მომხმარებლის განხილვა:Otogi/არქივი 25

ბოლო კომენტარი: 6 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Otogi თემაში ახალი თხოვნა
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

ელ. ფოსტა

ელ. ფოსტით გამოვგზავნე წერილი. იმედია წაიკითხე? 4 მარტის შესახებ. -- ცანგალა 18:52, 1 მარტი 2018 (UTC)პასუხი

ცუდია, რომ შეხვედრაზე არ მოხვედი. --ცანგალა 19:48, 4 მარტი 2018 (UTC)პასუხი

იბნ თაიმია

იბნ თაიმია — დაბ და გარდაცვალება ვერ გავიგე.-- ცანგალა 14:30, 2 მარტი 2018 (UTC)პასუხი

@Zangala: ისლამურ კალენდარს გულისხმობ ?. დაბადებისა და გარდაცვალების წლების სახით მანდ ჰიჯრა იგულისხმება. ჩვენ გრიგორიანულად ვაკეთებთ და შესაბამისად ეგ არ გვაინტერესებს. - OTOGI Messages 16:39, 2 მარტი 2018 (UTC)პასუხი

ხო, მაგას ვგულისხმობ. არც ინგლ., არც გერმნ. და არც რუს. ვიკიპედიას არ უწერია. რამდენად ჭირდება ქართულ ვიკიპედიას? შენ იმიტომ მოგმართე, რადგან სტატიის ისტორია ვნახე.-- ცანგალა 16:42, 2 მარტი 2018 (UTC)პასუხი

@Zangala: ინგლისურ ვიკიპედიასაც უწერია და რუსულსაც. კარგად დააკვირდი. რაც შეეხება საჭიროებას. საჭიროება არსებობს, ვინაიდან შესაძლოა ამ სტატიას გაეცნოს არაქართველი ან თუნდაც ქართველი და აინტერესებდეს მისი ცხოვრების წლები ჰიჯრის შესაბამისად. უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ ეგ ინფორმაცია უნდა განთავსებულიყო ინფოდაფაში როგორც ინგლისურ ვიკიპედიაშია, თუმცა ამის საშუალება როგორც ჩანს არ გვაქვს თარგის სპეციფიკიდან გამომდინარე. - OTOGI Messages 16:49, 2 მარტი 2018 (UTC)პასუხი

რუსულში ვერ ვიპოვე, ხოლო ინგლ. ინფოდაფაში აქვს (როგორც შენ აღნიშნე). ჩემი აზრით ჯობია იჯრა და გრიგორიანული ცალ-ცალკე დაიწეროს. უფრო გასაგები იქნება, როგორც სპეციალისტისთვის ისე არა სპეციალისტისთვის. იმედია 4-ში მოხვალ და შენს აზრსაც დააფიქსირებ.-- ცანგალა 18:25, 2 მარტი 2018 (UTC)პასუხი

ლუის კარელო ბლანკო

ლუის კარელო ბლანკო — გასასწორებელია სათაურიც და ენათშორისო ბმულებიც.-- ცანგალა 15:47, 3 მარტი 2018 (UTC)პასუხი

@Zangala: ისტორიების გაერთიანება იყო საჭირო. გაკეთდა!. - OTOGI Messages 17:40, 3 მარტი 2018 (UTC)პასუხი

მადლობა. -- ცანგალა 17:43, 3 მარტი 2018 (UTC)პასუხი

ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები

ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები#საუკუნეები თარიღებში — როგორც მომხმარებელმა და ადმინმა შენი აზრი დააფიქსირე.--ცანგალა 19:46, 19 მარტი 2018 (UTC)პასუხი

@Zangala: შეთანხმებულები ყოფილხართ უკვე ვიკიშეხვედრაზე და რა აზრი დავაფიქსირო ?. - OTOGI Messages 11:04, 20 მარტი 2018 (UTC)პასუხი

შეთანხმება მე არ მახსოვს და არც კიდევ ორ მომხმარებელს. შენი აზრი დააფიქსირე. --ცანგალა 11:46, 20 მარტი 2018 (UTC)პასუხი
აზრი ყველაფერს აქვს.--ცანგალა 11:47, 20 მარტი 2018 (UTC)პასუხი

@Zangala: აზრს კი დავაფიქსირებ, მაგრამ ვერ ვხვდები ასეთი ვიკიშეხვედრის აზრს. სწორედ ამიტომ, მანამ რამეს შეათანხმებდეთ აჯობებს, რომ ეს ყოველივე ვიკიპედიაში შეათანხმოთ, საკუთარი თავის წინააღმედეგ რომ არ წახვიდეთ. - OTOGI Messages 11:51, 20 მარტი 2018 (UTC)პასუხი

შეხვედრებზე არ მოდიხარ და აქ დააფიქსირე.--ცანგალა 12:07, 20 მარტი 2018 (UTC)პასუხი

