კომაროვის სკოლა (სრული სახელწოდება — სსიპ - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199 საჯარო სკოლა) — თბილისის საჯარო სკოლა.

სკოლის ისტორია რედაქტირება

სკოლა თავისი 50-წლიანი არსებობის მანძილზე ორიენტირებულია ზუსტი და საბუნებისმეტყველო დისციპლინის გაღრმავებულ სწავლებაზე. კომაროვში მიღება მე-7 კლასიდან გამოცდების საშუალებით ხდება. აღსანიშნავია, რომ პედაგოგთა უმრავლესობა „კომაროვდამთავრებულია“.[1]

კომაროვში ფუნქციონირებს სკოლა-პანსიონი, რომელშიც თავმოყრილია საქართველოს ყველა კუთხიდან ნიჭიერი მოსწავლეები. ისინი პანსიონში ცხოვრობენ, გაკვეთილების შემდეგ, დღის მეორე ნახევარში დროს საშინაო დავალებების მომზადებასა და სახელობო და სპორტულ წრეებზე სიარულს უთმობენ. პანსიონში ფუნქციონირებს გამოყენებითი ინფორმატიკისა და პროგრამირების წრეები, სადაც ბავშვები ეუფლებიან ინფორმატიკის საფუძვლებსა და საოფისე პროგრამებს, ქმნიან ვებ-გვერდებს, მონაწილეობენ კომპიუტერულ პროექტებში. საკონფერენციო აუდიტორიაში კი ვიდეოპროექტორისა თუ გონიერი დაფის საშუალებით ტარდება სხვადასხვა ტიპის გაკვეთილები.[1]

ამჟამად სკოლის ბალანსზე ფიზიკისა და მათემატიკის მსოფლიო ოლიმპიადის 1 ოქროს, 9 ვერცხლის, 14 ბრინჯაოს მედალი და 16 საპატიო სიგელია. წლების განმავლობაში სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს მრავალი ჯილდო სხვადასხვა რანგის საერთაშორისო ოლიმპიადებში, კონკურსებსა თუ კონფერენციებში. აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველწლიურად ძალიან ბევრი კომაროველი აგრძელებს სწავლას ევროპისა თუ ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში.[1]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება