განხილვა:იოანე საბანისძე
„იოანე საბანის ძე“ გადასატანია სახელწოდებაზე „იოანე საბანისძე“. წყარო: ძველი ქართული ლიტერატურის ქრესთომათია, IX კლასი, მეორე გადამუშავებული გამოცემა, გამომცემლობა „საქართველოს მაცნე“, ISBN 99928-28-82-X. — Nodar Kherkheulidze (გ) 17:13, 13 ივნისი 2011 (UTC)
სკოლის სახელმძღვანელო უკანასკნელი წყარო არაა, მაგრამ მეც ’საბანისძე’ მახსოვს. საიდან, სამწუხაროდ ვერ ვიტყვი. — BH განხილვაწვლილი 17:15, 13 ივნისი 2011 (UTC)
- მეც საბანისძე ვიცი. --მიხეილ (გ) 17:16, 13 ივნისი 2011 (UTC)
სკოლის სახელმძღვანელოში ტექსტები მოყვანილია პირველწყაროდან. თუ საჭიროა, პირველწყაროსაც მივუთითებ. — Nodar Kherkheulidze (გ) 17:18, 13 ივნისი 2011 (UTC)
აბა, ესეც ნახეთ, მგონი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იოანე საბანისძის სახელს არასწორად არ დაწერდა. — Nodar Kherkheulidze (გ) 17:23, 13 ივნისი 2011 (UTC)
- ქსე რას წერს ნეტა? მაგრამ სამინისტრო მგონი უკეთესი წყაროა. --მიხეილ (გ) 17:26, 13 ივნისი 2011 (UTC)
ქსე იუწყება: „იოვანე საბანის ძე“. მაგრამ, ვფიქრობ, ეს შეცდომაა. ყველა სხვა წყაროში იოანე საბანისძე წერია. ის, რომ ქსე-ში ბევრი შეცდომაა, ვიკიპედიამაც აღნიშნა: ვიკიპედია:შემოწმება#მოთხოვნები სტატიისადმი — Nodar Kherkheulidze (გ) 17:46, 13 ივნისი 2011 (UTC)
გასაგებია ყველაფერი და მესმის თქვენი. მაგრამ, ნუ იჩქარებთ გადამისამათებასთან დაკავშირებით. თუ მიიღებთ ამის გადაწყვეტილებას საჭიროა საფუძვლიანი ლიტერატურის მითითება. მოძებნეთ კეკელიძის, ჯავახიშვილის და სხვ. ნაშრომები. თუ მანდ ისე წერია როგორც თქვენ ფიქრობთ, მაშინ უნდა დადგეს გადამისამართების საკითხი. --Otogi განხილვაწვლილი 18:11, 13 ივნისი 2011 (UTC)
კი ბატონო, ხვალვე მივუთითებ მაგ წყაროებს. — Nodar Kherkheulidze (გ) 18:15, 13 ივნისი 2011 (UTC)
კი ბატონო. მანამ მიუთითებთ წყაროს, მათსავე მონოგრაფიებში საფუძვლიანად ამოიკითხეთ ძირითადი სახელი. ქსე გვიწერს ასე : იოანე საბანის ძე. მაგრამ დიდი ლიტერატორის, კეკელიძის ნაშრომში თუ წერია იოანე საბანისძე, მაშინ სერიოზულად მოგვიწევს ფიქრი. თუმცა ვფიქრობ ცანგალაც უნდა ჩაერთოს განხილვაში--Otogi განხილვაწვლილი 18:24, 13 ივნისი 2011 (UTC)
ხვალ ვნახავ უნივერსიტეტში შესაბამის ლიტერატურას. — Nodar Kherkheulidze (გ) 18:39, 13 ივნისი 2011 (UTC)
- როგორც ვთქვი, დღეს იოანე საბანისძის სახელთად დაკავშირებით ვნახე შესაბამისი ლიტერატურა, სადაც წერია „იოანე საბანისძე“ და არა „იოანე საბანის ძე“. წყარო:
- ივანე ჯავახიშვილი, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტომი VI, თბ., 1982, გვ. 150, მეორე აბზაცი;
- ივანე სურგულაძე, ნარკვევები საქართველოს პოლიტიკურ მოძღვრებათა ისტორიიდან, თბ., 2001, გვ. 14.
ასე, რომ უკვე არაერთმა წყარომ დაადასტურა ამ სტატიის სახელწოდების შეცდომა. ვფიქრობ, ამას მეტი განხილვა აღარ სჭირდება. — Nodar Kherkheulidze (გ) 06:21, 14 ივნისი 2011 (UTC)
- ვფიქრობ უნდა გადამისამართდეს. სხვებსაც დაველოდოთ და ერთიანად მივიღოთ გადაწყვეტილება--Otogi განხილვაწვლილი 06:54, 14 ივნისი 2011 (UTC)
- მეც ასე ვფიქრობ. განა ივანე ჯავახიშვილის მერე სხვა წყაროს უნდა ვენდოთ? --მიხეილ (გ) 06:56, 14 ივნისი 2011 (UTC)
მე კი ვფიქრობ, რომ აქ ბევრი ფიქრი არაა საჭირო. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, „საბანისძე“ არის ქართული გვარი, რომელიც ჩვეულებრივად ძე-ზე მთავრდება, უბრალოდ, გვარში „ს“ არის ჩამატებული. ეს ძველი ქართული სტილია. მაგალითად, ზოგ ისტორიულ წყაროში ჩემი გვარის ეგრე მოიხსენება: „ხერხეულისძე“. ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ ვარ ნოდარ ხერხეულის ძე. — Nodar Kherkheulidze (გ) 10:10, 14 ივნისი 2011 (UTC)
დიახ აბსოლუტურად გეთანხმებით. მეც გადავამოწმე. იგივე ქსე-ში მაგ., იწერება აბუსერისძე - ტბელი და არა აბუსერის ძე, და კიდევ ბევრი სხვა--Otogi განხილვაწვლილი 10:35, 14 ივნისი 2011 (UTC)
- გადატანილია--Otogi განხილვაწვლილი 10:43, 14 ივნისი 2011 (UTC)