@Zangala: ვიკიშეხვედრის კუთხიდან ყოველივეს ნუ აფასებ. ასე არ შეიძლება. შესაძლოა ვინმე საერთოდ ქვეყანაში არ ცხოვრობდეს და ამის გამო ვერ ახერხებდეს მოსვლას. უამრავი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, უამრავი. ანგარიშვალდებული აქ არავინაა. მე ყოველთვის მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ვიკიპედიასთან დაკავშირებული საკითხები მოგვარებული უნდა იყოს თვით შიგნით — ვიკიპედიაში. მილიონჯერ დაგიწერეთ უკვე, რომ ინფოდაფები საზიზღრულ მდგომარეობაშია, მაგრამ რეაქცია ნული. იხ. სტივენ ჰოკინგი. დაფები ასე არ უნდა იყოს, არა !!!. რომელ ვიკიშეხვედრაზეა ლაპარაკი, შეხედე ერთი სტატიას, ცხენი პალტოთი (ძეგლი) სექციაში წერია, ინტერნეტ-რესურსები, მაშინ როდესაც შევთანხმდით რესურსები ინტერნეტში. რაზე უნდა ვილაპარაკო, დღესავით ნათელია ყველაფერი. ცანგალა, იცი კარგად, რომ რასაც ვაკეთებ ვიკიპედიისთვის ვაკეთებ, ჩემთვის ვიკიპედია სულ ერთი არ არის, მაგრამ ასეთი დამოკიდებულებით პროექტი მხოლოდ დაზიანდება. P. S. რაც შეეხება საუკუნეებს, ვფიქრობ უნდა დარჩეს, მიზეზი 1) უფრო მოწესრიგებულია სტატია, მიზეზი 2) იმდენად შრომატევადი საქმეა ამ სექციების ამოღება, რომ არ ღირს მასზე დროის ხარჯვა, როდესაც ამის პარალელურად სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც მოიპოვება. - OTOGI Messages 12:24, 20 მარტი 2018 (UTC)პასუხი

ერთი რამ ვერ გავიგე, რატომ არ აფიქსირებ შენს აზრს ფორუმზე. მგონი ინტერნეტ-რესუსებზეც გვქონდა საუბარი შეხვედრაზე. ისე შეხვედრის შედეგები ყოველთვის უნდა იქნეს მოთავსებული ვიკიპედიაში. რაც შეეხება ვიკიპედიაზე მოსვლა არ მოსვლას. გეთანხმები ეს არის სურვილისამებრ და არავინ არავის არ ავალდებულებს, მაგრამ როდესაც ინტერნაციონალური ვიკიშეხვედრები ხდება ყოველ წელს, რატომ არ უნდა იყოს თბილისშიც და რატომ არ უნდა მოხვიდე? მაგრამ შედეგი რა — იქ მიღებული ან არ გვახსოვს ან არ მიგვიღია. ვიღიმი თუმდაც ამჟამადაც არც მოდიხარ და არც შენს აზრს აფიქსირებ ფორუმზე (ესეც სავალდებულო არ არის, მაგრამ შენ ხომ ჩვენი ადმინი ხარ)--ცანგალა 12:40, 20 მარტი 2018 (UTC)პასუხი
მივხვდი რატომ არ აფიქსირებ ფორუმზე: უმცირესობაში და ჩემს პოზიციაზე რომ ხარ. ვიღიმი--ცანგალა 13:13, 20 მარტი 2018 (UTC)პასუხი

@Zangala: ცდები. ვიღიმი. - OTOGI Messages 13:16, 20 მარტი 2018 (UTC)პასუხი

ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო. ფაქტი სახეზეა. ვიღიმი--ცანგალა 13:18, 20 მარტი 2018 (UTC)პასუხი

@Zangala: როგორც გენებოთ. ვიღიმი. - OTOGI Messages 13:19, 20 მარტი 2018 (UTC)პასუხი

კითხვა

ოთო, გამარჯობა, როგორ ხარ? მომხმარებელი Aeëtes განაწყენებულია, მთხოვა გამერკვია თუ რატომ წაიშალა ახსნა-განმარტებების გარეშე სტატია გვიანანტიკური საქართველოს სამხედრო ისტორია. Gobrona განხილვაწვლილი 21:06, 19 მარტი 2018 (UTC)პასუხი

@Gobrona: გაგიმარჯოს გობრონ! კარგად, თავად ?. თავდაპირველად ვიკიპედიაში თვით პიროვნების დარჩენა/არდარჩენის საკითხია გასარკვევი და შემდეგ მისი ნაშრომების. იხ. განხილვა:ნიკა ხოფერია. - OTOGI Messages 11:03, 20 მარტი 2018 (UTC)პასუხი

ხო მაგრამ, ოთო, მაგის გამო ხომ არ ვდევნით ჩვენ ადამიანებს, ავუხსნათ, ვასწავლოთ და დარწმუნებული ვარ კარგი ვიკიპედიელი დადგება მისგან. Gobrona განხილვაწვლილი 11:51, 20 მარტი 2018 (UTC)პასუხი

@Gobrona: ვიკიპედიაში არავინ არავის დევნის. საიდან ასეთი რადიკალური დასკვნა ?! სტატია იმის გამო წაიშალა, რომ მას აკლდა მნიშვნელოვნება და ცნობადობა. თითოეულ ნაშრომზე სტატიის დაწერა ზედმეტია. ასე, იცი გიორგი მელიქიშვილს რამდენი პუბლიკაცია ჰქონდა ?. თითოეულზე ხომ არ დავწერთ სტატიას. საერთოდ, რაც შეეხება სტატიას ნიკა ხოფერია ვფიქრობ, რომ წასაშლელია, ვინაიდან უფრო თვითწარმოჩენას ემსახურება. - OTOGI Messages 12:03, 20 მარტი 2018 (UTC)პასუხი

მე ვერ გამიგია სწორად, პიროვნების დარჩენ/არდარჩენა რომ ახსენე მეგონა მომხმარებელ Aeëtes-ს გულისხმობდი. რაც შეეხება თავად ნიკა ხოფერიას, საკმაოდ ცნობადი პიროვნებაა, ინტერნეტშიც ბლომად ინფორმაცია მოიძებნება, თუნდაც ავიღოთ ეს ნიკა ხოფერია. ასევე გეთანხმები, რომ არაენციკლოპედიურია, მაგრამ შეიძლება ნორმალურ-სრულფასოვან სტატიად ქცევა. Gobrona განხილვაწვლილი 17:04, 20 მარტი 2018 (UTC)პასუხი

