Absurd
გამარჯობა, Absurd. მოგესალმებით ვიკიპედიაში - კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი, მრავალენოვანი და ღია ენციკლოპედიის ქართულენოვან პროექტში.(?) |
ვიკიპედიაში სტატიის რედაქტირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. გაეცანი სტატიების რედაქტირების დახმარების გვერდს, სადაც ახსნილია სტატიების რედაქტირების პრინციპები.
|
ვიკიპედია არის ენციკლოპედია
გახსოვდეს - ვიკიპედია არის ენციკლოპედია, შესაბამისად ნებისმიერი სტატია უნდა იყოს აკადემიური, ნეიტრალური (?) და ეფუძნებოდეს აკადემიურ და გადამოწმებად წყაროებს.(?) ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანებს სურთ შექმნან ახალი სტატიები - ამ შემთხვევაში სწორედ ავტორი არის ვალდებული, დაამტკიცოს ახალი სტატიის მნიშვნელობა ენციკლოპედიისთვის.
გაგვაგებინე
თუ გეგმავ, რომ სტატია აქტიურად დაარედაქტირო და ამისთვის დრო გჭირდება, სტატიის დასაწყისში ჩასვი
{{subst:მუშავდება}} , რათა აცნობო სხვა რედაქტორებს ამის შესახებ. ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს. ხშირად შეინახე
რაც შეიძლება ხშირად შეინახე რედაქტირებები - ამისთვის, რედაქტირების პანელის ქვედა ნაწილში ღილაკ „ცვლილებების შენახვა“ დააჭირე.(იხ. სურათი ქვემოთ) |
ხელი მოაწერე
ვიკიპედიაში გვერდების რამდენიმე ნაირსახეობა არსებობს: სტატიების გარდა, არსებობს ასევე განხილვის გვერდები. განხილვის გვერდი ყველა სტატიას აქვს; ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლია საკუთარი კონსტრუქციული მოსაზრების დატოვება. განხილვის გვერდზე აუცილებელია ხელმოწერის დატოვება. ამისთვის ტექსტის ბოლოს ჩაწერე ოთხი ტილდა (
~~~~ ) ან ინსტრუმენტების პანელზე შესაბამის ღილაკზე დააჭირე (იხ. სურათი მარჯვნივ). გაგვეცანი
კარგი იქნება, თუ სხვა რედაქტორებს გაუმარტივებ კომუნიკაციას. თითოეულ მომხარებელს აქვს საკუთარი პირადი გვერდი, რომელზეც შეგიძლია დაამატო ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ — მაგალითად, რომელ ენებს ფლობ და ინტერესთა სფეროები.
გვთხოვე დახმარება
თუ დახმარების გვერდებს გაეცანი და მაინც გჭირდება დახმარება, საკუთარ განხილვის გვერდზე ჩასვი {{დამეხმარეთ}}, მოგვწერე კითხვა, და ჩვენი აქტიური რედაქტორი აუცილებლად გიპასუხებთ.
|
პატივი ეცი სხვის შრომას
დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.
|
Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!
იუნგი
რედაქტირებაიუნგის სურათები ვიკიპედიაში სად დევს, იქნებ ვინმემ დამილინკოს?--Absurd განხილვაწვლილი 15:44, 6 აგვისტო 2014 (UTC)
ესენი დევს - https://commons.wikimedia.org/wiki/Category:Carl_Gustav_Jung . შეგიძლიათ შემოიტანოთ საკუთარიც (ამათგან განსხვავებული), იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ამ სურათებიდან არ აილუსტრირებს კონკრეტულ მოვლენას, რომელსაც აღწერთ სტატიაში. ამ შემთხვევაში მიაქციეთ ყურადღება მარცხნიდან ველების მეორე რიგს (ქვემოთ). მას ეწოდება 'არათავისუფალი ფაილი'. უნდა ჩასვათ ეს კოდი ატვირთვის ველში, შეავსოთ შესაბამისი მონაცემებით და დაამატოთ სურათი (სამართლიანად გამოყენების დადასტურება უფლებას გვაძლევს, გამოვიყენოთ არათავისუფალი ფაილები და არ შევიქმნათ პრობლემები მათზე უფლებების მფლობელებთან). --Henry McClean განხილვაწვლილი 16:06, 6 აგვისტო 2014 (UTC)
საკუთარი რას ნიშნავს? გუგლედან ამოღებული სურათების დადება შეიძლება? და მთავარზე რომ სურათი დევს იუნგის, იმის შეცვლა არ შეიძლება?--Absurd განხილვაწვლილი 16:12, 6 აგვისტო 2014 (UTC)
გუგლიდან პირდაპირ ამოღება და დადება არ შეიძლება. შეიძლება მთავარი ფოტოს შეცვლა commons-ში (რომელიც მიგითითეთ) შენახულებიდან რომელიმე ფოტოთი, მაგრამ სრულიად ახალი საკუთარი ფოტოს ატვირთვისას გასათვალისწინებელია სამართლიანი გამოყენების პირობები, რაც კარგად არის აღწერილი თავად ატვირთვის გვერდზე. პირდაპირ გუგლიდან შეყრილი სურათი არ მიიღება, წყარო უნდა ჰქონდეს გაწერილი. ვთქვათ და ქვეყანა გადატრიალდა და ფროიდის ეს ფოტო commons-ში არ დევს. წყაროს სახით ვუთითებთ http://www.bbc.co.uk/history/historic_figures/freud_sigmund.shtml და არა http://www.bbc.co.uk/history/historic_figures/images/freud_sigmund.jpg (ანუ ფაილის პირდაპირ ბმულს).
