განხილვა:მაღრან-დვალეთის კავკასიონი

(გადამისამართდა გვერდიდან განხილვა:ოსეთის კავკასიონი)
ბოლო კომენტარი: 12 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა BRUTE თემაში წყაროს გარეშე

ნმადვილად ამ სახელითაა შეტანილი ქსე–ში? რომ "დაგუგლავთ" ქართულად, ეს ტერმინი მხოლოდ ვიკიპედიის გვერდებზე გვხვდება, ან სხვა საიტებზე, სადაც ვიკიპედიის ეს ინფორმაციაა გადატანილი. რუსულში მხოლოდ ერთადერთხელ შემხვდა და ისიც სეპარატისტების რომელიღაც ე.წ. სამინისტროს საიტზე. სხვაგან ამგვარი ტერმინის – ოსეთის კავკასიონი – ჭაჭანება არ არის. სტატიის წყაროდ დასახელებულია ქსე, იქნებ ვიბნმემ გადაამოწმოს და სევე დადოს ის ლიტერატურა, რაც ქსე–ში არის მითითებული (თუ საერთოდ არის ქსე–ში მსგავსი სტატია). ძალიან უცნაური სათაურია. ჯაბა, შეგიძლიათ სხვა ავტორიტეტული წყაროები დადოთ ამ ტერმინის არსებობის შესახებ?--Zolokin განხილვაწვლილი 20:54, 28 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

ქსე-ში ნამდვილად არის და სხვა ავტორიტეტული წყაროებისა რა მოგახსენო. — ჯაბა ლაბაძე () 21:07, 28 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

თუ მხოლოდ ქსე–ში იხსენიება, მაშინ რაღაც გაუგებრობასთან გვაქვს საქმე. ინტერნეტში გიცდიათ მოძებნა?--Zolokin განხილვაწვლილი 21:10, 28 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

კიდევ ერთი შეკითხვა: ეს ამხელა სტატია მთლიანად ქსე–დანაა?--Zolokin განხილვაწვლილი 21:37, 28 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

არ მიცდია. დიახ ქსე-დანაა. — ჯაბა ლაბაძე () 03:37, 29 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

რატომაა უცნაური სატაური? ოსეთი ხომ არსებობს, ჩრდილოეთ კავკასიაში, შესაბამისასად შესაძლოა არსებობდეს ოსეთის კავკასიონიც. — დათო პასუხი 04:48, 29 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი
უცნაური იმიტომაა, რომ ვერცერთ სხვა აკადემიუერ გამოცემაში (ინტერნეტში არსებული), როგორც ქართულში ასევე რუსულში და, მითუმეტეს, ინგლისურში ეს ტერმინი არ იხმარება. საიდან გაჩნდა ქსე–ში ეს არის უცნაური.--Zolokin განხილვაწვლილი 12:14, 29 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

ზოლოკინ ქსე-ში საიდან გაჩნდა ვერც მე გიპასუხებ და მით უმეტეს ვერც დათო, ეგ ტომი რომ გამოვიდა სიტყვა ოსეთის მნიშვნელობაც არ მესმოდა, ხოლო დათო დაბადებულიც არ იყო. ვიღიმიჯაბა ლაბაძე () 15:11, 29 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

გასაგებია. გეოგრაფებთან არის გასარკვევი, როგორც ჩანს.--Zolokin განხილვაწვლილი 20:40, 29 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

სტატიის ავტორი ქსე-ში დავით უკლება--ცანგალა () 16:46, 30 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი
საინტერესოა, როდის გაჩნდა ეს ტერმინი... – BruTe () 19:29, 4 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი
უნივერსიტეტში ვიკითხე პროფესორებთან და მითხრეს, რომ არსებობს ასეთი სახელწოდება ოსეთის კავკასიონი, ეს არის კავკასიონის ქედის მონაკვეთი რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე.--ვასკო და გამა 15:55, 8 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი

აბა მაშინ პრეამბულაში ეს განმარტება რას ნიშნავს?

