ შემთხვევაში წყალდიდოდბა სურამში დაწერა ცალკე, დამიჯერე, როგორც პროფესიონალი გეუბნები შეცდომაა. შენ იცი მტკვარზე რამდენი წყალდიდობა იყო ? მაგის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მე ადრე გავაკეთე სტატია წავკისისწყალი წაიკითხე და ნახე რა მოკრძალწებულად ვთქვი მის ძალიან ცნობილ წყალდიდობზე. არ გეწყინოს მარა ასეა--Otogi განხილვაწვლილი 15:44, 21 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

არც ევროპაში ყოფილა ცოტა წყალდიდობა, მაგრამ თქვენი დაწერილია [1] ეს და [2] ეს სტატია. რამ დაიმსახურა თქვენი ინტერესი ევროპისადმი?

იმიტო რო ის გლობალური მოვლენა იყო. ხოლო სურამი გლობალური არ არის--Otogi განხილვაწვლილი 15:48, 21 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

სწორედ გლობალური პრობლემის გამოვლინებაა, ის რომ აქამდე მშვიდ მდინარეს ახლა ღვარცოფი ახასიათებს. ეს ტქვენთვის არაფერზე მეტყველებს? – სურამულა

ღვარცოფი იცი საერთოდ რა არის ? ან როგორი გენეზისი აქვს--Otogi განხილვაწვლილი 15:59, 21 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

ცოტა კორექტულად. ასე ექცევით ახალბედებს?

კომპლექსური გეოლოგიურ–გეომორფოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენა,მაღალი კონცენტრაციის წყალგრუნტოვანი ნაკადის მოძრაობა მდინარის ან ხრამის კალაპოტში, რისი გამოვლინებაც განპირობებულია რელიეფის ძლიერი დანაწევრებით, ფერდობებისადა კალაპოტების ძლიერი დახრილობით, დენუდაციური და ეროზიული პროცესების ინტენსიური განვითარებით, თოვლის ინტენსიური დნობით, ბუნებრივი ან ხელოვნური კაშხლების წყალსატევებიდან გადმოხეთქილი წყლებით და ძლიერი თავსხმა წვიმებით.

მცოდნია? – სურამულა

ყოჩაღ გცოდნია. კაია. ეს ტემა შორს წაგვიყვანს. აი ვინ ხარ არ ვიცი ად კაი იქნებოდა ხელს ტუ მოაწერდი--Otogi განხილვაწვლილი 16:03, 21 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

ისე ვგრძნობ რომ ვიღაც ბინძურ პროვოკაციას მიწყობს და ვაი იმის ბრალი. მოუწევს--Otogi განხილვაწვლილი 16:05, 21 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

გმადლობთ. მანდ ჩამოთვლილიდან თოვლი არ იყო მხოლოდ თორემ გეოლოგების ვარაუდით ყველაფერი ახასიათებდა ამ წყალდიდობას. ხელს ვერ ვაწერ არ ვიცი იქნებ ამდენ წერას მასწავლოთ. – სურამულა

ისე ვინ ხარ ? პანელზე, ფანქარი ხატია დააწკაპუნე. --Otogi განხილვაწვლილი 16:08, 21 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

გთხოვთ, თავი შეიკავოთ. აღარ გააგრძელოთ. ოთო, ხელმოწერაზე ავუხსნი უკეთ, საკუთარ განხილვის გვერდზე :). — დავით პასუხი 16:09, 21 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

ასე? --Suramula განხილვაწვლილი 16:09, 21 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

კი--Otogi განხილვაწვლილი 16:10, 21 ივნისი 2011 (UTC)პასუხი
კარგია :) — დავით პასუხი 16:11, 21 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

მადლობა. ასე არ ჯობია. :) ისე ბატონო Otogi იმედის საინფორმაციოს უყურეთ ინტერნეტიტ 20:05 წუტიდან და დამეტანხმებით ალბათ რომ მართლა მნიშვნელოვნი მოვლენა მოხდა. --Suramula განხილვაწვლილი 16:12, 21 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

