იჩინსკაია-სოპკა ან ხოაშენი (რუს. Ичинская сопка) — უმაღლესი სტრატოვულკანი კამჩატკის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში, შუა ქედზე, რუსეთში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3621 მეტრი. რთული აღნაგობისაა. აგებულია ანდეზიტური და დაციტური ლავებით. მწვერვალის 3 გუმბათი მარადი თოვლითა და მყინვარებით არის დაფარული. დაახლოებით 3000 მ სიმაღლეზე ფუმაროლები და სოლფატარებია; არის ბევრი გვერდითი და წიდის კონუსი.

იჩინსკაია-სოპკა
კოორდინატები: 55°40′42″ ჩ. გ. 157°43′06″ ა. გ. / 55.67833° ჩ. გ. 157.71833° ა. გ. / 55.67833; 157.71833
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
სიმაღლე 3621 
იჩინსკაია-სოპკა — რუსეთი
იჩინსკაია-სოპკა
იჩინსკაია-სოპკა — კამჩატკის მხარე
იჩინსკაია-სოპკა

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება