კირკიტა
კირკიტა (ლათ. Falco tinnunculus) — ფრინველი შავარდნისნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 31-38 სმ აღწევს, მასა 250 გრამამდე. შეფერილობაში ჭარბობს წითური ფერი. გვხვდება ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. საკმაოდ ბევრია საქართველოში. ბინადრობს ტყეში, ველზე, ნახევრად უდაბნოშიც. ბუდეს იკეთებს ხეზე, კლდის ან ფლატის ნაპრალებში. დებს 4 კვერცხს. იკვებება პატარ-პატარა მღრღნელებითა და მწერებით, რითაც დიდი სარგებლობა მოაქვთ სოფლის მეურნეობისათვის.
კირკიტა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Falco tinnunculus (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22696362 | |||||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- კუტუბიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 531.