ვიკიციტატა
„ოსეთის კავკასიონი - კავკასიონის სამხრეთ კალთის მონაკვეთი მდინარეების დიდი ლიახვის, პატარა ლიახვის, ქსნისა და ლეხურის აუზების ფარგლებში. “

ჩრდილოეთ კავკასიაზეა საუბარი თუ სამხრეთ კალთებზე? --Zolokin განხილვაწვლილი 16:26, 8 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი

დამასწარით... მეც ეგ უნდა მეკითხა. :) – BruTe () 16:28, 8 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი
არავითარი სურვილი არ მაქვს, რომ სტატია წაიშალოს, მაგრამ თუ სხვა ავტორიტეტული წყარო არ მოიძებნა, რომელიც ამ ტერმინის არსებობას ამტკიცებს, მოგვიწევს წაშლაზე ფიქრი ... ალბათ.--Zolokin განხილვაწვლილი 17:27, 8 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი

სტატიის წაშლა ნამდვილად არ იგეგმება ახლო მომავალში. არ ვიცი რატომ ფიქრობთ ასე. სტატიაში მოხსენიებულია უამრავი ობიექტი და ამ ობიექტებზე არსებულ სტატიებში კიდევ ეს ტერმინი, როგორც ჩანს ქსე-ში შეცდომა ნამდვილად არაა გაპარული. (ზეკარა (უღელტეხილი), ზეკარა (მწვერვალი), გერმუხის ქედი, ხარულის ქედი.....). ამ შემთხვევაში მე მგონი ქსე სავსებით სანდოა. — ჯაბა ლაბაძე () 17:49, 8 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი

ჯაბა, მე ზეკარას უღელტეხილის, ზეკარას მწვერვალის, გერმუხის ქედის, ხარულის ქედის არსებობაში კი არ შემპარვია ეჭვი, არამედ მათ კუთვნილებაში ე. წ. "ოსეთის კავკასიონთან". ტერმინი "ოსეთის კავკასიონი", ვიკიპედიის გარეთ (და ქსე–ს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში), დიდი მცდელობის მიუხედავად, ინტერნეტში ძებნისას არსად შემხვდა. არც რუსულად არის სადმე "осетинский кавказ". ერთადერთხელ შემხვდა "Осетинского Кавкасиони" და ისიც სეპარატისტების ოფიციალურ საიტზე – Географическое положение и природные условия РЮО. აქედან გამომდინარე, მე ვერ ვხედავ, რომ ეს ტერმინი საყოველთაოდ იყოს გაზიარებული და ის საბჭოთა პროპაგანდის ჩავარდნილ მცდელობად მიმაჩნია. თუ მოიტანთ ავტორიტეტულ აკადემიურ წყაროებს, რომლებიც ამ ტერმინს ხმარობენ, მაშინ სხვა საქმე, მაგრამ თუ ვერა – ქსე–ც კი ამ საქმეს ვეღარ უშველის. მაშინ თუ არ წაიშლება უნდა აღინიშნოს, რომ ტერმინი იხმარება მხოლოდ ქსე–ში. "Большая советская энциклопедия"–შიც კი არის სტატიები "Осетинская литература", "Осетинская равнина", "Осетинский язык", მაგრამ "Осетинский Кавкасиони" ან "Осетинский кавказ" არ არის. სეპარატისტების წყალზე ასხამს ამ შემთხვევაში ქსე წყალს და ჩვენც ვუმატებთ. --Zolokin განხილვაწვლილი 18:43, 8 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი

გასაოცარია, მე არ მითქვამს რომ ზეკარის და სხვა მსგავსი ობიექტების არსებობაში გეპარებათ ეჭვი. უბრალოდ ძალიან მეეჭვება ისეთი „სეპარატიზმისა“, რომელიც თვით რუსებსაც კი „გამორჩენიათ“. — ჯაბა ლაბაძე () 18:48, 8 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი

