ჟებოტა
ჟებოტა (ყოფილი მათურიანთკარი) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს თიანეთის ქვაბულში, მდინარე ივრის მარცხენა ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები: თეგერაანები, თხილა, ლელოვანი, ძებნიაურები).[1] ზღვის დონიდან 1160 მეტრზე. თიანეთიდან დაშორებულია 1 კილომეტრით. საბჭოთა პერიოდში შედიოდა თიანეთის სადაბო საბჭოში.
სოფელი | |
---|---|
ჟებოტა | |
ჯაბა ლაბაძის ფოტო | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ჟებოტა |
კოორდინატები | 42°06′25″ ჩ. გ. 44°59′05″ ა. გ. / 42.10694° ჩ. გ. 44.98472° ა. გ. |
ადრეული სახელები | მათურიანთკარი |
ცენტრის სიმაღლე | 1160 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 531[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,8 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
იხინჭის მთის წვერზე დგას შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრული კომპლექსი: დარბაზული ეკლესია, რომლის აფსიდაში სარკმლის გვერდზე შემორჩენილია მხატვრობა და წარწერები. ეკლესიის გვერდით არის ორსართულიანი ოთხკუთხა კოშკი, რომლის მეორე სართულზე სამლოცველოა. ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით, გალავნის გარეთ, დგას ორსართულიანი სამრეკლო. იხინჭის მთის ძირში დიდი ნამოსახლარია.
ისტორია
რედაქტირებასოფელს ადრე მათურიანთკარს (მათურელებს) ეძახდნენ. ამ სოფლის მკვიდრნი არიან მათურელები, რომლებიც XVIII საუკუნის დასაწყისში გადმოსულან ფშავის სოფელ მათურიდან. ამავე სოფლიდან გადმოსახლებულან ჟებოტაში დოღაშვილები, ივანურები, ბადრახიშვილები, გულოშვილები და აკობაშვილები. XVII-XVIII საუკუნეების ამბებთან დაკავშირებით, სოფელ ჟებოტას მოიხსენიებს ვახუშტი ბაგრატიონი. XVIII-XIX საუკუნეების საბუთების მიხედვით ირკვევა, რომ სოფელი ჟებოტა მაყაშვილებსა და ჩოლოყაშვილებს ეკუთვნოდათ. ვარაუდობენ, რომ „ჟებოტა“ ნაწარმოებია ბაცბურიდან - „ჟე-ბოტარ“ ფორმისგან, რაც ქართულად ცხვარსატარ გზას ნიშნავს. სოფელზე ადრევე გადიოდა ე. წ. „ცხვრის გზა“. როგორც ირკვევა, ვეინახებს XIII-XVI საუკუნეებში ამ გზით გადაჰყავდათ ცხვარი საქართველოს ბარის რაიონებში.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 531 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 711 | 358 | 353 |
2014[1] | 531 | 274 | 257 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- კახაძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 398.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 245.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.