ჰუგო შიფი
ჰუგო შიფი (იტალ. Ugo Schiff; გერმ. Hugo Schiff; დ. 26 აპრილი, 1834, მაინის ფრანკფურტი, — გ. 8 სექტემბერი, 1915, ფლორენცია) — იტალიელი ქიმიკოსი, წარმოშობით გერმანელი. ფ. ველერის მოწაფე, ბერნის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი (1857). ემიგრაციაში იყო იტალიაში და მუშაობდა ფლორენციაში (1863-1876 და 1879-1915 წლებში). ტურინის უნივერსიტეტის პროფესორი (1876-1879). შიფის ძირითადი შრომები ეძღვნება ორგანული ქიმიის საკითხებს. ფართოდაა ცნობილი შიფის ფუძე, შიფის რეაქტივი.
ჰუგო შიფი | |
---|---|
გერმ. Hugo Schiff | |
დაბ. თარიღი | 26 აპრილი, 1834[1] [2] |
დაბ. ადგილი | მაინის ფრანკფურტი[3] [2] |
გარდ. თარიღი | 8 სექტემბერი, 1915[1] [2] (81 წლის) |
გარდ. ადგილი | ფლორენცია[3] [2] |
დასაფლავებულია | Trespiano Cemetery |
მოქალაქეობა |
პრუსიის სამეფო იტალიის სამეფო[4] |
საქმიანობა | ქიმიკოსი[5] და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | ბერნის უნივერსიტეტი, ფლორენციის უნივერსიტეტი და ტურინის უნივერსიტეტი[4] |
ალმა-მატერი | ბერნის უნივერსიტეტი[4] და გეტინგენის უნივერსიტეტი[4] |
ჯილდოები | იტალიის გვირგვინის ორდენის კავალერი[4] |
შიფი ფრიდრიჰ ვოლერის სტუდენტი იყო გიოტინგენის უნივერსიტეტში. მან თავისი დისერტაცია დაიცვა (სათაურით: "ზოგიერთი ნაფთილ- და ფენილ-დერივატების შესახებ"), რომლის ხელმძღვანელიც ასევე ვოლერი იყო 1857 წელს. იმავე წელს, არეულობების გამო, შიფმა დატოვა გერმანია და გაემგზავრა შვეიცარიაში, ბერნის უნივერსიტეტში.[6] თავისი პოლიტიკური შეხედულებებით, შიფი სოციალიზმს უჭერდა მხარს, როგორც ჩანს, მიმოწერა ჰქონდა კარლ მარქსთან და ფრიდრის ენგელსთან. შიფი გახდა იტალიური სოციალისტური გაზეთის, "ავანტის" თანადამფუძნებელი 1894 წელს.
შიფი გადავიდა იტალიაში 1863 წელს და დაიკავა სამეცნიერო თანამდებობები ჯერ პიზაში, ხოლო შემდეგ კი — ფლორენციაში (ბუნების ისტორიის მუზეუმში). 1870 წელს მანდ დააფუძნა Gazzetta Chimica Italiana (იტალიის ქიმიური ჟურნალი) სტანისლაო კანიცაროსთან ერთად. 1877 წელს გახდა ზოგადი ქიმიის პროფესორი ტურინში და 1879 წელს კი დაბრუნდა ისევ ფლორენციაში, უკვე ზოგადი ქიმიის პროფესორად იმ დაწესებულებაში, რომელიც მალე ფლორენციის უნივერსიტეტი გახდებოდა. აქ მან დააარსა ფლორენციის უნივერსიტეტის ქიმიის ინსტიტუტი. შიფი იქვე ფლორენციაში ცხოვრობდა სიცოცხლის ბოლომდე, 1915 წლამდე.
ფლორენციის უნივერსიტეტში ჯერ კიდევ არსებობს ჰუგო შიფის სახელობის საერთაშორისო საწყობი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 9.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 www.accademiadellescienze.it
- ↑ 3.0 3.1 Шифф Хуго // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Ciardi M. Dizionario Biografico degli Italiani — 2018. — Vol. 91.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #117232084 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Hugo (Ugo) Schiff, Schiff Bases, and a Century of b-Lactam Synthesis Thomas T. Tidwell Angew. Chem. Int. Ed. 2007, 46, 2–7 doi:10.1002/anie.200702965 PMID 18022986