სამაგიეროდ სეპარატისტების ოფიციალურ საიტზე არ გამორჩათ. ნამდვილად ვერ ვხვდები აქამდე რუსებმა ეს რატომ არ "გააპიარეს", ერთადერთი ახსნა ისაა, რომ ეს ტერმინი იმდენად უსაფუძვლოა, რომ რუსებიც კი არ ხმარობენ მას. სხვა ახსნას ვერ ვპოულობ. მაშინ მიუთითეთ სხვა ავტორიტეტული წყარო, ქსე ბოლობოლო პანაცეა არ არის, ისიც ადამიანების შექმნილია.--Zolokin განხილვაწვლილი 19:00, 8 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი
გადავამოწმე ქსე–ში, მხოლოდ უკლებაა მითითებული, როგორც სტატიის ავტორი, მაგრამ სხვა სპეციალური ლიტერატურა მითითებული არაა. ისღა დაგვრჩენია, რომ გეოგრაფიის ინსტიტუტში ვიკითხოთ ამ ტერმინის წარმოშობისა და ხმარების ისტორია, თუ არადა, მაშინ შეიძლება დარცეს სტატია, მაგრამ პრეამბულაში მიეთითოს, რომ არის მარგინალური ჰიპოთეზა.--Zolokin განხილვაწვლილი 19:43, 8 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი

კავკასიონის მთათა სისტემას მონაკვეთებად ყოფდნენ (კახეთის კავკასიონი, აფხაზეთის კავკასიონი, ხევის კავკასიონი და სხვ.). იმ დროს, როდესაც ქართული საბჭოთა ენციკლოპედია იქმნებოდა, საქართველოს სსრ–ის შემადგენლობაში არსებობდა სამხრეთ ოსეთის აო და როგორც ჩანს, სწორედ ამან განაპირობა, რომ კავკასიონის ცხინვალის რეგიონის მონაკვეთს ოსეთის კავკასიონი უწოდეს (უფრო ზუსტად, ქსე–მ უწოდა). ჩვენი დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე არასწორი უნდა იყოს ასეთი ტოპონიმის გამოყენება. დავეთანხმები ზოლოკინს და ვიტყვი რომ მართლა მოგვიწევს წაშლაზე ფიქრი. – BruTe () 09:43, 7 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

BruTe–ს კომენტარმა დამარწმუნა, რომ სტატია წასაშლელია. — დავით პასუხი 10:33, 7 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი
100%-ით გეთანხმებით, უდავოდ წასაშლელია.--მიხეილ () 11:03, 7 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

წაშლა პრობლემა არაა, მაგრამ მაინტერესებს ასეთი რამ: უკვე აღარ არსებობს ტოპონიმი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და სანდროს ლოგიკით ესეც ხომ არ წაგვეშალა, ეს ხომ დადასტურებული ფაქტია ხელოვნურად, ავი მიზნებისათვის შექმნილი ადმინისტრაციული ერთეული იყო და სხვა არაფერი. ისე ამ საკითხში არცერთი კომპეტენტურები არ ვართ. ჩემი აზრით დაველოდოთ Otogi-ს და გადახედოს ამ განხილვას. თუ მანაც არ მოგვცა მსგავსი ტერმინის შესახებ სხვა დამატებითი მასალა, მაშინ ჩემი წინადადებაა უკვე არსებული ტერმინი რომ არ დაიკარგოს, სტატიის ტექსტი გადავიყვანოთ წარსულ დროში. დამატებით გაეცანით ამ ბმულ გვერდებსჯაბა ლაბაძე () 14:14, 7 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