დავაზუსტებ 20:05-დან 20:15-მდე და ნახავთ რამდენჯერაა ნახმარი სიტყვა ღვარცოფი. გმადლობთ. --Suramula განხილვაწვლილი 16:16, 21 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

ბოღმა არ შეგერგება

მისმინე ე შენ სურამულა ხარ თუ ვიღაც. კარგად მომისმინე. ვიკიპედია თამაში არ არის გაიგე. თამაში თუ გინდა წადი და საბავშვო ბაღში ითამაშე. შენ რა გგონია რომ მე დამაჯერებ იმას რომ შემთხვევით მომწერე ჰაა, თუ ეგეთი მაგარი როჟა ხარ, გამოტყდი რომელი ხარ, მიდი აბა, შეძლებ ?. რომელმა ვიკიპედიელმა გამოგიშვა ჩემთან ჰაა. თუ შენხარ ექსვიკიპედიელი ჰა. რო ზიხარ მანდა და მონიტორს რო ამოეფარე არაგცხვენია ამხელა კაცი ხარ. ვიკიპედიას სწორედ რომ ფსევდოკონკურენცია ღუპავს, ისეთი კონკურენცია შენ რომ გაგაჩნია.

იჭმევი შიგნიდან რომ გჯობივარ, და ისიც იცი რომ ჩემ დონემდე მანამ მოხვალ ასი წელი მოგინდება. ჩემი რჩევაა, ცეცხლს ნუ ეთამაშები. ვხვდები სავარაუდოდ ვინც ხარ. შენ გინდა რომ ვიკიპედიიდან წავიდე, ვერ ეღირსები შენი მთელი ცხოვრება. ვაი შენი ბრალი მე თუ გადამეკიდე. არ დაგინდობ.

პ.ს. მინდა რომ ეს წერილი ყველა ვიკიპედიელმა წაიკითხოს და დასკვნა გამოიტანოს თუ რატომ ვწერ ამ ვითომ სურამულას ამ წერილს. კარგად იფიქრეთ. რაც აქ ვარ ზედმეტი არავისთვის მითქვია, მარა ეს მეტისმეტია--Otogi განხილვაწვლილი 22:23, 22 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

{{DEFAULTSORT:}}

{{DEFAULTSORT:}} აქ იგივე ჩაწერე, როგორც სათაურია. ვგულისხობ სმირნოვ ვლადიმერს. მამისახელი არ უნდა. --ცანგალა () 19:33, 25 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

არაა საჭირო მაგი. ვიკის ახალი ვერსიები სიის გენერაციას ამის გარეშეც შესანიშNავად ახრხებენ. გადმონაშთია, რომელიც არც-ერთ ვიკიში აღარ გამოუყენება.--იორგი; 10:49, 26 ივნისი 2011 (UTC)პასუხი
ვეღარ გავიგე კაცო; მაგ., /DEFAULTSORT:მარკოვი, კონსტანტინე/ უნდა თუ არა ?--Otogi განხილვაწვლილი 11:12, 26 ივნისი 2011 (UTC)პასუხი
არა, ადრე, როდესაც ვიკის ტექნოლოგია განუვითარებელი იყო, მაშინ გვჭირდებოდა, დღეს კი ის თვითონ აკეთებს ამას :)--იორგი; 11:33, 26 ივნისი 2011 (UTC)პასუხი
ok, მშვენიერია, მაშ მხოლოდ /DEFAULTSORT/ ჩავსვავ აწი. მადლობა გიო განმარტებისთვის--Otogi განხილვაწვლილი 12:07, 26 ივნისი 2011 (UTC)პასუხი
ზოგადად, ეს თარგი სულ არ უნდა ჩაისვას. გადმონაშთია ძველი დროის :) მის გარეშეც იქმნება საჭირო სია. ანუ ზოგადად ისტორიის გვერდებზეა გადასატანი.--იორგი; 12:09, 26 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