@Gobrona: გობრონ, ყველაზე და ყველაფერზე სტატიების დაწერა არ შეიძლება. სტატია სრულიად არაენციკლოპედიურია. ჩვეულებრივი სტატიაა და ა.შ. ეგ არგუმენტად არ გამოდგება. ვიკიპედიაში არსებობს წესები, რომლებსაც უნდა დავემორჩილოთ. თუკი გვერდს ავუვლით წესებს, მაშინ ვიკიპედიას ქაოსი მოიცავს. სტატია ნიკა ხოფერია რამდენიმე კრიტერიუმების შესაბამისად წასაშლელია. მეტი როგორ გითხრა. - OTOGI Messages 17:42, 20 მარტი 2018 (UTC)პასუხი

და მაშინ ჩამომითვალე ოთო ეგ კრიტერიუმები ან განხილვის გვერდზე დაწერე და ხმას აღარ ამოვიღებ! Gobrona განხილვაწვლილი 17:53, 20 მარტი 2018 (UTC)პასუხი

@Gobrona: დავწერე. ეგ სტატია საერთოდ განხილვის გარეშე იყო წასაშლელი. - OTOGI Messages 18:14, 20 მარტი 2018 (UTC)პასუხი

ვიკიპედიაში სამი ადმინია, 20-ზე მეტი შემმოწმებელი, სანდო მომხმარებელი კი ღმერთმა იცის რამდენი, ხოდა ამდენი ვართ (ღმერთმა გვამრავლოს) და ეს 7 წინადადებიანი სტატია ვეღარ გაგვიმართია ამდენ ადამიანს ბოლობოლო? Gobrona განხილვაწვლილი 18:28, 20 მარტი 2018 (UTC)პასუხი

@Gobrona: როგორ უნდა გამართო, როდესაც საჭირო ბერკეტები ბუნებაში არ არსებობს ?. თითოეული ვიკიპედიელი, მათ შორის შენც უნდა დაემორჩილოთ ვიკიპედიის მოთხოვნილებებს. მე არ ვწყვიტავ, არამედ საზოგადოება. ოთხი კაცი ეჭვქვეშ აყენებს ამ სტატიას, ესე იგი არის ამის მიზეზი. კრიტერიუმები გაინტერესებდა და მგონი გასაგებად დავწერე ისინი. მე გისაბუთებ თუ რატომ არის წასაშლელი. ეს პიროვნული არ არის, არამედ ვიკიპედიიდან გამომდინარეა. - OTOGI Messages 18:36, 20 მარტი 2018 (UTC)პასუხი

4 არა, შენის ჩათვლით უკვე ხუთი. ხო რავიცი ოთო, ათ და ოც კაცში ერთი ვერაფერს გავხდები, თუ ვიკისაზოგადოება მიიჩნევს წასაშლელია, წაიშალოს, სხვა რა გზაა!! Gobrona განხილვაწვლილი 18:47, 20 მარტი 2018 (UTC)პასუხი

@Gobrona: საჭიროა არგუმენტაცია იმისი, თუ რატომ უნდა დარჩეს სტატია. შენ მხოლოდ იმას წერ, რომ უნდა დარჩეს და მორჩა. ასე არ არის გობრონ. - OTOGI Messages 18:53, 20 მარტი 2018 (UTC)პასუხი

არგუმენტაცია ეს არის ოთო: 1) სტატიაში აღარ არის არანაირი ხმამაღალი განცხადებები. 2) წყარო რომელიც გამოყენებულია სტატიაში, იმ წყაროზე თითქმის ვიკიპედიის ბიოგრაფიული სტატიების უმეტესობა ეყრდნობა, შესაბამისად ავტორიტეტულ წყაროდ ითვლება. ხოდა მეტი რაღაა აქ არაენციკლოპედიური გამარკვიე. Gobrona განხილვაწვლილი 19:02, 20 მარტი 2018 (UTC)პასუხი

@Gobrona: მერე ფეისბუკი, იუთუბი და ბლოგი აკადემიური, სანდო და ავტორიტეტული წყაროებია ?. ბიოგრაფიული ლექსიკონი ამ შემთხვევაში საყრდენი წერტილი ვერ იქნება. კორექტირება თუ მოახდინე, რაღა დარჩა შიგნით ?. აბა კარგად წაიკითხე სტატია, სწავლობს და სტუდენტია, მუშაობს მეორე წიგნზე და სხვა. ეს ყოველივე არაენციკლოპედიურია. თვითონ პიროვნებაა არაენციკლოპედიური. არაფერი ღირებული მანდ არ წერია. არ ვიცი რატომ მეკამათები. განხილვაში დაწერე აჯობებს. ასეთი ტიპის სტატიები რუსულ, გერმანულ და სხვა ვიკიპედიებში განხილვის გარეშე უმალვე იშლება. დაუკვირდი, რა წერია, ისტორიკოსი და მკვლევარი. თვითონ ისტორიკოსობა და მკვლევრობა უკვე თავისთავად ხმამაღალი განაცხადია. ვერც სამეცნიერო ხარისხს ვხედავ, ვერც წოდებას, ვერაფერს ღირებულს. მაპატიე, რატომ მეკამათები მართლა ვერ ვხვდები. - OTOGI Messages 19:15, 20 მარტი 2018 (UTC)პასუხი

ალბატროსისებრნი

ალბატროსისებრნი — გთხოვ შეამოწმე. გიო ოქრო 12:30, 28 მარტი 2018 (UTC)პასუხი

გაკეთდა. - OTOGI Messages 12:44, 28 მარტი 2018 (UTC)პასუხი

დიდი მადლობა. ქარიშხალასნაირნი — ესეც შეამოწმე. გიო ოქრო 13:47, 28 მარტი 2018 (UTC)პასუხი

@გიო ოქრო: თუ იქნა დასამოწმებელი გვერდები, გამაგებინე ხოლმე. - OTOGI Messages 14:09, 28 მარტი 2018 (UTC)პასუხი