სამხრეთ ოსეთის აო იყო ტერიტორიული ორგანო, რომელიც გაუქმდა. კავკასიონის დაყოფა კი უნდა შეესაბამებოდეს თანამედროვეობას. მაშინ, როცა არსებობდა ის ტერიტორიული ორგანო, მის შესაბამისად ქედის მონაკვეთსაც ოსეთისა ერქვა, დღეს აღარ არსებობს სამხრეთ ოსეთი, როგორც ავტონომია და შესაბამისად ოსეთის კავკასიონსაც სახელი შეეცვლებოდა დღევანდელი დაყოფის შესაბამისად (ალბათ შიდა ქართლის კავკასიონი ერქმეოდა), თუმცა ალბათ საერთოდ უაზრობაა კავკასიონის ამგვარი დაყოფა... არ შეიძლება, რომ ხშირად ცვალებად ტერიტორიულ თვითმმართველ ორგანოებზე იყოს დამოკიდებული გეოგრაფიული ობიექტის დასახელება, როგორც წესი პირიქით უნდა ხდებოდეს. ჯაბა, ოსეთის კავკასიონი არ გაუქმებულა და ის, რასაც ოსეთის კავკასიონს უწოდებდნენ, დღესაც არსებობს... ესაა განსხვავება და ამიტომაა, რომ სანდრომ წაშლა მოითხოვა. დამაფიქრა შენმა შემოთავაზებამ — წარსულში გადაყვანა არსებული სტატიისა არა მგონია მოხერხდეს იმიტომ, რომ სტატია რასაც ეხება, ის დღესაც არსებობს... მაგრამ შეიძლება გადაკეთდეს სტატია და დაიწეროს, რომ ასე ეწოდებოდა ამ ადგილს და რომ საბჭოთა ხელისუფლების შედიდღნილი ტერმინია. ანუ, სტატია დარჩეს, როგორც საბჭოური სისულელის კიდევ ერთი ფაქტი და არა როგორც სტატია გეოგრაფიულ რეგიონზე. — დავით პასუხი 14:55, 7 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი
სტატიის მთლიანად გადატანა ნამდვილად არ მიგულისხმია, მაგრამ არსებულის დავიწყების უფლება არ გვაქვს, დარჩეს თუნდაც როგორც საბჭოთა ხელისუფლების შედიდღნილი რა პრობლემაა? სტატია დაიწყება ასე: ეწოდებოდა კავკასიონის სამხრეთ კალთის მონაკვეთს მდინარეების დიდი ლიახვის, პატარა ლიახვის, ქსნისა და ლეხურის აუზების ფარგლებში.... — ჯაბა ლაბაძე () 15:03, 7 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი
ჰო, მასე შეიძლება. მაგრამ აღწერა უკვე ზედმეტი იქნება ამგვარ სტატიაში: გეოლოგიური აგებულება, რელიეფი და ა. შ... ეს ინფორმაცია უნდა შეუერთდეს კავკასიონი–ს ალბათ. — დავით პასუხი 15:06, 7 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი
უფრო უკეთ რომ ვთქვა რასაც ვამბობ: სტატია უნდა ეხებოდეს ტერმინს, მის მართებულობა–მცდარობას და არა გეოგრაფიულ ობიექტს უშუალოდ. — დავით პასუხი 15:07, 7 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ მონაკვეთი

რედაქტირება

ჯერ ერთი რა გაქვთ ოსეთის საწინააღმდეგო. მერე მეორე; რომ ყოფილიყო ოსეთის კავკასიონი (<ეხლა სხვანაირად ქვია>) ამაში ცუდი რა არის. ეგრე აფხაზეთის კავკასიონის არსებობს და რა მერე. კავკასიონის მონაკვეთებს საქართველოს ფარგლებში ისტორიულ-გეორაფიული სახელწოდებიდან გამომდინარე აქვს წოდებული. სად პოლიტიკა და სად ფიზიკური გეორაფია. კიდევ , უეჭველად არსებობს ქსე-ში სტატია ოსეთის კავკასიონი (ხელში მიჭირავს ენც,). დიდ გეოგრაფს დავით უკლებას ეკუთვნის. და დამადასტურებელი ფაქტები ინტერნეტში კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ სამეცნიერო ნაშრომებში. სტატია კარგად არის შესრულებული და წმინდა გეოგრაფიულია (მე კიდევ შევამსებ); დაბოლოს, ჩვენ სტატია კი არ უნდა წავშალოთ უნდა გადავარქვათ. ოსეთის კავკასიონს ახლა მაღრან-დვალეთის კავკასიონი ეწოდება. ეხლა არ მითხრათ ლიტერატურა მიუთითეო. აგერ ბატონო მიბრძანდით ვახუშტის ინსტიტუტში და იქ აგიხსნიან თუ ჩემი არ გჯერათ. --Otogi განხილვაწვლილი 15:57, 7 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