სხვათა შორის, იუნგის თემაზე ძალიან უხვი არქივია commons-ში, ამიტომ უბრალოდ უნდა დააკოპიროთ ფაილის სახელი (File.jpg) და ჩასვათ აქ. --Henry McClean განხილვაწვლილი 16:18, 6 აგვისტო 2014 (UTC)
მთავარ სურათზე ფოტოს ვერ შეცვლით? დანარჩენ სურათებს მე ჩავსვამ.--Absurd განხილვაწვლილი 16:24, 6 აგვისტო 2014 (UTC) https://ca.wikipedia.org/wiki/Carl_Gustav_Jung ეს სურათი რომ იყოს --Absurd განხილვაწვლილი 16:26, 6 აგვისტო 2014 (UTC)
ჩავსვი. --Henry McClean განხილვაწვლილი 17:00, 6 აგვისტო 2014 (UTC)
მადლობაა, ძალიან გულსიხმიერი ადამიანი ბრძანდებით.--Absurd განხილვაწვლილი 17:09, 6 აგვისტო 2014 (UTC)
იტალიურ ვიკიპედიაში იუნგის პატარაობის სურათი დევს და ვერ გადმომაქვს https://it.wikipedia.org/wiki/Carl_Gustav_Jung არ იტვირთება და რატომ? --Absurd განხილვაწვლილი 12:28, 7 აგვისტო 2014 (UTC)
- გამარჯობა commons-ზე არ იყო და იმიტომ. უკვე ავტვირთე, ახლა შეძლებთ. — G.G. 13:45, 7 აგვისტო 2014 (UTC)
მადლობა, და აი ის სიმბოლოები როგორ გამოვაჩინო, ადრე ბალზაკზე თავისით ჩანდა და ეხლა აღარ ჩანს. რაღაც ხაზები რომაა საჭირო, მწვანედ რომ ჩანდეს სიტყვები :/--Absurd განხილვაწვლილი 13:49, 7 აგვისტო 2014 (UTC)
- რომელ სიმბოლოებზეა საუბარი?— G.G. 13:54, 7 აგვისტო 2014 (UTC)
არაფერი თვითონ მოვნახავ. მადლობა --Absurd განხილვაწვლილი 13:59, 7 აგვისტო 2014 (UTC)
ფსიქიკის სტრუქტურის სურათზე ჩამონათვალი რომაა, ისე ვერ გააკეთებთ რომ სიის მაგვარად იყოს ჩამოწერილი ვერტიკალურად?--Absurd განხილვაწვლილი 14:08, 7 აგვისტო 2014 (UTC)
- კი შესაძლებელია რამდენიმენაირად. თუ დანომრილი სია გვინდა, საკმარისია # ამ სიმბოლოს გამოყენება და ყოველი პუნქტის ახალ ხაზზე დაწერა. მაგალითად:
#ეგო #ცნობიერება #პიროვნული არაცნობიერი და ა.შ.
მოგვცემს ამგვარ შედეგს:
- ეგო
- ცნობიერება
- პიროვნული არაცნობიერი და ა.შ.— G.G. 14:18, 7 აგვისტო 2014 (UTC)
არ აკეთებს. თავად გააკეთე აბა--Absurd განხილვაწვლილი 14:22, 7 აგვისტო 2014 (UTC)
- ფაილებთან არ მუშაობს, როგორც ჩანს. სხვაგვარად გავაკეთე, რედაქტირებაში შესვლით ნახავთ.— G.G. 14:33, 7 აგვისტო 2014 (UTC)
გაფრთხილება
რედაქტირება— G.G. 19:46, 7 აგვისტო 2014 (UTC)
თქვენი ამ ჩანაწერით ამტკიცებთ, რომ თქვენ ჩვენი ნერვების მოსაშლელად ხართ აქ და არა ვიკიპედიის სასარგებლოდ.— G.G. 19:55, 7 აგვისტო 2014 (UTC)
ბლოკი
რედაქტირებამორიგი გაფრთხილება
რედაქტირებაგამარჯობა! თქვენი მიდგომა გლობალური საკითხებისადმი ალოგიკურია; გარდა ამისა, თქვენი ქმედებები გამომწვევი ხასიათისაა. თითოეულ ადამიანს გააჩნია თავი ინტერესები და შესაბამისად, სხვათა შეხედულებებსა და ნაშრომს პატივი უნდა ვცეთ! გამოხტომები საჭირო არ არის და არც თავის მოკატუნებაა საჭირო თითქოს ვინმეზე მეტი იცით, ასე არ ხდება! ვიკიპედია არის ერთი დიდი გაერთიანება, სადაც ადამიანები ნებაყოფლობით მუშაობენ, რათა მშობლიურ ენაზე დაწერილი ნაშრომი საზოგადოდ წარადგინონ, რაც მათ თავის მხრივ, მშვენივრად გამოსდით. ხოლო თქვენ ხართ მუხრუჭი. ასე არ შეიძლება !. გონს მოდით, შეწყვიტეთ მაიმუნობა და თქვენ მიერ აგორებულ ამ საბავშვო ბაღს თავადვე დაუსვით წერტილი! წინააღმდეგ შემთხვევაში დაკარგავთ ვიკიპედიაში მუშაობის უფლებას!. ესეც თქვენი ჩანაწერი:
ეგებ, თქვენ არ მიგიწვდებათ ჭკუა ატომის აგებულება, რომ გაიგოთ ? ამაზე თუ გიფიქრიათ ? და ამას ამიტომ გაიძახით ?. მოკლედ მე თქვენთან დავასრულე და მოგეცემათ 3 დღე, რომ დაფიქრდეთ თქვენ საქციელზე და იმედს ვიტოვებ, რომ გონს მოხვალთ და ვიკიპედიას ჩვენთან ერთად დახვეწავთ და გაამდიდრებთ მას ინფორმაციული თვალსაზრისით, რისი საშუალება თქვენ ნამდვილად გაგაჩნიათ! წარმატებებს გისურვებთ!. - ოთოჯი განხილვა 13:58, 14 აგვისტო 2014 (UTC)
გლობალური საკითხებისადმი პუტინის პოლიტიკური მიდგომაც ალოგიკურია, მაგრამ მსოფლიო მხოლოდ აღშფოთებით კმაყოფილდება. რაღა მე უნდა დამეცეს მეხი? სანამ რუსეთი ბლოკადაში არ მოექცევა, ლეგიტიმური უფლება მაქვს მეც არ დავიბლოკო და თქვენც მხოლოდ შეშფოთება გამოთქვათ. გარდა ამისა, ვანდალის ფსიქოლოგია მაინტერესებდა და ამიტომ ვარღვევედი წესებს. საინტერესო კვლევები ჩავატარე. იქნებ ჩაგვემატებინა ვიკიპედიაში ერთი პუნქტი სახელწოდებით "ვანდალის ფსიქოლოგია"-სახელძღვანელო დამწყები ვიკიპედიელებისთვის. ახლა კიდევ ერთ ვანდალურ ქმედებას ჩავიდენ, ამჯერად ეს პროტესტი იქნება ოკუპანტი პუტინის პოლიტიკური რეჟიმის წინააღმდეგ!--Absurd განხილვაწვლილი 12:46, 18 აგვისტო 2014 (UTC)
