მომხმარებლის განხილვა:Otogi/არქივი 19

ბოლო კომენტარი: 8 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Otogi თემაში გვერდების დაცვა
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

ნიქნეიმი

ოთო, გამარჯობა. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა ნიქნეიმის შეცვლა? და იქნებ ამასაც გადახედოთ. ისიც მაინტერესებდა, სანდო მომხმარებლის სტატუსის მიღებას დაახლოებით რამდენი ხანი ჭირდება? პატივისცემით, --N.Burrduli განხილვაწვლილი 11:28, 21 ივლისი 2016 (UTC)პასუხი

@N.Burrduli: გამარჯობა, ნიკა!

ვიკიპედიაში არის შესაძლებელი მომხმარებლის სახელის შეცვლა, ნიკნეიმში სწორედ ეს იგულისხმება, საქმე იმაშია, რომ ადრე მომხმარებლის სახელის შეცვლა ხდებოდა ლოკალურად, დღეს თუ გაქვს მომხმარებლის სახელის შეცვლის სურვილი ამის თაობაზე სტიუარდებს უნდა მიმართო მეტაზე აი აქ. მანდვე არის ინსტრუქცია თუ როგორ უნდა დაამატო მოთხოვნა. ეს რაც შეეხება მომხმარებლის სახელის შეცვლას. დიახ, ავთანდილ მარგიანზე სტატიას გადავხედავ, თუმცა ნიკა, ადრეც გითხარი, რომ სტატია ძალიან ნუ გაქვს დაყოფილი წვრილ-წვრილ სექციებად, ეს აფუჭებს სტატიის იერ-სახეს, რადგან პატარა სტატიებში ამდენი სექცია არღვევს მის კომპაქტურობას.

სანდო მომხმარებლის სტატუსს რაც შეეხება, აუცილებლად მიიღებ მას, თუკი ვიკიპედიის სტანდარტების შესაბამისად იმოქმედებ. მე ჯერ კიდევ მაქვს რიგი შენიშვნა, უპირველეს ყოვლისა, სტატიებში ინფოდაფას კვლავ რატომღაც სიგანეზე ალაგებ, იქ რაიმეს შეცვლა თითქმის შეუძლებელია იქნება, კიდევ ერთხელ გიხსნი, მაგალითად, შედი ამ სტატიის რედაქტირებაში (ნიკ ვუიჩიჩი) და დაინახავ, რომ ინფოდაფა პიროვნება არის სიგრძეზე ჩამოშლილი, სწორედ ასე უნდა იყოს ინფოდაფა სტატიებში განლაგებული, ხოლო ამ სტატიაში ნახე აბა როგორ არის ინფოდაფა... მიყრილია სიგანეზე და კაცი ვერაფერს ვერ გაარჩევს :). ახლა მეორე, სქოლიო კეთდება ასე: ჯერ დაწერ ==სქოლიო==, ხოლო მის ქვემოთ → {{სქოლიო}}.

მერმე, პიროვნების სტატიებში (როგორც წესი კატეგორიების თავზე/ზემოთ) აუცილებლად ვათავსებთ თარგ → {{DEFAULTSORT:}}, სადაც ჯერ იწერება პიროვნების გვარი, ხოლო შემდეგ სახელი ანუ თუ გვაქვს სტატია ნიკ ვუიჩიჩი აღნიშნული თარგი ასე განთავსდება: {{DEFAULTSORT:ვუიჩიჩი, ნიკ}} (შედი სტატიის რედაქტირებაში და სულ ბოლოში დაინახავ ამ თარგს). და ბოლოს, კატეგორიები უნდა მიუთითო სტატიებს, კატეგორიების გარეშე სტატიები ვიკიპედიაში თითიქოსდა „ჰაერში კიდია“, ასე რომ, მიაქციე მითითებებს ყურადღება, შემდეგ უკვე როდესაც ყველაფერს ისწავლი აუცილებლად მიიღებ სანდო მომხმარებლის სტატუსს. :). გისურვებ წარმატებას!. - OTOGI Messages 19:47, 21 ივლისი 2016 (UTC)პასუხი

@Otogi: ახლა ძლივს მივხვდი ინფოდაფაზე რასაც გულისხმობდით. ახლა მემგონი კარგია, ხომ? ობლ, ამ --N.Burrduli განხილვაწვლილი 20:24, 21 ივლისი 2016 (UTC)პასუხი

@N.Burrduli:. კი კი, მაგას ვგულისხმობდი... ახლა რიგზეა ყველაფერი. - OTOGI Messages 20:28, 21 ივლისი 2016 (UTC)პასუხი

@N.Burrduli: აგრეთვე გაითვალისწინე, რომ ვიკიპედიაში სტატიები არ იწერება ისე როგორც ამ სტატიაში იყო ტექსტი წარმოდგენილი. არაენციკლოპედიური ტექსტი ამოვშალე. გთხოვ, გაითვალისწინე სამომავლოდ. - OTOGI Messages 20:47, 21 ივლისი 2016 (UTC)პასუხი

ბინ ლადენი

ოთო, გამარჯობა. ბინ ლადენზე სტატია დავამთავრე და გადახედე. დეფოლტსორტიც, კატეგორიებიც და ინფოდაფაც მგონი წესრიგშია. ßurduli განხილვაწვლილი 10:38, 26 ივლისი 2016 (UTC)პასუხი

@N.Burrduli: გამარჯობა, ნიკა! სტატია დავამოწმე. ერთი პატარა შენიშვნა მაქვს: ქართულ ვიკიპედიაში დაბადება/გარდაცვალების თარიღებს ასე ვწერთ ხოლმე (მაგალითი): დ. 10 მარტი 1957, ელ-რიადი, საუდის არაბეთი, — გ. 2 მაისი 2011, აბოტაბადი, პაკისტანი). - OTOGI Messages 12:57, 27 ივლისი 2016 (UTC)პასუხი

მეჭიაური

ოთო, გამარჯობა! ბოდიში შეწუხებისთვის, მაგრამ იქნებ ესენი შეამოწმო..