აუცილებლად. მადლობა კიდევ ერთხელ. გიო ოქრო 14:13, 28 მარტი 2018 (UTC)პასუხი

ლეო დავითაშვილი

ლეო დავითაშვილი — დაბადების თარიღი სხვაობაა სტატიასა და კატეგორიას შორის. მითითებული ბმული კი გვეუბნება 25 მაისს. მისახედია.--ცანგალა 16:31, 30 მარტი 2018 (UTC)პასუხი

სერგი ცხაკაია — ქაოსია თარიღებში.--ცანგალა 20:45, 31 მარტი 2018 (UTC)პასუხი

@Zangala: რომელ ქაოსზეა ლაპარაკი ?! სტატიაში მემგონი ქართულად წერია, რომ დაიბადა ძვ. სტილით 22 მარტს, ხოლო ახალი სტილით 4 აპრილს. სად დაინახე აქ ქაოსი ?. - OTOGI Messages 08:19, 1 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

კატეგორია 3 აპრილი.--ცანგალა 11:53, 1 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

@Zangala: იხილე ეს გვერდი შედი ისტორიაში და ვინც დაამუშავა მონაცემები იმას მიწერე. - OTOGI Messages 09:35, 2 აპრილი 2018 (UTC) @David1010: — გადამისამართება გავაკეთე.პასუხი

მადლობა მითითებისთვის. ისე ლეო დავითაშვილზე ვის მოვმართო? --ცანგალა 09:40, 2 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

@Zangala: იმას ვინც ინტეგრირებული დაფების გამოყენების იდეას ემხრობა. - OTOGI Messages 09:43, 2 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

ინფოდაფა მეცნიერი — შენი ჩასმულია. ვიკიმონაცემებში შეტანალი არ არის. მე ვერ ვასწორებ. ისე, როდესაც რამეს არ ემხრობი საკუთარ განხილვის გვერდზე კი არ უნდა წერო, ფორუმზე დაწერე ან ვიკიშეხვედრებზე მოხვიდე ხოლმე. --ცანგალა 10:08, 2 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

@Zangala: კარგად მომისმინე ახლა! პროვოკაციული ტექსტების წერას თავი დაანებე!. ინტეგრირებული დაფების გამოყენება განხილვის გარეშე რატომ დაიწყეთ ?! სად იყო ამაზე წინასწარი შეთანხმება ?! რატომღაც მაშინ ჩუმად იყავი და ხმასაც არ იღებდი, ხოლო დღეს ჩამოუვლი მომხმარებლებს და დაფებთან დაკავშირებულ პრობლემებზე წერ. მიწერე იმას ვისი იდეაც იყო. მაგრამ ჩემი განხილვის გვერდზე წერ რატომღაც. განხილვის გვერდებზე კი არ უნდა დაწერო, არამედ ვიკიშეხვედრებზე უნდა თქვა და ფორუმზე დაწერო, რომ დაფებს პრობლემა აქვს. მაგრამ შენ ჩემი განხილვის გვერდზე წერ რატომღაც. მე პირადად, იმდენჯერ მაქვს დაწერილი ბრმა უნდა იყო კაცი ან რიგითი პროვოკატორი, რომ ჩემზე თქვა არ ჰქონდა დაწერილიო. სადაც საჭირო იყო იქ დავწერე და ერთი და იგივე ტექსტების წერას არ ვაპირებ. გამგონი გაიგებს. გიმეორებ გასაგებ ქართულ ენაზე, რომ ინტეგრირებული დაფები ამ ეტაპზე არის ჩვეულებრივი ნაგავი. - OTOGI Messages 10:25, 2 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

სად დაწერე. გვერდი მიმითითე. მე ვერ ვასწორებ ინფოდაფებს, რომლებიც მიბმულია ვიკიმონაცემებთან. და აქედან გამომდინარე, რადგანავ ახალი თარგი შენს მიერ იყო ჩასმული შენ მოგმართე. თუ არ ემხრობი სიახლეს, რატომ ჩასვი ახალი თარგი? ვგულისმობ სტატიას ლეო დავითაშვილი. -ცანგალა 10:34, 2 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

@Zangala: მე და ჰენრიმ ბევრი დავწერეთ ამის შესახებ. არქივების ქექვას არ ვაპირებ. რატომ ჩავსვი ? ინფოდაფები „გამოსაყენებლად გაშვებულია“ რომც არ ჩავსვა სხვა მაინც ჩასვავს. და კიდევ, მაინტერესებს, რომელ ვიკიპედიაში იყენებენ მსგავს ინტეგრირებულ დაფებს ?! ეგ ინფოდაფები კაი რომ ყოფილიყო ინგლისურ ვიკიპედიას ვერ დაასწრებდით დამიჯერეთ. - OTOGI Messages 10:41, 2 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

არ ვიცი. მე მხოლოდ ქაოსი დამხვდა, რაც დათო10 და გობრონას წყალობით სწორდება. შენ მოგმართე და მივიღე...--ცანგალა 10:45, 2 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

დავით გონდაური

დავით გონდაური — ეტყობა ვერ ნახე წასაშლელია.--ცანგალა 07:44, 3 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

@Zangala: საერთო შეთანხმება უნდა არსებობდეს წაშლასთან დაკავშირებით. დააფიქსირეთ აზრი და შედეგს მე პირადად გამოვიტან. გეთანხმები, გასარკვევია პიროვნების ენციკლოპედიურობის კრიტერიუმი. მაგრამ როდესაც წაშლის თარგს ათავსებ, მე კი არ უნდა მომნიშნო, არამედ წაშლის მიზეზი. ეს ელემენტარული წესები უნდა დაიცვა როდესაც წაშლის კანდიდატურას აყენებ. - OTOGI Messages 08:40, 3 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