- არ შეიძლება, რომ დამშვიდდეთ ? კიდევ ერთხელ დაფიქრდით! ვიკიპედია არ არის პოლიტიკური ტრიბუნა! ასეთი გამოხტომების გამო დაიბლოკებით !. - ოთოჯი განხილვა 12:49, 18 აგვისტო 2014 (UTC)
- P.S. ამ წაშლა-მიშლით ვიკიპედიას ვერაფერს ვერ დააკლებთ, რით ვერ მიხვდით ამას ამდენ ხანს! ყველა ცვლილება კონტროლდება. მაინც ვერ გავიგე რა გინდა !. ვიკიპედია აპოლიტიკური პროექტია !. - ოთოჯი განხილვა 12:58, 18 აგვისტო 2014 (UTC)
- როგორც მახსოვს, დათო1010-ს მიერ მეტაზე checkuser-სთვის მიერ მიწერილ თხოვნაზე პასუხი იყო, რომ მომხმარებელი absurd და ხმელი ფოთოლი ერთი და იმავე აიპი მისამართიდან არიან. რაც მათი ქმედებითანაც მარტივად დასტურდება, კიდევ რამდენი გაფრთხილება უნდა დავწეროთ აღნიშნული მომხმარებლების მისამართით? „ვანდალის ფსიქოლოგია მაინტერესებდა და ამიტომ ვარღვევედი წესებს.“, „ახლა კიდევ ერთ ვანდალურ ქმედებას ჩავიდენ“, — ეს რა არის? ამდენი გაფრთხილების შემდეგ მაინც ექსპერიმენტებს ატარებს, აინტერესებს დაბლოკავენ თუ არა, ადმინისტრატორების ნერვებზე თამაშობს, როგორც მე ვატყობ. ჩემი აზრით, როგორც მინიმუმ რამდენიმე კვირით უნდა დაისვენოს ამ მომხმარებელმა.--George 13:00, 18 აგვისტო 2014 (UTC)
- P.S. ამ წაშლა-მიშლით ვიკიპედიას ვერაფერს ვერ დააკლებთ, რით ვერ მიხვდით ამას ამდენ ხანს! ყველა ცვლილება კონტროლდება. მაინც ვერ გავიგე რა გინდა !. ვიკიპედია აპოლიტიკური პროექტია !. - ოთოჯი განხილვა 12:58, 18 აგვისტო 2014 (UTC)
არ არის საჭირო ყველაფრის გაზვიადება, ისედაც მივდიოდი! ბლოკი, ციხე, დაშინება და მკვლელობა რომ საქმეს შველოდეს ამდენი ხანი სამოთხეში ვიცხოვრებდეთ :) თქვენი მიდგომა ზოგადად მომხმარებლების მიმართ, თუნდაც უკიდურესი აგრესორების მიმართ, არასწორია. --Absurd განხილვაწვლილი 13:17, 18 აგვისტო 2014 (UTC)
- ჰოდა ამ აგრესორებს იქ ებრძოლე სადაც ამის ადგილია! ვიკიპედია ამის ადგილი ნამდვილად არ არის. კარგად წაიკითხე: ვიკიპედია:რა არ არის ვიკიპედია. ბინძურ პოლიტიკაში ვიკიპედიის ჩათრევისა და აგრეთვე სხვა მავნებლური გამოხტომების გამო თქვენ მიმართ გატარდება ადმინისტრაციული ღონისძიებები!. ხოლო ბლოკი ძალიან დიდი იქნება!. ვიკიპედიაში არიან ადამიანები (მათ შორის მე), რომლებმაც ათასობით სტატია შემატეს ქართულ ენას, ხშირ შემთხვევაში ის სტატიები არასდროს დაწერილა ქართულად! ამიტომ გონს მოდით და შეწყვიტეთ მავნებლური საქმიანობა!. და იცოდეთ სად იმყოფებით!. - ოთოჯი განხილვა 13:28, 18 აგვისტო 2014 (UTC)
ბლოკი
რედაქტირებაწყაროები
რედაქტირებაგამარჯობა. ინგლისური ვიკიპედიიდან თარგმნისას, გთხოვთ წყაროებიც გადმოიტანოთ (სქოლიოს სახით). – BruTe (გ) 21:46, 27 თებერვალი 2015 (UTC)
თუ შეიძლება, ამიხსენით რა არის სქოლიო? და წყარო აუცილებელია? ნაკადულიც არ უნდა იყოს ურიგო :/ --Absurd განხილვაწვლილი 15:19, 28 თებერვალი 2015 (UTC)
- გამარჯობა! სტატიებში უადგილო ადგილას კითხვის ნიშნების დასმა საჭირო არ არის. პაულ ტილიხსა და მის ნაშრომს — „არსებობის სიმამაცეს“ ვგულისხმობ. სქოლიოს რაც შეეხება, აი ეს არის ზოგადად, <ref>{{cite book |last=Baird |first=Forrest E. |authorlink= |author2=Walter Kaufmann |title=From Plato to Derrida |publisher=Pearson Prentice Hall |year=2008 |location=Upper Saddle River, New Jersey |pages= |url= |doi= |isbn=0-13-158591-6}}</ref> (სტატიიდან ეგზისტენციალიზმი, ინგლისური ვიკიპედია). წარმატებები! - OTOGI Messages 16:25, 28 თებერვალი 2015 (UTC)