კიდევ მაინტერესებდა: გვაქვს აქედან ფოტოს გამოყენების უფლება? საიტზე არაფერი არ წერია, კონტაქტი კი არის, მაგრამ მემგონი პარლამენტის ასეთ რამეზე შეწუხება მთლად კორექტული არ იქნება. შენი აზრი მაინტერესებდა. და ბოლოს: ქართულ ოცნებაზე არის ორი სტატია, ხომ არ აჯობებს გაერთიანდეს ან რომელიმე წაიშალოს? აგერ ერთი, აგერ მეორე პატივისცემით, — ßurduli განხილვაწვლილი 15:46, 27 ივლისი 2016 (UTC)პასუხი

@N.Burrduli: გამარჯობა, ნიკა! დამოწმდა. ფოტოს გამოყენება არ უნდა იყოს დაკავშირებული პრობლემებთან. ქართულ ოცნებას რაც შეეხება იგი კოალიციაა, რომელიც რამდენიმე პარტიას აერთინებს, მათ შორის ქართული ოცნება — დემოკრატიულ საქართველოს. ასეა ჩვენთან წარმოდგენილი ეს საკითხები. სტატიებთან დაკავშირებით თუ გაგიჩნდა შეკითხვები შეგიძლია საკუთარი აზრი სტატიათა განხილვის გვერდზე დააფიქსირო. - OTOGI Messages 21:32, 28 ივლისი 2016 (UTC)პასუხი

ფიქრია

გამარჯობა ოთოჯი, როგორ ხარ? რატომ ამომიყარე კატეგორიები სტატიებიდან, რამდენივიშრომე დილას? --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 20:06, 28 ივლისი 2016 (UTC)პასუხი

@Fiqriasidamonize: გამარჯობა ფიქრია! გმადლობთ კარგად!. შენც ხომ კარგად ? ფიქრია, პიროვნების სტატიებში (მაგ., ივ ლაკოსტი) ისეთი ზედა დონის კატეგორიების გამოყენება როგორიცაა კატეგორია:გეოპოლიტიკა, კატეგორია:პოლიტოლოგები და მითუმეტეს კატეგორია:პოლიტიკური გეოგრაფია მიზანშეწონილი არ არის. იდეაში, აჯობებდა ასე გაგვეკეთებინა: კატეგორია:გეოპოლიტიკოსები და კატეგორია:ფრანგი პოლიტოლოგები და ა.შ. - OTOGI Messages 20:13, 28 ივლისი 2016 (UTC)პასუხი

გასაგებია, დიდი მადლობა ოთოჯი --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 11:53, 29 ივლისი 2016 (UTC)პასუხი
არაფრის ფიქრია!. - OTOGI Messages 13:29, 29 ივლისი 2016 (UTC)პასუხი

სავარჯიშო

ოთო, გამარჯობა! მეორე სავარჯიშო გვერდის შექმნა როგორ შეიძლება? — ßurduli განხილვაწვლილი 13:59, 2 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი

@N.Burrduli: შექმენი გვერდი: მომხმარებელი:N.Burrduli/სავარჯიშო1, მომხმარებელი:N.Burrduli/სავარჯიშო2 და ასე უსასრულოდ... - OTOGI Messages 14:03, 2 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი

ევრომოედანი

ოთო, გამარჯობა. ამაში ინგლისური ვიკიდან მინდა ფოტოს ჩასმა, მაგრამ არ ისმება. ხომ არ იცი რა ჭირს? — ßurduli განხილვაწვლილი 17:56, 3 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი

@N.Burrduli: გამარჯობა, ნიკა! ჩავსვი სურათი. თარგში ინფოდაფა სამხედრო კონფლიქტი სურათის ჩასმის კონსტრუქცია ამგვარია: [[Image:Example.jpg|300px|სურათის აღწერა]]. P. S. ისე სტატიის სათაური უნდა იყოს ევრომაიდანი, მიაქციე ამას ყურადღება. - OTOGI Messages 07:22, 4 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი

ლიტერატურა

ოთ, გამარჯობა! ახლა ვამზადებ სტატიას უინსტონ ჩერჩილზე (აქ) და საქმე იმაშია, რომ წყაროდ ვიყენებ წიგნს. სქოლიოს თაობაზე მქონდა კითხვები. როგორ ჯობია მივუთითო? — ßurduli განხილვაწვლილი 14:04, 6 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი

@N.Burrduli: გამარჯობა, ნიკა! რომელ წიგნს იყენებ მითხარი... - OTOGI Messages 14:10, 6 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი

Palitra-L-ის გამოცემა, 50 პერსონა - მათ შეცვალეს მსოფლიო. ტომი 2. მოყვება ჟურნალ „ისტორიანს“. გამოსცეს წელს, აპრილში. — ßurduli განხილვაწვლილი 14:18, 6 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი

@N.Burrduli: გასაგებია. ასეთი რამის გაკეთება შეგიძლია: <ref name="Palitra">{{cite book|author= ავტორი/ები |title=სათაური |isbn= isbn |publisher=გამომცემლობა |location= ადგილი, მაგ., თბილისი |გვერდები=გვერდი |წელი= წელი}}</ref>. სცადე. - OTOGI Messages 14:24, 6 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი

დიდი მადლობა! — ßurduli განხილვაწვლილი 14:32, 6 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი

@N.Burrduli: არაფრის! აქ მცირე ცვლილება შევიტანე უფრო სწორად ასე უნდა ყოფილიყო. - OTOGI Messages 14:53, 6 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი

შვებულება

დაბრუნდი შვებულებიდან, ოთო? :) — ßurduli 08:49, 1 სექტემბერი 2016 (UTC)პასუხი

გამარჯობა, ნიკა! შეიძლება ითქვას ნაწილობრივ :). - OTOGI Messages 09:02, 1 სექტემბერი 2016 (UTC)პასუხი

@ßurduli: თუ რაიმე გაინტერესებს მკითხე :). - OTOGI Messages 09:07, 1 სექტემბერი 2016 (UTC)პასუხი