მარინე ვოსი

მარინე ვოსი - შევასწორე რაღაც-რაღაცები და შეგიძლია შეამოწმო თავიდან? Mzia20

@Mzia20: თქვენ სტატიები შემოგავთ ონლაინ-თარჯიმნის მეშვეობით, რაც ეწინააღმდეგება ვიკიპედიის პოლიტიკას. ონლაინ-თარჯიმნით თარგმნის დროს ნებისმიერ შემთხვევაში წინადადებებს აზრი ეკარგებათ. ასე რომ, ეს სტატიაც წასაშლელია, ხოლო თქვენ თუკი გააგრძელებთ მანქანური თარგმანით შესრულებული სტატიების შემოტანას დაიბლოკებით. შემოტანეთ გამართული, ქართული ენით დაწერილი სტატიები. - OTOGI Messages 16:59, 6 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

რობერტ ოპენჰაიმერი

რობერტ ოპენჰაიმერი — თარგი ამოვიღო?--ცანგალა 18:03, 7 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

@Zangala: კი, ვინაიდან ამ ეტაპზე ვეღარ ვასწრებ სტატიის დამუშავებას. - OTOGI Messages 07:05, 10 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

Uplift (ტერმინი)

ოთო, სალამი. როგორ ხარ? ამ თემაზე თარგმნი ხოლმე და შეიძლება იცოდე, გეოლოგიური ტერმინი Uplift როგორ გამოიყენება ქართულენოვან წყაროებში?--შოთა (განხილვა) 20:57, 7 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

@SHOTHA: შოთას გაუმარჯოს დიდი ხნის შემდეგ!. კარგად ვარ, თავად ?. რიგი გეოლოგიური ტერმინის შესატყვისი სამწუხაროდ ქართულში არ მოგვეპოვება, თუმცა ამ შემთხვევაში შესატყვისი არსებობს. Uplift ქართულად იქნება აზევება. en:Tectonic uplift → ტექტონიკური აზევება. ზოგადად, თუ შეგხვდა ტერმინი Uplift თარგმნე როგორც აზევება. - OTOGI Messages 07:15, 10 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

@Otogi: მეც კარგად. აზევება მშვენიერია. უღრმესი მადლობა, ოთო!--შოთა (განხილვა) 12:10, 10 აპრილი 2018 (UTC)პასუხი
არაფრის, შოთა !. - OTOGI Messages 12:16, 10 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

ჰუგო შიფი

ჰუგო შიფი — რაღაც ჯადოსნური ბმულები წერია. კატეგორია:გვერდები PMID-ის ჯადოსნური ბმულებით — არ ვიცი გასწორება.--ცანგალა 19:30, 9 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

@Zangala: თვალსადევნებელი კატეგორიაა, რომელიც არ უნდა წაიშალოს. მოგვარდა პრობლემა. - OTOGI Messages 07:23, 10 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

ამით რას ვადევნებთ თვალს? ვერ გავიგე.--ცანგალა 08:52, 10 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

@Zangala: დამხმარე კატეგორიაა. ვიკიპედიის კატეგორიზაციის საერთო სქემის ნაწილს არ წარმოადგენს. ტექნიკურად თუ ასე გაინტერესებს გეტყვი, რომ ამ კატეგორიას ავსებს ვიკიპედიის ძრავა. განსახილველი აქ არაფერია. - OTOGI Messages 08:58, 10 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

მადლობა. მაგრამ რომელ სტატიებში სვამს ვიკიპედიის ძრავა ამ კატეგორიებს. ბოლომდე ვერ გავიგე. თუ შეძლებ ახსნას ხომ კარგი, თუ არა არც ამაზე ინერვიულო. --ცანგალა 09:09, 10 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

@Zangala: იქ, სადაც PMID-ია გამოყენებული. იმედია იმის ახსნასაც არ მომთხოვ თუ რას ნიშნავს PMID. - OTOGI Messages 09:11, 10 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

PMID--ცანგალა 09:18, 10 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

ჩანაბი

ჩანაბი — გთხოვ გადახედე კოორდინატებს. რაღაც ორობლემაა და ვერ გავუგე ვერაფერი. გიო ოქრო 11:29, 10 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

@გიო ოქრო: გაკეთდა. ჩინაბი უნდა დაგეწერა. აქვე, მაინტერესებს აილანთუსი რატომ არის წასაშლელი ?. ტექსტი კარგი ენითაა დაწერილი, უბრალოდ გადავიტანოთ სახელწოდებაზე: ჩინური ხემყრალი და ცოტა დავხვეწოთ. რას იტყვი ?. - OTOGI Messages 11:52, 10 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

უი... შემეშალა. მადლობა. გიო ოქრო 11:07, 16 აპრილი 2018 (UTC)პასუხი
კიდევ: მაინტერესებს რამდენად მიღებულია ვიკიპედიაში შემოკლება „ათ.“ „ათასი“-ს ნაცვლად. გიო ოქრო 11:19, 16 აპრილი 2018 (UTC)პასუხი
ამ საკითზე შეთანხმება არ არის. პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს სიტყვის სრულად გადმოცემა. მ. → მეტრი, ტ. → ტონა, ჰა → ჰექტარი და ა.შ. თუმცა ქართულში არსებობს სიტყვათა შემოკლებანიც. შეცდომა არ არის ყოველშემთხვევაში. - OTOGI Messages 11:25, 16 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

გაუქმებული რედაქტირება

სალამი, ღვინის სტატიის რედაქტირება გამიუქმდა, გთხოვთ ხელახლა შეამოწმოთ, ან თუ შეიძლება მითხარით რა იყო ჩემ მიერ მოყვანილ ინფორმაციაში არასწორი/დაუსაბუთებელი. 93.177.183.197 14:18, 10 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