გამარჯობა Otogi, დიდად ხომ არ ხართ განაწყენებული ჩემს წარსულ ვანდალურ ქმედებებზე? ძალზედ გამიხარდება, თუკი წარსულ უთანხმოებას დაივიწყებთ. ახლა რაც შეეხება სტატიას, მინდა მოგახსენოთ, რომ ქართულ ვიკიპედიაში და არა მარტო, ზოგადად ლიტერატურულ გამოცემებშიც, პიროვნებების სახელებსა და გვარებს განსხვავებულად მოიხსენიებენ, იქნებ განმიმარტოთ თუკი იცით, არსებობს რაიმე სტანდარტი რომლითაც ითარგმნება სახელ-გვარები? მაგ: ზოგან სიორენ კირკეგორი წერია, ზოგან სორენ. ინგლისურ ვიკიპედიებში ლათინურენოვან სახელ-გვარებს არ თარგმნიან, რამდენადაც მაქ შემჩნეული. ხოდა, კითხვის ნიშანი თუკი სადმეა დასასმელი ზუსტად მანდ არის, ზოგან აინშტაინი წერია, ზოგან ეინშტეინი, ზოგან ვანია, ზოგან ვანო... მგონი, ცოტა ყურადღებით უნდა ეკიდებოდეთ (თქვენზე არ ვამბობ პირადად) ამ საკითხებს. რაც შეეხება სქოლიოს, ვიფიქრებ როცა წერას დავასრულებ, გავისარჯო მაგისთვის თუ არა. --Absurd განხილვაწვლილი 18:20, 28 თებერვალი 2015 (UTC)
- არანაირი წყენა! მე დავივიწყე უკვე ყველაფერი, მიხარია, რომ შემოგვიერთდით!. გვარ-სახელებს რაც შეეხება ზოგადად ამ გვერდით ვსარგებლობთ: დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში, რომელიც შედგენილია „ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისიის“ მიერ. ვინც ეინშტეინს წერს მერწმუნეთ იმათ არანაირი წარმოდგენა არა აქვთ ქართული ენის შესახებ. მთლიანობაში გეთანხმებით, რომ არ არის შემუშავებული ერთიანი სტანდარტი, და ამითი ყველანი ვართ შეწუხებულები. ენათმეცნიერების საქმეა ეს და ზოგადად, კომისიამ უნდა შეიმუშავოს რაიმე ახალი სტანდარტი ყველა ენისთვის. მაგრამ ეს სტანდარტი როგორც ჩანს, ჯერ არ არსებობს და ეს არც ჩვენი და არც თქვენი ბრალი არ არის. თუმცა გვაქვს აკადემიური გამოცემები, როგორიცაა ქსე, ლექსიკონები და სხვა და ძირითადად ამით ვსარგებლობთ. სქოლიოს რაც შეეხება, ეს იმისთვისაა, რომ წინადადება კონკრეტული წყაროთი გაამყაროთ. პრინციპში, ეს სტატიის ხარისხზე უფრო მეტყველებს... ამის თქმა მინდოდა. - OTOGI Messages 19:04, 28 თებერვალი 2015 (UTC)
ცოტა მეტი ყურადღების მიქცევა არ გაწყენდათ, რადგან ვიკიციტატაში ორი კირკეგორია ამჟამად, ერთი სიორენი http://ka.wikiquote.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9C_%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98 და მეორე სერენი http://ka.wikiquote.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9C_%E1%83%99%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98 , საძიებო სისტემაში სიორენ კირკეგორი რომ არ ამომიგდო, თავად შევქმენი რამდენიმე კვირის წინ. მერე აღმოვაჩინე, რომ სერენ კირკეგორი ყოფილა :დ არ გამიკვირდება, კიდე ვინმემ სორენ კირკეგორით რომ შექმნას სტატია :)) --Absurd განხილვაწვლილი 15:57, 1 მარტი 2015 (UTC)
კითხვა
რედაქტირებაორი რაღაც მაინტერესებს. 1) ფრაზები გამოცალკევებით როგორ იწერება. რომ ვაკეთებ რაღაც ხმოვანი რაღაცა მოყვება და ჩვეულებრივად რომ იყოს ისე მინდა. 2) სქოლიოს სჭირდება თარგმნა თუ მარტო უნდა დავაკოპირო?
და კიდევ, ქართველ მწერლებზე მინდა რომ დავწერო ერთი სექცია. ქართველი ეგზისტენციალისტები, ვინდაიდან და რადგანაც არ არსებობს ასეთი სიტყვათა შეთანხმებაც კი და არც არანაირი განხილვა და ანალიზი ამ მხრივ არავის არ ჩაუტარებია, არც წყარო არ შეიძლება არსებობდეს. მე მაინც მსურს რომ შევქმნა ეს სექცია და ნებართვა მინდა ავიღო, რადგან სათუო თემაა მეტ-ნაკლებად.--Absurd განხილვაწვლილი 11:35, 21 მარტი 2015 (UTC)
- გამარჯობა. თქვენი პირველი კითხვა ვერ გავიგე, იქნებ უფრო გარკვევით თქვათ რას გულისხმობთ? სქოლიოს არ სჭირდება თარგმნა, შეგიძლიათ ისე გადმოიტანოთ როგორც ორიგინალშია. ქართველ ეგზისტენციალებზე რომელ სტატიაში გსურთ სტატიის დაწერა? კარგი იქნებოდა ასეთი სექციის არსებობა სტატიაში ქართული მწერლობა, რომელიც სამწუხაროდ ცარიელია. საერთოდ ვიკიპედიაში იკრძალება მომხმარებლების მიერ კერძო კვლევის გამოქვეყნება. შესაძლოა არცერთ სწავლულს არ მიუძღვნია ნაშრომი მთლიანად ქართული ეგზისტენციალიზმისათვის, თუმცა ცალკეულ წყაროებზე (სადაც მოკლედ ან გაკვრით მაინცაა ლაპარაკი ქართულ ეგზისტენციალიზმზე) დაყრდნობით შეგიძლიათ დაწეროთ. – BruTe (გ) 15:41, 22 მარტი 2015 (UTC)
ფრაზები მონიშნული რომ იყოს, როგორც აქაა https://en.wikipedia.org/wiki/S%C3%B8ren_Kierkegaard.. ქართულ მწერლობაში რა მესაქმება, ეგზისტენცლაიზმზე ამ სტატიაში უნდა დავწერო. ქართული ეგზისტენციალიზმს ვინ რას მიუძღვნიდა ქართულად კირკეგორიც არ არის ჯერ ნათარგმნი :)) მაგრამ უსაფუძვლო ნაწერი არ არის ნამდვილად, და თუ დაიტოვებთ და არ წაშლით კეთილგონივრული საქციელი იქნება. --Absurd განხილვაწვლილი 19:17, 22 მარტი 2015 (UTC)