დაერქვას მაღრან-დვალეთის კავკასიონი, თუ ამას გეოგრაფიის ინსტიტუტში ადასტურებენ და იქვე აღინიშნოს, რომ საბჭოტა პერიოდში უწოდებდნენ "ოსეთის კავკასიონსაც" და სქოლიოში მიეთითება ქსე.--Zolokin განხილვაწვლილი 15:59, 7 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი
საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. — დავით პასუხი 16:06, 7 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

კი ბატონო საბჭოურ პერიოდში ეწოდებოდა და მერე გადაარქვეს (ისევე როგორც დავუშვათ ქალაქები, და რა მხოლოდ). მაგრამ ნადვილად ზედმეტია სტატიის წაშლა. პირიქით უნდა შევამსოდ იგი. კაი სტატიაა, როგორც პროფესიონალი გეოგრაფი ისე გეუნებით. და კიდევ. ძალიან გთხოვთ რომ, ნუ გააიგივებთ გეოგრაფიას და პოლიტიკას. დამიჯერეთ საერთო არაფერი არა აქვს ამასთან. მესმის რომ, რთული საკითხია, მარა არავითარი სეპარატისტები თუ სხვა აქ არაფერ შუაში არა არის. აქ ფიზიკური გეორაფიაა. და ოსეთის კავკასიონი ემთხვევა თავის ფარგლებს. აქედან გამომდინარე ეწოდებოდა სამართლიანად. არსებობს აფხაზეთის, სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, მთიულეთ-ფშავის, კახეთის და სხვ. კავკასიონები და აქ ცუდი არაფერია. ვფიქრობ ტყუილად ატეხეთ ტოპონიმის მიმართ ხმაური. გვინდა არა გვინდა ისტორიულად ოსეთის კავკასიონი ოსეთის ტერიტორიას ემთხვევა.--Otogi განხილვაწვლილი 16:07, 7 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

კი მაგრამ თქვენ არ თქვით სულ ცოტა ხნის წინ, მაღრან–დვალეთის ერქვაო? საბჭოტა პერიოდამდე რა ერქვა? ოსეთის?--Zolokin განხილვაწვლილი 16:09, 7 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი
სამაჩაბლოს ოსეთი არასდროს ერქვა საბჭოეთის გარდა, ასე რომ ოთოჯის ვერ დავეთანხმები ბოლო წინადადებაში. მაგრამ თუკი ახალი სათაური აქვს, რაღას ვიხილავთ, გადაარქვით და მომართეთ სტატია. — დავით პასუხი 16:11, 7 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

კი კი საბჭოთა დროში ოსეთის კავკასიონი ერქვა და მერე როცა დაიშალა ქვეყანა გადაარქვეს მაღრან-დვალეთის კავკასიონად.--Otogi განხილვაწვლილი 16:14, 7 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

ძალიან კარგი. ახლავე გადავარქმევ სახელს, თქვენ კი ტექსტი მოარგეთ დღევანდელობას. რა თქმა უნდა ძველიც აღნიშნეთ. — დავით პასუხი 16:19, 7 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