@93.177.183.197: გამარჯობა! თქვენ სტატიაში წყაროს სახით დაამატეთ არა რომელიმე კონკრეტული აკადემიური ბმული, არამედ საკუთრივ ინგლისური ვიკიპედია. ინგლისური ვიკიპედია წყარო არ არის. ამიტომაც გაუქმდა თქვენი რედაქტირება. - OTOGI Messages 14:22, 10 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

თარგმანი,

გამარჯობათ,

მაინტერესებს როგორ გადაითარგმნება ინგლისურად სამეფო აზნაური, რომ პრობლემები არ შემექმნას ინგლისურ ვიკიპედიაში, არასწორი ტრანსლირების გამო, მადლობთ, პატივისცემით Evroaplatz განხილვაწვლილი

@Evroaplatz: გამარჯობა! ადგილობრივი ტერმინია და შეიძლება არც ითარგმნოს ან ითარგმნოს, თუნდაც. Samepo aznauri შეცდომა არ იქნება და არც Royal aznauri. ინგლისურ ვიკიპედიაში თუ გინდათ სტატიის შექმნა, გადამისამართება ერთიდან მეორეზე ან პირიქით, მაინც გასაკეთებელი იქნება. მე ვფიქრობ, რომ უფრო მისაღებია Samepo aznauri. პრობლემებს რაც შეეხება, მთავარია მაღალ დონეზე იყოს სტატია დაწერილი და ჰქონდეს წყაროები და პრობლემები არ შეგექმნებათ. - OTOGI Messages 08:50, 15 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

ინფოდაფა

ოთო, გამარჯობა, როგორ ხარ? ოთო რაზე გაწუხებ, მე მაინცდამაინც ინფოდაფებში ვერ ვერკვევი და თუ შეგიძლია ეს ორი en:Template:Infobox online service და en:Template:Infobox brand რომ შექმნა, რა თქმა უნდა დრო თუ გექნება, არც მეჩქარება, როცა კი შეძლებ. თუ ვერა და არც მაგი არ მეწყინება :) Gobrona განხილვაწვლილი 17:30, 15 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

@Gobrona: გამარჯობა, გობრონ. მადლობა, კარგად. თავად ?. ჯერ ეს ინფოდაფა შევქმენი → თარგი:ინფოდაფა ონლაინ სერვისი. დაატესტე ახლა აბა. ტერმინების თარგმისას დიდ ყურადღებას არ ვამახვილებდი, ნერვები აღარ მქონდა, სწრაფად გადავთარგმნე და შეიძლება შეცდომით გადმოვთარგმნე რაღაც. ტერმინები შეგიძლია შენც შეასწორო, ასეთის არსებობის შემთხვევაში. კიდევ დარჩა დამატებითი ინფოდაფების თარგმნა. მერე მივხედავ. ეხლა დავიღალე უკვე. - OTOGI Messages 19:45, 15 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

ოქრო ხარ ოთო, მადლობა :) Gobrona განხილვაწვლილი 20:00, 15 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

@Gobrona: გაკეთდა. არაფრის!. ინგლისური ვიკიპედიის ანალოგიით შექმნილია ინფოდაფები: თარგი:ინფოდაფა ონლაინ სერვისი და თარგი:ინფოდაფა სავაჭრო ნიშანი. მოიხმარე მშვიდობაში :). - OTOGI Messages 10:06, 16 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

ოქროს ასოებით ამოიტვიფრება შენი სახელი ვიკიპედიაში :)) მადლობა დიდი. Gobrona განხილვაწვლილი 16:07, 16 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

Untitled

გამარჯობათ! რატომღაც თქვენ არასწორად გაიგეთ ის, რაც მე ვიგულისხმე. ეს სულაც არ იყო ან აგრესიული, ქვეშქვეშა ან მზაკვრული შეტყობინება. გირჩევდით შემდეგში უკეთ გადახედოთ ჩემს გზავნილს და მის რეალურ შინაარსს. ასევე თავად შეიკავეთ თავი შეურაცხყოფის მიყენებისგან, თავად იგულისხმეთ, რომ გამართული ქართულით არ ვსაუბრობ და როგორც უკვე ვახსენე აგრესიული, ქვეშქვეშა, და მზაკვრული გზავნილებიც მქონია. რაც შეეხება ვიკიპედიის წესებსა და მისი თითოეული წევრის იმუნიტეტს, წესები თავადაც კარგად ვიცი, მადლობა დახმარებისთვის. თუ ბლოკირებით დაასრულებთ ამ ყველაფერს (როგორც თავად ახსენეთ), ვერც ისე შემაშინებთ ამით. თავადაც აღარ მიჩნდება სურვილი ასეთ რედაქტორებთან საქმის გაგრძელება. ამის შემდეგ კარგი იქნება თუ კარგად დაუკვირდებით ჩემს გზავნილებს.

ასევე ძალიან განაწყენებული ვარ იმაზე, რომ გაფრთხილების გარეშე წაიშალა ჩემი ორი სტატია. მგონი სხვისი ნაშრომის წაშლა ასე 'ჰაერზე' არ უნდა იყოს შესაძლებელი!წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Mariam Zurabishvili (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

@Mariam Zurabishvili: გამარჯობა! თუ შეიძლება კარგად ამიხსენით რა გნებავთ ?!. სამწუხაროდ ვერაფერი ვერ გავიგე. რომელი ორი სტატია წაიშალა ?. - OTOGI Messages 18:25, 19 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

წაშლილ სტატიაზე...