- კირკეგორის ქართულ ენაზე თარგმნა არც არის საჭირო, შეგიძლიათ იმ ენაზე მოიშველიოთ წყაროები, რაზეც ხელმისაწვდომია. მთავარია სტატია საბოლოოდ თქვენი „ნარკვევი“ არ გამოვიდეს, ამაზე იფიქრეთ. – BruTe (გ) 19:28, 22 მარტი 2015 (UTC)
- ციტატებს რაც შეეხება, შეგიძლიათ გამოიყენოთ თარგი:ციტატა ან თარგი:ციტირება. – BruTe (გ) 19:32, 22 მარტი 2015 (UTC)
რაც შესაძლებელი იყო მივუთითე, რობაქიძე და დანელია... მადლიერი ვიქნები თუკი ან დაადასტურებთ ან წაშლით, რომ ვიცოდე ხვალეც დავწერო, გამსახურდიაზე და რობაქიძეზე, თუ არა. კარგად დაფიქრდით, ეს უნიკალური შემოთავაზებაა და მეტი შანსი არ გექნებათ, სხვა არავინ დაწერს ამაზე აქ.--Absurd განხილვაწვლილი 19:39, 22 მარტი 2015 (UTC)
ფრაზები როგორ იწერება გამოყოფით ვინმე მეტყვის ბოლოს და ბოლო თუ არა? :@@@ ეს რაღაც მახინჯური ნიშანი რომ არ მოყვებოდეს ისე.--Absurd განხილვაწვლილი 15:31, 29 მარტი 2015 (UTC)
ეგზისტენციალიზმი
რედაქტირებააუცილებლად მჭირდება ამ სურათის დადება https://www.google.ge/search?q=edvard+munch+despair&rlz=1C1ASUM_enGE524GE524&espv=2&biw=1366&bih=667&tbm=isch&imgil=XEpHKchF2O8KyM%253A%253Bk552iXC625ZPOM%253Bhttp%25253A%25252F%25252Fwww.wikiart.org%25252Fen%25252Fedvard-munch%25252Fdespair-1892&source=iu&pf=m&fir=XEpHKchF2O8KyM%253A%252Ck552iXC625ZPOM%252C_&usg=__ggNst_UASUCtNQwd1ioXN1Vee1g%3D&ved=0CCoQyjc&ei=NbYZVe_oFoauPOyigKgC#imgrc=XEpHKchF2O8KyM%253A%3Bk552iXC625ZPOM%3Bhttp%253A%252F%252Fuploads4.wikiart.org%252Fimages%252Fedvard-munch%252Fdespair-1892.jpg%3Bhttp%253A%252F%252Fwww.wikiart.org%252Fen%252Fedvard-munch%252Fdespair-1892%3B445%3B600 და ვერსად ვერ ვიპოვე ვიკიპედიაში! ვინმე ამიხსნის როგორ შეიძლება დავდო??? --Absurd განხილვაწვლილი 20:52, 30 მარტი 2015 (UTC)
- საერთო საწყობში უკვე დევს ეგ სურათი, რაც იმას ნიშნავს რომ თავისუფლად შეგიძლია ჩასვა სტატიაში მაგ სათაურით. ჰო და კიდევ, მომავალში თუ რაიმე კითხვა გექნება, საკუთარი განხილვის გვერდზე არ უნდა იკითხო, შეიძლება არავინ წაიკითხოს და არ გიპასუხოს. სხვა მომხმარებლის განხილვის გვერდზე გადადი (თუნდაც ჩემსაზე) და იქ დასვი კითხვა. – BruTe (გ) 14:25, 31 მარტი 2015 (UTC)
მადლობა. ვერიდები უბრალოდ ხალხის შეწუხებას, სულ იმას ამბობენ, ფულს არავინ გვიხდის და ვალდებული არ ვართ რომ დაგეხმაროთო და აქ ვწერ.--Absurd განხილვაწვლილი 16:32, 31 მარტი 2015 (UTC)
ციტატების ჩასასმელი უფრო ლამაზი ფორმა ხომ არ იცით? რაღაცნაირად არაესთეტიურად გამოიყურება ესენი:///--Absurd განხილვაწვლილი 16:51, 2 აპრილი 2015 (UTC)
საბოლოო გაფრთხილება
რედაქტირება- OTOGI Messages 18:02, 5 იანვარი 2016 (UTC)
მადლობა განმარტებისთვის. მხოლოდ ერთ საკითხთან დაკავშირებით მაინტერესებს თქვენი მოსაზრება. როდესაც მომხმარებელს შემოაქვს რაიმე მასალა სტატიაში და ის არც დასტურდება და არც იშლება ნუ სადღაც კვირეების განმავლობაში, ამ შემთხვევაში ეს "იგნორი" როგორ შეიძლება იქნეს გაგებული? რომ მასალა უვარგისია თუ არ ვარ კომპეტენტური ამ საკითხში და ვერ დავადასტურებ პრინციპი? რაც შეეხება უკვე შექმნილ სტატიებს, შეგიძლიათ წაშალოთ და შემდეგ მასზე უკეთესი შექმნათ და მეც ძალიან გამიხარდება :) უბრალოდ, ისეთი ორიგინალურიც არ ვარ ახალი ინტერპრეტაციები შემოვიტანო ლიტერატურაში თუ ფილოსოფიაში. ვფიქრობ, ჩემი წვლილის იგნორირება უფრო მეტადაა დანაშაული, ვიდრე ის"ვანდალიზმი", რომელიც მუდმივად განსჯის საგანია ვიკიპედიაზე, სხვაენოვან ვიკიპედიებისგან განსხვავებით :) --Absurd განხილვაწვლილი 19:50, 5 იანვარი 2016 (UTC)
ცვლილებები
რედაქტირებარატომ ცდილობთ, დაგბლოკონ? იმუშავეთ წესების დაცვით, მიიღეთ სანდო მომხმარებლის სტატუსი და თქვენს ცვლილებებს აღარ დასჭირდებათ დამოწმება.--Saliner ✉ 19:41, 1 თებერვალი 2016 (UTC)
მეც მაგას გეუბნებით მერე, ერთხელ მაინც მანდეთ ვიკიპედია და მე გადაგარჩენთ... --Absurd განხილვაწვლილი 20:16, 2 თებერვალი 2016 (UTC)
