სოლფატარი
სოლფატარი (იტალ. solfatara < solfo – გოგირდი) — გოგირდოვანი აირისა და გოგირდწყალბადის (წყლის ორთქლის, ნახშირორჟანგისა და სხვა აირების მინარევით) ჭავლი, რომელიც გამოიყოფა კრატერის კედლებსა და ფსკერზე არსებული ნაპრალებიდან, აგრეთვე ვულკანის კალთებიდან, ლავური და პიროკლასტური ნაკადებიდან. სოლფატარების ტემპერატურაა 100-300 °С. გამოყოფს SO2, H2S, CO2.
ხშირად სოლფატარი ფუმაროლებთან ერთად აქტიურად გამოიყოფა ვულკანის კალთებიდან. სოლფატარები ფუმაროლებთან ერთად ფართოდ გვხვდება კამჩატკაზე (ვულკანები: იჩინსკაია-სოპკა, კლიუჩევსკაია-სოპკა და სხვ.).
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 459.