სტატია ფან ბინბინზე წაშლილია ,,არაენციკლოპედიური მნიშვნელობის ქონისთვის". ინფოდაფა და სტატია ინგლისურიდან ვთარგმნე, მაინტერესებს კონკრეტულად რისი შესწორება/გადაკეთება შეიძლებოდა? Lemon134340

@Lemon134340: გამარჯობა! სანიმუშოდ აიღეთ თუნდაც ეს სტატია: ჯან ძიი. გადახედეთ იმას თუ რა ესაჭიროება სტატიას, იმისათვის, რომ იგი ვიკიპედიის სტანდარტებს აკმაყოფილებდეს. თქვენი დაწერილი სტატია და ეს en:Fan Bingbing ვფიქრობ ერთმანეთისაგან განსხვავდება. - OTOGI Messages 14:14, 21 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

@Lemon134340: აი, ხომ ხედავთ, მთავარია მონდომება. იხ. ფან ბინბინი. - OTOGI Messages 16:43, 21 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

@Otogi: მადლობა დახმარებისთვის!! Lemon134340

ერეკლე გამყრელიძე

ერეკლე გამყრელიძე — 15 მაისი ამოსაღებია ინფოდაფიდან. რომელ წყაროშია?--ცანგალა 21:08, 21 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

@Zangala: იმ წყაროში, რომელიც ბმულის სახით ამოიღე. სტატია როდესაც დაიწერა სწორედ geolinst.ge-ის მიხედვით შეიქმნა დაბადების თარიღი და რიცხვი. . - OTOGI Messages 08:10, 22 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

ბმული არ იძებნებოდა და ამოვიღე (მეორე ბმულში 8 მაისი წერია). ხოლო ლიტერატურა ქე. – თბილისი. – ენციკლოპედია. თბ. 2002 — რომელია (ესეც შევასწორე)? ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 546, თბ., 1997 წელი — ეს არის თუ კიდევ სხვა ენციკლოპედია?--ცანგალა 08:17, 22 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

@Zangala: ენციკლოპედია თბილისი (ქართული ენციკლოპედია თბილისი, ქე - თბილისი). მე რა უნდა შევასწორო შენი ამოშლილია. - OTOGI Messages 08:31, 22 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

ოკ. დავაბრუნებ. მე იგივე მეგონა. მაგ ენციკლოპედიაში რა წერია 8 თუ 15 მაისი?--ცანგალა 08:37, 22 აპრილი 2018 (UTC)პასუხი
ჩავსვი.--ცანგალა 08:38, 22 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

@Zangala: სამწუხაროდ, ენციკლოპედია თბილისში დაბადების თვე და რიცხვები არ არის მითითებული. მხოლოდ წელი იწერება. დავტოვოთ 8 მაისი. ამოვშალე უკვე 15 მაისი ინფოდაფიდან. - OTOGI Messages 08:42, 22 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

ვიღიმი--ცანგალა 08:48, 22 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

თხოვნა

თარგი:ინფოდაფა მმართველი, თარგი:ინფოდაფა მმართველი, თარგი:ინფოდაფა ლიდერი — გთხოვ დაბლოკო მხოლოდ ადმინებზე. თარგში გატარებული ცვლილებების შემდეგ სტატიებს არავინ არ ასწორებს.--ცანგალა 11:51, 25 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

@Zangala: კონკრეტულად რა მოჰყვა განხორციელებულ ცვლილებებს ?. - OTOGI Messages 11:53, 25 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

სიტყვა „პორტრეტი“ შეიცვალა სურათით, რის გამოც სტატიაში ჩასმული სურათი აღარ ჩანს. ნახე ჩემი ბოლო წვლილი.--ცანგალა 11:54, 25 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

@Zangala: ასეთ მნიშვნელოვან დაფებში ცვლილებები, რომ ხორციელდება წინასწარი შეთანხმებაა საჭირო, რათა სტატიები არ აირიოს. მე, მაგ., ახლიდან შევქმენი ინფოდაფა მთა და რამდენიმე თვეა ვასწორებ სტატიებს. პასუხისმგებლობის საკითხია უბრალოდ. - OTOGI Messages 12:07, 25 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

ე. ი. არ დაბლოკავ მხოლოდ ადმინზე? ვერაფერი ვერ გავიგე ახლიდან თარგის შექმნას შეთანხმება არ სჭირდება და დაბლოკვას ადმინზე კონსილიუმი? თარგის შეცვლას ხომ არ ვითხოვ, მხოლოდ ადმინზე დაბლოკვას. ამჟამად შენ ხარ აქტიური ადმინი იმიტომ მოგმართე შენ.--ცანგალა 12:13, 25 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

@Zangala: მე სულ სხვა რაღაცა გითხარი, შენ ვერ გაიგე ვერაფერი რაც მოგწერე, კაი დაივიწყე. ინფოდაფა დავბლოკე უკვე. - OTOGI Messages 12:19, 25 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

მე ისე განვახორციელე ცვლილებები, რომ არ შემიცვლია ველების სახელები. ანუ თუ რამე პრობლემაა მე არ დამაბრალოთ (ნახევრად ხუმრობით :)). ისე დაბლოკვის მომხრე არ ვარ. გიო ოქრო 12:25, 25 აპრილი 2018 (UTC)პასუხი
დაბრალების ამბავი არაფერ შუაშია, უბრალოდ როდესაც ხორციელდება ცვლილება ისეთ ინფოდაფაში, რომელიც ძალიან ბევრ სტატიაშია გამოყენებული პასუხისმგებლობაა საჭირო. სულ ეს არის. დაბლოკვა ნებისმიერ დროს შეიძლება მოიხსნას, ჩემი თხოვნაა, რომ ჯერ ინფოდაფის განხილვის გვერდზე ჩამოაყალიბოთ ხოლმე მომავალი თარგის სტრუქტურა. - OTOGI Messages 12:30, 25 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

გილოცავთ

დღეს Otogi –ის დღეობაა, გამოვაცხვეთ ხაჭაპური ... ლამაზთვალებიანო, გილოცავთ დაბადების დღეს. გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს საყვარელ საქმიანობაში. კოცნაკოცნაკოცნა.პატივისცემით --ცანგალა 07:48, 5 მაისი 2018 (UTC)პასუხი