- გააგრძელეთ სწორი რედაქტირება და ეგ დროც მალე მოვა. მანამდე კი თავი ანებეთ ვანდალობას. თუ თქვენი ცვლილება არ დამოწმდა, ე.ი. შემმოწმებლებს გამორჩათ და არა ის, რომ თქვენ ვინმე გებრძვით. --Saliner ✉ 21:45, 2 თებერვალი 2016 (UTC)
შოპენჰაუერი
რედაქტირებამართალია ეს კაცი ბევრ რამეში ერჩით :) " შოპენჰაუერი განიცდიდა გავლენას მრავალრიცხოვანი მოაზროვნეებისა და მათ შორის ფრიდრიხ ნიცშეს, რიხარდ ვაგნერის, ლუდვიგ ვიტგენშტაინის, ერვინ შრედინგერის ალბერტ აინშტაინის, კარლ იუნგის, ლევ ტოლსტოის, ზიგმუნდ ფროიდის, სემიუელ ბეკეტი, თომას მანის და სხვათა." მე დავარედაქტირე სტატია, მაგრამ ჩემი დაწერილი არ არის და მეც ყურადღება არ მივაქციე :))--Gobrona განხილვაწვლილი 18:18, 18 ივლისი 2016 (UTC)
მადლობა, ახლა ვნახე შესწორებული. ჩემს შესწორებულს არ ადასტურებენ, ამიტომ ვწერ ამ ფორმით. ჰაიდეგერზე უწერიათ კიდე ეგზისტენციალისტი იყოო, ტიპი ფენომენოლოგიით არის ცნობილი და ეგზისტენციას რატო ატენიან ვერ ვიგებ, საერთოდ დავაა იმაზე იყო თუ არა ეგზისტენციალისტი :))) და სიტყვა ფემინიზმის ეშინიათ მემგონი ვიკიპედიაში :DDDDDD --Absurd განხილვაწვლილი 19:12, 18 ივლისი 2016 (UTC)
ნუ ჰაიდეგერზე მარტო ქართულ ვიკიპედიაში არ წერია რომ ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთი დამარსებელი იყო :)) მოკლედ, შენს განხილვის გვერდს თვალი რომ გადავავლე მაინცდამაინც აღფრთოვანებული არ დავრჩი :)), ამიტომაც, თუ სურვილი გაქვს, რომ შენს სტატიებს გადამოწება და ათასი პროცედურის გავლა არ დაჭირდეს, ადექი შენც კიდე და დაიცავი ეს დალოცვილი ელემენტარული წესები, მოგცემენ სანდო მომხმარებლის სტატუს და მორჩა. რა დიდი პრობლემა ეს არის, ზემოთ უკვე რამდენჯერ გითხრეს ეს :)--Gobrona განხილვაწვლილი 20:44, 18 ივლისი 2016 (UTC)
Heidegger is best known for his contributions to Phenomenology and Existentialism, though as the SEP cautions, "his thinking should be identified as part of such philosophical movements only with extreme care and qualification." აი რა წერია სხვა ენოვან ვიკიპედიაში :))) ოკ, მე რო კაი პროვოკატორი ვარ ვიცი, მაგრამ არსაიდან მოსულ სისულელეზე რომ მიგითითებ და ამის გამო მბლოკავ და აუქმებ შეუსწორებლად ცვლილებებს ეს ნორმალურია, თქვენი აზრით? ბოვუარი ცნობილი ფემინისტია და წერია ქალთა უფლებების დამცველიაო (ენციკლოპედიაში ტერმინებით უნდა ისაუბროთ და არა ტერმინის განმარტებებით) :დდდდდ--Absurd განხილვაწვლილი 21:14, 18 ივლისი 2016 (UTC)
ბლოკი
რედაქტირებაგამარჯობა! თქვენ მიერ დამატებული ტექსტები უნდა გაამყაროთ სქოლიოთი ანუ კონკრეტული ლიტერატურით, წინააღმდეგ შემთხვევაში სტატიაში განთავსდება წმენდის თარგები. იხ. ვიკიპედია:წყაროს მითითება. გმადლობთ!. - OTOGI Messages 21:04, 19 სექტემბერი 2016 (UTC)
გამარჯობა. მადლობა სტატიის დამოწმებისთვის.წყარო რა მივუთითო არ ვიცი, მწირი ინფორმაცია წერია სხვა ვიკიპედიებშიც და მისი შემოქმედების ზოგადი ანალიზი დავწერე ჩემით, მაგრამ მართლა სწორად დავწერე.--Absurd განხილვაწვლილი 21:22, 19 სექტემბერი 2016 (UTC)
- გამარჯობათ. წყარო შეგიძლიათ გადმოიტანოთ ინგლისურენოვან ვიკიპედიიდან. პატივისცემით -- Mehman 97 21:52, 19 სექტემბერი 2016 (UTC)
გამარჯობა. კი შემეძლო გადმომეტანა ინგლისური ვიკიპედიიდან და ვერც ვერავინ მიხვდებოდა რომ ჩემი ტექსტი და მითითებული წყარო არაა ერთმანეთთან თანხვედრაში, მაგრამ ზედმეტად სინდისიერი ვარ ხოლმე ტყუილებთან მიმართებაში. რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ყველა ვინც წყაროს უთითებს ამას კეთილსინდისიერად აკეთებს? მე ვთქვი უკვე, რომ მწირი ინფორმაციაა იონესკოზე ყველა ვიკიპედიაში და ვერ ვნახე ის ინფორმაცია, რაც მინდოდა დამეწერა, ამიტომ ჩემით დავწერე. --Absurd განხილვაწვლილი 17:10, 20 სექტემბერი 2016 (UTC)
წესების შეხსენება
რედაქტირებამსგავსი შენიშვნებისათვის არსებობს სტატიის განხილვის გვერდი. — Mikheil მიწერა 20:42, 31 ოქტომბერი 2016 (UTC)
- ერთხელ უკვე გაგაფრთხილეს და დაიცავი წესები! შენიშვნებებისთვის არსებობს სტატიის განხილვის გვერდი. — Mehman 97 20:39, 3 დეკემბერი 2016 (UTC)
განმეორებითი გაფრთხილება ვანდალიზმის შესახებ
ვანდალიზმის განმეორების შემთხვევაში თქვენი ანგარიში ან IP (ინტერნეტ მისამართი) დაიბლოკება.