არა, უბრალოდ მაინტერესებდა. აბა შენ იცი — ßurduli 09:12, 1 სექტემბერი 2016 (UTC)პასუხი

თარგმანი

ოთო, გამარჯობა. როგორ ფიქრობ, როგორ აჯობებს Sieg Heil-ის გადმოთარგმნა? თუ აჯობებს როგორც არის ისე დავტოვო? მადლობა. — ßurduli 10:08, 2 სექტემბერი 2016 (UTC)პასუხი

@ßurduli: გამარჯობა ნიკა! ზიგ ჰაილ რომ დაიწეროს პრობლემა არ არის, ხოლო შეგიძლია ფრჩხილებში Sieg Heil მიუწერო ანუ ზიგ ჰაილ! (Sieg Heil!). - OTOGI Messages 10:14, 2 სექტემბერი 2016 (UTC)პასუხი

ორმაგი სურათი

ოთო, გამარჯობა. ბოდიში რომ გაწუხებ, მაგრამ მაინტერესებდა, ჩვენთან რამენაირად შეიძლება როგორც აქ არის ისეთის გაკეთება (სურათს ვგულისხმობ)? — ßurduli 13:22, 4 სექტემბერი 2016 (UTC)პასუხი

@ßurduli: გამარჯობა ნიკა! არ მაწუხებ... :))) გაკეთდა. - OTOGI Messages 13:32, 4 სექტემბერი 2016 (UTC)პასუხი

მადლობა! ისე, ავსტრიელ მხატვარზე სტატიას რამოდენიმე დღეში დავამთავრებ, იმედი მაქვს, შენ რომ იცი, ისე გადახედავ :D — ßurduli 13:40, 4 სექტემბერი 2016 (UTC)პასუხი

@ßurduli: ჯერ დაასრულე :)). - OTOGI Messages 13:52, 4 სექტემბერი 2016 (UTC)პასუხი

ბლოკი

ოთო, გეხვეწები, ამას შენი Banhammer-ით მიხედე :) — UndDerDie 11:27, 17 სექტემბერი 2016 (UTC)პასუხი

თავიდან ვერ გიცანი... მადლობა შეტყობინებისთვის !. - OTOGI Messages 11:42, 17 სექტემბერი 2016 (UTC)პასუხი

ჩვევა მქონდა ასეთი. როგორც ჩანს, ვერ ვიკიში მოვეშვი. — UndDerDie 11:49, 17 სექტემბერი 2016 (UTC)პასუხი

წარმატებები ! :). - OTOGI Messages 11:51, 17 სექტემბერი 2016 (UTC)პასუხი

შემოწმება

ოთო, გეხვეწები, ეს შეამოწმე. თორემ გაგიჟდა მემგონი ავტორი. — UndDerDie 20:54, 19 სექტემბერი 2016 (UTC)პასუხი

არაადეკვატური მომხმარებელია ეგ. მადლობა!. დავამოწმე, თუმცა ამ ტექსტებს დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, რადგან შესაძლოა ამ მომხმარებლის მხრიდან ადგილი ჰქონდეს ორიგინალურ კვლევას, რაც ვიკიპედიის წესების საწინააღმდეგოა. სწორედ ამიტომ არსებობს სქოლიოს მითითების პრაქტიკა ვიკიპედიაში. - OTOGI Messages 21:09, 19 სექტემბერი 2016 (UTC)პასუხი

სამადლობელი ვიკიორდენი

სამადლობელი ვიკიორდენი
დარწმუნებული ვარ, აქამდეც არაერთი ორდენი მიგიღია, თუმცა, ეს უბრალოდ იმ დახმარებისთვის, რაც შენ მე გამიწიე და დღესაც მიწევ ვიღიმიUndDerDie 19:42, 25 სექტემბერი 2016 (UTC)პასუხი

@UndDerDie: რა მოულოდნელი სიურპრიზია! მადლობა ნიკა!. ფრიად სასიხარულოა, ის ფაქტი, რომ ჩვენ თვალწინ სამაგალითო ვიკიპედიელი იზრდება — შენი სახით!. მიხარია, რომ დაგეხმარე რაღაც-რაღაცებში. ჩემი კარი ყოველთვის ღიაა! :)). - OTOGI Messages 08:37, 26 სექტემბერი 2016 (UTC)პასუხი

ბლოკი

ოთო, ეს გამოგრჩა :) — UndDerDie 20:01, 26 სექტემბერი 2016 (UTC)პასუხი

@UndDerDie: მადლობა ნიკა! დაიბლოკა!. გახსოვდეს, რომ როდესაც მომხმარებელი სჩადის ვანდალიზმს, თუმცა არ იყენებს უცენზურო სიტყვებს შეგიძლია მისი განხილვის გვერდზე განათავსო თარგი {{ვანდალი}}, თუ კვლავ გააგრძელებს იმავე საქმიანობას გამოიყენე თარგი {{ვანდალი 2}}, ხოლო თუკი ისევ გააგრძელა თარგი {{დასაბლოკი}}. თუ მომხმარებელი აშკარად უცენზურო სიტყვებით შემოიფარგლება როგორც ჩვენს შემთხვევაში იყო მის განხილვის გვერდზე უნდა განათავსო პირდაპირ თარგი {{დასაბლოკი}} და ამასთან რეზიუმეშიც მიაწერო (მაგ., მომხმარებელი დასაბლოკია), რომ ადმინისტრატორებმა ნახონ. თუ ამჩნევ, რომ მომხმარებელი უნებლიე ვანდალიზმს სჩადის შეგიძლია თარგი {{ტესტი}} გამოიყენო, ან თარგი {{დარღვევა}}. კარგად გაეცანი ყველა მითითებული თარგის სპეციფიკას. მომავალში გამოგადგება მათთან მუშაობა. :). - OTOGI Messages 20:18, 26 სექტემბერი 2016 (UTC)პასუხი

