სერგი ცხაკაია
სერგი გიორგის ძე ცხაკაია (დ. ძველი სტილით [22 მარტი], ახალი სტილით [4 აპრილი], 1880, სოფელი კოკი, ახლანდელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, — გ. 20 ნოემბერი 1966, თბილისი) — ქართველი გეოგრაფი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი (1949), დოცენტი (1950). თანამედროვე ქართული კარტოგრაფიის ფუძემდებელი.
სერგი ცხაკაია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 22 მარტი (3 აპრილი), 1880 |
დაბ. ადგილი | კოკი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 20 ნოემბერი, 1966 (86 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
საქმიანობა | გეოგრაფი |
მუშაობის ადგილი | ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებასერგი ცხაკაიამ 1904 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო-ტოპოგრაფიული სასწავლებელი. ცხაკაია თანამედროვე ქართული კარტოგრაფიის ფუძემდებელია. 1936 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტოპოგრაფია-კარტოგრაფიის კათედრის გამგე, 1945-1949 წლებში ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის კარტოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი. მისი ნაშრომები მიეძღვნა გეოდეზიის, ტოპოგრაფიისა და კარტოგრაფიის საკითხებს.
1930-იან წლებში შექმნა კარტოგრაფიული სახელმძღვანელო საქართველოს უმაღლესი სკოლებისათვის. 1940-იან წლებში სწავლობდა ვახუშტი ბაგრატიონის კარტოგრაფიულ მემკვიდრეობას.
ავტორია მრავალი ნაშრომისა: „გეოდეზიის სახელმძღვანელო“, „კარტოგრაფია“ და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 247.