ნიკ ვუიჩიჩი
ნიკოლას ჯეიმზ „ნიკ“ ვუიჩიჩი (ინგლ. Nick Vujicic; სერბ. Николас Џејмс Вујичић; დ. 4 დეკემბერი, 1982, მელბურნი, ავსტრალია) — ქრისტიანობის მქადაგებელი და მოტივაციური ორატორი, რომელიც დაიბადა ტეტრა-ამელიის სინდრომით. მძიმე ბავშვობა ჰქონდა, განიცდიდა მენტალურად, ემოციურად, ფიზიკურად, თუმცა საბოლოო ჯამში, შეეგუა ინვალიდობას და 17 წლის ასაკში დააარსა საკუთარი არაკომერციული ორგანიზაცია „Life Without Limbs“ („ცხოვრება კიდურების გარეშე“).
ნიკ ვუიჩიჩი | |
---|---|
ნიკ ვუიჩიჩი | |
მშობლიური სახელი | Nick Vujicic |
დაბადების სახელი | ნიკოლას ჯეიმზ ვუიჩიჩი |
დაბადების თარიღი |
4 დეკემბერი 1982 მელბურნი, ავსტრალია |
ალმა-მატერი | გრიფითის უნივერსიტეტი |
საქმიანობა |
ქრისტიანობის მქადაგებელი მოტივაციური ორატორი |
რელიგია | ქრისტიანობა |
მეუღლე(ები) | კანაე მიიაჰარა |
შვილ(ებ)ი | კიესი ჯეიმზ ვუიჩიჩი |
მშობლები |
მამა: ბორის ვუიჩიჩი დედა: დუშკა ვუიჩიჩი |
საიტი | lifewithoutlimbs.org |
10 წლის ასაკში თვითმკვლელობა სცადა. იგი მთელ მსოფლიოში გამოდის მოტივაციური სიტყვებით, მისი გამოსვლები ფოკუსირებულია ინვალიდობაზე, იმედსა და ცხოვრების აზრის ძიებაზე. საუბრობს აგრეთვე თავის რწმენაზე და აღნიშნავს, რომ ღმერთი ცვლის ადამიანის გულს და ის თავის საქმეს აკეთებს, და, რომ ღმერთი დიდია, რამეთუ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას დაძლიოს ყველანაირი სირთულე. ნიკ ვუიჩიჩი დაიბადა ავსტრალიის ქალაქ მელბურნში, სერბი ემიგრანტების ოჯახში. ეთნიკურად იგი სერბი-ავსტრალიელია.
ნიკ ვუიჩიჩს აქვს მეტად იშვიათი დაავადება ტეტრა-ამელიის სინდრომის სახით, ხელები და ფეხები მას არ აქვს დაბადებიდან. ფიზიკური ნაკლულოვანების მიუხედავად, იგი ჯანმრთელი დაიბადა. ნაწილობრივ გააჩნდა ერთი ტერფი ორი შეზრდილი თითით. ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, რომელიც მიმართული იყო თითების გაყოფისაკენ, მისცა ბავშვს სიარულის, ცურაობის, სკეიტბორდზე და სერფინგის დაფაზე სრიალის, კომპიუტერთან მუშაობისა და წერის საშუალება. 21 წლის ასაკში დაამთავრა გრიფითის უნივერსიტეტი. მოგზაურობს მთელ მსოფლიოში და კონცენტრირებულია მოზარდების პრობლემების საკითხებზე. იძლევა ინტერვიუებს მსოფლიოს სხვადასხვა ტელეკომპანიებისათვის. იმყოფებოდა ხუთი კონტინენტის 60-მდე ქვეყანაში. მოტივაციური საუბრებით გამოდის TED-თან ერთად.
2005 წელს ნომინირებული იყო „წლის ახალგაზრდა ავსტრალიელის“ პრემიაზე. მისი პირველი წიგნი სახელწოდებით „Life Without Limits: Inspiration for a Ridiculously Good Life“ გამოქვეყნდა 2010 წელს Random House-ის მიერ. 2009 წელს მონაწილეობა მიიღო მოკლემეტრაჟიან დამოუკიდებელ ფილმში „პეპლის ცირკი“, რომელსაც გახდა Doorpost Film Project-ის მთავარი პრიზის გამარჯვებული. 2010 წელს ფილმმა Method Fest Independent Film Festival-ზე გაიმარჯვა კატეგორიებში: საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი და საუკეთესო მამაკაცის როლი მოკლემეტრაჟიან ფილმში და საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის მიიღო მაყურებელთა სიმპათიის პრიზი; აგრეთვე Feel Good Film Festival-ზე მიიღო ჯილდო როგორც საუკეთესო მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა. 2012 წლის 12 თებერვალს ნიკ ვუიჩიჩი დაქორწინდა კანაე მიიაჰარაზე, ხოლო 2013 წლის 14 თებერვალს მათ შეეძინათ ვაჟი — კიესი ჯეიმზ ვუიჩიჩი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- „ცხოვრება კიდურების გარეშე“ (ინგლისური)
- ურთიერთობა არის სიმაღლე დაარქივებული 2010-06-16 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- ვიდეო ინტერვიუ ვუიჩიჩთან ერთად (ინგლისური)
- ნიკ ვუიჩიჩის სურათები და ქორწილი დაარქივებული 2015-03-25 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)