სქოლიო

ოთო, მომხმარებელი:UndDerDie/სავარჯიშო, თუ შეგიძლია, ამას შეხედე. რისი ბრალი შეიძლება იყოს? რუსულიდან გადმომაქ, იქ კიდევ ყველაფერი ნორმალურად არის. — UndDerDie 09:49, 27 სექტემბერი 2016 (UTC)პასუხი

ნიკა, ამ ეტაპზე მანდ არცერთი სქოლიო არ მუშაობს, რადგან სტატიაში ფიზიკურად არ არსებობს წიგნის თარგები. ჯობია ჯერ დასრულო მუშაობა მაგ სტატიაზე, მერე უკეთ გამოჩნდება. P. S. აუცილებელი არ არის სტატია ერთი-ერთში გქონდეს გაკეთებული. სქოლიოს მითითების ალტერნატიული ვარიანტებიც არსებობს. - OTOGI Messages 10:18, 27 სექტემბერი 2016 (UTC)პასუხი

გასარკვევია

მგონი ორი სახელითაა მომხმარებელი:Giorgi Eufshi - გასარკვევია.--ცანგალა () 06:25, 30 სექტემბერი 2016 (UTC)პასუხი

ფორუმზე გადავიტანე. - OTOGI Messages 12:39, 30 სექტემბერი 2016 (UTC)პასუხი

anano faxuridez

ოთო, აბა ეს ნახე. როგორც მივხვდი, anano faxuridez აღწერა უნდა იყოს, თუმცა, მემგონი, ვანდალის ნამოქმედარია. — UndDerDie 12:35, 30 სექტემბერი 2016 (UTC)პასუხი

@UndDerDie: ნიკა, მაპატიე, მაგრამ ვერ მივხვდი რას მეუბნები :). - OTOGI Messages 12:39, 30 სექტემბერი 2016 (UTC)პასუხი

ახლა? — UndDerDie 12:42, 30 სექტემბერი 2016 (UTC)პასუხი

ვხედავ, მაგრამ რატომ გამოაქვს ვერ ვხვდები... - OTOGI Messages 13:05, 30 სექტემბერი 2016 (UTC)პასუხი

ვიკიდატაზე ყოფილა პრობლემა, ცვლილება კიდევ ორი წლის წინ ანონიმს შეუტანია. — UndDerDie 13:16, 30 სექტემბერი 2016 (UTC)პასუხი

აი სად ყოფილა პრობლემა. მადლობა ნიკა :). მე ხელსაწყო - „დაკავშირებული გვერდები“ არ ვიყენებ, თუ სადმე შეგხვდა იმთავითვე ამოშალე მსგავსი რაღაცები. - OTOGI Messages 13:22, 30 სექტემბერი 2016 (UTC)პასუხი

თხოვნა

გამარჯობა, ოთო. იხ. ვიკიპედია:რჩეული სტატიები/კანდიდატები/1907 წლის ტფილისის ბანკის ძარცვა. თუ დრო და სურვილი გექნება, გადახედე. — UndDerDie 08:28, 2 ოქტომბერი 2016 (UTC)პასუხი

გამარჯობა, ნიკა! კეთილი, გადავხედავ, თუმცა სქოლიოებთან დაკავშირებით ადრეც გითხარი, რომ ჩემი აზრით, ყველაფრის გადმოტანა ერთი-ერთში მაინცდამაინც კარგი აზრი არ არის. თუ სქოლიოებს ვერ ალაგებ, შეგიძლია ისინი ისე გადაანაწილო როგორც ამ სტატიაშია თუნდაც შავი ზღვა. - OTOGI Messages 08:36, 2 ოქტომბერი 2016 (UTC)პასუხი

შეკითხვა

მაშხანი ავტომატურად ჩაჯდა სურათი. მაინტერესებს როგორ მოხდა ეს. სურათიც არ მომწონს.--ცანგალა () 18:37, 7 ოქტომბერი 2016 (UTC)პასუხი

@Zangala: ცანგალ, ეგ ვიკიმონაცემების ბრალია, იქიდან ჯდება ფაილი ავტომატურად. ახლა სხვა სურათი ჩავსვი. - OTOGI Messages 18:57, 7 ოქტომბერი 2016 (UTC)პასუხი

მოგწონს მაგ სურათი? იქნებ სულ ამოვიღოთ ან რუსულიდან შემოვიტანოთ, ვარდი მაინც არის კარგი ვიღიმი--ცანგალა () 19:01, 7 ოქტომბერი 2016 (UTC)პასუხი

@Zangala: მაშხანი, აჰა შენ ვარდი :). - OTOGI Messages 19:03, 7 ოქტომბერი 2016 (UTC)პასუხი

მადლობა ვარდისთვის.--ცანგალა () 19:05, 7 ოქტომბერი 2016 (UTC)პასუხი

@Zangala: არაფრის! ვიღიმი - OTOGI Messages 19:06, 7 ოქტომბერი 2016 (UTC)პასუხი

თარგი

გამარჯობა, ოთო. თარგი:ნაციონალ-სოციალიზმი აქ მინდა ისე გავაკეთო, რომ ამის ჩაკეცილად ჩასმაც გახდეს შესაძლებელი, მაგრამ, რთული სტრუქტურაა და ვერ ვერკვევი დიდად. იქნებ შენ მომეხმარო ვიღიმიUndDerDie 20:26, 7 ოქტომბერი 2016 (UTC)პასუხი

@UndDerDie: გამარჯობა, ნიკა! ჩაკეცილში რას გულისხმობ ? როგორც აქ არის თარგი:გეოლოგიის დაფა. ? - OTOGI Messages 10:55, 8 ოქტომბერი 2016 (UTC)პასუხი

მდგომარეობა=collapsed. მინდა, რომ გვერდზე როცა შევა ვინმე, თარგი მარტო მაშინ გაიხსნას ბოლომდე, როცა მნახველი „ჩვენებას“ დააჭერს. — UndDerDie 11:21, 8 ოქტომბერი 2016 (UTC)პასუხი

@UndDerDie: როგორც აქ არის ასე ხომ ? en:Template:Nazism sidebar. - OTOGI Messages 11:25, 8 ოქტომბერი 2016 (UTC)პასუხი

