თამაზ მეჭიაური
თამაზ მეჭიაური (დ. 1 დეკემბერი, 1954, ჟებოტა, თიანეთის რაიონი, საქართველოს სსრ — გ. 15 თებერვალი, 2022) — ქართველი პოლიტიკოსი, ინჟინერი და ეკონომისტი.
თამაზ მეჭიაური | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1 დეკემბერი, 1954 |
დაბადების ადგილი | ჟებოტა, თიანეთის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 15 თებერვალი, 2022 (67 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
რელიგია | მართლმადიდებელი |
პარტია | ერთიანი საქართველოსთვის (2016-2022) |
დაიბადა 1954 წლის 1 დეკემბერს, სოფელ ჟებოტაში, საქართველოს სსრ-ს თიანეთის რაიონში. დაამთავრა თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-ინტერნატი, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი. 1977 წელს იყო თიანეთის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს ინჟინერი. 1980–1982 წლებში თიანეთის 73-ე სპტ სასწავლებლის პედაგოგი. 1982–1984 წლებში იკავებდა თიანეთის სასოფლო-სამეურნეო საწარმოო გაერთიანების ეკონომისტ-ბუღალტერის პოსტს. 1984–1986 წლებში იკავებდა თიანეთის აგრომრეწველო გაერთიანების ეკონომისტის და რევიზორის პოსტს; 1986–1991 წლებში იყო თიანეთის რაიკავშირის თავმჯდომარე, ხოლო 1991 წელს — თიანეთის რაიონის პრეფექტის პირველი მოადგილე.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1992–1995 იყო სახელმწიფო საგადახადო ინსპექციის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე და თბილისის ისნის რაიონის სახელმწიფო საგადახადო ინსპექციის უფროსი. 1995–1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი). 1999–2004 წლებში — საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (თიანეთის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტია“. 1995–2004 წლებში იყო საფინანსო-საბიუჯეტო კომირეტის წევრი, საგადასახადო საბაჟო ქვეკომიტეტის თავმჯდომარე. 2004 წელს გახდა გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსი. 2004–2007 წლებში იკავებდა გორის (შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის) საგადასახადო ინსპექციის უფროსი. 2007 წელს იყო თელავის (კახეთის) საგადასახადო ინსპექციის უფროსი[1]. 2012–2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. იყო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე. 2016 წელს უთანხმოების გამო დატოვა ქართული ოცნება.[2] და დააფუძნა პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“, რომლის თავმჯდომარეცაა დღემდე. 2017 წელს აირჩიეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერად. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზეზით თანამდებობიდან გადადგა.[3] კენჭს იყრიდა № 11 სამაჟორიატურო ოლქში, სადაც 2613 ხმა (5,15%) მიიღო.[4] მან დამარცხების მიზეზად არჩევნების ტოტალური გაყალბება დაასახელა.[5]
გარდაიცვალა 2022 წლის 15 თებერვალს კორონავირუსით ინფიცირების შედეგად.[6]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- თამაზ მეჭიაური — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- თამაზ მეჭიაური — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00003281/
- ↑ http://netgazeti.ge/news/116500/
- ↑ „ამერიკის პრეზიდენტი ჩემზე ასაკოვანია, რა ნახა პრემიერმა ჩემს ასაკში ასეთი?! - ინტერვიუ თამაზ მეჭიაურთან“. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ არჩევნების შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-04. ციტირების თარიღი: 2021-01-23.
- ↑ „ბიძინამ თქვა, საქმე სამართლიანად გაარჩიეთო და ასეც გაირჩა“ — თამაზ მეჭიაური ივანიშვილზე, „მესამე ძალასა“ და გეგმებზე
- ↑ გარდაიცვალა თამაზ მეჭიაური