გთხოვთ, გაეცანით ვიკიპედიის წესებსა და დახმარების გვერდებს! |
ბლოკი
რედაქტირება— Mikheil მიწერა 18:01, 3 იანვარი 2017 (UTC)
ჰაჰაააააჰააააააააააა თქვენი დებილი სტატია სიყვარულზე ხალხს ბლოგებზე აქვთ დაკოპირებული. არ ვარ კარგად :დ ისე, ველოდი რო მედალს მომანიჭებდით წლის ვიკიპედიის ყველაზე იუმორისტული სტატიების აღმოჩენაში, მაგრამ უმადურები ხართ :დ ახლა უკეთესს სტატიას გადავაწყდი, მაგრამ ვინ გაცალა რამე :დ არადა მართლა ვერ ვიგებ რატომ ვიბლოკები, იმაზე დიდი უაზრობა და სისულელე ჩავსვი იმ სტატიაში, რაც ეწერა? :დდდდდდდდდდდდდდ
გაფრთხილება ვანდალიზმის შესახებ
რედაქტირებათქვენი მოქმედება ეწინააღმდეგება ვიკიპედიის წესებს და წარმოადგენს ვანდალიზმს. თუ წესებს სისტემატურად დაარღვევთ, თქვენი წვდომა შეიზღუდება, ვიკიპედიაში რედაქტირების აკრძალვისა ან ბლოკირების სახით. გირჩევთ, საფუძვლიანად გადახედოთ ვიკიპედიის წესებსა და დახმარების გვერდებს. შენიშვნა: ამ გაფრთხილების წაშლა არ შეიძლება. ესეც ვიკიპედიის წესების დარღვევად ჩაითვლება. |
ბლოკი
რედაქტირებატანჯვა
რედაქტირებაგამარჯობა, Absurd:) არ შეგიძლია სტატია ცოტა რო განავრცო, თორემ წაიშლება :(( Gobrona განხილვაწვლილი 17:37, 29 აგვისტო 2018 (UTC)
დაწერილი მქონდა საკმაოდ და ვაპირებდი გაგრძელებას, მაგრამ წაშალეს ისე რომ არც მითხრეს რატომ და მერე დამბლოკეს! კითხეთ რატომ წაიშალა ჩემი სტატია და პასუხი გამაგებინეთ თუ არ შეწუხდებით. ჩემთვის ახსნას არ კადრულობენ და იქნებ თქვენ მაინც გითხრან. მადლობა --Absurd განხილვაწვლილი 08:55, 30 აგვისტო 2018 (UTC)
- ნუ თქვენი ისტორიის გათვალისწინებით რთულია გაამტყუნო ადმინი მაგის გამო :)) ალბათ წყარო არ გქონდა მითითებული და შენი აზრები უფრო ჭარბობდა სტატიაში, ვიდრე საზოგადოდ დამკვიდრებული :) Gobrona განხილვაწვლილი 12:25, 30 აგვისტო 2018 (UTC)
არ შეიძლება ადამიანი შეიცვალოს? 5 წლის წინ რო ვიქცეოდი ისე უნდა მოვიქცე აუცილებლად ახლაც? სულაც არ ვაპირებდი მავნებლობას, მაგრამ მაიძულეს! ჩემნაირი აზრიანი სტატიები ვიკიპედიაში მეორე მანახე, მარტო ცუდს რო ხედავთ. ალბათ, ალბათ, ესეგი ვარაუდზე მიშლით სტატიებს? გადაემოწმებინა და ნახავდა რომ ჩემი აზრები კი არ მიწერია, თარგმნილია ინგლისური ვიკიპედიიდან! ახლა წყარო და ნაკადული იქნებ მოგვიანებით დამედო, რო ეცა და წაშალა ეგრევე! და კიდე აქეთ მბლოკავენ!--Absurd განხილვაწვლილი 14:11, 30 აგვისტო 2018 (UTC)
:)) როგორ არ შეიძლება. მე პირადად მჯერა, რომ შეიცვლები, ვხედავ, რომ დიდი პოტენციალი გაქვს და იმისიც მჯერა, რომ ბევრ სახეირო საქმეს გააკეთებ ვიკიპედიისთვის. წყარო და „ნაკადული იქნებ მოგვიანებით“ არა, სტატიის დაწერის შემდეგ აუცილებლად უნდა დაუერთო და დამიჯერე არავინ არ წაშლის, მე ვარ ამაზე პასუხისმგებელი, თუ რა თქმა უნდა ყველაფერი კეთილსინდისიერად იქნება გაკეთებული. არ არის ხომ ხედავ შენ გემოზე აქ ყველაფერი წესი ყველასთვის ერთია და ყველა უნდა ემორჩილებოდეს რამდენადაც არ უნდა გინდოდეს ეს:) Gobrona განხილვაწვლილი 21:03, 30 აგვისტო 2018 (UTC)
მადლობა ასეთი შეფასებისთვის. საქმე იმაშია, რომ მიზეზი არ უთქვამთ ისე წაშალეს და რამდენჯერაც მოვითხოვე რომ აეხსნათ წაშლის მიზეზი, დამაიგნორეს. თანაც მას შემდეგ რაღაცები შეიცვალა და ვერ მივხვდი როგორ უნდა მექნა და გადავდე, ასე ხელაღებით რომ წაშალეს შეეძლოთ გაფრთხილება მოეცათ. გასაგებია ეს წყაროები, მაგრამ მერწმუნეთ ბევრ წყაროებიან სტატიებში ცრუ ინფორმაციაა დატანილი, ბევრ სანდო სტატიას აქვს უპატიებელი შეცდომები და ვერ დავიჯერებ რომ მათ რაიმე წყარო ამტკიცებს. მაგალითად, https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%AB%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98_%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98 აი ამ სტატიაში წერია რომ ივანი ქრისტეს უარყოფს, მისი სასტიკი მოწინააღმდეგეა, რაც მტკნარი სიცრუეა. "მე ღმერთს კი არა, მის შექმნილ ღვთიურ სამყაროს არ ვაღიარებ"- ესაა ივანის ფრაზა რომანიდან, ანდაც ათეისტია და როგორ უნდა იყოს ათეისტი იმ ღმერთის მოწინააღმდეგე, რომლის არსებობისაც არ სჯერა?. მაგრამ არ წაიშლება და არ განიხილება ასეთი სტატიები, რომელიც ძალიან ძალიან ბევრია, იმიტომ რომ მიკერძოებულები ხართ, პიროვნული ანტიპათიის გამო მრიყავთ ))) --Absurd განხილვაწვლილი 07:37, 31 აგვისტო 2018 (UTC)