და რაც შეეხება კავკასიონის დაყოფას. მეგობრებო კაკვასიონი სხვადასხვა სახელებით იმიტო იყოფა რომ : კავკასიონს მის სხვადასხვა ადგილებში განვითარებული თავისებურებები აქვს , კერძოდ - მორფომეტრიული, მორფოგრაფიული, გლაციალური და პირობები, გვაძლევს იმის საშუალებას რომ კავკსიონი დავყოთ პირობითად. აქ პოლიტიკა არაფერს შუაში არ არის. აბა ალპების დაწვრილებით ოროგრაფიას გადახედეთ რამდენ ნაწილად იყოფა. შეიძლება ვერ დათვალოთ. --Otogi განხილვაწვლილი 16:26, 7 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

გასაგებია. თქვენ უკეთ იცით. იქნებ სტატია კავკასიონიც გამართოთ და იქ აღნიშნოთ მისი ნაწილების თანამედროვე სახელები. — დავით პასუხი 16:27, 7 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი
გმადლობ ოთო ამომწურავი პასუხისათვის. — ჯაბა ლაბაძე () 16:28, 7 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

რა არის იცით მე კავკასიონზე ძალზე დიდი თემის შექმნა შემიძლია. ეს პრობლემა არ არის. მაგრამ მე ხომ ორი ხელი მაქვს მხოლოდ. ეხლა ცოტა სხვა საკითხებზე ვმუშაობ. მინდა რომ, ვიკიში კინემატოგრაფიც იყოს კარგად წარმოდგენილი, გეოლოგია, გეოქიმია, გეოგრაფია, გეოფიზიკა, ასტონომია და სხვ. (ყველა ეს მიმდინარეობა მაინტერესებს) მაგრამ ეს დროის საკითხია. როგორც კი მოვიცლი აუცილებლად მეცნიეულად დავხვეწავ კავკასიონს. ახალთ ახალი ცნობებით. პატივისცემით --Otogi განხილვაწვლილი 16:34, 7 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

ისე ბოლოს გამახსენდა. მართალია ამ თემას არ ეხება მაგრამ მაინც არ შემიძლია რომ არ ავღნიშნო. ეს რუსები წარმოიდგინეთ დღესაც კი შეცდომით უწოდებენ კავკასიონის მთიანეთს - კავკასს (ბოლშოი კავკას). რაც აღიარებული შეცდომაა. რუსებმა უნდა უწოდონ კავკასიონი. წარმოიდგინეთ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იან წწ. დიდი გეოგრაფი ალექსანდრე კავახიშვილი უხსნიდა მათი აკადემიის შეცდომას, მაგრამ აზრი--Otogi განხილვაწვლილი 16:42, 7 თებერვალი 2011 (UTC)--Otogi განხილვაწვლილი 16:43, 7 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

გმადლობთ გამოხმაურებისათვის. – BruTe () 18:12, 7 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

წყაროს გარეშე

რედაქტირება

წყაროს ვერ ვუთითებთ და გადაიტანეთ მაღრან-დვალეთის კავკასიონზე? უცნაურია. და კიდევ მაღრანდვალეთი - იწერება ერთად და აქ რატომ არის დეფისით? წყაროს მითითების გარეშე უნდა დარჩეს ოსეთის კავკასიონზე.--ცანგალა () 13:59, 3 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

ქსე, ტომი მე-6, გვ. 506, თბ. 1983, სტატია მაღრანდვალეთი, ერთად წერია. — მიხეილ (მომწერე) 11:56, 4 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი
წყარო ოთოჯის უნდა ვთხოვოთ.--Ouzo განხილვაწვლილი 12:48, 4 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი
გადატანილია მაღრანდვალეთის კავკასიონი-ზე. — BruTe () 15:51, 10 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი
ისევ ძველ ვერსიაზე დაბრუნდა, იხ. [1]. — BruTe () 16:05, 10 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი
გვერდ „მაღრან-დვალეთის კავკასიონი“-ზე დაბრუნება.