ჰო, არა უბრალოდ ეგ ზანგალამ მომწერა ადრე და იქიდან მახსოვდა. ეე ცოტა ადრე რომ მოგეწერა კაი იქნებოდა გიო. კარგი მაშ ამ თარგს სტატიებში აღარ გამოვიყენებ--Otogi განხილვაწვლილი 12:12, 26 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

ე. ი. {{DEFAULTSORT:}} საერთოდ არ არის საჭირო ავტომატურად სვამს? გადავხედავ სიას და ვნახავ შედეგს მოგახსენებთ.
მაგ. ალექსანდრე ახვლედიანი - ახალი სტატიაა და ჩაჯდა სახელის მიხედვით და არა გვარის მიხედვით.--ცანგალა () 17:45, 26 ივნისი 2011 (UTC)პასუხი
მოკლედ არ ვიცი. ცანგალამ და გიორგიმ გაარკვიეთ ეს საკითხი თორე მაბნევთ მასეთი საუბრებით.--Otogi განხილვაწვლილი 17:48, 26 ივნისი 2011 (UTC)პასუხი
და რატომ უნდა ჩაჯდეს გვარის მიხედვით? O_O--იორგი; 17:51, 26 ივნისი 2011 (UTC)პასუხი
ძალიან გთხოვ, სანამ გაირკვევა ეს ყველაფერი არ დაიზარო და ბიორგაფილ სტატიებში ჩასვი. მადლობა.--ცანგალა () 20:17, 26 ივნისი 2011 (UTC)პასუხი
ok.--Otogi განხილვაწვლილი 20:39, 26 ივნისი 2011 (UTC)პასუხი
აქ ცანგალა მართალია. ბიოგრაფიული სტატიები იწერება ამ პრინციპით: სახელი გვარი (და არა გვარი, სახელი), მაგრამ ანბანურ საძიებელში ყოველთვის გვარის მიხედვით ლაგდება. ასე ვაკეთებთ უკვე 2006 წლიდან. ასე აკეთებენ გერმანულ ვიკიპედიაშიც. ამას ვიყენებთ მხოლოდ ბიოგრაფიულ სტატიებში, სხვაგან არა. — დავით პასუხი 05:45, 27 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

უღელტეხილი

თუ გაქვს დრო და სურვილი სტატია განავრცო.--ცანგალა () 17:10, 26 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

უი ეს რა არის, რა ცოტა წერია. განვავრცობ მარას ვიზამ (მაინც ჩემი სფეროა). პ.ს. მემგონი დროა ისიც დაიწეროს თუ რა არის დიფლუენტური უღელტეხილი --Otogi განხილვაწვლილი 17:16, 26 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

ისიხაზმი

ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში (8 ტომეული) არ იყო არც "ისიქაზმი" და არც "ისიხაზმი". სტატიაში ნიკოლოზ კავასილა დავაბრუნე ქსე-ს ვარიანტი (ისიაზმი), თუმცა კი ეწინააღმდეგება ფონეტიკურ კანონებს, როგორც ჩანს რუსულიდან დამკვიდრდა.--Ouzo განხილვაწვლილი 08:36, 27 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