როგორც მაგას აქვს ქვეთავები, ისე მინდა თარგიც გაკეთდეს. მადლობა :) — UndDerDie 11:27, 8 ოქტომბერი 2016 (UTC)პასუხი

@UndDerDie: მაგ თარგის სტრუქტურა ცოტა სხვანაირია. თუ გინდა ქვეთავები მაშინ სტრუქტურა ისეთივე უნდა იყოს როგორც ინგლისურ ვიკიპედიაშია. - OTOGI Messages 11:31, 8 ოქტომბერი 2016 (UTC)პასუხი

http://prntscr.com/cramy2 - აი აქ როგორც არის თვითონ თარგი (და არა ქვეთავები) რომ იყოს ხოლმე. ანუ, „გასახსნელი“. — UndDerDie 11:34, 8 ოქტომბერი 2016 (UTC)პასუხი

@UndDerDie: მაშინ სტრუქტურა უნდა შეიცვალოს. ნავდაფა გაშლადი სიით უნდა იყოს წარმოდგენილი. ახლა გადავაკეთე თარგი. თუ მოგწონს დატოვე, თუ არა გააუქმე ჩემი ცვლილება. სხვანაირად ვერ დაგეხმარები. მადლობა!. - OTOGI Messages 11:38, 8 ოქტომბერი 2016 (UTC)პასუხი

კარგი, მაინც დიდი მადლობა! — UndDerDie 11:41, 8 ოქტომბერი 2016 (UTC)პასუხი

კირკეგორი

გამარჯობა. აი, უბრალოდ მაინტერესებს რატო მებრძვის აქ ყველა? რატომ გააუქმეთ ჩემი ცვლილებები? იმის გამო, რომ წარსულში შეცდომები დავუშვი ყოველთვის ნეგატიურად უნდა იყოთ განწყობილნი? ვაპირებდი კიდე დამემატებინა ინფორმაცია და წყაროც, მაგრამ თქვენ წაშალეთ ყველაფერი და წერის ხალისიც დამიკარგეთ.--Absurd განხილვაწვლილი 18:23, 9 ოქტომბერი 2016 (UTC)პასუხი

@Absurd: თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ დაამატოთ ინფორმაცია, თუმცა წყაროს მითითებით. უნდა შეიყვაროთ წყაროები და მათი მითითება სტატიებში. მე, არ კი არა, ვერ ვიქნები თქვენ მიმართ ნეგატიურად განწყობილი!. კეთილი, დავაბრუნებ თქვენ ინფორმაციას, თუმცა გახსოვდეთ, რომ ინფორმაციას ესაჭიროება წყაროები!. იხ. ვიკიპედია:გადამოწმებადობა, ვიკიპედია:წყაროს მითითება, ვიკიპედია:ლიტერატურის მითითება. - OTOGI Messages 19:30, 9 ოქტომბერი 2016 (UTC)პასუხი

დამავიწყდა, ამ სქოლიოებს როგორ ვუთითებდი, ვეცადე და არ გამომივიდა ადრე სხვანაირად იყო, ახლა შეიცვალა. პირდაპირ კოპირებით აღარ კეთდება და ახლა ამაზე თავის მტვრევაში დროის ხარჯვა ნამდვილად არ მიღირს. უბრალოდ დაადასტურეთ ჩემი ცვლილებები და სტატიას მიუწერეთ, რომ სანდო არ არის.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Absurd (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

@Absurd: ყველაფერი სწორად გქონდათ გაკეთებული, უბრალოდ გქონდათ ამოსაღები — </nowiki>. ნუ იყენებთ მას სტატიებში. გარდა ამისა, მერწმუნეთ, წყაროს თარგის განთავსება გამოსავალი არ არის, რადგან თუ სტატია არ იქნება სანდო შეიძლება იგი იქნას გადაწერილი, სწორედ ამიტომაა საჭირო წყაროები. ნახეთ ინგლისურ ვიკიპედიაში რამდენი სქოლიოა. ახლა სქოლიო ჩანს უკვე სტატიაში. მომავალში თქვენც ასე გააკეთეთ ხოლმე. - OTOGI Messages 10:16, 11 ოქტომბერი 2016 (UTC)პასუხი

არ შეგიძლიათ, მომცეთ უფლება ჩემი ცვლილებები ავტომატურად დადასტურდეს? არც მე შევწუხდები და არც თქვენ, ბევრ პრობლემას გადაჭრის. ვიცი, არც ისე სამართლიანი თხოვნაა ჩემი მხრიდან და ამით, ალბათ, ბევრი თქვენი კოლეგის უკმაყოფილებას გამოიწვევთ.თუმცა, გაიხსენეთ, სამყაროს მხოლოდ ის ადამიანები ცვლიდნენ ხოლმე, რომლებიც უმრავლესობისგან განსხვავებულად ფიქრობდნენ და მოქმედებდნენ. პ.ს ვიცი, რომ ხელი უნდა მოვაწერო, მგრამ არსად არ მანახებს მაგ ფუნქციას :/წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Absurd (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

@Absurd: გამარჯობა! ფუნქციის მონიჭებას რაც შეეხება, სამწუხაროდ, თქვენ ბევრი დესტრუქციული ანუ ვიკიპედიისთვის საზიანო რედაქტირება გაქვთ განხორციელებული. თუკი თქვენ ინფორმაციას შემოიტანთ თავისი წყაროებით და იქნებით სტაბილურად კონსტრუქციული მაშინ აღარაფერი აღარ შეგიშლით ხელს, რომ ეს ფუნქცია მიიღოთ. თქვენი ქმედებები სამწუხაროდ, ძალიან არასტაბილურია (უკანასკნელ ხანებამდე), აკეთებთ კარგსაც და მას ზოგჯერ გაუგებარ რაღაცებს ურევთ ხოლმე. საერთოდ, ეს ფუნქცია, რომ მოგენიჭოთ საჭიროა აგრეთვე ვიკიპედიის პოლიტიკისა და წესების ცოდნა. მე არ ვწუხდები, მე ვადევნებ თვალს ცვლილებებს, ისევე როგორც სხვა რედაქტორები. კიდევ ერთხელ, ინფორმაცია წყაროების თანხლებით შემოიტანეთ ხოლმე, ძალიან გთხოვთ. P. S. განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებთან დაკავშირებით სრულიად გეთანხმებით!. ასეა ეს...