გილოცავთ! მრავალს დაესწარი ^_^--Melberg განხილვაწვლილი 07:55, 5 მაისი 2018 (UTC)პასუხი
გილოცავ ოთო, მრავალს დაესწარი, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ. :) – BruTe () 07:57, 5 მაისი 2018 (UTC)პასუხი
გილოცავ--Surprizi განხილვაწვლილი 15:24, 5 მაისი 2018 (UTC)პასუხი
გილოცააავ ოთოოო :) Gobrona განხილვაწვლილი 15:59, 5 მაისი 2018 (UTC)პასუხი
გილოცავთ ოთო, წინსვლას და წარმატებებს გისურვებთ! ჩემი აქაური წინსვლა დიდწილად თქვენი დამსახურებაა, ამიტომ ამას ვაფასებ. :)))გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 17:15, 5 მაისი 2018 (UTC)პასუხი
ოთო გილოცავ! წარმატებები ვიკი და პირად ცხოვრებაში! --ჯაბა 1977 19:29, 5 მაისი 2018 (UTC)პასუხი

უღრმესი მადლობა მოლოცვისთვის და თბილი სიტყვებისთვის.! - OTOGI Messages 11:10, 6 მაისი 2018 (UTC)პასუხი

დაგვიანებით მეც გილოცავ :)--დათო1010 11:26, 6 მაისი 2018 (UTC)პასუხი

მადლობა, დათო!. - OTOGI Messages 11:29, 6 მაისი 2018 (UTC)პასუხი

ვახ, რა კარგ დროს შემოვიხედე აქ! ოთო, გილოცავ გულით! იხარე და იბედნიერე! წარმატებები. :) — GIO→13 11:41, 6 მაისი 2018 (UTC)პასუხი

გიო, გაიხარე, მადლობა. ორმაგად გახარებული ვარ მელბერგის (გიოს) და შენი გამოჩენით, სანდრომაც დაგვივიწყა უკვე... ვიღიმი. მოკლედ, გაიხარეთ, მადლობა კიდევ ერთხელ. უფალი გფარავდეთ !!!. - OTOGI Messages 11:49, 6 მაისი 2018 (UTC)პასუხი

დაგვიანებით გილოცავთ... წარმატებასა და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ...--ტამინა განხილვაწვლილი 12:22, 6 მაისი 2018 (UTC)პასუხი

მადლობა, ტამინ! ვიღიმი - OTOGI Messages 12:25, 6 მაისი 2018 (UTC)პასუხი

ოთო, მოგვიანებით გილოცავ! გისურვებ წარმატებებსა და ბევრ სიხარულს! — Mikheil მიწერა 16:50, 6 მაისი 2018 (UTC)პასუხი
დიდი მადლობა მიშა!. - OTOGI Messages 18:44, 6 მაისი 2018 (UTC)პასუხი
დაგვიანებით მეც ვუერთდები კოლეგებს და გილოცავ... --Mehman 97 20:29, 6 მაისი 2018 (UTC)პასუხი
დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას!. - OTOGI Messages 06:18, 7 მაისი 2018 (UTC)პასუხი

ანტონი (აბაშიძე) и დიმიტრი (აბაშიძე)

Две статьи об одном человеке. Нужно слить их в одну. ~ Чръный человек განხილვაწვლილი 10:16, 8 მაისი 2018 (UTC)პასუხი

ОК. Спасибо за информацию. - OTOGI Messages 10:43, 8 მაისი 2018 (UTC)პასუხი

მარიცა

მარიცა — პოზრუკა მისახედია. მადლობა. გიო ოქრო 17:01, 10 მაისი 2018 (UTC)პასუხი

ფილიპ I (საფრანგეთი)

ფილიპ I (საფრანგეთი) — ფრანგულად I er უნდა იყოს ზევით. იმედია კარგად ავხსენი (ფრანგულ ვიკიში თუ ნახავ მიხვდები). მე ვერ ვაკეთებ. მადლობა.--ცანგალა 08:02, 17 მაისი 2018 (UTC)პასუხი

გაკეთდა. - OTOGI Messages 08:09, 17 მაისი 2018 (UTC)პასუხი

ახალი თხოვნა

ნინო დუმბაძე — სქოლიოში ჩაწერილია თარგი, რომელიც ან უნდა ამოვიღოთ ან უნდა შეიქმნას. მე ვერ მივაგენი, როგორ? მადლობა.--ცანგალა 08:47, 17 მაისი 2018 (UTC)პასუხი

@Zangala: ქართული ენციკლოპედიის, დიდი საბჭოთა ენციკლოპედიისა და სანდო გვერდის თანახმად იგი დაიბადა 23 მაისს. ვფიქრობ, რომ 23 უნდა დარჩეს მხოლოდ. 13 იანვრის სახით როგორც ჩანს შეცდომაა გაპარული. დავამატე ახალი ინფორმაცია სტატიას ქართული ენციკლოპედიიდან. სქოლიოც გასწორებულია. - OTOGI Messages 09:18, 17 მაისი 2018 (UTC)პასუხი

კი ბატონო დაბადება 23 მაისი უნდა ეწეროს. ვერ გავიგე 13 იანვარი სად ეწერა. (ამჟამად კი მნიშვნელობა არ აქვს).--ცანგალა 09:23, 17 მაისი 2018 (UTC)პასუხი
13 იანვარი მე მხოლოდ აქ ვნახე. მაგრამ შეცდომაა როგორც ჩანს. - OTOGI Messages 09:26, 17 მაისი 2018 (UTC)პასუხი
Otogi/არქივი 25-ის მომხმარებლის გვერდზე დაბრუნება.