ჰოო. თუმცა მანამ სანამ ძირითად სტატიას დავწერდით (ისიხაზმი თუ ისიქაზმი) კარგი იქნებოდა რომ რამენაირად გაგვერკვია სწორი დასახელება, რომ მერე პრობლემა არ შეიქმნას. თუმცა სიმართლე გითხრა მე ორივე ფორმით შემხვედრია. ნუ ბერძნულიდან hēsychía (ch) - დუმილი. მაგრამ ერთი გარემოება მაეჭვებს. ეხლა გამახსენდა; ხომ არსებობს ქოროლოგია (და არა ხოროლოგია) (choros - ადგილი) ამ შემთხვევაში ვამბობთ ქ-ს და არა ხ-ს. მაშ რატომ იწერება ისიქაზმის შემთხვევაში ხ ვეღარ გავიგე. იქნებ შენ დაადგინო ოუზო. თუმც, ჩემი აზრით, მანამ ერთადერთი წყარო ისიხაზმისა ქსე-ა უნდა დარჩერს ისიხაზმი. აი მერე თუ დაადგენ თამამად გადავიტანოთ და ეგებ შენც კი დაწერო ეგ სტატია ისიქაზმი. --Otogi განხილვაწვლილი 09:14, 27 ივნისი 2011 (UTC)პასუხი
გეთანხმები, სანამ ერთადერთი წყარო ქსე არის, დარჩეს ხ-თი. იმაშიც გეთანხმები, რომ წესითა და კანონით ქ-თი უნდა გადმოვიდეს: ქოროლოგია, ქრონოლოგია, ქარიზმა და ა. შ. მაგრამ ახლა დავტოვოთ ასე, ქსე-სებურად. მადლობა მითითებისთვის. --Ouzo განხილვაწვლილი 16:41, 27 ივნისი 2011 (UTC)პასუხი
არაფრის. ოკ. დავტოვოთ მანამ არ დადგინდება.--Otogi განხილვაწვლილი 16:45, 27 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

ორდენი

მართლაც ღირსეულ და საამაყო პიროვნებას :) იორგი; 17:55, 27 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

მადლობა

უღრმესი მადლობა გიოვიღიმი. გაიხარე. რომ მაფასებ იცოდე რომ ეს ძაან მახარებს. ამ ყოველივეს ფონზე რათქმა უნდა უფრო მეტს გავაკეთებ ვიკიპედიაში. მიხარია შენთან ერთად მუშაობა და საერთოდ ვიკიპედიელებთან. ძაან ლამაზი ორდენია. პატივისცემით--Otogi განხილვაწვლილი 19:54, 27 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

პირიქით, თქვენ მადლობა, რომ ვიკიპედიას გაცილებით უფრო ხარისხიანს და სანდოს ქმნით! ჩემთვისაც დიდი პატივია თქვენნაირ ვიკიპედიელთან მუშაობა :)--იორგი; 20:00, 27 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

რიშატის სტრუქტურა

გაუმარჯოს ოთო. სტატიის თარგმნისას აი ეს შემხვდა, ძალიან საინტერესო და ლამაზი გეოლოგიური ფორმაცია ჩანს, მასალები ხომ არ გაქვს რომ სტატია გაგეკეთებინა შენებური ხარისხით? — მიხეილ (მომწერე) 19:44, 30 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

გაუმარჯოს მიშა. ჰოო ეგ მსმენია. მართლა ფენომენია. გავაკეთებ სტატიას აბა რას ვიზამვიღიმი. პ.ს. თან ჩემებური ხარისხით--Otogi განხილვაწვლილი 19:50, 30 ივნისი 2011 (UTC)პასუხი
ასეც ვიცოდი, უღრმესი მადლობა ოთო ვიღიმიმიხეილ (მომწერე) 19:53, 30 ივნისი 2011 (UTC)პასუხი
არაფრის მიშა. ეხლა დოკუმენტურ კინოს ვუყურებ (თან ვიკიშიც ვარ), ხოლო ხვალისთვის სტატია მზად იქნება.--Otogi განხილვაწვლილი 19:57, 30 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

არქივი

სალამი ოთო. მგონი განხილვის გვერდის დაარქივება გინდა ხომ? თუ ნებას დამრთავ გავაკეთებ შენი განხილვის გვერდის არქივს და მერე თავადაც დააარქივებ ხოლმე. GIO→13 () 22:11, 30 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

სალამი გიო. კი დამიარქივე თუ არ შეწუხდები. წინასწარ მადლობა. --Otogi განხილვაწვლილი 07:23, 1 ივლისი 2011 (UTC)პასუხი
გაკეთდა — არაფრის რისი მადლობა. :) GIO→13 () 10:20, 1 ივლისი 2011 (UTC)პასუხი
Otogi/არქივი 1-ის მომხმარებლის გვერდზე დაბრუნება.