ხელი, რომ მოაწეროთ ამ ღილაკს უნდა დააკლიკოთ → , რომელიც პანელზეა განთავსებული. - OTOGI Messages 16:28, 13 ოქტომბერი 2016 (UTC)პასუხი


აკი თავადაც აღვნიშნე, რომ არასამართლიანი თხოვნაა. თუმცა, ბოლო ხანებში მხოლოდ იმიტომ ვარღვევდი წესებს, რომ ორი კვირა არ ადასტურებდნენ ჩემს ცვლილებებს. მე კი ასე წერა არ შემიძლია, ლოდინის რეჟიმში, გარწმუნებთ ეს ნამდვილად ძალიან არაკომფორტული რომ არ იყოს, ამას არ გთხოვდით. ეგ ფუნქცია სწორედ ახლა მჭირდება, როცა ვწერ. არანაირი ალტრუისტული სურვილები არ გამაჩნია ხალხსთვის ვწერო კიდევ დიდხანს მომავალში, რომ კიდევ დამჭირდეს ეს ფუნქცია. თუ თქვენ უარს მეტყვით, მე ვეღარ გავაგრძელებ წერას, რადგან სტატია ძალიან დიდია და როცა სერიოზულად ვუდგები საქმეს, არანაირად არ ვარ განწყობილი დესტრუქციისკენ. მითუმეტეს შეთანხმებას არასდროს ვარღვევ, არა იმიტომ რომ მაღალი მორალური იდეალები მაქვს, უბრალოდ იმიტომ, რომ ჯიუტი და პრინციპული ვარ. თან პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ, ნდობა არ დავარღვიო და უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაგაყენოთ. ეს ნამდვილად ასეა, იფიქრეთ და საბოლოო პასუხი მითხარით. ხელის მოწერის ეგ ფუნქცია არ ჩანს ჩემთან, თორე როგორ უნდა მოვაწერო ხელი ვიცი.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Absurd (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

@Absurd: ჩემი მხრიდან თქვენთვის სანდო მომხმარებლის სტატუსის მინიჭება არ იქნება სწორი, რადგან როგორც ზემოთ ავღნიშნე თქვენ წვლილში ბევრია ვანდალური ქმედება, რაც შეუძლებელს ხდის ამ ეტაპზე თქვენთვის აღნიშნული სტატუსის მინიჭებას. არანაირი პირადული! მართლა გულწრფელად გისურვებთ წარმატებას როგორც პირად ცხოვრებაში, ისე ვიკიპედიაში. - OTOGI Messages 17:14, 13 ოქტომბერი 2016 (UTC)პასუხი

შემოწმება

ოთო შემიმოწმე ბერიძეების გვერდი ქართლის ცხოვრებიდან ამოღებული მასალებია. ძალიან გთხოვწინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა აკაკი ბერიძე (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

@აკაკი ბერიძე: გამარჯობა! შემოწმდა. - OTOGI Messages 13:29, 13 ოქტომბერი 2016 (UTC)პასუხი

ბერიძეების ბმული მინდა გაკეთდეს შემდეგ ლინკზე არსებულ ინფორმაციაზე https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98 . ანუ ამ ლინკზე არის მოხსნიებული ბერიძეები და მინდა აქაც გამწვანდეს და ბმული გაკეთდეს . მადლობთ წინასწარწინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა აკაკი ბერიძე (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

otogi gadaamowme cvlilebebi da naxe gtxov. wyaroebi aris mititebuli satanadoწინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა აკაკი ბერიძე (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

@აკაკი ბერიძე: შემოწმდა!. - OTOGI Messages 11:08, 20 ოქტომბერი 2016 (UTC)პასუხი

ვანდალი

ოთო, მომხმარებლის განხილვა:Donluka29 - მემგონი, უკვე ბლოკის ღირსია. ონლაინ-თარჯიმნით ნათარგმნ ტექსტს ამატებს, გაფრთხილებებს არ ითვალისწინებს. — UndDerDie 14:49, 23 ოქტომბერი 2016 (UTC)პასუხი

კი, ვანდალური ქმედებაა, მაგრამ თუკი კვლავ გაიმეორა იგივე ჯერ {{ვანდალი2}} გაეგზავნება, ხოლო შემდეგ უკვე დაიბლოკება. ვნახოთ როგორ იმოქმედებს. - OTOGI Messages 14:53, 23 ოქტომბერი 2016 (UTC)პასუხი

საეკლესიო კალენდარი

გამარჯობა! მაინტერესებს ეს ფაილები რატომ წაიშალა? https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%3A1928_%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9D_%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98.JPG

შევეცადე მასალა 1946 წლამდელი ყოფილიყო...— Surprizi განხილვაწვლილი 10:54, 25 ოქტომბერი 2016 (UTC)პასუხი

@Surprizi: გამარჯობა! რეზიუმეში მიწერილი აქვს წაშლის მიზეზი. ფაილი იყო გამოუყენებელი, ხოლო გამოუყენებელი ფაილები იშლება. - OTOGI Messages 12:10, 25 ოქტომბერი 2016 (UTC)პასუხი

საავტორო უფლებები

გამარჯობა, ოთო! ახლა გადავწყვიტე სტატია დამეწერა წინგზე „ის კვლავ აქ არის“. მინდა, რომ გარეკანის ფოტოც დავურთო და მაინტერესებს, რომ გადავუღო წიგნის გარეკანს ფოტო, შეიძლება თუ არა მისი განთავსება, როგორც თავისუფალი ფაილის? — UndDerDie 10:06, 28 ოქტომბერი 2016 (UTC)პასუხი