- სხვათაშორის, ჩემ ცხოვრებაში პირველი წიგნი იყო დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელი“, 17 წლის ვიყავი, მანამდე, რატომღაც არ მიყვარდა კითხვა :))) წყარო მარტო ქართული განყოფილების პრობლემას არ წარმოადგენს, ეგ უფრო გლობალურია. გეთანხმები, ბევრი შეცდომაა, ნელნელა სწორდება. თითქმის ყველა აკადემიურ გამოცემაშია გარკვეული სახის ხარვეზები, მაგრამ ეს არაკნინებს მის ფასეულობას. ისიც ვიცი ამაზე რას მიპასუხებ:))) ხოლო რაც შეეხება „ძმებ კარამაზოვებს, ანუ ფრაზა „მისი სასტიკი მოწინააღმდეგეა“ მაინცდამაინც იმას ხომ არ გულისხმობს, რომ ღმერთის სჯერა და მაინც მისი მოწინააღმდეგეა. აქ ნაგულისხმევია ივანის მხრიდან ზოგადად რელიგიისა და რწმენის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება. არ სწამს კაცს და ეწინააღმდეგება რწმენის იდეოლოგიას. რავი ვერ ვხედავ ამ წინადადებაში რაიმე საგანგაშოს. თუ თვლი, რომ არასწორია, ადექი და დაწერე განხილვის გვერდზე, რომ ეს ასე არ არის. შემდეგ დაელოდე სხვა მომხმარებლების აზრს, თუ ვინ რას ფიქრობს. მაგრამ ამის ნაცვლად, დამოუკიდებლად წყვეტ მსგავს სადავო საკითხებს და განხილვის გარეშე არედაქტირებ, რაც თავის მხრივ ძალიან დიდ გაუგებრობას ქმნის, არც წყარო, არ „ნაკადალული“ და არც რაიმე სახის ხელჭასაჭიდი არ ახლავს შენ მიერ შემოტანილ მასალას. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ათასჯერ, ოციათასჯერ და მერე უკვე „ვანდალის“ სახელი რომ გაქვს მოხვეჭილი, შენი რედაქტირების უმეტესობა უბრალოდ უქმდება. :( Gobrona განხილვაწვლილი 08:57, 31 აგვისტო 2018 (UTC)
"ერთი ბებერი ცოდვილი ცხოვრობდა მეთვრამეტე საუკუნეში, რომელმაც განაცხადა, რომ ღმერთი რომ არ არსებულიყო, მისი გამოგონება გახდებოდა საჭიროო. და მართლაც, ადამიანმა ღმერთი მოიგონა და ის კი არ არის გასაკვირი და საოცარი, რომ ღმერთი მართლაც არსებობს, არამედ ის, რომ ასეთი აზრი – ღმერთის აუცილებელი არსებობის აზრი – ისეთ ველურ და ბოროტ ცხოველს შეიძლებოდა გასჩენოდა, როგორიც ადამიანია, – იმდენად წმინდა, იმდენად გულისამაჩუყებელი და იმდენად ბრძნულია ეს აზრი და იმხელა ღირსებას სძენს ის ადამიანს." ამ სიტყვების ავტორი როგორ შეიძლება ანტიქრისტიანი იყოს? ღმერთის, ღმერთის იდეის ან რელიგიის მოწინააღმდეგე იყოს? ვიღაც ფანატიკოსი მორწმუნის აზრებს დებთ, რომელსაც ათეისტები ანტიქრისტიანები ჰგონია. განხილვის გვერდებსაც მიშლიან. ხელჩასაჭიდი წყარო რომელია? ვიღაც ტიპი, რომელსაც ვიღაცების თვალში ავტორიტეტი აქვს, წერს წიგნს თავისი სუბიექტური აზრებით, სადაც ივანს განიხილავს ანტიქრისტიან ათეისტად და ეს უკვე სანდო და ობიექტური წყარო ხდება არა? :დდდ ყველა მოსაზრება, რომელიც მიწერია წყაროს გარეშე თავად ავტორის სიტყვების ციტირებით მაქვს განმტკიცებული (ეგზისტენციალიზმში, მაგალითად) და ზუსტად პირველწყარო უნდა იყოს სანდოობის განსაზღვრელი და არა ვიღაცა ჯემალი ასე ფიქრობს ივანზე და ვიღაც ჯონდო ისე. --Absurd განხილვაწვლილი 11:25, 31 აგვისტო 2018 (UTC)
- განხილვის გვერდი არავის წაუშლია, ნუ აჭარბებ. ახლა აქ რაც დაწერე ადექი და განხილვის გვერდზე დაწერე, დააინტერესე მომხმარებლები არსებული პრობლემით, შემდეგ ყველა მის აზრს იტყვის, (თავისათავად გადამოწმებადი წყაროს საფუძველზე, და არა ჩვენ-ჩვენს სუბიექტურ აზრზე დაყრდნობით ) და კიდევ საკითხი სერიზოულად უნდა დასვა და არა ასეთი ფორმით:
- გეცნობა ალბათ :) ან თუნდაც ეს:
- ხო ვიცი რასაც იტყვი, „ეგ ადრე იყო, ახლა გამოვსწორდი“, მაგრამ შენი უახლოესი წარსული სხვა რამეს მეტყველებს. მოიცა რამდენი ბლოკი გაქვ ვნახო....ხო, 5 გზის ხარ დანაბლოკი, უკანასკნელად ამა წლის 23 აგვისტოს დაიბლოკე. ალბათ აბსოლიტური რეკორდია :). მოკლედ გაითვალისწინე ჩემი მოკრძალებული რჩევა, მასეთი მიდგომით ვერ გახვალ აქ. მეტი კოლექტიურობა!! :) Gobrona განხილვაწვლილი 13:02, 31 აგვისტო 2018 (UTC)
ეს ამ ანგარიშზე მაქვს 5 ბლოკი, ადრე რო მქონდა იმაზე მეტი მქონდა. უახლესი ბლოკი იმისთვის მქონდა, რომ ზუსტად განხილვის გვერდზე ვიკითხე რატომ წამიშალეს სტატია, თან არაერთგზის ვიკითხე და პასუხი არ გამცეს, დამბლოკეს. ეს მიდგომა და კოლექტიურობა ხომ მოგწონთ? დააბრუნეთ ჩემი თავდაპირველი სტატია, თორემ იგივე სტილში გავაგრძელებ, რაც ნამდვილად არ მინდა.--Absurd განხილვაწვლილი 14:46, 31 აგვისტო 2018 (UTC)
ნეტა ვის რას დააკლებ მაგ ჯიუტობით და ვანდალიზმით, ისევ შენ არ აგქცდება ბლოკი :)) კაი, ახლა მითხარი, რომელ სტატიას გულისხმობ, რომელი წაშალეს? Gobrona განხილვაწვლილი 15:03, 31 აგვისტო 2018 (UTC)
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%95%E1%83%90 ეს--Absurd განხილვაწვლილი 15:41, 31 აგვისტო 2018 (UTC)
- კაი, გავარკვევ რა იყო მიზეზი, ოღონდ, მანამდე რაიმე სახის ვანდალიზმი არ განახორციელო :)) Gobrona განხილვაწვლილი 16:02, 31 აგვისტო 2018 (UTC)
გაარკვიეთ რამე? თუ თავიანთ სტილში შენც დაგაიგნორეს? --Absurd განხილვაწვლილი 19:30, 14 სექტემბერი 2018 (UTC)