@UndDerDie: გამარჯობა, ნიკა! შენ შეგიძლია სურათი გადაუღო წიგნის გარეკანს, მაგრამ მასზე შენი სურვილისამებრ, ლიცენზიას ვერ დააწესებ, რადგან შენ არსებულ პროდუქტზე ლიცენზიას არ ფლობ. ზოგადად, ფილმის პოსტერი, წიგნისა თუ ალმობის გარეკანი ცალკეული არათავისუფალი სალიცენზიო თარგებით შემოიფარგლება. ორი სიტყვით, თუ საუბარია წიგნის გარეკანზე იყენებ ამ თარგს: {{წიგნის გარეკანი}}. - OTOGI Messages 18:24, 28 ოქტომბერი 2016 (UTC)პასუხი

უკვე მოვაგვარე ეგ საკითხი. ყოველ შემთხვევაში, დიდი მადლობა დახმარებისათვის. ვიღიმიUndDerDie 18:26, 28 ოქტომბერი 2016 (UTC)პასუხი
კეთილი! :). - OTOGI Messages 18:27, 28 ოქტომბერი 2016 (UTC)პასუხი

უნგრეთის ადმინისტრაციული დაყოფა

გამარჯობა Otogi, უნგრეთის ადმინისტრაციული დაყოფა ჩემი აზრით ან კატეგორიებია შესაცვლელი ან სათაური. გთხოვ მიხედო.--ცანგალა () 07:49, 29 ოქტომბერი 2016 (UTC)პასუხი

@Zangala: გამარჯობა! საერთაშორისო ბმულები იყო ჩასასწორებელი. უნგრეთის ადმინისტრაციული დაყოფა რეალურად ამ სტატიას შეესაბამება: en:Administrative divisions of Hungary. ამჟამად რიგზეა ყველაფერი. - OTOGI Messages 16:27, 29 ოქტომბერი 2016 (UTC)პასუხი

ადმინისტრატორის ვიკიორდენი

ადმინისტრატორის ვიკიორდენი
ქართულ ვიკიპედიაში აქტიური მუშაობისათვის, სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე დაწერილი სტატიისათვის, ბოლო ცვლილებების აქტიური მონიტორინგისთვის, ვანდალიზმთან ბრძოლისათვის. ჩემგან მეორე და ნამდვილად დამსახურებული ვიკიორდენი. წარმატებები! ვიღიმიUndDerDie 16:36, 29 ოქტომბერი 2016 (UTC)პასუხი

@UndDerDie: უღრმესი მადლობა ნიკა! მიხარია, რომ არსებობს თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც აფასებს ჩემ შრომას ვიკიპედიაში! ჩემი მიზანია სტატიათა ხარისხი და არა რაოდენობა, ქართული ვიკიპედიის მაქსიმალურად აკადემიურ პროექტად ჩამოყალიბება, მავნე ტენდენციებისაგან განთავისუფლება. მადლობა, კიდევ ერთხელ და შენც წარმატებას გისურვებ!. - OTOGI Messages 17:38, 29 ოქტომბერი 2016 (UTC)პასუხი

ბეხერი (მრავალმნიშვნელოვანი)

ბეხერი (მრავალმნიშვნელოვანი) მომხმარებელმა წაშალა რუს. ენათშორისო ბმული. რატომ? მე უკან დავაბრუნე, მაგრამ როდესაც რუსულზე გადადიხარ ქართული არ ჩანს. რა ხდება?--ცანგალა () 07:16, 30 ოქტომბერი 2016 (UTC)პასუხი

@Zangala: ვიკიპედიის გვერდებში დიდი ხანია ინტერვიკები აღარ თავსდება. ყოველივე არის გადატანილი ვიკიმონაცემებში. ამ ტიპის კონსტრუქციები → [[ru:Бехер]] აღარ გამოიყენება ვიკიპედიის გვერდებში. არსებითად, მომხმარებლის ცვლილება სწორი იყო, უბრალოდ ვიკიმონაცემებში იყო ჩასასწორებელი ბმულები. ახლა ყველაფერი რიგზეა. სულ ეს არის. - OTOGI Messages 11:39, 30 ოქტომბერი 2016 (UTC)პასუხი

ის მომხმარებელი რუს. შლიდა და რუს. ვიკისბმული არ იყო და ვერ გადადიოდი რუსულზე. რუსულ ვიკიში როდესაც ვნახე არც ერთი ბმული არ იყო (არც ინგლ. გერმ. და ა. შ.). ამ სტატიას ბმული ჰქონდა ძველი წესით. სწორედ გავიგე?--ცანგალა () 12:48, 30 ოქტომბერი 2016 (UTC)პასუხი

@Zangala: კი, ძველი წესით ჰქონდა. მოკლედ ასე: სტატიაში ბეხერი (მრავალმნიშვნელოვანი) იყო რუსული ინტერვიკი, რომელიც მომხმარებელმა წაშალა. მისი ეს ქმედება იყო სწორი, რადგან ვიკიპედიაში ინტერვიკები აღარ თავსდება. კი, რუსულ ვიკიპედიაში არც ერთი ბმული არ იყო და ეს მათი საზრუნავი იყო წესით ანუ მათი სტატია იყო იზოლირებული, მაგრამ ახლა რუსული ბმული დავაკავშირე სხვა დანარჩენ ბმულებს და ყველაფერი გასწორდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი ტიპის კონსტრუქციები → [[ru:Бехер]] ვიკიპედიაში აღარ გამოიყენება. ეს წარსულს ჩაბარდა. ასეა თუ ისე, ბოტი მაინც წაშლიდა ასეთი ტიპის → [[ru:Бехер]] კონსტრუქციას. - OTOGI Messages 13:01, 30 ოქტომბერი 2016 (UTC)პასუხი

თუ სადმე შემხვდა ძველი წავშალო ხოლმე?--ცანგალა () 13:39, 30 ოქტომბერი 2016 (UTC)პასუხი

@Zangala: აუცილებლად. - OTOGI Messages 13:40, 30 ოქტომბერი 2016 (UTC)პასუხი

აზიის თვე

ოთო გამარჯობა :) აზიის თვეში ახალი სტატიების ცალკე გვერდზე დამატებაა საჭირო. იხილე დამატების წესების სექციადათო1010 07:56, 1 ნოემბერი 2016 (UTC)პასუხი

@David1010: გამარჯობა, დათო! კი ვიცი, ვცადე თავიდანვე მაგრამ არაფერი არ გამოვიდა, აქეთკენ გადმომაგდო, ვიკიპედიაში. სწორად მუშაობს ყველაფერი ?. - OTOGI Messages 08:01, 1 ნოემბერი 2016 (UTC)პასუხი

ცენტრალური ხელსაწყოა და წესით უნდა მუშაობდეს, თუმცა წესებში წერია, რომ შეიძლება პრობლემა იყოს დამატებისას და ამიტომ კონკურსის გვერდზე დაწერეთ სტატიის სახელი და ხელი მოაწერეთო— დათო1010 08:03, 1 ნოემბერი 2016 (UTC)პასუხი

@David1010: ფაქტია, რომ ხელსაწყოს მეშვეობით არ ემატება. სცადე თუ გინდა შენც. მივწერ იქაურებს. ბართანგს რა ვუყო ახლა ? სად გადავიტანო ?. - OTOGI Messages 08:10, 1 ნოემბერი 2016 (UTC)პასუხი

მიწერე, მაგრამ მანამდე ამ გვერდზე დაამატე ეგ სტატია და ხელმოწერაც დაუსვი— დათო1010 08:25, 1 ნოემბერი 2016 (UTC)პასუხი

@David1010: აწი მანდ დავამატებ სტატიებს, თუ ხელსაწყოდან ვერ დაემატა. - OTOGI Messages 08:31, 1 ნოემბერი 2016 (UTC)პასუხი

ეს არის ხელსაწყოს მუშაობაზე პასუხისმგებელი პირი და შენც მიწერე— დათო1010 08:40, 1 ნოემბერი 2016 (UTC)პასუხი

@David1010: იხ. [1]. თარგის სახელწოდება (თარგი:ვიკიპედიის აზიის თვის სტატია) მიწერე დავით? – BruTe () 09:59, 1 ნოემბერი 2016 (UTC)პასუხი

არა— დათო1010 10:00, 1 ნოემბერი 2016 (UTC)პასუხი

@David1010: @BRUTE: ჩავამატე საჭირო ადგილას სტატია ბართანგი და ფანჯი, მაგრამ ფანჯს განხილვის გვერდზე ავტომატურად თარგი არ უჯდება. ახლა ყველაფერი სწორია როგორც ლე ლოიმ მითხრა [2]. - OTOGI Messages 10:43, 1 ნოემბერი 2016 (UTC)პასუხი

მაგ ხელსაწყოთი სათაურის მოძიების შემდეგ „Add“ ღილაკი გაუქმებული მაქვს მე პირადად. [3]BruTe () 10:57, 1 ნოემბერი 2016 (UTC)პასუხი

@BRUTE: სტატია არ არის ნაპოვნი-ო და როგორ გამოჩნდება. ჯერ უნდა დაწერო სტატია და შემდეგ გაუჩნდება. სცადე აბა. ჯერ დაწერე სტატია. - OTOGI Messages 11:03, 1 ნოემბერი 2016 (UTC)პასუხი

@BRUTE: ჯერ უნდა დაწერო სტატია და მანდ მერე დაამატო. თარგის განხილვის გვერდზე ავტომატურად ჩასმასთან დაკავშირებით მივწერე და იმედია მალე გასწორდება--დათო1010 11:05, 1 ნოემბერი 2016 (UTC)პასუხი
გასაგებია. მეთქი მაქედან უნდა გადავეყვანე რედაქტირების გვერდზე. მადლობა. – BruTe () 11:09, 1 ნოემბერი 2016 (UTC)პასუხი

ბაშკირეთის სტატიები

ბაშკირეთის სტატიები, რომლებიც დაიწერება პირველ და მეორე დღეს უნდა დაემატოს აქ. --ჯაბა 1977 08:32, 2 ნოემბერი 2016 (UTC)პასუხი

გამარჯობა! თავიდან მანდ დავამატე, მაგრამ მერე ამოვიღე რატომღაც. მადლობა!. - OTOGI Messages 08:54, 2 ნოემბერი 2016 (UTC)პასუხი

გვერდების დაცვა

გამარჯობა, ოთო! შესაბამისი განყოფილება ვერ ვნახე, ამიტომაც აქ გწერ. არ შეიძლება, რომ პოპულარული გვერდები, როგორც ილია ჭავჭავაძე, ვაჟა ფშაველა და სხვ. თანაც, ამავე დროს, დაცულია, დავუშვათ, ჰიტლერი, რომლის რედაქტირებაც ძალიან იშვიათი მოვლენაა. — UndDerDie 15:02, 2 ნოემბერი 2016 (UTC)პასუხი

@UndDerDie: გამარჯობა, ნიკა! იდეაში, სტატიას იმ შემთხვევაში ვიცავთ თუკი იგი ხდება რჩეული. თუკი ესა თუ ის სტატია ხშირად ხდება შეტევის ობიექტი ვიცავთ ასეთ გვერდებს, ზოგჯერ განუსაზღვრელად, ზოგჯერ გარკვეული დროით. ჰიტლერი დაცულია იმიტომ, რომ ერთ დროს ეს სტატია ვანდალურ შეტევას განიცდიდა. თუკი გაგრძელდა სტატიების ხშირი გაფუჭება ალბათ აზრიც ექნება მათ დაცვას. მე ვადევნებ თვალს ასეთ გვერდებს. უბრალოდ, ასე, ცნობადობის გამო არ გამოვა ყველა სტატიის დაცვა. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. - OTOGI Messages 16:24, 2 ნოემბერი 2016 (UTC)პასუხი

Otogi/არქივი 19-ის მომხმარებლის გვერდზე დაბრუნება.